40 წლის კაცი, რომელმაც თბილისის ცენტრში "თი ბი სი" ბანკის დაყაჩაღება ცადა, გუგა გოცირიძეა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმის სავარაუდო მოტივი ის არის, რომ დაკავებულმა მძიმე დანაშაულის ჩადენამდე დიდი ფული წააგო.
თავდასხმა ბანკზე გუშინ საღამოს მოხდა. განგაშის სიგნალი ჩართვის გამო, კაცმა თანხის წაღება ვერ მოასწრო და გაიქცა, თუმცა ის კინოლოგების დახმარებით, პოლიციამ მალევე დააკავა.
რა განცხადება გაავრცელა შსს-მ?
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“.
ჩაფლავდა და 7 წლიანზეც წავიდა.
ერთი შეკითხვა მაქვს!!!!!! შეიძლება საქართველოს კანონმდებლობა მუდმივად უცვლელი იყოს? ადრე ხალხი სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა და მაშინ კაცი კაცობდა და სიტყვა სიტყვა იყო და დანაშაულიც შესაბამისად მინიმალური იყო და ამ გარეწარ დროშიც შეიძლება იგივე კანონმდებლობა და ასეთი სუსტი სასჯელები იყოს? მე კონკრეტულად ამ შემთხვევაზე არ ვამბობ!!!!!!! როდის უნდა მოვიდეს ამ ქვეყანაში ერთი ისეთი მთავრობა რო მკაცრ ხელს მოკიდებს რიგ საკითხებს რა!!!!!!