პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასთან უდიდესი ენერგია მაკავშირებს" - ვინ არის ქართველი მაყურებლის ახალი ფავორიტი თურქი მსახიობი, რომელიც მსახიობი შემთხვევით გახდა და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა
"მასთან უდიდესი ენერგია მაკავშირებს" - ვინ არის ქართველი მაყურებლის ახალი ფავორიტი თურქი მსახიობი, რომელიც მსახიობი შემთხვევით გახდა და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი აღარ არის. ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტია სე­რი­ა­ლი სა­ხე­ლად Kan Çiçekleri და მისი მთა­ვა­რი გმი­რი, სა­ხე­ლად ბა­რი­ში. ის ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის ახა­ლი გულ­თამ­პყრო­ბე­ლია.

ამ როლს, მსა­ხი­ო­ბი, ბა­რიშ აქთა­ში ას­რუ­ლებს. 27 წლის ბა­რიშს აქამ­დეც უთა­მა­შია სხვა­დას­ხვა სე­რი­ალ­ში და ასე­ვე დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, თუმ­ცა პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც თურ­ქეთ­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­ში Kan Çiçekleri-მ მო­უ­ტა­ნა.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის. მა­მის თხოვ­ნით ბუ­ღალ­ტე­რი­ას და აუ­დიტს სწავ­ლობ­და, მა­მას სურ­და, რომ მისი შვი­ლი ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის კა­რი­ე­რა სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და.

ბა­რი­ში ამ­ბობს, რომ მისი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში შემ­თხვე­ვი­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც იხ­სე­ნებს, ბი­ძაშ­ვი­ლი­მა შეც­დო­მით გაგ­ზავ­ნა მსა­ხი­ობ­თა სა­ა­გენ­ტო­ში, რის შემ­დე­გაც მისი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლად შე­ი­ცა­ლა. ბი­ჭის გა­რეგ­ნო­ბა მო­ე­წო­ნათ და პა­ტა­რა როლი ეს­თა­ვა­ზეს.

ბა­რიშ აქთა­შის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­და, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა დრო­ე­ბი­თი იყო, თუმ­ცა მალე მიხ­ვდა, რომ ამ პრო­ფე­სი­ას თავს ვერ და­ა­ნე­ბებ­და.

ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აფუ­ჭებ­და, თუმ­ცა მა­მის შიში ჰქონ­და და მზად იყო ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა მა­მის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

  • "მა­მა­ჩემს სურ­და, რომ ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ამი­ტომ აუ­დიტ­სა და ბუ­ღალ­ტე­რი­ას ვსწავ­ლობ­დი, მსა­ხი­ო­ბი შემ­თხვე­ვით გავ­ხდი“, - ამ­ბობს ბა­რი­ში.

ის სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და, ხოლო პირ­ვე­ლად ერთ-ერთ თურ­ქულ არხზე, დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში გა­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბის გარ­და, ბა­რი­ში არის მუ­სი­კო­სი, გა­ტა­ცე­ბუ­ლია სიმ­ღე­რით.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბა­რიშს არ ჰყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, რომ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი არ გახ­დეს მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა პომ­პე­ზურ და ხმა­უ­რი­ან წვე­უ­ლე­ბებ­ზე.

არ აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და "ინ­სტაგ­რამ­ზე" მხო­ლოდ ისეთ პოს­ტებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც იმ სე­რი­ა­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც თა­მა­შობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალ­ში ბა­რი­შის პარტნი­ორს, ია­მურ იუქ­სელს (სე­რი­ალ­ში - დი­ლა­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს) ბა­რი­ში ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ია­მურ­თან იდე­ლა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან არის თუ არა მათ შო­რის მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი. ამ კი­თხვას მსა­ხი­ო­ბი თავს არ არი­დებს და ამ­ბობს, რომ "პარტნი­ორ­თან უდი­დე­სი ენერ­გია აკავ­ში­რებს", თუმ­ცა მათ შო­რის მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფუ
0

მოკლედ, თურქული სერიალეების გმირების ცხოვრების ექსპერტი გახდით მოცლილო ქალებო

ასერა
0

წინა ათწლეულებში ბრედ პიტები, ჯულია რობერტსები, ტომ კრუზები, ანჯელინა ჯოლები ქმნიდნენ გარეგნობის მოდელის მაგალითს. ახლა კარდაშიანები, ჰადიდები, თურუშ ბურუშები. დემოკრატიის საზღვრები ფართოვდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მასთან უდიდესი ენერგია მაკავშირებს" - ვინ არის ქართველი მაყურებლის ახალი ფავორიტი თურქი მსახიობი, რომელიც მსახიობი შემთხვევით გახდა და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

"მასთან უდიდესი ენერგია მაკავშირებს" - ვინ არის ქართველი მაყურებლის ახალი ფავორიტი თურქი მსახიობი, რომელიც მსახიობი შემთხვევით გახდა და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

თურქული სერიალები რომ საქართველოში პოპულარობით სარგებლობს ეს ახალი ამბავი აღარ არის. ამჯერად განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია სერიალი სახელად Kan Çiçekleri და მისი მთავარი გმირი, სახელად ბარიში. ის ქართველი მაყურებლის ახალი გულთამპყრობელია.

ამ როლს, მსახიობი, ბარიშ აქთაში ასრულებს. 27 წლის ბარიშს აქამდეც უთამაშია სხვადასხვა სერიალში და ასევე დოკუმენტურ ფილმში, თუმცა პოპულარობა როგორც თურქეთში, ასევე სხვა ქვეყნებში Kan Çiçekleri-მ მოუტანა.

  • როგორც ცნობილია ის პროფესიით მსახიობი არ არის. მამის თხოვნით ბუღალტერიას და აუდიტს სწავლობდა, მამას სურდა, რომ მისი შვილი ფინანსური მრჩეველი ყოფილიყო, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის კარიერა სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.

ბარიში ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯები სამსახიობო კარიერაში შემთხვევითობას უკავშირდება. როგორც იხსენებს, ბიძაშვილიმა შეცდომით გაგზავნა მსახიობთა სააგენტოში, რის შემდეგაც მისი ცხოვრება სრულად შეიცალა. ბიჭის გარეგნობა მოეწონათ და პატარა როლი ესთავაზეს.

ბარიშ აქთაშის თქმით, თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მსახიობობა დროებითი იყო, თუმცა მალე მიხვდა, რომ ამ პროფესიას თავს ვერ დაანებებდა.

ამბობს, რომ ძალიან ცელქი ბავშვი იყო, რომელიც ყველაფერს აფუჭებდა, თუმცა მამის შიში ჰქონდა და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მამის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

  • "მამაჩემს სურდა, რომ ფინანსური მრჩეველი გამოვსულიყავი. ამიტომ აუდიტსა და ბუღალტერიას ვსწავლობდი, მსახიობი შემთხვევით გავხდი“, - ამბობს ბარიში.

ის სტამბოლში დაიბადა, ხოლო პირველად ერთ-ერთ თურქულ არხზე, დოკუმენტურ სერიალში გამოჩნდა. მსახიობის გარდა, ბარიში არის მუსიკოსი, გატაცებულია სიმღერით.

თურქული მედიის ცნობით, ბარიშს არ ჰყავს შეყვარებული. ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ მედიის ყურადღების ობიექტი არ გახდეს მისი პირადი ცხოვრება. იშვიათად ჩნდება პომპეზურ და ხმაურიან წვეულებებზე.

არ აქტიურობს სოციალურ ქსელებში და "ინსტაგრამზე" მხოლოდ ისეთ პოსტებს აქვეყნებს, რომელიც იმ სერიალებს უკავშირდება, სადაც თამაშობს.

რაც შეეხება სერიალში ბარიშის პარტნიორს, იამურ იუქსელს (სერიალში - დილანის როლის შემსრულებელს) ბარიში ერთ-ერთ ინტერვიუში მის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ იამურთან იდელაური ურთიერთობა აქვს და ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.

ჟურნალისტები ხშირად ინტერესდებიან არის თუ არა მათ შორის მეგობრობაზე მეტი. ამ კითხვას მსახიობი თავს არ არიდებს და ამბობს, რომ "პარტნიორთან უდიდესი ენერგია აკავშირებს", თუმცა მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაა.