სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი კავლელაშვილმა დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია. ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, ამბობდა, პასუხი უნდა ვაგოო" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"გიორგი კავლელაშვილმა დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია. ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, ამბობდა, პასუხი უნდა ვაგოო" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის, ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, მი­იჩ­ნევს, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად არის დამ­ნა­შა­ვე და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძემ კლი­ნი­კა "ჯეო ჰოს­პი­ტალსში” გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. თა­ვად ბრალ­დე­ბულს კი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

რო­გორც სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მომ­ხდა­რის მო­ტი­ვი გა­მოკ­ვე­თი­ლი არ არის, სა­ჭი­როა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­ნიშ­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდარს კარ­გად ვერ იხ­სე­ნებს, ფსი­ქი­კუ­რად ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ვერ იყო ჯან­საღ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ბრალ­დე­ბულს შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცია პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ იყო. მან დღეს გა­ი­გო, რომ მისი მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლია და ჩა­ვარ­და ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ამ­ბობ­და, რომ პა­სუ­ხი უნდა ვაგო, არ ვარ არაფ­რის ღირ­სიო და ა.შ. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ფონი იყო. ბრალს გა­ეც­ნო. და­ნა­შა­უ­ლი მან შე­იძ­ლე­ბა აღი­ა­როს, სი­ტყვი­ე­რად ყვე­ლა­ფე­რი თქვას, ასე, ისე მოხ­და, მაგ­რამ მარ­ტო მისი სი­ტყვე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თვის, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი შე­ე­რა­ცხოს. ამის­თვის სა­ჭი­როა ექ­სპერ­ტი­ზა. მისი მო­ნა­ყო­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იკ­ვე­თე­ბა, რომ რა­ღა­ცებს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს და ვერ იხ­სე­ნებს დე­ტა­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერც მო­ტივ­ზე სა­უბ­რობს და ვერც ჰყვე­ბა, რა­ტომ, რა მოხ­და დე­ტა­ლუ­რად. ამის­თვის არის სა­ჭი­როა ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს. და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, თუ არა მას სწო­რედ ექ­სპერ­ტი­ზა ად­გენს. ქმე­დე­ბის დროს, თუ შე­უ­რა­ცხა­დო­ბა დად­გინ­და და­ნა­შა­უ­ლიც აღარ დგინ­დე­ბა, აქ მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი შე­უ­რა­ცხა­დო­ბა ვერ იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ შე­უ­რა­ცხა­დო­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს და­ნა­შა­ულს ან იმას, რომ და­ნა­შა­ულს გა­მო­რი­ცხავს. ქმე­დე­ბა სხვა რა­მეა, და­ნა­შა­უ­ლი სხვა რა­მეა. აღ­კვე­თის პო­ზი­ცი­ას და­ე­თან­ხმა, რამე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გი­რაო ან სხვა არა­სა­პა­ტიმ­რო შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ დაგ­ვი­ყე­ნე­ბია. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ბრალ­დე­ბულ­მა ახ­ლა­ხან გა­ი­გო, რომ გარ­დაც­ვლი­ლია [მისი მე­უღ­ლე] და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იგ­რძნო, ეს რა მოხ­დაო. თვი­თო­ნაც მი­იჩ­ნევს, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად არის დამ­ნა­შა­ვე და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და და­ნარ­ჩე­ნი, და­ნა­შა­უ­ლი მისი აღი­ა­რე­ბი­დან კი არ დგინ­დე­ბა, დგინ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გა­მო­კი­თხვა კი­დევ არ მომ­ხდა­რა, ანუ ჩვე­ნე­ბა არ დაგ­ვი­ფიქ­სი­რე­ბია”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

გიორგი მდინარაძევ - მისი მეუღლე ბრჭყალებში გიზით, არ დაგვიფიქსირებია ბრჭყალებში გიზით, საინტერესოა, რამეს ხომ არ უმალავთ ხალხს და როგორც ადვოკატი, ადვოკატის მხარეზე დგებით?...როგორც იტყვიან,- მგელი, მგლის ტყავს არ დახევსო...მკვლელს პატიმრობა უნდა მიესაჯოს ისევე, როგორც უბრალო, უფულო ადამიანებს უსჯით...ახლა მაგი გარეწარი ექსპერტსაც მოისყიდის...აქ ორი აზრი არ არსებობს...

ლია
1

....."თვითონაც მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად არის დამნაშავე"....

ანუ ცოლის დაჭრასა და მის სიკვდილში მხოლოდ ნაწილობრივ (გარკვეულწილად) მიუძღვის ბრალი?!..... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გიორგი კავლელაშვილმა დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია. ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, ამბობდა, პასუხი უნდა ვაგოო" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"გიორგი კავლელაშვილმა დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია. ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, ამბობდა, პასუხი უნდა ვაგოო" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გიორგი კავლელაშვილი, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად არის დამნაშავე და მძიმე მდგომარეობაშია.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში” განუცხადა, სადაც გიორგი კავლელაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. თავად ბრალდებულს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდგომ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარის მოტივი გამოკვეთილი არ არის, საჭიროა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც უახლოეს დღეებში დაინიშნება.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული მომხდარს კარგად ვერ იხსენებს, ფსიქიკურად ცუდ მდგომარეობაში იყო, ვერ იყო ჯანსაღ მდგომარეობაში.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულის პოზიცია პროკურორის შუამდგომლობასთან დაკავშირებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არ იყო. მან დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია და ჩავარდა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ამბობდა, რომ პასუხი უნდა ვაგო, არ ვარ არაფრის ღირსიო და ა.შ. ძალიან ემოციური ფონი იყო. ბრალს გაეცნო. დანაშაული მან შეიძლება აღიაროს, სიტყვიერად ყველაფერი თქვას, ასე, ისე მოხდა, მაგრამ მარტო მისი სიტყვები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეს დანაშაული შეერაცხოს. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა. მისი მონაყოლიდან გამომდინარე იკვეთება, რომ რაღაცებს ვერ აცნობიერებს და ვერ იხსენებს დეტალებს. აქედან გამომდინარე, ვერც მოტივზე საუბრობს და ვერც ჰყვება, რატომ, რა მოხდა დეტალურად. ამისთვის არის საჭიროა ექსპერტიზა, რომელიც ყველაფერს დაადგენს. დანაშაული ჩაიდინა, თუ არა მას სწორედ ექსპერტიზა ადგენს. ქმედების დროს, თუ შეურაცხადობა დადგინდა დანაშაულიც აღარ დგინდება, აქ მთავრდება ყველაფერი. დანაშაულის მოტივი შეურაცხადობა ვერ იქნება იმიტომ, რომ შეურაცხადობა ავტომატურად არ ნიშნავს დანაშაულს ან იმას, რომ დანაშაულს გამორიცხავს. ქმედება სხვა რამეა, დანაშაული სხვა რამეა. აღკვეთის პოზიციას დაეთანხმა, რამე ალტერნატივა გირაო ან სხვა არასაპატიმრო შუამდგომლობა არ დაგვიყენებია. როგორც აღვნიშნე, ბრალდებულმა ახლახან გაიგო, რომ გარდაცვლილია [მისი მეუღლე] და პასუხისმგებლობა იგრძნო, ეს რა მოხდაო. თვითონაც მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად არის დამნაშავე და მძიმე მდგომარეობაშია და დანარჩენი, დანაშაული მისი აღიარებიდან კი არ დგინდება, დგინდება მტკიცებულებებიდან გამომდინარე. გამოკითხვა კიდევ არ მომხდარა, ანუ ჩვენება არ დაგვიფიქსირებია”, - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.