პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა - "ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო"
ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა - "ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო"

თბი­ლის­ში ფე­მი­ცი­დის მო­რი­გი ფაქ­ტი მოხ­და. ვარ­კე­თილ­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. კაც­მა მე­უღ­ლეს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. სას­ტი­კად ნა­ცე­მი და დაჭ­რი­ლი ქალი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვა­დაც მი­ი­ყე­ნა. ის ახლა კლი­ნი­კა­შია, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 27 წე­ლის ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძეა.

რო­გორც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, ედი­ბე­რი­ძეს 4 თვის შვი­ლი დარ­ჩა.

"ძა­ლი­ან კარ­გი გოგო იყო ქეთი... ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით. რო­გორც ვიცი, დიდ­ხანს უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, რა მოხ­და მათ შო­რის, არ ვიცი. 3-4 წე­ლია, ცოლ-ქმა­რი არი­ან. თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. 4 თვის შვი­ლი დარ­ჩათ. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ქმრის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლია.

რო­გორც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა ცოლს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და მათი 4 თვის ბავ­შვი და ასე­ვე, კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მა­მაც.

"დიდი ხა­ნია, აქ ცხოვ­რო­ბენ. ცოლი, ქმა­რი, 4 თვის შვი­ლი და ბი­ჭის მამა ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად. ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, ეს მე­ო­რე ცო­ლია, ორ­სუ­ლი როცა იყო, ეზო­ში ერ­თად სე­ირ­ნობ­დნენ ხოლ­მე. ერთი-ორი წელი იქ­ნე­ბა, რაც ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. ამ დროს სო­ფელ­ში, თუ არ ვცდე­ბი, დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში იყ­ვნენ და რო­გორც გა­ვი­გე, გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­მო­ვიდ­ნენ, ბავ­შვი აც­რა­ზე უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, ამი­ტომ ჩა­მო­სუ­ლან. ეს ბიჭი ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და, აქამ­დე ცუდი არას­დროს გაგ­ვი­გია. მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, გოგ­ლამ ცოლი მოკ­ლაო. ზოგი ამ­ბობს, ნას­ვა­მი არ იყოო, შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში მამა ყო­ფი­ლა, ეძი­ნა და არა­ფე­რი გა­უ­გი­აო, გამ­თე­ნი­ას მომ­ხდა­რა. მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, და­ნით დაჭ­რა მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო, ბავ­შვიც სახ­ლში იყოო“,- აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 19-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

შეიძლება ქალი ფლირტაობდეს ან თუნდაც გიღალატს მაგრამ არავის აქვს უფლება მოკლას ადამიანი.რამდენი კაცი ღალატობს ცოლებს მაშინ დავერიოთ და დავწყვიტოთ ყველა?არ მოგწონს?გაშორდი.შვილი შეიბრალე,მკვლელი მამა ვის უნდა??შვილსაც უნგრევენ მომავალს თვითონაც თავს იღუპავენ.ღმერთის არ ეშინიათ...

Janas
3

და მერე ამის გამო უნდა მოკლა? ქმარი თუ აღარ გინდა, ესე იგი უნდა მოკვდე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა - "ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო"

ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა - "ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო"

თბილისში ფემიციდის მორიგი ფაქტი მოხდა. ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. კაცმა მეუღლეს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა. ის ახლა კლინიკაშია, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია. გარდაცვლილი ქალი 27 წელის ქეთევან ედიბერიძეა.

როგორც მოკლული ქალის ახლობლები გვიყვებიან, ედიბერიძეს 4 თვის შვილი დარჩა.

"ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ყველა შოკშია მომხდარით. როგორც ვიცი, დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი, რა მოხდა მათ შორის, არ ვიცი. 3-4 წელია, ცოლ-ქმარი არიან. თბილისში ქირით ცხოვრობდნენ. 4 თვის შვილი დარჩათ. საშინელება ტრიალებს" - ამბობს მოკლულის ახლობელი.

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილია.

როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.

"დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ახლოს არ ვიცნობდი, ეს მეორე ცოლია, ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ ხოლმე. ერთი-ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა. ამ დროს სოფელში, თუ არ ვცდები, დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან. ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. მეზობელმა მითხრა, გოგლამ ცოლი მოკლაო. ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო“,- აცხადებს მეზობელი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: