მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ "აიშვეს“ და ვირუსებიც ამიტომ დაუბრუნდა" - პაატა იმნაძე
"ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ "აიშვეს“ და ვირუსებიც ამიტომ დაუბრუნდა" - პაატა იმნაძე

ბოლო 2 კვი­რაა, ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და. სი­სუს­ტე, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა - გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ სიმპტო­მებს სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი უჩი­ვის. პა­რა­ლე­ლუ­რად პე­დი­ატ­რე­ბი კლი­ნი­კებ­ში გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი ვირუ­სე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის გაზ­რდილ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე სა­უბ­რო­ბენ. რო­გო­რია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი, რო­მე­ლი ვირუ­სი სჭარ­ბობს ქვე­ყა­ნა­ში და რო­დის უნდა მი­მარ­თონ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ექიმს, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი დო­მი­ნან­ტია, ასე­ვე, სა­ყუ­რა­დღე­ბოა რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სიც. თუ შე­გიძ­ლია გან­მარ­ტოთ, ამ დრო­ის­თვის რა ტი­პის ვირუ­სე­ბი ცირ­კუ­ლი­რებს ქვე­ყა­ნა­ში?

- ქვე­ყა­ნა­ში ჩვენ მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გვაქვს 21 სა­ხე­ო­ბის ვირუს­ზე. ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ახლა ძი­რი­თა­დად ცირ­კუ­ლი­რებს „ა“ ტი­პის გრი­პის ვირუ­სი, რომ­ლის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40-ზე მეტს შე­ად­გენს. ძი­რი­თა­დად, ეს არის H1N1 ვირუ­სი (ე.წ. ღო­რის გრი­პი) რო­მე­ლიც ე.წ. პან­დე­მი­უ­რი ვირუ­სია, მან 2009-2010 წლე­ბის პან­დე­მია გა­მო­იწ­ვია, ახლა ის სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სის სა­ხით არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ფიქ­სირ­დე­ბა H3-ც, რო­მე­ლიც ასე­ვე პან­დე­მი­უ­რი ვირუ­სი იყო.

ცირ­კუ­ლი­რებს რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სიც, რომ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რია, 20%-მდეა. შე­საძ­ლოა, რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი ბავ­შვებ­ში მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა. წინა წლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი იყო წამ­ყვა­ნი, ეს ვირუ­სე­ბიც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა იცავ­და მათ­გან მო­სახ­ლე­ო­ბას. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ნი­ღა­ბი არა­ვის უკე­თია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა „აიშ­ვეს“ და ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ჩვე­ულ ად­გილს და­უბ­რუნ­და ეს ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 წელი არ­სად ჩან­და.

ბავ­შვე­ბი ისე გა­ი­ზარ­დნენ, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, ყვე­ლა ნიღ­ბით და­დი­ო­და და ამ ვირუ­სე­ბით არ ყო­ფი­ლან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. ბავ­შვე­ბი ახლა და­ინ­ფი­ცირ­დნენ ამ ვირუ­სე­ბით და ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მათ­თან უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მოზ­რდი­ლებ­ში.

ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბაღ­ში არ და­დის, წე­ლი­წად­ში 6 -12- ჯერ რომ გა­ცივ­დეს, ან ვირუ­სი შეხ­ვდეს, ნორ­მაა. თუ ბავ­შვი ბაღ­ში და­დის, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 18-მდე არის - წე­ლი­წად­ში ბავ­შვი 18-ჯერ რომ გა­ცივ­დეს ნორ­მაა. 200-მდე სხვა­დას­ხვა ვირუ­სია, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მებს იწ­ვევს. გა­მორ­ჩე­უ­ლია გრი­პი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, რო­გორ უნდა გა­ნას­ხვა­ონ ერ­თმა­ნე­თის­გან გრი­პის ვირუ­სი სხვა სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის­გან? ასე­ვე, რო­გო­რია ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა? რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში?

- რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს, ახ­ლაც, გრი­პის ვირუ­სის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სწრა­ფი ტეს­ტე­ბი არ­სე­ბობს. სხვა ვირუ­სებ­ზე ასე­თი ტეს­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გრი­პი იწყე­ბა უცებ, შე­საძ­ლოა, სა­ა­თიც კი გახ­სოვ­დეს, რო­დის გახ­დი ავად. სხვა ვირუ­სე­ბი თან­და­თა­ნო­ბით იწყე­ბა. გრი­პის დროს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა უფრო მე­ტია. მთა­ვა­რია, იმის გან­სა­ზღვრა, თუ რო­დის უნდა მი­მარ­თონ ექიმს. ექიმს უნდა მი­მარ­თონ მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვს 24 სა­ათ­ზე მეტი ექ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა 39 გრა­დუ­სი და მეტი, ის დამ­წევ მე­დი­კა­მენტს არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა.

- რო­დის არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა? სა­ჭი­რო­ებს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ას?

- სი­ცხის დამ­წე­ვი პრე­პა­რა­ტი არ არის ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, პი­რი­ქით, ამ დროს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­ღე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა, არ­ცერ­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი არ­ცერთ ვირუს­ზე არ მოქ­მე­დებს. თუ გვი­ან ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­და, იქ შე­იძ­ლე­ბა და­ნიშ­ნოს ექიმ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი. ზო­გა­დად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ხელს უშ­ლის ორ­გა­ნიზმს ვირუს­თან ბრძო­ლა­ში. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მის­ცეთ ბავ­შვს ან­ტი­ბი­ო­ტი­კი! თუ სი­ცხის დამ­წე­ვი არ მოქ­მე­დებს, ამ დროს ექი­მი უნდა ჩა­ე­რი­ოს. მო­ზარ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექიმს მა­შინ უნდა მი­მარ­თონ, თუ სამი დღე გრძელ­დე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სი­ცხის დამ­წვეს.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ჩირ­ქო­ვა­ნი, ან სის­ხლის შემ­ცვე­ლი ნახ­ვე­ლი, ბავ­შვის ტუ­ჩე­ბის და­ლურ­ჯე­ბა, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოთ ექიმს, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი იჩენს თავს.

- დღე­ის­თვის, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის რამ­დე­ნი დოზა არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი?

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მა­ინც აც­რაა. 30 ათა­სი ვაქ­ცი­ნა ისევ მა­რაგ­ში გვაქვს. ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­უძ­ლია აიც­რას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა რის­კის ჯგუ­ფებს, ორ­სუ­ლებს, ხან­დაზ­მუ­ლებს, დი­ა­ბე­ტის მქო­ნე­ებს და ასე შემ­დეგ. შე­საძ­ლოა, ორ­სუ­ლებ­ში გრი­პის ვირუ­სი ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით ავცრათ ის ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც ჯერ არ შეხ­ვედ­რი­ათ გრი­პის ვირუ­სი, თავ­და­პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნენ.

- სრუ­ლად ხდე­ბა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბა?

-დიახ, სრუ­ლად ხდე­ბა. გრი­პის სე­ზო­ნი მარ­ტის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა, დრო კი­დევ არის. კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ დღეს თუ აიც­რე­ბი, ხვალ და­ცუ­ლი არ ხარ. 10 დღე - 2 კვი­რა სჭირ­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. დღეს თუ აიც­რე­ბი და ხვალ ავად გახ­დე­ბი, ეს ვაქ­ცი­ნის ბრა­ლი არ არის. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
3

შენა,იუზგარ,თავს არ დაგვანებებ,თუ მაინცდამაინც უნდა გავამდიდროთ შენი სტომატოლოგი ?... ვაააა 

საღი აზრი
2

ვაა მუშკეტერი? ოღონდ ის კი არა,ხმლით რომ იბრძვის,არამედ ის უკნიდან რომ იბრძვის!

