საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო სპეცოპერაცია ღაზაში - როგორ გაიყვანეს საომარი ზონიდან ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახის წევრები
საიდუმლო სპეცოპერაცია ღაზაში - როგორ გაიყვანეს საომარი ზონიდან ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახის წევრები

აშშ-ის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის დედა და ბიძა ღა­ზი­დან, სა­ო­მა­რი ზო­ნი­დან სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნეს და გა­და­არ­ჩი­ნეს. ოპე­რა­ცი­ა­ში კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი აშშ-ის, ის­რა­ე­ლი­სა და ეგ­ვიპ­ტის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბი­სა და სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

  • ამის შე­სა­ხებ Associated Press-თან ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის პი­რო­ბით სა­უბ­რობს. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ამ­გვარ ოპე­რა­ცი­ა­ზე სა­ჯა­როდ ისა­უბ­რეს.

44 წლის ზაჰ­რა სკაკ­მა, ძმას­თან, ფა­რიდ სუ­კა­იკ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა, ღაზა ახა­ლი წლის ღა­მეს და­ტო­ვა - აცხა­დებს გა­მო­ცე­მას­თან ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი.

  • მი­სი­ვე თქმით, ზაჰ­რას ქმა­რი, აბე­და­ლა სკა­კი ღა­ზა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს მოკ­ლეს. მისი სამი ვა­ჟი­დან ერთი, 24 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჯარ­ში ქვე­ი­თად მსა­ხუ­რობს. ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის თქმით, ამე­რი­კე­ლე­ბი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს უშუ­ა­ლოდ ღა­ზა­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ის­რა­ე­ლე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა კი შე­ას­რუ­ლა და­მა­კავ­ში­რებ­ლის, კო­ორ­დი­ნა­ტო­რის როლი სკა­კის ოჯახს, ასე­ვე ის­რა­ე­ლი­სა და ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბებს შო­რის", - ამ­ბობს აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

რო­გორც Associated Press წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ზაჰ­რა და ფა­რი­დი მებ­რძო­ლე­ბით გარ­შე­მორ­ტყმულ შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ჰქონ­დათ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ერ­თოდ საკ­ვე­ბის გა­რე­შე იყ­ვნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, ამე­რი­კის და­ახ­ლო­ე­ბით 300 მო­ქა­ლა­ქე, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, კვლავ რჩე­ბი­ან ღა­ზა­ში და მათი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარო
0

ისრაელის მიზნები ღაზაში იგივეა, რასაც უკრაინაში აკეთებენ....

ფოსტა-ლიონი!
15

მაგრები ხართ, გამარჯვება ისრაელს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საიდუმლო სპეცოპერაცია ღაზაში - როგორ გაიყვანეს საომარი ზონიდან ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახის წევრები

საიდუმლო სპეცოპერაცია ღაზაში - როგორ გაიყვანეს საომარი ზონიდან ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახის წევრები

აშშ-ის სამხედრო მოსამსახურის დედა და ბიძა ღაზიდან, საომარი ზონიდან საიდუმლო ოპერაციის საშუალებით გაიყვანეს და გადაარჩინეს. ოპერაციაში კოორდინირებულად იყვნენ ჩართულები აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის სახელმწიფოების მთავრობისა და საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები.

  • ამის შესახებ Associated Press-თან ამერიკელი მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს. როგორც გამოცემა წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამგვარ ოპერაციაზე საჯაროდ ისაუბრეს.

44 წლის ზაჰრა სკაკმა, ძმასთან, ფარიდ სუკაიკთან ერთად, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, ღაზა ახალი წლის ღამეს დატოვა - აცხადებს გამოცემასთან ამერიკელი ოფიციალური პირი.

  • მისივე თქმით, ზაჰრას ქმარი, აბედალა სკაკი ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მოკლეს. მისი სამი ვაჟიდან ერთი, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარში ქვეითად მსახურობს. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ამერიკელები სპეცოპერაციის დროს უშუალოდ ღაზაში არ იმყოფებოდნენ.

"ოპერაციაში მონაწილეობდნენ ისრაელელი სამხედროები და ისრაელის ოფიციალური პირები. შეერთებულმა შტატებმა კი შეასრულა დამაკავშირებლის, კოორდინატორის როლი სკაკის ოჯახს, ასევე ისრაელისა და ეგვიპტის მთავრობებს შორის", - ამბობს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი.

როგორც Associated Press წყაროზე დაყრდნობით წერს, ზაჰრა და ფარიდი მებრძოლებით გარშემორტყმულ შენობაში იმყოფებოდნენ, ჰქონდათ მცირე რაოდენობით საკვები და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ საკვების გარეშე იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ამერიკის დაახლოებით 300 მოქალაქე, მათი ოჯახის წევრები, კვლავ რჩებიან ღაზაში და მათი სიცოცხლე საფრთხეშია.

ავტორი: ანრი კურტანიძე

წყარო