მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს" - ანდრია ჯაღმაიძე
"პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს" - ანდრია ჯაღმაიძე

პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა, რომ დღე­სას­წა­უ­ლი სკან­და­ლით უნ­დათ გა­და­ი­ფა­როს -, ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და და გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მე­ბის ტა­ძარ­ში არ­სე­ბულ ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, ის, რომ ასეთ იკო­ნოგ­რა­ფი­ას ად­გი­ლი აქვს რუ­სულ რე­ა­ლო­ბა­ში , არაფ­რის მომ­ცე­მია და ეს მე­ო­რა­დი სა­კი­თხია, ისიც, რომ და­ვუშ­ვათ ამას მატ­რო­ნას ხატი ეწო­დე­ბა და არა სტა­ლი­ნის.

"მთა­ვა­რი რამ, რა­საც ამ სი­უ­ჟე­ტი­დან ვხე­დავ, არის ის, რომ შობა დღეს გა­მო­ი­ტა­ნეს ეს სა­კი­თხი. პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა, რომ დღე­სას­წა­უ­ლი სკან­და­ლით უნ­დათ გა­და­ი­ფა­როს, რად­გან ადა­მი­ან­თა გუ­ლებ­ში, შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ნაც­ვლად იყოს გან­კი­თხვა და უდი­ე­რი მოხ­სე­ნი­ე­ბა ერ­თმა­ნე­თის და მათი, ვინც ეს და­უშ­ვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკო­ნოგ­რა­ფი­ას ად­გი­ლი აქვს რუ­სულ რე­ა­ლო­ბა­ში და მეც და ბევ­რსაც მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ­თვის არაფ­რის მომ­ცე­მია, ეს მე­ო­რა­დი სა­კი­თხია აქ, ისიც რომ და­ვუშ­ვათ ამას მატ­რო­ნას ხატი ეწო­დე­ბა და არა სტა­ლი­ნის, ისიც, რომ თუ წმ.გი­ორ­გის ფრეს­კა­ზე სად­მე დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეა გა­მო­სა­ხუ­ლი, ეს დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს ხატი არ არის. ამ ამ­ბავ­ში მთა­ვა­რია დღეს ამ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის სავ­სე ღა­მეს, სი­ხა­რუ­ლის ნაც­ვლად ჩვენს გუ­ლებ­ში გან­კი­თხვა და სი­ძულ­ვი­ლი და­ი­თე­სოს.

ამ შემ­თხვე­ვის შე­ფა­სე­ბა­ზე ერთი დღის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბო­და გვემ­სჯე­ლა. დღე­ვან­დე­ლი დღე სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი და და­ი­მახ­სოვ­რეთ, ასე­თი მცდე­ლო­ბე­ბი იქ­ნე­ბა სხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზეც",- აცხა­დებს ჯაღ­მა­ი­ძე.

ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, "ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ტაქ­ტი­კა, რომ არ მი­ვი­დეს მა­ყუ­რებ­ლამ­დე ნამ­დვი­ლი ში­ნა­არ­სი დღე­სას­წა­უ­ლი­სა".

"შო­ბა­ზე თუ ამას იკად­რებ­დნენ, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო, თუმ­ცა იკად­რეს და მათი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ამაღ­ლე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლოს გა­აზ­რე­ბის ნაც­ვლად ორი დღეა სტა­ლინ­ზე ფიქ­რობს. ეკ­ლე­სია ქრის­ტე­ზე უყ­ვე­ბა, ისი­ნი კი სტა­ლინ­ზე უყ­ვე­ბი­ან თა­ვის მსმე­ნელს. რე­ა­ლუ­რად დას­ცი­ნი­ან მსმე­ნელს.

ის­ტო­რია შო­ბის შე­სა­ხებ მე­ორ­დე­ბა, ხალ­ხი ამა­ო­ე­ბა­ში ჩაფ­ლუ­ლი, მათი მხსნე­ლის ამ ქვეყ­ნად მოს­ვლას ვერც იგებს, ეს ოცი სა­უ­კუ­ნის წინ. და დღეს ისევ იგი­ვე, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ჩა შო­ბის სი­ხა­რუ­ლის გა­რე­შე, სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვლად გან­კი­თხვა­ში და სი­ხა­რუ­ლის ნაც­ვლად, ლან­ძღვა­ში", - აცხა­დებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვე­ბი შე­საძლწბე­ლი იყო და­ეს­ვათ "ორი დღის შემ­დეგ, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­თხვი­ეს შო­ბის მსა­ხუ­რე­ბას".

დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ბეთ­ლემ­ში ქრის­ტეს შო­ბი­სას, თით­ქმის მთე­ლი სამ­ყა­რო, მათ შო­რის ხალ­ხი ვინც მე­სი­ის მოს­ვლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იცო­და და მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, ამაო საქ­მი­ა­ნო­ბით და სა­ფიქ­რა­ლით იყო გარ­თუ­ლი. ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა, რომ ქრი­ტე მა­ცხო­ვა­რი, კა­ცობ­რი­ო­ბის მხსნე­ლი იშვა, ვე­რა­ვინ გა­ი­ხა­რა ამით გარ­და მწყემ­სე­ბი­სა. - რა­ტომ არ ელო­და ხალ­ხი მის მხსნელს? - არ ეცა­ლათ- რა­ტომ არ ეცა­ლათ?- ალ­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დარ­ბოდ­ნენ და ტი­რა­ნი ჰე­რო­დეს შე­სა­ხებ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ ხალ­ხს, ქრის­ტეს შო­ბის ხა­რე­ბის ნაც­ვლად. რა საბ­რა­ლო­ნი იყ­ვნენ, იმის ნაც­ვლად, რომ ამ დიდ სა­ი­დუმ­ლო­ზე ეფიქ­რათ იმ დღეს, ჰე­რო­დე­ზე ფიქ­რობ­დნენ და მათ გულ­ში ქრის­ტეს ნაც­ვლად ჰე­რო­დე პო­უ­ლობ­და ად­გილს.

მე კი გი­ლო­ცავთ გუ­ლით ქრის­ტეს შო­ბას, თქვენს გუ­ლებ­ში იპო­ვოს სამ­ყო­ფე­ლი ახალ­შო­ბილ­მა, ყრმა იე­სომ", - წერს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში არ­სე­ბულ წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც იო­სებ სტა­ლი­ნი­ცაა გა­მო­სა­ხუ­ლი, ინ­ფორ­მა­ცია 6 იან­ვარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პასუხი
2

კომენტარი შემხვდა, ჩვენ ჩვენი წმინდანები არ გვყავს რუს წმინდანს რომ ეთაყვანებითო.. ეჰჰ..

რა თქმა უნდა ქართველი წმინდანები განსაკუთრებით იმსახურებენ ჩვენგან პატივისცემას, მაგრამ ეროვნული ნიშნით წმინდანის დაკნინება.. რბილად რომ ვთქვათ ჩვენთვის შეუფერებელია, პატივს მივაგებთ ყველას ბერძენს, ეგვიპტელს, სირიელს, სერბს, რუსს, სპარსს თუ სხვას.

ლიბერალებო თქვენი სწავლების ამოსავალი წერტილი არ არის რომ ეთნიკური, რელიგიური და სხვადასხვა კუთვნილებითი ნიშნით არ შეიძლება დისკრიმინაცია? :)

ასევე ის, რომ ეკლესიის ნაწილი არ ხართ აშკარად, ცინიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორთა 99% (ვიმედოვნებ რომ 100%) და რატომ ნერვიულობთ და გაღელვებთ ეს საკითხი, შემთხვევით ხომ არ მავნებლობთ.

მე მაინც კარგს გისურვებთ, ჩვენზე არ ინერვიულოთ..

ალექსი
2

ეკლესია არაფერს უყვება , თქვენ საუბრობთ იმას ,რისი თქმაც ეკლესიას, არ უნდა.

ავტორი:

"პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს" - ანდრია ჯაღმაიძე

"პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს" - ანდრია ჯაღმაიძე

პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს -, ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა და გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას სამების ტაძარში არსებულ ხატთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში , არაფრის მომცემია და ეს მეორადი საკითხია, ისიც, რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის.

"მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს.

ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც",- აცხადებს ჯაღმაიძე.

ჯაღმაიძის თქმით, "ეს არის მიზანმიმართული ტაქტიკა, რომ არ მივიდეს მაყურებლამდე ნამდვილი შინაარსი დღესასწაულისა".

"შობაზე თუ ამას იკადრებდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა იკადრეს და მათი მაყურებელი, ამაღლებული საიდუმლოს გააზრების ნაცვლად ორი დღეა სტალინზე ფიქრობს. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს. რეალურად დასცინიან მსმენელს.

ისტორია შობის შესახებ მეორდება, ხალხი ამაოებაში ჩაფლული, მათი მხსნელის ამ ქვეყნად მოსვლას ვერც იგებს, ეს ოცი საუკუნის წინ. და დღეს ისევ იგივე, ამ ტელევიზიების მაყურებელი დარჩა შობის სიხარულის გარეშე, სიყვარულის ნაცვლად განკითხვაში და სიხარულის ნაცვლად, ლანძღვაში", - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" ანდრია ჯაღმაიძე.

ჯაღმაიძის თქმით, აღნიშნული კითხვები შესაძლწბელი იყო დაესვათ "ორი დღის შემდეგ, მაგრამ სპეციალურად დაამთხვიეს შობის მსახურებას".

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა:

"ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო, მათ შორის ხალხი ვინც მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იცოდა და მოლოდინი ჰქონდა, ამაო საქმიანობით და საფიქრალით იყო გართული. ვერავინ შენიშნა, რომ ქრიტე მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი იშვა, ვერავინ გაიხარა ამით გარდა მწყემსებისა. - რატომ არ ელოდა ხალხი მის მხსნელს? - არ ეცალათ- რატომ არ ეცალათ?- ალბათ ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად. რა საბრალონი იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ამ დიდ საიდუმლოზე ეფიქრათ იმ დღეს, ჰეროდეზე ფიქრობდნენ და მათ გულში ქრისტეს ნაცვლად ჰეროდე პოულობდა ადგილს.

მე კი გილოცავთ გულით ქრისტეს შობას, თქვენს გულებში იპოვოს სამყოფელი ახალშობილმა, ყრმა იესომ", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ასევე იხილეთ: