მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს" - მეუფე შიო
"მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს" - მეუფე შიო

"ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, მი­ვი­ღოთ უფა­ლი ჩვენს გუ­ლებ­ში და მი­ვარ­თვათ მას ჩვე­ნი რწმე­ნა, სა­სო­ე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე შიომ (მუ­ჯი­რი) მა­ცხოვ­რის შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ შეგ­ვემ­თხვე­ვა ცხოვ­რე­ბა­ში, ღმერ­თის დაშ­ვე­ბით ხდე­ბა, „ჩვე­ნი გა­მოს­წო­რე­ბის­თვის, ჩვე­ნი გან­წმენ­დის­თვის, ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის და მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან უფალს, რო­გორც მო­სიყ­ვა­რუ­ლე მა­მას, ჩვენ­თვის უნდა ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო“.

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ ქრის­ტე­შო­ბის დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს, გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

ეს დღე­სას­წა­უ­ლი, რო­გორც ამ­ბობს წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი, იმ­სა­ხუ­რებს უფრო აღ­მა­ტე­ბულ თაყ­ვა­ნის­ცე­მა­სა და მო­წი­წე­ბას სხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­თან შე­და­რე­ბით და მას შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დედა, ვი­ნა­ით­გან მის­გან იღებს სა­თა­ვეს სხვა დღე­სას­წა­უ­ლე­ბი: ნათ­ლის­ღე­ბაც, აღ­დგო­მაც, ამაღ­ლე­ბაც და სულთმო­ფე­ნო­ბაც.

მაგ­რამ მხო­ლოდ ამი­ტომ როდი იმ­სა­ხუ­რებს ასეთ აღ­მა­ტე­ბულ თაყ­ვა­ნის­ცე­მას სხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით, არა­მედ კი­დევ იმი­ტომ, რომ თვი­თონ ის მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც ჩვენ დღეს ვზე­ი­მობთ, არის სრუ­ლი­ად გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი - ძე ღმერ­თმა ინე­ბა გან­კა­ცე­ბა, მი­ი­ღო კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, მო­ევ­ლი­ნა კა­ცობ­რი­ო­ბას და თავი და­იმ­დაბ­ლა იმ­დე­ნად, რომ ეს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის­თვი­საც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. და აი, წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი წერს, რომ „უცი­ლობ­ლად დი­დია ღვთის­მო­სა­ო­ბის სა­ი­დუმ­ლო: ღმერ­თი გა­მოჩ­ნდა ხორ­ცით“.

უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე როცა იშვა, თავ­და­პირ­ვე­ლად მას­თან მო­დი­ან უბ­რა­ლო მწყემ­სე­ბი და თაყ­ვანს სცე­მენ მას; შემ­დეგ მო­დი­ან აღ­მო­სავ­ლე­თი­დან გან­სწავ­ლუ­ლი მოგ­ვე­ბი და მო­აქვთ მას­თან ძღვე­ნი: ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური.

და დღეს ჩვენ ვფიქ­რობთ, ჩვენ რა უნდა მი­ვარ­თვათ სა­ჩუქ­რად მა­ცხო­ვარს? რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი ძღვე­ნი ახალ­შო­ბი­ლის­თვის?

და აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ჩვენ ბედ­ნი­ე­რი ვართ იმით, რომ შეგ­ვიძ­ლია ბევ­რად უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი ძღვე­ნი მი­ვუ­ტა­ნოთ მა­ცხო­ვარს მოგ­ვებ­თან შე­და­რე­ბით: ოქ­როს მა­გივ­რად მი­ვარ­თვათ ჩვე­ნი რწმე­ნა, გუნ­დრუ­კის მა­გივ­რად - სა­სო­ე­ბა, ხოლო მუ­რის ნაც­ვლად - სიყ­ვა­რუ­ლი. რწმე­ნა - ცო­ცხა­ლი, გულ­წრფე­ლი, მზად მყო­ფი თავ­გან­წირ­ვის­თვის და თუ სა­ჭი­რო გახ­და, სიკ­ვდი­ლის­თვი­საც;

სა­სო­ე­ბა იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ შეგ­ვემ­თხვე­ვა ცხოვ­რე­ბა­ში, ღმერ­თის დაშ­ვე­ბით ხდე­ბა, ჩვე­ნი გა­მოს­წო­რე­ბის­თვის, ჩვე­ნი გან­წმენ­დის­თვის, ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის და მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან უფალს, რო­გორც მო­სიყ­ვა­რუ­ლე მა­მას, ჩვენ­თვის უნდა ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო. მას უნდა, რომ ჩვენ ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყოთ, თუ ჩვენ თვი­თონ არ შე­ვუშ­ლით ხელს ამა­ში მას ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი­თა და ვნე­ბე­ბით;

და ბო­ლოს, მი­ვარ­თვათ უფალს ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი: სიყ­ვა­რუ­ლი ღმერ­თის, სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის. ეს თვი­სე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გახ­და, იშ­ვი­ა­თი ნიჭი გახ­და და ამი­ტომ სწო­რედ დღე­ვან­დელ დღეს ვე­ცა­დოთ, რომ უფალს მი­ვუ­ძღვნათ, მი­ვარ­თვათ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და მი­ვა­ტო­ვოთ თუკი რა­ი­მე გვაქვს გულ­ში: წყე­ნა, უკე­თუ­რე­ბა და ად­გი­ლი და­ვუთ­მოთ სიყ­ვა­რულს და სით­ბოს ადა­მი­ა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით.

და თუ ჩვენ ასე­თი ძღვე­ნით მი­ვალთ ეკ­ლე­სი­ა­ში, უფა­ლი მოგ­ვცემს დიდ კად­ნი­ე­რე­ბას და შევ­ძლებთ, დავ­ტკბეთ, გა­ვი­ხა­როთ და ვი­ნუ­გე­შოთ ამ წმინ­და სუ­ლი­ე­რი ტრა­პე­ზით. თუ მოგ­ვებ­მა მხო­ლოდ თაყ­ვა­ნი სცეს უფალს, ჩვენ თუ კე­თი­ლი სინ­დი­სით მი­ვე­ახ­ლე­ბით, გვეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში, რომ მის წმინ­და სის­ხლსა და ხორცს ვე­ზი­ა­როთ, აი, ასე­თი მად­ლით დავ­ბრუნ­დეთ სახ­ლში.

ასე რომ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, მი­ვი­ღოთ უფა­ლი ჩვენს გუ­ლებ­ში და მი­ვარ­თვათ მას ჩვე­ნი რწმე­ნა, სა­სო­ე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ შო­ბის დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს, ამ დღის მად­ლით უფალ­მა დაგ­ლო­ცოთ, თქვე­ნი ოჯა­ხე­ბი და­ლო­ცოს, ქრის­ტეს­შო­ბის მად­ლით უფალ­მა და­ლო­ცოს, გა­ა­ხა­როს და გა­ამ­თლი­ა­ნოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ!

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ!“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

ზორბა
0

როგორც შიო იტყვის🦋

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს" - მეუფე შიო

"მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს" - მეუფე შიო

"ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, „ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საინტერესო“.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეს დღესასწაული, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, იმსახურებს უფრო აღმატებულ თაყვანისცემასა და მოწიწებას სხვა დღესასწაულებთან შედარებით და მას შეიძლება ეწოდოს დღესასწაულების დედა, ვინაითგან მისგან იღებს სათავეს სხვა დღესასწაულები: ნათლისღებაც, აღდგომაც, ამაღლებაც და სულთმოფენობაც.

მაგრამ მხოლოდ ამიტომ როდი იმსახურებს ასეთ აღმატებულ თაყვანისცემას სხვა დღესასწაულებთან მიმართებით, არამედ კიდევ იმიტომ, რომ თვითონ ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, არის სრულიად განსაცვიფრებელი - ძე ღმერთმა ინება განკაცება, მიიღო კაცობრივი ბუნება, როგორც ადამიანი, მოევლინა კაცობრიობას და თავი დაიმდაბლა იმდენად, რომ ეს ადამიანის გონებისთვისაც კი წარმოუდგენელია. და აი, წმინდა პავლე მოციქული ამით გაკვირვებული წერს, რომ „უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით“.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე როცა იშვა, თავდაპირველად მასთან მოდიან უბრალო მწყემსები და თაყვანს სცემენ მას; შემდეგ მოდიან აღმოსავლეთიდან განსწავლული მოგვები და მოაქვთ მასთან ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ რა უნდა მივართვათ საჩუქრად მაცხოვარს? რა შეიძლება იყოს ჩვენი ძღვენი ახალშობილისთვის?

და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ შეგვიძლია ბევრად უფრო აღმატებული ძღვენი მივუტანოთ მაცხოვარს მოგვებთან შედარებით: ოქროს მაგივრად მივართვათ ჩვენი რწმენა, გუნდრუკის მაგივრად - სასოება, ხოლო მურის ნაცვლად - სიყვარული. რწმენა - ცოცხალი, გულწრფელი, მზად მყოფი თავგანწირვისთვის და თუ საჭირო გახდა, სიკვდილისთვისაც;

სასოება იმისა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საინტერესო. მას უნდა, რომ ჩვენ ბედნიერი და გახარებული ვიყოთ, თუ ჩვენ თვითონ არ შევუშლით ხელს ამაში მას ჩვენი ცოდვებითა და ვნებებით;

და ბოლოს, მივართვათ უფალს ჩვენი სიყვარული: სიყვარული ღმერთის, სიყვარული ადამიანის. ეს თვისება ძალიან იშვიათი გახდა, იშვიათი ნიჭი გახდა და ამიტომ სწორედ დღევანდელ დღეს ვეცადოთ, რომ უფალს მივუძღვნათ, მივართვათ ჩვენი სიყვარული და მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს და სითბოს ადამიანებთან მიმართებით.

და თუ ჩვენ ასეთი ძღვენით მივალთ ეკლესიაში, უფალი მოგვცემს დიდ კადნიერებას და შევძლებთ, დავტკბეთ, გავიხაროთ და ვინუგეშოთ ამ წმინდა სულიერი ტრაპეზით. თუ მოგვებმა მხოლოდ თაყვანი სცეს უფალს, ჩვენ თუ კეთილი სინდისით მივეახლებით, გვეძლევა შესაძლებლობა ეკლესიაში, რომ მის წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ, აი, ასეთი მადლით დავბრუნდეთ სახლში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დიდებულ დღესასწაულს, ამ დღის მადლით უფალმა დაგლოცოთ, თქვენი ოჯახები დალოცოს, ქრისტესშობის მადლით უფალმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.