სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ლინჩის წესის დანერგვა... ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია" - ნატა ფერაძე მის სახლთან გამართულ აქციაზე
"ეს არის ლინჩის წესის დანერგვა... ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია" - ნატა ფერაძე მის სახლთან გამართულ აქციაზე

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, როცა ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, თუნ­დაც ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით, როცა ის­ტო­რი­უ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი თავ­ზე გვენგრე­ვა, ამ ვი­ღა­ცა მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის გამო ამ­ხე­ლა ამ­ბის ატე­ხა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან უშ­ნოდ მარ­თუ­ლი აბ­სურ­დია", - ამის შე­სა­ხებ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა, ნატა ფე­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნა პო­ლი­ცი­ის მო­წო­დე­ბა და დარ­ჩა სახ­ლში მა­შინ, რო­დე­საც "ალტ-ინ­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მის სახ­ლთან პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მი­ვიდ­ნენ.

"წინა პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც "პრა­იდ­თან“ ხდე­ბო­და, და პატ­რულს "შე­ე­პარ­ნენ“ და და­არ­ბი­ეს ["ალტ-ინ­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი], და ასე­ვე იგი­ვე მოხ­და ივ­ლის­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი იმა­ში, რომ ასე­ვე არ "შე­მო­ი­პა­რე­ბი­ან“, თუმ­ცა ამ­ჯე­რად პატ­რულ­მა ნამ­დვი­ლად კარ­გად იმუ­შა­ვა და ამას ვი­ტყვი ყვე­ლა ჯერ­ზე. ძა­ლი­ან დიდი მო­ბი­ლი­ზა­ცია იყო.

მე არ მი­ყუ­რე­ბია არც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჯერ გა­მორღვე­ვა­ზე, თუმ­ცა მეს­მო­და და პატ­რუ­ლის თხოვ­ნით, გა­ვი­წიე და აღარ ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს რას აპი­რებ­დნენ და რას აკე­თებ­დნენ. ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი, ეს არის ცუდი სიზ­მა­რი­ვით, ლინ­ჩის წე­სის და­ნერგვა. ეს ხალ­ხი ამას თა­ვი­სით ვერ მო­ი­ფიქ­რებ­და, ისი­ნი არი­ან ბინ­ძუ­რი და კარ­გად გათ­ვლი­ლი სტრა­ტე­გი­ით მარ­თუ­ლი ხალ­ხი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, როცა ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, თუნ­დაც ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით და როცა ის­ტო­რი­უ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი თავ­ზე გვენგრე­ვა, ამ ვი­ღა­ცა მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის გამო ამ­ხე­ლა ამ­ბის ატე­ხა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან უშ­ნოდ მარ­თუ­ლი აბ­სურ­დია“, - აღ­ნიშ­ნა ფე­რა­ძემ.

  • ნატა ფე­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ კი­თხვას, თუ ვის მიერ შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ მარ­თუ­ლი მის სახ­ლთან შეკ­რე­ბი­ლი "ალტ-ინ­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას წინ სა­პატ­რი­არ­ქო უძღვის.

"რა ეჭვი უნდა ამას, სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ არი­ან მარ­თუ­ლე­ბი, რა თქმა უნდა. სა­პატ­რი­არ­ქო, რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რი.“ - გა­ნა­ცხა­და ნატა ფე­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ალტ-ინ­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღეს ნატა ფე­რა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მი­ვიდ­ნენ. ისი­ნი გუ­შინ ნატა ფე­რა­ძის მიერ სტა­ლი­ნი­სა და მატ­რო­ნას ხა­ტის­თვის სა­ღე­ბა­ვის შეს­ხმას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. "ალტ-ინ­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნატა ფე­რა­ძის სახ­ლში ას­ვლას ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მათ ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს.

