პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოს ვთხოვო, რომ ხალხი მოგვცეს? თუ ვერ უზრუნველყოფთ გაწვევას, მიდით და თქვენ იომეთ“ - ვალერი ზალუჟნის მიმართვა რადას დეპუტატებს და კამათი მობილიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით
"მსოფლიოს  ვთხოვო, რომ ხალხი მოგვცეს? თუ ვერ უზრუნველყოფთ გაწვევას, მიდით და თქვენ იომეთ“ - ვალერი ზალუჟნის მიმართვა რადას დეპუტატებს და კამათი მობილიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით

უკ­რა­ი­ნის რა­და­ში, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო.

  • უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მა NV-ს წყა­რო­ე­ბი უყ­ვე­ბი­ან, თუ რა სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი.

"ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გან­ხილ­ვე­ბი იყო, რო­გორც შშმ პი­რე­ბის, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ. ჩვენ ვე­კი­თხე­ბო­დით, რა­ტომ შე­ი­ტა­ნეს ეს ნორ­მა (სა­უ­ბა­რია მე­სა­მე ჯგუ­ფის შშმ პი­რე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე, - რედ). ასე­ვე დავ­სვით კი­თხვე­ბი ელექტრო­ნულ გაწ­ვე­ვა­ზე, რო­გო­რი უნდა იყოს პრო­ცე­სი და რო­გორ ხე­დავ­დნენ ელექტრო­ნულ კა­ბი­ნეტს. ზო­გი­ერთ შე­ნიშ­ვნას ჩვე­ნე­ბი ეთან­ხმე­ბი­ან", - ამ­ბობს "ხალ­ხის პარ­ტი­ის" დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან ერთ-ერთი.

წყა­როს თქმით, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი ზო­გი­ერთ ნორ­მას მკაც­რად არ ეთან­ხმე­ბო­და:

"ის იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ ჯარ­ში გა­იწ­ვი­ონ პა­ტიმ­რე­ბი. ის ამ­ბობს: "არ­მია ცუდი ხალ­ხის ად­გი­ლია? ეს ასე არ არის.“

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა: "მე მჭირ­დე­ბა ხალ­ხი, რუ­სებ­მა უკვე გა­იწ­ვი­ეს 400 000 ადა­მი­ა­ნი და ივ­ნი­სის­თვის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათა­სის, 400 000 ადა­მი­ა­ნამ­დე გაწ­ვე­ვას აპი­რე­ბენ. რით ვე­ო­მო?! თუ მსოფ­ლი­ოს მივ­მარ­თო და ვთხო­ვო, რომ ხალ­ხი მოგ­ვცეს ან თუ ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფთ გაწ­ვე­ვას, მი­დით და თქვენ იო­მეთ“, - მი­მარ­თა ზა­ლუ­ჟ­ნიმ დე­პუ­ტა­ტებს.

  • ზა­ლუ­ჟ­ნის თქმით, შე­ეც­დე­ბა, რომ ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. "ყო­ველ გაწ­ვე­ულ­ზე 80 დღეა გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ სწავ­ლე­ბა და წვრთნა გა­ი­ა­როს. მაგ­რამ მო­მე­ცით მე ხალ­ხი“, - იხ­სე­ნებს ზა­ლუ­ჟ­ნის სი­ტყვებს NV-ს წყა­რო.

კი­დევ ერთი წყა­რო გა­მო­ცე­მას­თან ჰყვე­ბა, რომ კო­მი­ტე­ტის სხდო­მას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი ოკ­სენ ლი­სო­ვოი, ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის მე­თა­უ­რი ივან ვი­გოვ­სკი.

"რო­დე­საც მათ ჰკი­თხეს, მხარს უჭე­რენ თუ არა ამ კა­ნონპ­რო­ექტს, მათ თქვეს, რომ კი, მხარს უჭე­რენ, თუმ­ცა არ უნა­ხავთ დო­კუ­მენ­ტი და სხვა გზა არ ჰქონ­დათ“, - ამ­ბობს წყა­რო. ასე­ვე ამ წყა­როს თქმით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ უმე­როვს სურს, რომ დო­კუ­მენ­ტი იმ სა­ხით დამ­ტკიც­დეს, რა სა­ხი­თაც ახლა არის.

არ­სე­ბულ­მა უთან­ხმო­ე­ბამ სი­ტუ­ა­ცია გა­არ­თუ­ლა.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ილ პო­დო­ლი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რადა არ მი­ი­ღებ­და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კა­ნონპ­რო­ექტს ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ხით.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
2

შექმენით ეროვნული მთავრობა , საწრაფოდ- თორემ მალე უკრაინელი არ იქნება უკრაინაში.

auuuu
0

აქ დიდი რაოდენობაა ძალღონით სავსე უკრაინელების

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მსოფლიოს ვთხოვო, რომ ხალხი მოგვცეს? თუ ვერ უზრუნველყოფთ გაწვევას, მიდით და თქვენ იომეთ“ - ვალერი ზალუჟნის მიმართვა რადას დეპუტატებს და კამათი მობილიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით

"მსოფლიოს  ვთხოვო, რომ ხალხი მოგვცეს? თუ ვერ უზრუნველყოფთ გაწვევას, მიდით და თქვენ იომეთ“ - ვალერი ზალუჟნის მიმართვა რადას დეპუტატებს და კამათი მობილიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით

უკრაინის რადაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან ერთად, მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

  • უკრაინულ გამოცემა NV-ს წყაროები უყვებიან, თუ რა საკითხებს განიხილავდნენ პოლიტიკოსები და სამხედროები.

"ძალიან ემოციური განხილვები იყო, როგორც შშმ პირების, ასევე ელექტრონული გაწვევის შესახებ. ჩვენ ვეკითხებოდით, რატომ შეიტანეს ეს ნორმა (საუბარია მესამე ჯგუფის შშმ პირების მობილიზაციაზე, - რედ). ასევე დავსვით კითხვები ელექტრონულ გაწვევაზე, როგორი უნდა იყოს პროცესი და როგორ ხედავდნენ ელექტრონულ კაბინეტს. ზოგიერთ შენიშვნას ჩვენები ეთანხმებიან", - ამბობს "ხალხის პარტიის" დეპუტატებიდან ერთ-ერთი.

წყაროს თქმით, ვალერი ზალუჟნი ზოგიერთ ნორმას მკაცრად არ ეთანხმებოდა:

"ის იყო წინააღმდეგი, რომ ჯარში გაიწვიონ პატიმრები. ის ამბობს: "არმია ცუდი ხალხის ადგილია? ეს ასე არ არის.“

მან ასევე აღნიშნა: "მე მჭირდება ხალხი, რუსებმა უკვე გაიწვიეს 400 000 ადამიანი და ივნისისთვის კიდევ რამდენიმე ათასის, 400 000 ადამიანამდე გაწვევას აპირებენ. რით ვეომო?! თუ მსოფლიოს მივმართო და ვთხოვო, რომ ხალხი მოგვცეს ან თუ ვერ უზრუნველყოფთ გაწვევას, მიდით და თქვენ იომეთ“, - მიმართა ზალუჟნიმ დეპუტატებს.

  • ზალუჟნის თქმით, შეეცდება, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე მაქსიმალურად შეინარჩუნოს. "ყოველ გაწვეულზე 80 დღეა გამოყოფილი, რომ სწავლება და წვრთნა გაიაროს. მაგრამ მომეცით მე ხალხი“, - იხსენებს ზალუჟნის სიტყვებს NV-ს წყარო.

კიდევ ერთი წყარო გამოცემასთან ჰყვება, რომ კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოკსენ ლისოვოი, ეროვნული პოლიციის მეთაური ივან ვიგოვსკი.

"როდესაც მათ ჰკითხეს, მხარს უჭერენ თუ არა ამ კანონპროექტს, მათ თქვეს, რომ კი, მხარს უჭერენ, თუმცა არ უნახავთ დოკუმენტი და სხვა გზა არ ჰქონდათ“, - ამბობს წყარო. ასევე ამ წყაროს თქმით, თავდაცვის მინისტრ უმეროვს სურს, რომ დოკუმენტი იმ სახით დამტკიცდეს, რა სახითაც ახლა არის.

არსებულმა უთანხმოებამ სიტუაცია გაართულა.

ცნობისთვის, მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რადა არ მიიღებდა მობილიზაციის კანონპროექტს ამჟამინდელი სახით.

ავტორი: ანრი კურტანიძე