სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი, ვისი ხატიც სკანდალად იქცა და მითი, რომლის თანახმადაც, მოსკოვის დაცვისას, სტალინი მისი კურთხევით მოქმედებდა
ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი, ვისი ხატიც სკანდალად იქცა და მითი, რომლის თანახმადაც, მოსკოვის დაცვისას, სტალინი მისი კურთხევით მოქმედებდა

6 იან­ვარს დე­კა­ნოზმა ილია ჭიღ­ლა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ხა­ტის ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ წმინ­და­ნად შე­რა­ცხულ მატ­რო­ნას­თან ერ­თად საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტო­რი, იო­სებ სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი. მისი თქმით, ხატი თბი­ლის­ში, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

პარ­ტია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა, გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კად­რებ­ში ჩანს ხატი, რომ­ლის ერთ-ერთ ფრაგ­მენტზე მარ­თლაც იო­სებ სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი. სა­მე­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ხატი ძა­ლი­ან ჰგავს რუ­სეთ­ში შექ­მნილ ხატს, სა­ხელ­წო­დე­ბით, ნე­ტა­რი მატ­რო­ნა აკურ­თხებს იო­სებ სტა­ლინს. ხატი ანა­ლო­გი­უ­რი სი­უ­ჟე­ტით, თავ­და­პირ­ვე­ლად, 2008 წელს, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ერთ-ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­მოჩ­ნდა.

ამ ამ­ბავს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ხატი ტა­ძარს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­მა შეს­წი­რა.

ამ სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე:

"მთა­ვა­რი რამ, რა­საც ამ სი­უ­ჟე­ტი­დან ვხე­დავ, არის ის, რომ შობა დღეს გა­მო­ი­ტა­ნეს ეს სა­კი­თხი. პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა, რომ დღე­სას­წა­უ­ლი სკან­და­ლით უნ­დათ გა­და­ი­ფა­როს, რად­გან ადა­მი­ან­თა გუ­ლებ­ში, შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ნაც­ვლად იყოს გან­კი­თხვა და უდი­ე­რი მოხ­სე­ნი­ე­ბა ერ­თმა­ნე­თის და მათი, ვინც ეს და­უშ­ვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკო­ნოგ­რა­ფი­ას ად­გი­ლი აქვს რუ­სულ რე­ა­ლო­ბა­ში და მეც და ბევ­რსაც მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ­თვის არაფ­რის მომ­ცე­მია, ეს მე­ო­რა­დი სა­კი­თხია აქ, ისიც რომ და­ვუშ­ვათ, ამას მატ­რო­ნას ხატი ეწო­დე­ბა და არა სტა­ლი­ნის, ისიც, რომ თუ წმ.გი­ორ­გის ფრეს­კა­ზე სად­მე დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეა გა­მო­სა­ხუ­ლი, ეს დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს ხატი არ არის. ამ ამ­ბავ­ში მთა­ვა­რია დღეს ამ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის სავ­სე ღა­მეს, სი­ხა­რუ­ლის ნაც­ვლად ჩვენს გუ­ლებ­ში გან­კი­თხვა და სი­ძულ­ვი­ლი და­ი­თე­სოს.

ამ შემ­თხვე­ვის შე­ფა­სე­ბა­ზე ერთი დღის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბო­და გვემ­სჯე­ლა. დღე­ვან­დე­ლი დღე სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი და და­ი­მახ­სოვ­რეთ, ასე­თი მცდე­ლო­ბე­ბი იქ­ნე­ბა სხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზეც".

იო­სებ სტა­ლი­ნის ხა­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ჩნდე­ბა რუ­სულ ეკ­ლე­სი­ებ­ში, რუსი მორ­წმუ­ნე­ე­ბის ნა­წი­ლი მის წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა­საც კი ითხოვს.

თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა მითი სტა­ლი­ნის ღვთის­მო­სა­ო­ბის შე­სა­ხებ, არა­და, რე­ა­ლუ­რად საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ მსხვერ­პლად სწო­რედ რე­ლი­გი­ე­ბი და მათი მიმ­დევ­რე­ბი იქ­ცნენ.

  • ვინ იყო ნე­ტა­რი მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლი?

მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლი (მატ­რო­ნა ნი­კო­ნო­ვა - 1885 - 1952) გახ­ლავთ რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და­ნი. ნე­ტა­რი მატ­რო­ნა სი­ცო­ცხლე­ში­ვე აღი­ა­რეს, რო­გორც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი და სას­წა­ულთმოქ­მე­დი.

ის რუ­სეთ­ში, ტუ­ლის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ სე­ბი­ნო­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნა და­ბა­დე­ბი­დან­ვე ბრმა იყო. რო­გორც რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი იუ­წყე­ბი­ან, 8 წლის მატ­რო­ნას უქვე ჰქონ­და კურ­ნე­ბის და ნა­თელ­მხილ­ვე­ლო­ბის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ნიჭი. ნი­კო­ნო­ვე­ბის პა­ტა­რა სახ­ლში უამ­რავ­მა ხალ­ხმა და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი; ჯერ ახ­ლო­მახ­ლო სოფ­ლე­ბი­დან, შემ­დგომ კი სხვა­დას­ხვა გუ­ბერ­ნი­ე­ბი­და­ნაც. ავად­მყო­ფე­ბი ურ­მე­ბი­თაც კი მო­ყავ­დათ სას­წა­ულთმოქ­მედ გო­გო­ნას­თან. მატ­რო­ნა გულ­მხურ­ვა­ლე ლოც­ვე­ბით ხალ­ხს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად კურ­ნავ­და. 1915 წელს მატ­რო­ნამ შეკ­ვე­თით და­ა­წე­რი­ნა ღვთის­მშობ­ლის ხატი სა­ხელ­წო­დე­ბით ”და­ღუ­პულ­თა მომ­ძი­ე­ბე­ლი”. მატ­რო­ნა ამ ხატს არას­დროს გან­შო­რე­ბია და ყველ­გან თან დაჰ­ქონ­და. ნა­თელ­მხილ­ვე­ლი გო­გო­ნა გრძნობ­და რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ახ­ლო­ე­ბას და უამ­რა­ვი ხალ­ხის და­ღუპ­ვას წი­ნას­წარ გა­ნიც­დი­და. უსი­ნათ­ლო მატ­რო­ნას 16 წლის ასაკ­ში ფე­ხე­ბიც წა­ერ­თვა და მას შემ­დეგ აღა­რას­დროს გა­უვ­ლია. 1925 წ. მატ­რო­ნა მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და. გან­სა­კურ­ნებ­ლად და სუ­ლი­ე­რი რჩე­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად მატ­რო­ნას მოს­კოვ­შიც მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი აკი­თხავ­და. ნე­ტა­რი მატ­რო­ნა ყვე­ლას ეუბ­ნე­ბო­და, რომ თვი­თონ კი არ იყო მკურ­ნა­ლი, არა­მე­დი მისი ლოც­ვე­ბით და შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თა­ვად უფა­ლი ქრის­ტე კურ­ნავ­და ადა­მი­ა­ნებს.

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, მი­ლი­ცია მატ­რო­ნას და­პა­ტიმ­რე­ბას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ბევ­რი მისი ახ­ლო­ბე­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­ა­სა­მარ­თლეს. რო­გორ ამ­ბო­ბენ, მი­ლი­ცი­ის მოს­ვლას მატ­რო­ნა წი­ნას­წარ გრძნობ­და და ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად გა­და­დი­ო­და სხვა ბი­ნა­ში. ნე­ტარ­მა მატ­რო­ნამ დევ­ნის პე­რი­ოდ­ში მრა­ვა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი გა­მო­იც­ვა­ლა. ნე­ტა­რი მატ­რო­ნას დევ­ნა გრძელ­დე­ბო­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ომის დროს მას­თან რჩე­ვის მი­სა­ღე­ბად მი­ვი­და თვით სტა­ლი­ნიც.

  • მითი ნე­ტარ მატ­რო­ნა­სა და სტა­ლინ­ზე

არ­სე­ბობს მითი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, რო­დე­საც მოს­კოვს გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ აღე­ბის საფრ­თხე და­ე­მუქ­რა, იო­სებ სტა­ლი­ნი წმინ­და დედა მატ­რო­ნას­თან მი­ვი­და, რა დრო­საც მან უთხრა, რომ მოს­კო­ვი არ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და გა­მარ­ჯვე­ბა მას დარ­ჩე­ბო­და. სტა­ლი­ნის მომ­ხრე­თა უმე­ტე­სო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ სტა­ლინ­მა სწო­რედ წმინ­და მატ­რო­ნას რჩე­ვით შე­მო­ა­ტა­რა ყა­ზა­ნის ღვთის­მშობ­ლის ხატი მტრით გარ­შე­მორ­ტყმულ ქა­ლაქს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, წმინ­და მატ­რო­ნა ყვე­ლას ურ­ჩევ­და, არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ მოს­კო­ვი და და­ბე­ჯი­თე­ბით ამ­ბობ­და, - მოს­კოვ­ში მტე­რი ვერ შე­მო­ვაო... ის 1952 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლი მან 3 დღით ადრე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა. მისი კა­ნო­ნი­ზი­რე­ბა მოხ­და 1999 წელს, სა­ხელ­წო­დე­ბით: ნე­ტა­რი მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვალერი
5

რეალობაში კი ვინც ამ ხატის მხოლოდ რაღაც კონტესტს უყურებს - ის მეტად დაზომბირებულია ვიდრე ვინმე "რუსეთუმე". მთავარი ამ ხატზე თავად წმინდანია, რომელიც თავით ფეხამდე ანტიკომუნისტი, კომუნისტების მიერ დევნილი და მისი წინასწარმეტყველებით პუტინის რეჯიმის მამხილებელია. ვციტირებ : "...ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ. ვისაც უფალი მოგვცემს, ის იქნება ჩვენი უფროსი. ასე გაგრძელდება მცირე ხანი. ყველაფერი იქნება, ლოცვაც და წითელ მოედანზე რუსეთის ღვთისცხებული მეფის ნიკოლოზის და მისი ოჯახის წევრების პანაშვიდებიც. შემდეგ მოვლენ ძველები და ცხოვრება უფრო უარესი გახდება. ". როგორ ფიქრობთ რას გულისხმობდა წმინდანი "შემდეგ მოვლენ ძველები" ო რომ ამბობდა? ცხადია "კგბს" და მის თანამშრომელ პუტინს . 

P>S. წეშმარიტად ულტრალიბერალისტობა იგივეა რაც კომუნისტობა, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა მათ მიერ ამ ხატის შეურაცყოფის ფაქტმა საბჭოთა კომკავშირელის ("მებრძოლი უღმერთოების" ) სტილში :( :(

კოტე
18

ტროცკისტულ-ხრუშჩოვისტური,ნაცრეჟიმის პროპაგანდის და უმეცრების დემონსტრირება ხდება ანტისახელმწიფოებრივი მცირე ძალების მიერ.იკნავლონ და ისხან საღებავი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი, ვისი ხატიც სკანდალად იქცა და მითი, რომლის თანახმადაც, მოსკოვის დაცვისას, სტალინი მისი კურთხევით მოქმედებდა

ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი, ვისი ხატიც სკანდალად იქცა და მითი, რომლის თანახმადაც, მოსკოვის დაცვისას, სტალინი მისი კურთხევით მოქმედებდა

6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელზეც რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ მატრონასთან ერთად საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინია გამოსახული. მისი თქმით, ხატი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო განთავსებული.

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა სამების ტაძარში გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს ხატი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მართლაც იოსებ სტალინია გამოსახული. სამებაში განთავსებული ხატი ძალიან ჰგავს რუსეთში შექმნილ ხატს, სახელწოდებით, ნეტარი მატრონა აკურთხებს იოსებ სტალინს. ხატი ანალოგიური სიუჟეტით, თავდაპირველად, 2008 წელს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ეკლესიაში გამოჩნდა.

ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა.

ამ საკითხს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:

"მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ, ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს.

ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც".

იოსებ სტალინის ხატები რამდენიმე წელია ჩნდება რუსულ ეკლესიებში, რუსი მორწმუნეების ნაწილი მის წმინდანად შერაცხვასაც კი ითხოვს.

თანამედროვე რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მითი სტალინის ღვთისმოსაობის შესახებ, არადა, რეალურად საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ მსხვერპლად სწორედ რელიგიები და მათი მიმდევრები იქცნენ.

  • ვინ იყო ნეტარი მატრონა მოსკოველი?

მატრონა მოსკოველი (მატრონა ნიკონოვა - 1885 - 1952) გახლავთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი. ნეტარი მატრონა სიცოცხლეშივე აღიარეს, როგორც წინასწარმეტყველი და სასწაულთმოქმედი.

ის რუსეთში, ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში დაიბადა. გოგონა დაბადებიდანვე ბრმა იყო. როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი. ნიკონოვების პატარა სახლში უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული; ჯერ ახლომახლო სოფლებიდან, შემდგომ კი სხვადასხვა გუბერნიებიდანაც. ავადმყოფები ურმებითაც კი მოყავდათ სასწაულთმოქმედ გოგონასთან. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა. 1915 წელს მატრონამ შეკვეთით დააწერინა ღვთისმშობლის ხატი სახელწოდებით ”დაღუპულთა მომძიებელი”. მატრონა ამ ხატს არასდროს განშორებია და ყველგან თან დაჰქონდა. ნათელმხილველი გოგონა გრძნობდა რევოლუციის მოახლოებას და უამრავი ხალხის დაღუპვას წინასწარ განიცდიდა. უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს გაუვლია. 1925 წ. მატრონა მოსკოვში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. განსაკურნებლად და სულიერი რჩევების მისაღებად მატრონას მოსკოვშიც მრავალი ადამიანი აკითხავდა. ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებოდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მილიცია მატრონას დაპატიმრებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი მისი ახლობელი დააპატიმრეს და გაასამართლეს. როგორ ამბობენ, მილიციის მოსვლას მატრონა წინასწარ გრძნობდა და ყოველთვის დროულად გადადიოდა სხვა ბინაში. ნეტარმა მატრონამ დევნის პერიოდში მრავალი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ნეტარი მატრონას დევნა გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე. გადმოცემის თანახმად, ომის დროს მასთან რჩევის მისაღებად მივიდა თვით სტალინიც.

  • მითი ნეტარ მატრონასა და სტალინზე

არსებობს მითი, რომლის თანახმადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მოსკოვს გერმანელების მიერ აღების საფრთხე დაემუქრა, იოსებ სტალინი წმინდა დედა მატრონასთან მივიდა, რა დროსაც მან უთხრა, რომ მოსკოვი არ უნდა დაეტოვებინა და გამარჯვება მას დარჩებოდა. სტალინის მომხრეთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ სტალინმა სწორედ წმინდა მატრონას რჩევით შემოატარა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი მტრით გარშემორტყმულ ქალაქს.

როგორც ამბობენ, წმინდა მატრონა ყველას ურჩევდა, არ დაეტოვებინათ მოსკოვი და დაბეჯითებით ამბობდა, - მოსკოვში მტერი ვერ შემოვაო... ის 1952 წელს გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, თავისი სიკვდილი მან 3 დღით ადრე იწინასწარმეტყველა. მისი კანონიზირება მოხდა 1999 წელს, სახელწოდებით: ნეტარი მატრონა მოსკოველი.

იხილეთ ასევე: