მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია? - ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალ სიყვარულზე წერს
74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია? - ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალ სიყვარულზე წერს

ყვი­თე­ლი პრე­სის ცნო­ბით, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, მე­რილ სტრი­პი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ის კო­ლე­გას, კო­მი­კოს მსა­ხი­ობს, მარ­ტინ შორ­ტს ხვდე­ბა.

ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით, სტრი­პი მას დონ გა­მერ­თან 45-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­უ­ახ­ლოვ­და. მე­რი­ლი და მარ­ტი­ნი "ოქ­როს გლო­ბუ­სის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ერ­თად და­ეს­წრნენ, გვერ­დიგ­ვერდ ის­ხდნენ და ფო­ტო­ე­ბის­თვი­საც ერ­თად იპო­ზი­ო­რეს. მე­რილ სტრი­პი 74 წლი­საა, ხოლო მარ­ტი­ნი 73 წლის.

მე­რილ­მა მარ­ტი­ნი, შარ­შან, ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის Only Murders in the Building-ის გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნო. წყა­როს თქმით, მე­რილ­სა და მარ­ტინს ერ­თმა­ნე­თის კამ­პა­ნი­ა­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებთ და კარ­გა­დაც ეწყო­ბი­ან.

წყა­რო გა­მო­ცე­მა The Sun-ს უყ­ვე­ბა, რომ არც მე­რილს და არც მარ­ტინს არ უყ­ვართ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ფე­ნა, ამი­ტომ თა­ვი­ან­თი რო­მა­ნის საქ­ვეყ­ნოდ გა­მო­ცხა­დე­ბას არ აპი­რე­ბენ.

წყა­რო დას­ძენს, რომ ისი­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ჯერ კი­დევ სა­წყის ეტაპ­ზე არი­ან და არა­ფერს არ ჩქა­რო­ბენ.

სხვაგ­ვა­რად სა­უბ­რობს მარ­ტი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და ჭო­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ "მარ­ტი­ნი და მე­რი­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ კარ­გი მე­გობ­რე­ბი არი­ან".

მას შემ­დეგ, რაც მე­რი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ისიც გა­ცხად­და, რომ ის და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, დონ გა­მე­რი, ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბიც, რომ მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბა იმას უკავ­შირ­დე­ბო­და, რომ მე­რილ­მა ახა­ლი პარტნი­ო­რი იპო­ვა.

გა­მერს და სტრიპს 4 შვი­ლი ჰყავთ: ჰენ­რი (44), მე­ი­მი (40), გრე­ი­სი (37) და ლუ­ი­ზა (32). რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტინ შორ­ტს, ის კო­მი­კოს ნენ­სი დოლ­მენ­ზე 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, სა­ნამ ქალი 2010 წელს სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვლე­ბო­და. მარ­ტინს და ნენ­სის სამი შვი­ლი ჰყავთ.

მე­რი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, დონ გა­მერ­თან ერ­თად

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

Ჟანა
3

მეᲗქი ახალგაზრდას გააყრევინა Თქო, 73 წლის კაცი ყოფილა

ავტორი:

74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია? - ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალ სიყვარულზე წერს

74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია? - ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალ სიყვარულზე წერს

ყვითელი პრესის ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მერილ სტრიპი შეყვარებულია და ის კოლეგას, კომიკოს მსახიობს, მარტინ შორტს ხვდება.

ჭორების მიხედვით, სტრიპი მას დონ გამერთან 45-წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ დაუახლოვდა. მერილი და მარტინი "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიას ერთად დაესწრნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ და ფოტოებისთვისაც ერთად იპოზიორეს. მერილ სტრიპი 74 წლისაა, ხოლო მარტინი 73 წლის.

მერილმა მარტინი, შარშან, ამერიკული ტელესერიალის Only Murders in the Building-ის გადაღებებზე გაიცნო. წყაროს თქმით, მერილსა და მარტინს ერთმანეთის კამპანიაში ყოფნა ძალიან სიამოვნებთ და კარგადაც ეწყობიან.

წყარო გამოცემა The Sun-ს უყვება, რომ არც მერილს და არც მარტინს არ უყვართ პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გამოფენა, ამიტომ თავიანთი რომანის საქვეყნოდ გამოცხადებას არ აპირებენ.

წყარო დასძენს, რომ ისინი ურთიერთობის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე არიან და არაფერს არ ჩქარობენ.

სხვაგვარად საუბრობს მარტინის წარმომადგენელი, რომელმაც არ დააყოვნა და ჭორების საპასუხოდ განაცხადა, რომ "მარტინი და მერილი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები არიან".

მას შემდეგ, რაც მერილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ისიც გაცხადდა, რომ ის და მისი ყოფილი მეუღლე, დონ გამერი, ბოლო 6 წლის განმავლობაში გაშორებულები იყვნენ. მოგვიანებით გაჩნდა სპეკულაციებიც, რომ მათი დაშორების შესახებ ამბის გავრცელება იმას უკავშირდებოდა, რომ მერილმა ახალი პარტნიორი იპოვა.

გამერს და სტრიპს 4 შვილი ჰყავთ: ჰენრი (44), მეიმი (40), გრეისი (37) და ლუიზა (32). რაც შეეხება მარტინ შორტს, ის კომიკოს ნენსი დოლმენზე 30 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, სანამ ქალი 2010 წელს სიმსივნით გარდაიცვლებოდა. მარტინს და ნენსის სამი შვილი ჰყავთ.

მერილი ყოფილ მეუღლესთან, დონ გამერთან ერთად

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა