მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართეს
თბილისში, ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართეს

თბი­ლის­ში, პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რედ ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლებ­მა ცხო­ვე­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­ჩე­რე­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მი­მართ მკაც­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით აქ­ცია გა­მარ­თეს.

ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­ქა­ლა­ქის მიერ ძაღლზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვას და მო­ი­თხო­ვენ პი­რის “კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით დას­ჯას”.

მათ ად­გილ­ზე მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­დათ პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რით: “და­სა­ჯე მო­ძა­ლა­დე”, “აღას­რუ­ლე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლი”, “და­ი­სა­ჯოს მო­ძა­ლა­დე!” “ძაღ­ლიც ადა­მი­ა­ნია, ბოლო მო­უ­ღოთ მო­ძა­ლა­დეს!” “შე­ა­ჩე­რე ცხო­ვე­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა!”.

“დღეს ჩვე­ნი შეკ­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძაღ­ლის სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ. ამას­თან, გვსურს, რომ ჩვე­ნი შეკ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ავა­მაღ­ლოთ და ასე­ვე, ჩვე­ნი ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს, სტრუქ­ტუ­რებს. პრო­კუ­რა­ტუ­რას ვთხოვთ, რომ კა­ნო­ნის უმ­კაც­რე­სი ზო­მით აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი და­ი­სა­ჯოს. მე მჯე­რა, რომ სტრუქ­ტუ­რებ­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უგუ­ლო არ არის და ისიც ვიცი, რომ ამას 1-2 ადა­მი­ა­ნი არ წყვეტს, მაგ­რამ თუ არ შე­იც­ვლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ გან­მე­ორ­დე­ბა აქ (პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ) ათი და ასი ამ­დე­ნი მო­ვალთ და შემ­დეგ სხვა ზო­მებს მი­ვი­ღებთ”, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ლე­ვან ლი­პარ­ტაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
4

ცოფზე ასაცრელი ხალხი რომ დგას რიგში იმათ უფლებებს ვინ იცავს?

მანანა
3

ძაღლი არ არის ადამიანი.ადამიანი არის პრიორიტეტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თბილისში, ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართეს

თბილისში, ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართეს

თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერებისა და დამნაშავეების მიმართ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით აქცია გამართეს.

ადგილზე შეკრებილები აპროტესტებდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ ძაღლზე ძალადობის შემთხვევას და მოითხოვენ პირის “კანონის სრული სიმკაცრით დასჯას”.

მათ ადგილზე მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “დასაჯე მოძალადე”, “აღასრულე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი”, “დაისაჯოს მოძალადე!” “ძაღლიც ადამიანია, ბოლო მოუღოთ მოძალადეს!” “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა!”.

“დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ძაღლის საზარელი მკვლელობის ფაქტი გავაპროტესტოთ. ამასთან, გვსურს, რომ ჩვენი შეკრებით საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ და ასევე, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ შესაბამის ორგანოებს, სტრუქტურებს. პროკურატურას ვთხოვთ, რომ კანონის უმკაცრესი ზომით აღნიშნული პირი დაისაჯოს. მე მჯერა, რომ სტრუქტურებში მომუშავე ყველა ადამიანი უგულო არ არის და ისიც ვიცი, რომ ამას 1-2 ადამიანი არ წყვეტს, მაგრამ თუ არ შეიცვლება ეს ყველაფერი და კიდევ განმეორდება აქ (პარლამენტის მიმდებარედ) ათი და ასი ამდენი მოვალთ და შემდეგ სხვა ზომებს მივიღებთ”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ლიპარტაშვილმა.