ავტორი:

"ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ "აიშვეს“ და ვირუსებიც ამიტომ დაუბრუნდა" - პაატა იმნაძე

"ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ "აიშვეს“ და ვირუსებიც ამიტომ დაუბრუნდა" - პაატა იმნაძე

ბოლო 2 კვირაა, ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სისუსტე, სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა - გრიპის ვირუსით გამოწვეულ სიმპტომებს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის. პარალელურად პედიატრები კლინიკებში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით ინფიცირებული ბავშვების მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ. როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი, რომელი ვირუსი სჭარბობს ქვეყანაში და როდის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ექიმს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ესაუბრა.

- ბატონო პაატა, როგორც ცნობილია, არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის მიხედვით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები დომინანტია, ასევე, საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც. თუ შეგიძლია განმარტოთ, ამ დროისთვის რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში?

- ქვეყანაში ჩვენ მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს 21 სახეობის ვირუსზე. ბოლო კვირის მონაცემებით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 40-ზე მეტს შეადგენს. ძირითადად, ეს არის H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) რომელიც ე.წ. პანდემიური ვირუსია, მან 2009-2010 წლების პანდემია გამოიწვია, ახლა ის სეზონური ვირუსის სახით არის ჩამოყალიბებული. მცირე რაოდენობით ფიქსირდება H3-ც, რომელიც ასევე პანდემიური ვირუსი იყო.

ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც, რომლის მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია, 20%-მდეა. შესაძლოა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ბავშვებში მძიმედ მიმდინარეობდეს.

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წინა წლებში კორონავირუსი იყო წამყვანი, ეს ვირუსებიც არსებობდა, თუმცა პირბადის ტარება იცავდა მათგან მოსახლეობას. დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა „აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდა.

ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ იზოლაციაში იყვნენ, ყველა ნიღბით დადიოდა და ამ ვირუსებით არ ყოფილან ინფიცირებულები. ბავშვები ახლა დაინფიცირდნენ ამ ვირუსებით და ავადობის მაჩვენებელი მათთან უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6 -12- ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის - წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს ნორმაა. 200-მდე სხვადასხვა ვირუსია, რომელიც ზამთარში გაციების სიმპტომებს იწვევს. გამორჩეულია გრიპი, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

- რაც შეეხება სიმპტომებს, როგორ უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან გრიპის ვირუსი სხვა სეზონური ვირუსებისგან? ასევე, როგორია ვირუსული ინფექციების მკურნალობა? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სახლის პირობებში?

- როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები, პრაქტიკულად, არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება. გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება.

- როდის არის მიზანშეწონილი ანტიბიოტიკების გამოყენება? საჭიროებს ვირუსული ინფექციები ანტიბიოტიკოთერაპიას?

- სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი, პირიქით, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, არცერთი ანტიბიოტიკი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს. თუ გვიან ბაქტერიული ინფექცია განვითარდა, იქ შეიძლება დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ზოგადად, ანტიბიოტიკი ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს. მოზარდების შემთხვევაში, ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, თუ სამი დღე გრძელდება მაღალი ტემპერატურა და არ ექვემდებარება სიცხის დამწვეს.

საყურადღებოა ჩირქოვანი, ან სისხლის შემცველი ნახველი, ბავშვის ტუჩების დალურჯება, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები იჩენს თავს.

- დღეისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რამდენი დოზა არის ხელმისაწვდომი?

- ყველაზე მთავარი მაინც აცრაა. 30 ათასი ვაქცინა ისევ მარაგში გვაქვს. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია აიცრას. ეს განსაკუთრებით ეხება რისკის ჯგუფებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, დიაბეტის მქონეებს და ასე შემდეგ. შესაძლოა, ორსულებში გრიპის ვირუსი ძალიან მძიმე ფორმებით მიმდინარეობდეს. ძალიან კარგი იქნება, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრათ ის ბავშვები, რომელთაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპის ვირუსი, თავდაპირველად ძალიან მარტივად გადაიტანენ.

- სრულად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ათვისება?

-დიახ, სრულად ხდება. გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება, დრო კიდევ არის. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ. 10 დღე - 2 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. დღეს თუ აიცრები და ხვალ ავად გახდები, ეს ვაქცინის ბრალი არ არის. განაგრძეთ კითხვა