სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორ პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა ბოლნისში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ორ პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა ბოლნისში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა
  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ერთ-ერთ გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ნაილ აბ­დუ­ლა­ე­ვი

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი არას­რულ­წლოვ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 8 იან­ვარს, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბულ ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე",მერ­სე­დე­სის" და "ოპე­ლის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლებ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყვეს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის უსაფრ­თხოდ მარ­თვა, და­არ­ღვი­ეს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი და შე­ე­ჯახ­ნენ ერ­თმა­ნეთს, რის გა­მოც ერთ-ერთი ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­და­ვი­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გვერ­დულ­ზე, სა­დაც ორ არას­რულ­წლო­ვანს შე­ე­ჯა­ხა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 9 და 10 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2 და მე-8 ნა­წი­ლე­ბით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ორ პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა ბოლნისში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ორ პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა ბოლნისში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა
  • მთავარ ფოტოზე: ერთ-ერთ გარდაცვლილი არასრულწლოვანი ნაილ აბდულაევი

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ,,მერსედესის" და ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წაიკითხეთ ასევე: