ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურში, გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ არასრულწლოვანს და ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედას გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, სოფელ ბალახაურის მკვიდრ გარემოვაჭრეებს გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი "მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა,
შედეგად, ორი არასრულწლოვანი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა და მძიმედ დაშავდა ერთ-ერთი მოზარდის დედა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა (თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები ძმები არიან, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მოზარდები ძმები არ იყვნენ - რედ.).
ადგილობრივების თქმით, ავარიის შედეგად დაშავდა "მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი სამი ადამიანიც.
ორი უმანკო სიცოცხლე შეიწირა და ორი ოჯახი გაანადგურა მორიგმა უპასუხისმგებლო ადამიანმა :( სად მამაჩემის მამასთან ეჩქარებოდა :(
ყოველდღე ერთი ადამიანი მაინც კვდება ავარიაში, მაგრამ იცვლება ამით რამე? ისევ გიჟებივით დადიან, ისევ მთვრალები ჯდებიან საჭესთან და პატრულმა რა ქნას? მძღოლების 80%-ს ტვინი აქვს სამკურნალო.