სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხატის გატანა არ მოხდება, ტაძარში დარჩება - როგორც მეუბნებიან, შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება" - ირმა ინაშვილი
"ხატის გატანა არ მოხდება, ტაძარში დარჩება - როგორც მეუბნებიან, შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება" - ირმა ინაშვილი

ვე­მორ­ჩი­ლე­ბით პატ­რი­არ­ქის რჩე­ვას - არ მოხ­დე­ბა ხა­ტის გა­ტა­ნა იმი­ტომ, რომ არ არის სა­ჭი­რო­ე­ბა ხატი გა­ვი­დეს ტაძ­რი­დან, დარ­ჩე­ბა ხატი ტა­ძარ­ში!- ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დერ­მა, ირმა ინაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მე­ბის ტაძ­რის­თვის შე­წი­რულ ხატ­ში კა­ნო­ნი­კა დარ­ღვე­უ­ლი არაა, ე.წ. სტა­ლი­ნის ეპი­ზოდს ხატ­ში მა­ინც შეც­ვლი­ან.

"ჩვენ ვართ მა­ზი­ა­რებ­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ პატ­რი­არ­ქის რჩე­ვა. რო­გორც მე ვიცი, ეს გან­ცხა­დე­ბა იყო პატ­რი­არ­ქთან შე­თან­ხმე­ბუ­ლი და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პი­რა­დად ამ გან­ცხა­დე­ბამ სულ არ გა­მა­ხა­რა და სხვაგ­ვა­რად გა­დავ­წყვეტ­დი ამ სა­კითხს, ჩვენ ვე­მორ­ჩი­ლე­ბით პატ­რი­არ­ქის ამ რჩე­ვას. ტექ­ნი­კუ­რად ეს რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია, იმი­ტომ, რომ არ ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. გა­ვივ­ლით კონ­სულ­ტა­ცი­ას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით. მი­მაჩ­ნია, რომ ამ ხატ­ზე არ იყო კა­ნო­ნი­კა დარ­ღვე­უ­ლი. ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის გან­მარ­ტე­ბა მაქვს პი­რა­დად მე მი­ღე­ბუ­ლი. სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­საც და­აკ­ვირ­დით, იქ მკა­ფი­ოდ წე­რია ვისი გა­მო­სახ­ვის უფ­ლე­ბა აქვს ხატმწერს ანუ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბა, ვის­თა­ნაც მე მქონ­და კონ­სულ­ტა­ცია არის ის, რომ აქ არ არის დარ­ღვე­უ­ლი კა­ნო­ნი­კა. მე არ შევ­ცვლი­დი ამას, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან არის ასე­თი რჩე­ვა, ვე­მორ­ჩი­ლე­ბით პატ­რი­არ­ქის ამ რჩე­ვას და ვი­მოქ­მე­დებთ ისე, რო­გორც გვირ­ჩევს პატ­რი­არ­ქი. არ მოხ­დე­ბა ხა­ტის გა­ტა­ნა იმი­ტომ, რომ არ არის სა­ჭი­რო­ე­ბა ხატი გა­ვი­დეს ტაძ­რი­დან, დარ­ჩე­ბა ხატი ტა­ძარ­ში. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა ად­გილ­ზე ამი­სი გა­კე­თე­ბა. ვა­დებს ვერ გე­ტყვით“,- გა­ნა­ცხა­და ირმა ინაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში არ­სე­ბულ წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც იო­სებ სტა­ლი­ნი­ცაა გა­მო­სა­ხუ­ლი, ინ­ფორ­მა­ცია 6 იან­ვარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ის ტა­ძარს „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა“ შეს­წი­რა. 9 იან­ვარს კი, ხატს სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და მი­მარ­თა წმინ­და მატ­რო­ნას ხა­ტის შე­მომ­წირ­ვე­ლებს, ხატ­ში სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნონ, ან ამას თა­ვად სა­პატ­რი­არ­ქო გა­ა­კე­თებს. გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვი­ნა­ი­დან სტა­ლი­ნის შეხ­ვედ­რა წმ. მატ­რო­ნას­თან, არა­საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, არ არის შე­ტა­ნი­ლი მისი ცხოვ­რე­ბის კა­ნო­ნი­კურ ტექ­სტში, არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ, რო­მელ­მაც იგი წმინ­და­ნად შე­რა­ცხა და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვაც ჩა­ა­ტა­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ეპი­ზო­დის შეც­ვლა და ხატ­წე­რის კა­ნო­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არამზადები
0

ანტიქრისტე უბრალოდ დაგერხევა!

gaga
0

მაგ სისულელეებით ხატს განარისხებთ და უბედყრებები დაგატყდებათ თავს

ავტორი:

"ხატის გატანა არ მოხდება, ტაძარში დარჩება - როგორც მეუბნებიან, შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება" - ირმა ინაშვილი

"ხატის გატანა არ მოხდება, ტაძარში დარჩება - როგორც მეუბნებიან, შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება" - ირმა ინაშვილი

ვემორჩილებით პატრიარქის რჩევას - არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი გავიდეს ტაძრიდან, დარჩება ხატი ტაძარში!- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამების ტაძრისთვის შეწირულ ხატში კანონიკა დარღვეული არაა, ე.წ. სტალინის ეპიზოდს ხატში მაინც შეცვლიან.

"ჩვენ ვართ მაზიარებლები და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პატრიარქის რჩევა. როგორც მე ვიცი, ეს განცხადება იყო პატრიარქთან შეთანხმებული და იმის მიუხედავად, რომ პირადად ამ განცხადებამ სულ არ გამახარა და სხვაგვარად გადავწყვეტდი ამ საკითხს, ჩვენ ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას. ტექნიკურად ეს როგორ განხორციელდება ამაზე საუბარი არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვარ პროფესიონალი. გავივლით კონსულტაციას პროფესიონალებთან და ჩამოვყალიბდებით. მიმაჩნია, რომ ამ ხატზე არ იყო კანონიკა დარღვეული. ამის შესახებ არაერთი პროფესიონალის განმარტება მაქვს პირადად მე მიღებული. საპატრიარქოს განცხადებასაც დააკვირდით, იქ მკაფიოდ წერია ვისი გამოსახვის უფლება აქვს ხატმწერს ანუ სპეციალისტების განმარტება, ვისთანაც მე მქონდა კონსულტაცია არის ის, რომ აქ არ არის დარღვეული კანონიკა. მე არ შევცვლიდი ამას, მაგრამ ვინაიდან არის ასეთი რჩევა, ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას და ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვირჩევს პატრიარქი. არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი გავიდეს ტაძრიდან, დარჩება ხატი ტაძარში. როგორც მეუბნებიან, შეიძლება ადგილზე ამისი გაკეთება. ვადებს ვერ გეტყვით“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. 9 იანვარს კი, ხატს საღებავი შეასხეს.

მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მიმართა წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

წაიკითხეთ ასევე: