ბოლო დღეებია სკანდალია საპატრიარქოში არსებული ხატთან დაკავშირებით, რომელზეც წმინდა მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინიც არის გამოსახული. დღეს, 11 იანვარს კი საპატრიარქოს გაავრცელა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ხაზი შეიცვლება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმიანება დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც საპატრიარქოს მწვავედ აკრიტიკებდა ხატის ამგვარის ფორმით ტაძარში დაბრძანების გამო.
"მადლობა საპატრიარქოს, რომ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები ხატის არაკანონიკურობის და სტალინისტური მითოლოგიის შესაცვლელად, მაგრამ ეს არ კმარა:
მატრონას სამღვდელო მაკურთხებელი მარჯვენით აქვს ხელი აპყრობილი, რაც ასევე მკრეხელობაა და შესაცვლელია.
ზოგადად რაც მატრონაზე ვიცით, ყველაფერი ვიცით მხოლოდ ვიღაც ქალბატონ ჟდანოვას მონათხრობებით 1990-იან წლებში, ეკლესიამ მანამდე მატრონაზე არაფერი იცოდა, არადა 1950 წელს გარდაიცვალა ჟდანოვას მიხედვით მატრონა.
შესაბამისად სახეზე გვაქვს დიდი ყალბისმქნელობა ჟდანოვას და მისი დაჯგუფების მხრიდან", - წერს დეკანოზი.
ყველაფერში ქართული უგულისყურობაა დამნაშავე. საპატრიარქომ საერთოდ თუ იცოდა ამ ხატის სამებაში არსებობის შესახებ, ან სხვა ხატებით თუ ინტერესდებიან და არამარტო მანდ.
ენჯეოშნიკო "მღვდელო" საერთოდ წმინდანების უმეტესობაზე გადმოცემით იციან. აბა ბიჭო ხო იცი წმინდა გიორგის ცხოვრება სულ ფირზეა აღბეჭდილი და სხვა ბევრი წმინდანის. მარა მავნებელი რომ უნდა იყო ხარ კიდეც