ამ დრო­ის­თვის უკვე ნატა ფე­რა­ძის სახ­ლთან შეკ­რე­ბი­ლი "ალტ-ინ­ფოს “წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღარ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ად­გილ­ზე მხო­ლოდ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რჩე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცნაცი
0

ნატა ფერაძეზე გადაირიეთ!!?. ბრძნული აზრების კორიანტელი დააყენეთ და რუსეთის წინაარმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს, იმ რუსეთის რომელმაც ყველაფერი წაგვიბილწა წარსულში თუ დღეს!!! ხმა არ ამოგიღიათ თქვენ მორწმუნე ქრისტიანებო! გავკარი თქვენ რწმენას და თქვენ ადამიანობას. ხალხი კი არა ბნელეთის მოციქულები ხართ. ფერაძის საქციელი არ მოეწონათ ამ ნაგვებს!. დადექით ახალგაზრდების გვერდზე და არც ფერაძე დაგვჭირდება და არც თქვენი ბიძინა.

Marafet
1

ქ-ტონ ნატა ფერაძეს ხატწერის ტრადიცების საერთოდ არაფერი გაეგება. სტალინზე თუ ასე გაბრაზებულია გორში მისი სახლ-მუზემს რატომ არ შეასხა რაიმე?! მაგრამ იქ მუზეუმია და ქონების დაზიანებაზე შეიძლება ხულიგნობა მიუყენონ, ამიტომ ტაძარი არჩია: ოფიციალურად უსაფრთხოა და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა. ჩვეულებრივი პოპულისტია რა! ისე სჯობდა ისევ ის გაეგრძელებინა რასაც 2012 წლამდე აკეთებდა, იქნებოდა მშვენივრად თავის სტიქიაში, არც დაცვა დაჭირდებოდა და არც არაფერი. ))

ავტორი:

"ეს არის ლინჩის წესის დანერგვა... ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია" - ნატა ფერაძე მის სახლთან გამართულ აქციაზე

"ეს არის ლინჩის წესის დანერგვა... ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია" - ნატა ფერაძე მის სახლთან გამართულ აქციაზე

"წარმოუდგენელია, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, თუნდაც ეკლესიის შიგნით, როცა ისტორიული ეკლესიები თავზე გვენგრევა, ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია", - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, მან გაითვალისწინა პოლიციის მოწოდება და დარჩა სახლში მაშინ, როდესაც "ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები მის სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ.

"წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც "პრაიდთან“ ხდებოდა, და პატრულს "შეეპარნენ“ და დაარბიეს ["ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები], და ასევე იგივე მოხდა ივლისში, დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ ასევე არ "შემოიპარებიან“, თუმცა ამჯერად პატრულმა ნამდვილად კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე. ძალიან დიდი მობილიზაცია იყო.

მე არ მიყურებია არც ტელევიზორში ჯერ გამორღვევაზე, თუმცა მესმოდა და პატრულის თხოვნით, გავიწიე და აღარ ვადევნებდი თვალყურს რას აპირებდნენ და რას აკეთებდნენ. ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ისინი არიან ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი. წარმოუდგენელია, როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, თუნდაც ეკლესიის შიგნით და როცა ისტორიული ეკლესიები თავზე გვენგრევა, ამ ვიღაცა მატრონა მოსკოველის გამო ამხელა ამბის ატეხა, რა თქმა უნდა, ძალიან უშნოდ მართული აბსურდია“, - აღნიშნა ფერაძემ.

  • ნატა ფერაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვის მიერ შეიძლება იყვნენ მართული მის სახლთან შეკრებილი "ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები, განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებას წინ საპატრიარქო უძღვის.

"რა ეჭვი უნდა ამას, საპატრიარქოს მიერ არიან მართულები, რა თქმა უნდა. საპატრიარქო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური აქტორი.“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ცნობისთვის, "ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები დღეს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. ისინი გუშინ ნატა ფერაძის მიერ სტალინისა და მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებდნენ. "ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის სახლში ასვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ამ დროისთვის უკვე ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი "ალტ-ინფოს “წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. ადგილზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები რჩებიან.