პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს, მხილებულია 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც - "როგორც გავიგე, 3-4 დღის წინ ამ გოგოს მოტაცებას ცდილობდა"
სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს,  მხილებულია 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც - "როგორც გავიგე, 3-4 დღის წინ ამ გოგოს მოტაცებას ცდილობდა"

ამო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, იუ­რის­ტი, სო­ცი­ო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტი სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კაცი, რო­მე­ლიც მარ­ნე­ულ­ში ძაღ­ლის წა­მე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, 13 წლის მო­ზარ­დის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­შიც არის მხი­ლე­ბუ­ლი.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იმა­ვე სო­ფელ­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი.

"მე რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ გო­გოს შეს­თა­ვა­ზა თან­ხა სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ნაც­ვლოდ და რო­გორც გა­ვი­გე, 3-4 დღის წინ ამ გო­გოს მო­ტა­ცე­ბას ცდი­ლობ­და", - ამ­ბობს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

  • რას წერს სა­მი­რა "ფე­იქ­ბუქ­ზე"?

"ძაღ­ლის სას­ტი­კად ცე­მის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბაც და­წყე­ბუ­ლა და მარ­ნე­უ­ლის პო­ლი­ცი­ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის მო­მენ­ტი­დან და­ი­წყო შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღად მუ­შა­ო­ბენ, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბაა, ამას და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, იმე­დი მაქვს, დამ­ნა­შა­ვე­თა ჯგუ­ფი სას­ტი­კად და­ის­ჯე­ბა. ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს, რომ ცხო­ვე­ლებ­საც გაჩ­ნი­ათ უფ­ლე­ბა და ესეც ძა­ლა­დო­ბაა! ასე­ვე ამ კა­ცის, მო­ძა­ლა­დის მიერ 13 წლის გო­გოს მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლიც ცალ­კე უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლია და ამ საქ­მეს არ შე­ვეშ­ვე­ბი, ორ­მა­გად უნდა და­ი­სა­ჯოს!

პო­ლი­ცი­ის მხრი­დან რაც სა­ჭი­როა გა­კე­თე­ბუ­ლია, ეს კად­რე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შვის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტზე, გუ­შინ გახ­და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და მარ­ნე­უ­ლის პო­ლი­ცი­ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მო­მენ­ტი­დან და­ი­წყო რე­ა­გი­რე­ბა, კონ­ტაქ­ტზე ვი­ყა­ვით.

მე, რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, თვალს არ ვხუ­ჭავ არ­ცერთ თე­მა­ზე და არას­დროს ეროვ­ნე­ბა­ზე აქ­ცენტს არ ვა­კე­თებ. რე­გი­ონ­ში მომ­ხდარ ამ­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის გამო კი არ ვდებ, რომ აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი გავ­ლან­ძღოთ. ვინც ეროვ­ნე­ბის დამ­ცი­რე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რებს აკე­თებს და პი­რად­ში მწერს, თქვენც არ გახ­დეთ ჩემი ობი­ექ­ტი, რომ ცალ­კე შე­ვი­ტა­ნო სა­ჩი­ვა­რი. დას­რუ­ლეთ ეს კულ­ტუ­რა!!! ვინც ის სას­ტი­კი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა, გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ სას­ტი­კად მოხ­დეს მისი დას­ჯა ორი­ვე შემ­თხვე­ვის გამო. დიდი შრო­მა გვაქვს წლე­ბია ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ტო­ლერ­ნა­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბა­ზე და გთხოვთ, ეს საქ­მეც არ გა­ვა­ფუ­ჭოთ", - წერს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ძაღლზე ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძაღ­ლი და­ი­ღუ­პა. სწო­რედ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ გავ­რცელ­და მა­მა­კა­ცის მო­რიგ და­ნა­შა­ულ­ზე ინ­ფორ­მა­ცია. 13 წლის მო­ზარ­დის მი­მართ სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის­გან არ კეთ­დე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
35

სამირასთვის რომ შეეთავაზებინა ფული, ნაღდად აიღებდა. 

ასდსა
23

ვერ გავიგე იმ ქათმების უფლებებს არავინ იცავს ამ ძაღლმა რომ შეჭამა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს, მხილებულია 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც - "როგორც გავიგე, 3-4 დღის წინ ამ გოგოს მოტაცებას ცდილობდა"

სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს,  მხილებულია 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც - "როგორც გავიგე, 3-4 დღის წინ ამ გოგოს მოტაცებას ცდილობდა"

ამოქალაქო აქტივისტი, იურისტი, სოციოლოგი და ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ კაცი, რომელიც მარნეულში ძაღლის წამებისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული.

მისი ინფორმაციით, დაზარალებული იმავე სოფელში ცხოვრობს, სადაც ბრალდებული მამაკაცი.

"მე როგორც ვიცი, რამდენიმე თვის წინ ამ გოგოს შესთავაზა თანხა სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ და როგორც გავიგე, 3-4 დღის წინ ამ გოგოს მოტაცებას ცდილობდა", - ამბობს სამირა ბაირამოვა "ტვ პირველთან" საუბრისას.

  • რას წერს სამირა "ფეიქბუქზე"?

"ძაღლის სასტიკად ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაც დაწყებულა და მარნეულის პოლიციამ ვიდეოს გავრცელების მომენტიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირება, განსაკუთრებულად ძალადობის საქმეზე ძალიან ყოჩაღად მუშაობენ, სწრაფი რეაგირებაა, ამას დადებითად ვაფასებ.

მადლობა ყველას, იმედი მაქვს, დამნაშავეთა ჯგუფი სასტიკად დაისჯება. ყველამ დაინახოს, რომ ცხოველებსაც გაჩნიათ უფლება და ესეც ძალადობაა! ასევე ამ კაცის, მოძალადის მიერ 13 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი საქციელიც ცალკე უმძიმესი დანაშაულია და ამ საქმეს არ შევეშვები, ორმაგად უნდა დაისაჯოს!

პოლიციის მხრიდან რაც საჭიროა გაკეთებულია, ეს კადრები და ინფორმაცია ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე, გუშინ გახდა ყველასთვის ცნობილი და მარნეულის პოლიციამ კადრების გავრცელების მომენტიდან დაიწყო რეაგირება, კონტაქტზე ვიყავით.

მე, როგორც უფლებადამცველი, თვალს არ ვხუჭავ არცერთ თემაზე და არასდროს ეროვნებაზე აქცენტს არ ვაკეთებ. რეგიონში მომხდარ ამბებზე ინფორმაციას იმის გამო კი არ ვდებ, რომ აქ მცხოვრები ადამიანები, უმცირესობები გავლანძღოთ. ვინც ეროვნების დამცირებაზე კომენტარებს აკეთებს და პირადში მწერს, თქვენც არ გახდეთ ჩემი ობიექტი, რომ ცალკე შევიტანო საჩივარი. დასრულეთ ეს კულტურა!!! ვინც ის სასტიკი ქმედება ჩაიდინა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასტიკად მოხდეს მისი დასჯა ორივე შემთხვევის გამო. დიდი შრომა გვაქვს წლებია ინტეგრაციაზე, თემის განვითარებაზე, ტოლერნატული საზოგადოების ჩამოყალიბაზე და გთხოვთ, ეს საქმეც არ გავაფუჭოთ", - წერს სამირა ბაირამოვა.

ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გავრცელდა მამაკაცის მორიგ დანაშაულზე ინფორმაცია. 13 წლის მოზარდის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი ძალოვანი უწყებისგან არ კეთდება.

წაიკითხეთ ასევე: