სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიმუშავა შვიდმა დამ გრძელი თმით მილიონები და რატომ დაიღუპნენ სიღარიბეში - ნიაგარას ჩანჩქერთან მცხოვრები საზერლენდების გზა სასახლიდან ველურ ცხოვრებამდე
როგორ გამოიმუშავა შვიდმა დამ გრძელი თმით მილიონები და რატომ დაიღუპნენ სიღარიბეში - ნიაგარას ჩანჩქერთან მცხოვრები საზერლენდების გზა სასახლიდან ველურ ცხოვრებამდე

გრძე­ლი და მოვ­ლი­ლი თმა ქა­ლის­თვის ნამ­დვი­ლი სიმ­დიდ­რეა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მო­უ­ტა­ნოს ადა­მი­ანს, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რიც კი. ასე მოხ­და სა­ზერ­ლენ­დე­ლი დე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, რომ­ლებ­საც თმა კე­ფი­დან-ფე­ხის თი­თე­ბამ­დე სწვდე­ბო­დათ. მაგ­რამ მხო­ლოდ ამ უნი­კა­ლუ­რო­ბამ არ გა­ხა­და ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი. მთე­ლი უბა­ნი ჭო­რა­ობ­და მათ­ზე, იწე­რე­ბო­და გა­ზე­თებ­ში. სიმ­დიდ­რემ ისი­ნი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლე­ბად აქ­ცია. ისი­ნი დიდ ფულს ხარ­ჯავ­დნენ წვე­უ­ლე­ბებ­ზე, იმ დრო­ის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად მდიდ­რუ­ლი სახ­ლის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, ძაღ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე, პი­რა­დი საფ­ლა­ვე­ბის მო­წყო­ბა­ზე, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლო­ბის საფ­ლა­ვიც კი არ ღირ­სე­ბი­ად.

ფერ­მერ სა­ზერ­ლენ­დის დიდი ოჯა­ხი

მერი და ფლეტ­ჩერ სა­ზერ­ლენ­დის წყვილს შვი­დი ქა­ლიშ­ვი­ლი და ერთი ვაჟი ჰყავ­და. პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი სარა 1845 წელს და­ი­ბა­და, ხოლო უკა­ნას­კნე­ლი, მა­რი­ა­მი 1862 წელს. სხვა შვი­ლებს შო­რის 2-4 წელი იყო სხვა­ო­ბა.

ოჯა­ხი ნი­ა­გა­რას ჩანჩქე­რის მახ­ლობ­ლად სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. მშობ­ლე­ბი ინ­და­უ­რის ფერ­მას მარ­თავ­დნენ, სა­დაც მთე­ლი ოჯა­ხი მუ­შა­ობ­და. კაცი ბავ­შვო­ბი­დან სიმ­დიდ­რე­ზე ოც­ნე­ბობ­და და სჯე­რო­და, რომ ინ­და­უ­რე­ბის ბიზ­ნე­სით ამას ვერ მი­აღ­წევ­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, ფული შვი­ლე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­ე­დო. ბავ­შვებ­მა მი­ი­ღეს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნეს ოჯა­ხუ­რი ან­სამ­ბლი. ისი­ნი მღე­როდ­ნენ ეკ­ლე­სი­ებ­ში, თე­ატ­რებ­ში და ქუ­ჩებ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­ი­წყეს მოგ­ზა­უ­რო­ბა სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში. ერთ-ერთი ასე­თი გას­ტრო­ლი, ნიუ-იორკში, მათ­თვის იღ­ბლი­ა­ნი ბი­ლე­თი აღ­მოჩ­ნდა.

სა­ზერ­ლენ­დის ყვე­ლა გო­გო­ნას ერთი უნი­კა­ლუ­რი რამ აერ­თი­ა­ნებ­დათ - გრძე­ლი თმა. ამის­თვის კი სპე­ცი­ა­ლურ მა­ლა­მოს, გო­გო­ნე­ბის დედა ამ­ზა­დებ­და. მაგ­რამ მა­ლა­მოს ერთი ნაკ­ლი ჰქონ­და, ცუდი სუნი ას­დი­ო­და. ამი­ტომ გო­გო­ებ­თან არა­ვინ მე­გობ­რობ­და და თვი­თო­ნაც იმა­ლე­ბოდ­ნენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნახ­ვა­ზე, რად­გან და­ცინ­ვას ვერ უძ­ლებ­დნენ.

გო­გო­ნე­ბის დედა, მერი სა­ზერ­ლენ­დი ადრე გარ­და­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა შვი­ლი 5 წლის იყო. ამი­ტომ მა­ლა­მო აღა­რა­ვის გა­უ­კე­თე­ბია და დე­ბიც ამ ტან­ჯვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა "ფრი­კე­ბის ცირ­კში"

იმ პე­რი­ოდ­ში ნიუ-იორკში "ფრი­კე­ბის ცირ­კი" შე­იქ­მნა, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან უნი­კა­ლურ ადა­მი­ა­ნებს იღებ­დნენ. ხში­რად მათ რა­ი­მე სა­ხის გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტი ჰქონ­დათ.

ასე აღ­მოჩ­ნდნენ დები ცირ­კში, მაგ­რამ მხო­ლოდ უნი­კა­ლუ­რი, გრძე­ლი და ლა­მა­ზი თმის წყა­ლო­ბით. 1883 წლი­დან ისი­ნი შე­იყ­ვა­ნეს დას­ში და და­ი­წყეს მოგ­ზა­უ­რო­ბა მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ამან გა­ზარ­და ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ არა ისე, რო­გორ­ზეც მათი მამა ოც­ნე­ბობ­და.

მა­მამ თმის­თვის სუ­პერ მა­ლა­მო „გა­მო­ი­გო­ნა“ და კორ­პო­რა­ცია გახ­სნა

სა­ზერ­ლენ­დის დებ­მა ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ი­ძი­ნეს, რის შემ­დე­გაც ფლეტ­ჩერ სა­ზერ­ლენდმა მო­ი­ფიქ­რა, რო­გორ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მათი პო­პუ­ლა­რო­ბა. გა­ახ­სენ­და მა­ლა­მო, რო­მელ­საც მისი ცოლი ამ­ზა­დებ­და თმის­თვის და გა­და­წყვი­ტა, თა­ვად და­ე­წყო მისი მომ­ზა­დე­ბა, რო­გორც სი­მე­ლო­ტის წამ­ლის. ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი კი რეკ­ლა­მის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

თა­ვი­დან მა­ლა­მო­თი დი­დად არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და, მაგ­რამ ცირ­კის მაგ­ნა­ტის ჯე­იმს ბე­ი­ლის ნა­თე­სავ­თან ჰარი ბე­ი­ლის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ დიდი ხნის ნა­ნატ­რი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა.

დე­ბის მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა

1884 წლის მა­ლა­მოს გა­ყიდ­ვებ­მა არ­ნა­ხუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ტა­ნა. წლის ბო­ლოს მო­გე­ბამ $90 ათა­სი შე­ად­გი­ნა. ფლეტ­ჩერ­მა და მის­მა ქა­ლიშ­ვი­ლებ­მა გა­ი­ნა­წი­ლეს კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბი და ყვე­ლა გახ­და თა­ნამ­ფლო­ბე­ლი.

ოჯახ­მა ასე­ვე გა­მო­უშ­ვა თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათი გეგ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­შუ­ა­ლო და მდი­დარ ფე­ნა­ზე იყო მორ­გე­ბუ­ლი, რი­თაც სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ქა­ლებს სურ­დათ ლა­მა­ზად გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და ამის­თვის ხარ­ჯებს არ იშუ­რებ­დნენ.

გა­ი­ზარ­და მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი, რა­მაც სა­ზერ­ლენ­დებს კა­პი­ტა­ლის რამ­დენ­ჯერ­მე გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. 1888 წელს ოჯა­ხის მამა გარ­და­იც­ვა­ლა და დებ­მა და­ი­წყეს კორ­პო­რა­ცი­ის მარ­თვა და 1890 წლის­თვის შე­მო­სა­ვა­ლი 3 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გა­ზარ­დეს.

სი­ლა­მა­ზის იდე­ა­ლე­ბი­დან ვე­ლურ ცხოვ­რე­ბამ­დე

დები კერ­პე­ბად იქ­ცნენ, ამი­ტომ მათ შე­სა­ხებ ბევ­რი იწე­რე­ბო­და პრე­სა­ში. მათი სუ­რა­თე­ბი და­ბეჭ­დეს ღია ბა­რა­თებ­ზე. ერ­თმა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ვიქ­ტო­რი­ას 2500 დო­ლა­რიც კი შეს­თა­ვა­ზა, თუ ის თმას მთლი­ა­ნად მო­იჭ­რი­და.

გო­გო­ნე­ბი ყო­ველ­თვის სა­კუ­თარ სახლზე ოც­ნე­ბობ­დნენ და 1893 წელს, გას­ტრო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა ძვე­ლი ხის სახ­ლის ად­გილ­ზე აა­შე­ნეს სა­სახ­ლე 14 ოთა­ხით. სახ­ლი გა­რეგ­ნუ­ლად მარ­თლა სა­სახ­ლეს ჰგავ­და, კოშ­კე­ბი­თა და ვე­რან­დით. სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლე­სი კლა­სის იყო - ბრო­ლის ჭა­ღე­ბი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ხის ია­ტა­კი, მარ­მა­რი­ლოს აბა­ზა­ნა ცხე­ლი და ცივი წყლით. ასე­თი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის მსა­ხუ­რე­ბის ჯარი და­ი­ქი­რა­ვეს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე კე­თილ­მო­წყო­ბილ ოთა­ხებ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბამ დებს სარ­გე­ბე­ლი არ მო­უ­ტა­ნა. ისი­ნი ბევრ ფულს ხარ­ჯავ­დნენ სამ­კა­უ­ლებ­ში, მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე, სახ­ლებ­ზე, წვე­უ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ხში­რად მარ­თავ­დნენ სახ­ლში, სა­დაც ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი გო­გო­ნე­ბი ვნე­ბი­ან ქა­ლე­ბად იქ­ცე­ოდ­ნენ ხოლ­მე. მალე გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ იღებ­დნენ ალ­კოჰოლს, ნარ­კო­ტი­კებს, მაგ­რამ მე­ზობ­ლებს სა­ჩუქ­რე­ბი და­უ­რი­გეს, რომ გა­ჩუ­მე­ბუ­ლიყ­ვნენ.

დე­ბის ცხოვ­რე­ბა მა­მა­კა­ცებ­თან: საქმრო­ე­ბის არ­ჩე­ვის უც­ნა­უ­რო­ბე­ბი

ნა­ო­მის, რო­მე­ლიც ჯე­იმს ბე­ი­ლი­ზე და­ქორ­წინ­და, სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. მან 40 წელ­საც ვერ მი­აღ­წია და დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­სახ­ლე არ უნა­ხავს. დები შოკ­ში იყ­ვნენ მისი სიკ­ვდი­ლით და სურ­დათ მავ­ზო­ლე­უ­მის აშე­ნე­ბა 30 ათას დო­ლა­რად, მაგ­რამ ამის დრო არ ჰქონ­დათ.

მალე დე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში სა­ბე­დის­წე­რო მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდა, იზა­ბე­ლას და დო­რას ერთი და იგი­ვე კაცი, ფრე­დე­რი­კი შე­უყ­ვარ­დათ. კაცს უფრო იზა­ბე­ლა მოს­წონ­და, რო­მე­ლიც მას­ზე 10 წლით უფ­რო­სი იყო. ფრე­დე­რი­კი იყე­ნებ­და ნარ­კო­ტი­კებს, უყ­ვარ­და ია­რა­ღი­დან უმიზ­ნოდ სრო­ლა, ერთ დღეს კი ია­რა­ღი შემ­თხვე­ვით გა­უ­ვარ­და. შეყ­ვა­რე­ბულ­მა დებ­მა მისი ცხე­და­რი შუ­შის ყუთ­ში ჩა­აწ­ვი­ნეს და მის დაკ­რძალ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს, სა­ნამ 10 დღის შემ­დეგ გვა­მის სუნი იმ­დე­ნად არ გაძ­ლი­ერ­და, რომ ხალ­ხმა პო­ლი­ცი­ას გა­მო­უ­ძა­ხა.

ვიქ­ტო­რია დებს შო­რის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზად ით­ვლე­ბო­და. მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი 50 წლის ასაკ­ში გა­იც­ნო, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი ქმა­რი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, 19 წლის იყო. დებს ეს ამ­ბა­ვი არ მო­ე­წო­ნათ და ვიქ­ტო­რია სახ­ლი­დან გა­აგ­დეს, რო­მე­ლიც 3 წლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მცი­რე ხნით იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი საყ­ვა­რელ კაც­ზე.

რო­გორ დას­რულ­და მდი­და­რი დე­ბის ცხოვ­რე­ბა

უმ­ცრო­სი და, მერი, ბავ­შვო­ბი­დან გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი იყო და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ტან­ჯავ­და. ამის გამო კი, ხში­რად კე­ტავ­დნენ ოთახ­ში. უფ­რო­სი დის სა­რას გარ­და­იც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ის არ და­ეკ­რძა­ლათ და დიდ­ხანს ჰყავ­დათ სა­სახ­ლე­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

1914 წელს იზა­ბე­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მათ­მა ბიზ­ნეს­მა ნგრე­ვა და­ი­წყო. გარ­და ამი­სა, მო­და­ში შე­მო­ვი­და მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა, რა­მაც მათი ბიზ­ნე­სი შე­არ­ყია. ცო­ცხლად დარ­ჩე­ნილ­მა სამ­მა დამ გა­და­წყვი­ტა ჰო­ლი­ვუდ­ში ჩა­სუ­ლიყ­ვნენ, რათა სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია მსოფ­ლი­ოს­თვის გა­ეც­ნოთ, მაგ­რამ გა­რი­გე­ბა ჩა­ი­შა­ლა. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს დორა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. დები უკვე იმ­დე­ნად ღა­რი­ბე­ბი იყ­ვნენ, რომ მისი კრე­მა­ცი­ის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დაც კი ვერ შეძ­ლეს, ამი­ტომ მორ­გი­და­ნაც არ გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ.

მერი და გრე­ი­სი ცდი­ლობ­დნენ რო­გორ­მე გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და ვაჭ­რო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ გრძე­ლი თმა აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბო­და. საჭ­მე­ლა­დაც კი აღარ ყოფ­ნი­დან ფული, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სა­სახ­ლე და მსა­ხუ­რე­ბი გა­ეშ­ვათ. 1936 წელს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით სახ­ლს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­ვა. მერი გა­და­იყ­ვა­ნეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც 1939 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. გრე­ის­მა კი ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს იცო­ცხლა. იგი 92 წლის ასაკ­ში სრულ სი­ღა­რი­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მის­თვის ად­გი­ლიც კი ვერ მო­ი­ნა­ხა კასტლე­მე­ნის მავ­ზო­ლე­უმ­ში, სა­დაც სა­ზერ­ლენ­დის ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი იყ­ვნენ დაკ­რძა­ლუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
7

ძმა რა იქნა?

ნინო
12

უჭკუო ტვინიანები....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ გამოიმუშავა შვიდმა დამ გრძელი თმით მილიონები და რატომ დაიღუპნენ სიღარიბეში - ნიაგარას ჩანჩქერთან მცხოვრები საზერლენდების გზა სასახლიდან ველურ ცხოვრებამდე

როგორ გამოიმუშავა შვიდმა დამ გრძელი თმით მილიონები და რატომ დაიღუპნენ სიღარიბეში - ნიაგარას ჩანჩქერთან მცხოვრები საზერლენდების გზა სასახლიდან ველურ ცხოვრებამდე

გრძელი და მოვლილი თმა ქალისთვის ნამდვილი სიმდიდრეა, მაგრამ შესაძლებელია ამან სერიოზული შემოსავალი მოუტანოს ადამიანს, მილიონობით დოლარიც კი. ასე მოხდა საზერლენდელი დების შემთხვევაშიც, რომლებსაც თმა კეფიდან-ფეხის თითებამდე სწვდებოდათ. მაგრამ მხოლოდ ამ უნიკალურობამ არ გახადა ისინი პოპულარულები. მთელი უბანი ჭორაობდა მათზე, იწერებოდა გაზეთებში. სიმდიდრემ ისინი ექსცენტრიკულებად აქცია. ისინი დიდ ფულს ხარჯავდნენ წვეულებებზე, იმ დროისთვის შეუფერებლად მდიდრული სახლის კეთილმოწყობაზე, ძაღლის დაკრძალვაზე, პირადი საფლავების მოწყობაზე, თუმცა საბოლოოდ საკუთარი სახელობის საფლავიც კი არ ღირსებიად.

ფერმერ საზერლენდის დიდი ოჯახი

მერი და ფლეტჩერ საზერლენდის წყვილს შვიდი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. პირველი ქალიშვილი სარა 1845 წელს დაიბადა, ხოლო უკანასკნელი, მარიამი 1862 წელს. სხვა შვილებს შორის 2-4 წელი იყო სხვაობა.

ოჯახი ნიაგარას ჩანჩქერის მახლობლად სოფელში ცხოვრობდა. მშობლები ინდაურის ფერმას მართავდნენ, სადაც მთელი ოჯახი მუშაობდა. კაცი ბავშვობიდან სიმდიდრეზე ოცნებობდა და სჯეროდა, რომ ინდაურების ბიზნესით ამას ვერ მიაღწევდა, ამიტომ გადაწყვიტა, ფული შვილების სწავლა-განათლებაში ჩაედო. ბავშვებმა მიიღეს მუსიკალური განათლება და დროთა განმავლობაში შექმნეს ოჯახური ანსამბლი. ისინი მღეროდნენ ეკლესიებში, თეატრებში და ქუჩებში. მოგვიანებით კი დაიწყეს მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქებში. ერთ-ერთი ასეთი გასტროლი, ნიუ-იორკში, მათთვის იღბლიანი ბილეთი აღმოჩნდა.

საზერლენდის ყველა გოგონას ერთი უნიკალური რამ აერთიანებდათ - გრძელი თმა. ამისთვის კი სპეციალურ მალამოს, გოგონების დედა ამზადებდა. მაგრამ მალამოს ერთი ნაკლი ჰქონდა, ცუდი სუნი ასდიოდა. ამიტომ გოგოებთან არავინ მეგობრობდა და თვითონაც იმალებოდნენ სხვა ადამიანების დანახვაზე, რადგან დაცინვას ვერ უძლებდნენ.

გოგონების დედა, მერი საზერლენდი ადრე გარდაიცვალა, როდესაც ყველაზე პატარა შვილი 5 წლის იყო. ამიტომ მალამო აღარავის გაუკეთებია და დებიც ამ ტანჯვისგან გათავისუფლდნენ.

ფულის გამომუშავება "ფრიკების ცირკში"

იმ პერიოდში ნიუ-იორკში "ფრიკების ცირკი" შეიქმნა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უნიკალურ ადამიანებს იღებდნენ. ხშირად მათ რაიმე სახის გენეტიკური დეფექტი ჰქონდათ.

ასე აღმოჩნდნენ დები ცირკში, მაგრამ მხოლოდ უნიკალური, გრძელი და ლამაზი თმის წყალობით. 1883 წლიდან ისინი შეიყვანეს დასში და დაიწყეს მოგზაურობა მთელს მსოფლიოში. ამან გაზარდა ოჯახის შემოსავალი, მაგრამ არა ისე, როგორზეც მათი მამა ოცნებობდა.

მამამ თმისთვის სუპერ მალამო „გამოიგონა“ და კორპორაცია გახსნა

საზერლენდის დებმა ბევრი გულშემატკივარი შეიძინეს, რის შემდეგაც ფლეტჩერ საზერლენდმა მოიფიქრა, როგორ გამოეყენებინა მათი პოპულარობა. გაახსენდა მალამო, რომელსაც მისი ცოლი ამზადებდა თმისთვის და გადაწყვიტა, თავად დაეწყო მისი მომზადება, როგორც სიმელოტის წამლის. ქალიშვილები კი რეკლამისთვის გამოეყენებინა.

თავიდან მალამოთი დიდად არავინ დაინტერესდა, მაგრამ ცირკის მაგნატის ჯეიმს ბეილის ნათესავთან ჰარი ბეილისთან თანამშრომლობამ დიდი ხნის ნანატრი შედეგი მოიტანა.

დების მილიონიანი ქონება

1884 წლის მალამოს გაყიდვებმა არნახული შემოსავალი მოიტანა. წლის ბოლოს მოგებამ $90 ათასი შეადგინა. ფლეტჩერმა და მისმა ქალიშვილებმა გაინაწილეს კომპანიის წილები და ყველა გახდა თანამფლობელი.

ოჯახმა ასევე გამოუშვა თმის მოვლის საშუალებები, მათი გეგმა საზოგადოების საშუალო და მდიდარ ფენაზე იყო მორგებული, რითაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ქალებს სურდათ ლამაზად გამოჩენილიყვნენ და ამისთვის ხარჯებს არ იშურებდნენ.

გაიზარდა მაღაზიათა ქსელი, რამაც საზერლენდებს კაპიტალის რამდენჯერმე გაზრდის საშუალება მისცა. 1888 წელს ოჯახის მამა გარდაიცვალა და დებმა დაიწყეს კორპორაციის მართვა და 1890 წლისთვის შემოსავალი 3 მილიონ დოლარამდე გაზარდეს.

სილამაზის იდეალებიდან ველურ ცხოვრებამდე

დები კერპებად იქცნენ, ამიტომ მათ შესახებ ბევრი იწერებოდა პრესაში. მათი სურათები დაბეჭდეს ღია ბარათებზე. ერთმა გულშემატკივარმა ვიქტორიას 2500 დოლარიც კი შესთავაზა, თუ ის თმას მთლიანად მოიჭრიდა.

გოგონები ყოველთვის საკუთარ სახლზე ოცნებობდნენ და 1893 წელს, გასტროლიდან დაბრუნებულებმა ძველი ხის სახლის ადგილზე ააშენეს სასახლე 14 ოთახით. სახლი გარეგნულად მართლა სასახლეს ჰგავდა, კოშკებითა და ვერანდით. სახლში ყველაფერი უმაღლესი კლასის იყო - ბროლის ჭაღები, ძვირადღირებული ხის იატაკი, მარმარილოს აბაზანა ცხელი და ცივი წყლით. ასეთი სიამოვნებისთვის მსახურების ჯარი დაიქირავეს, რომლებიც ასევე კეთილმოწყობილ ოთახებში ცხოვრობდნენ.

აკრძალვებისა და შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ დებს სარგებელი არ მოუტანა. ისინი ბევრ ფულს ხარჯავდნენ სამკაულებში, მოსამსახურეებზე, სახლებზე, წვეულებებზე, რომლებსაც ხშირად მართავდნენ სახლში, სადაც ეს საზოგადოებისთვის მისაბაძი გოგონები ვნებიან ქალებად იქცეოდნენ ხოლმე. მალე გავრცელდა ჭორები, რომ იღებდნენ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, მაგრამ მეზობლებს საჩუქრები დაურიგეს, რომ გაჩუმებულიყვნენ.

დების ცხოვრება მამაკაცებთან: საქმროების არჩევის უცნაურობები

ნაომის, რომელიც ჯეიმს ბეილიზე დაქორწინდა, სამი შვილი შეეძინა, მაგრამ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მან 40 წელსაც ვერ მიაღწია და დასრულებული სასახლე არ უნახავს. დები შოკში იყვნენ მისი სიკვდილით და სურდათ მავზოლეუმის აშენება 30 ათას დოლარად, მაგრამ ამის დრო არ ჰქონდათ.

მალე დების ცხოვრებაში საბედისწერო მამაკაცი გამოჩნდა, იზაბელას და დორას ერთი და იგივე კაცი, ფრედერიკი შეუყვარდათ. კაცს უფრო იზაბელა მოსწონდა, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ფრედერიკი იყენებდა ნარკოტიკებს, უყვარდა იარაღიდან უმიზნოდ სროლა, ერთ დღეს კი იარაღი შემთხვევით გაუვარდა. შეყვარებულმა დებმა მისი ცხედარი შუშის ყუთში ჩააწვინეს და მის დაკრძალვაზე უარი განაცხადეს, სანამ 10 დღის შემდეგ გვამის სუნი იმდენად არ გაძლიერდა, რომ ხალხმა პოლიციას გამოუძახა.

ვიქტორია დებს შორის ყველაზე ლამაზად ითვლებოდა. მან თავისი ცხოვრების სიყვარული 50 წლის ასაკში გაიცნო, მაგრამ მომავალი ქმარი ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის იყო. დებს ეს ამბავი არ მოეწონათ და ვიქტორია სახლიდან გააგდეს, რომელიც 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მცირე ხნით იყო დაქორწინებული საყვარელ კაცზე.

როგორ დასრულდა მდიდარი დების ცხოვრება

უმცროსი და, მერი, ბავშვობიდან გაუწონასწორებელი იყო და წლების განმავლობაში ფსიქიკური აშლილობა ტანჯავდა. ამის გამო კი, ხშირად კეტავდნენ ოთახში. უფროსი დის სარას გარდაიცვალების შემდეგ დებმა გადაწყვიტეს, ის არ დაეკრძალათ და დიდხანს ჰყავდათ სასახლეში დასვენებული.

1914 წელს იზაბელას გარდაცვალების შემდეგ მათმა ბიზნესმა ნგრევა დაიწყო. გარდა ამისა, მოდაში შემოვიდა მოკლე ვარცხნილობა, რამაც მათი ბიზნესი შეარყია. ცოცხლად დარჩენილმა სამმა დამ გადაწყვიტა ჰოლივუდში ჩასულიყვნენ, რათა საკუთარი ისტორია მსოფლიოსთვის გაეცნოთ, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. ამ მოგზაურობის დროს დორა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დები უკვე იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ მისი კრემაციის საფასურის გადახდაც კი ვერ შეძლეს, ამიტომ მორგიდანაც არ გამოუყვანიათ.

მერი და გრეისი ცდილობდნენ როგორმე გადარჩენილიყვნენ და ვაჭრობა შეენარჩუნებინათ, მაგრამ გრძელი თმა აღარავის სჭირდებოდა. საჭმელადაც კი აღარ ყოფნიდან ფული, ამიტომ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სასახლე და მსახურები გაეშვათ. 1936 წელს გაურკვეველი მიზეზით სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ყველაფერი დაიწვა. მერი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც 1939 წელს გარდაიცვალა. გრეისმა კი ყველაზე დიდხანს იცოცხლა. იგი 92 წლის ასაკში სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა, მისთვის ადგილიც კი ვერ მოინახა კასტლემენის მავზოლეუმში, სადაც საზერლენდის ოჯახის სხვა წევრები იყვნენ დაკრძალული.