Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეთავაზება შალვა პაპუაშვილისგან მივიღე და დიდად არ გამკვირვებია, რადგან..." - კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ გიორგი კეკელიძეს შეცვლის: როდის შეუდგება ის მუშაობას?
"შეთავაზება შალვა პაპუაშვილისგან მივიღე და დიდად არ გამკვირვებია, რადგან..." - კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ გიორგი კეკელიძეს შეცვლის: როდის შეუდგება ის მუშაობას?

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია შეც­ვლის. ინ­ფორ­მა­ცია გამ­სა­ხურ­დი­ამ AMBEBI.GE-ს და­უ­დას­ტუ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის­გან შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო.

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის­გან მი­ვი­ღე. დიახ, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ასეა, სა­პარ­ლა­მენ­ტო ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნელს ათა­ვი­სუფ­ლებს და ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

- თქვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- ზო­გა­დად ეს ისე­თი სფე­როა, რო­მელ­თა­ნაც ჩემი ცხოვ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ეტაპ­ზე ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ამი­ტო­მაც დი­დად არ გამ­კვირ­ვე­ბია.

- თან­ხმო­ბა მა­შინ­ვე გა­ნა­ცხა­დეთ?

- დიახ.

- რო­დი­დან აპი­რებთ, ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე საქ­მი­ა­ნო­ბას შე­უდ­გეთ?

- ამას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა, არის პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბი და ასე­ვე დო­კუ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ვა­დე­ბი ალ­ბათ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

- ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრომ­ლებს ალ­ბათ ჯერ არ შეხ­ვედ­რი­ხართ...

- რო­გორც მკი­თხვე­ლი კი... 1980 წლი­დან ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მკი­თხვე­ლი გახ­ლა­ვართ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მოს­თხო­ვა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუქ გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვად კე­კე­ლი­ძემ გა­ავ­რცე­ლა. მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე , სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2012 წლი­დან იკა­ვებ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
121
0

მკვდარზე ვენოკი, კონსტანტინე! უნიათო

ჭორლეონე
1

ფუ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი
ავტორი:

"შეთავაზება შალვა პაპუაშვილისგან მივიღე და დიდად არ გამკვირვებია, რადგან..." - კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ გიორგი კეკელიძეს შეცვლის: როდის შეუდგება ის მუშაობას?

"შეთავაზება შალვა პაპუაშვილისგან მივიღე და დიდად არ გამკვირვებია, რადგან..." - კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ გიორგი კეკელიძეს შეცვლის: როდის შეუდგება ის მუშაობას?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ინფორმაცია გამსახურდიამ AMBEBI.GE-ს დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შეთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან შალვა პაპუაშვილისგან მიიღო.

- ვადასტურებ, რომ შეთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მივიღე. დიახ, კანონის მიხედვით ასეა, საპარლამენტო ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ათავისუფლებს და ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

- თქვენთვის მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება?

- ზოგადად ეს ისეთი სფეროა, რომელთანაც ჩემი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ეტაპზე ახლოს ვიყავი, ამიტომაც დიდად არ გამკვირვებია.

- თანხმობა მაშინვე განაცხადეთ?

- დიახ.

- როდიდან აპირებთ, ახალ თანამდებობაზე საქმიანობას შეუდგეთ?

- ამას გარკვეული დრო დასჭირდება, არის პროცედურული საკითხები და ასევე დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები. ვადები ალბათ აქედან გამომდინარე განისაზღვრება.

- ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ალბათ ჯერ არ შეხვედრიხართ...

- როგორც მკითხველი კი... 1980 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველი გახლავართ.

ცნობისთვის, გიორგი კეკელიძეს თანამდებობის დატოვება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოსთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქ გვერდის საშუალებით თავად კეკელიძემ გაავრცელა. მწერალი გიორგი კეკელიძე , საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.

წაიკითხეთ ასევე: