გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
ამასთან, 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ხოლო 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
აუუჰ, ისევ დაკეტილა ლარსი ? კაცო, თუ სულ დაკეტილია, როგორ ამარაგებს რუსეთს ეგ სულგადაკეტილი სასაზღვრო გადასასვლელი მსოფლიო საქონელნაკადით ამ პირდამშეულ 150 მილიონიან რუსეთს, სავსეა სუპერმარკეტები სულოდაგულოთიო ?! ახალ წელს დაკეტილი იყო, ძველით ახალ წელსაც იკეტება და შობასაც დაეკეტათ ! სხვა გადასასვლელებიც აქვსთო , იძახიან, სულ ღიააო, ასე, 500-ზე მეტი ექნებათო სახმელეთო ავტოსაგზაო და სარკინიგზოო , საპორტე სამასიო 8 ზღვასა და 5 ოკენაეზეო-სიმძლავრე ორი მილიარდი ტონა აქვსთო, სამასამდე აეროპორტიცო , და ვგონებ კოსმოსიც ღიად ქონიათ და ელექტრომაგნიტურ, სხივურ და მობილურ ინტერნეტულ პროდუქტს იქიდან ღებულობსო !? ჰა ?! ამ ლარსს სულ 400 ტონა აქვს საშუალო დღიური სიმძლავრე, სომხეთიც მაგას შეჩერებია, ჩვენც, თურქეთიც და რუსს ორი მილიარდი ტონა სიმძლავრე ჭირდება, ქინძისთავი და მზე რომ შეადარო, ეგრეა, და რამდენი სინათლის წელი უნდა მაგათ დაპურებას ლარსით ? არა , ოჩამჩირას პორტი თუ არ მოთხარეს , ცუდადაა მაგათი საქმე , ახლა ერთი გემიც ვერ ეტევა , რასაც გემი ქვია , კატერები შედიგამოდიან, ფელუკები და არა ყოფნით სიღრმეები და სიგრძეები, მდინარესაც შლამი მეტი ჩააქვს, ვიდრე დრედჯერებს ამოაქვსთ !?