ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან ერთად, სოციალურ ქსელს დაუბრუნდა მილიარდერის ოჯახიც. წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა უფრო ხშირად დებენ ახალ პოსტებს ექსპრემიერის ვაჟი და რძალი. ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ბრაზილიაში გადაღებული ახალი ვიდეო-რგოლი გამოაქვეყნა, ამჯერად კი ნანუკამ - საახალწლო ფოტოები.
სრულად თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული ოჯახი, 12 საათის დადგომას შვილებთან ერთად გარეთ ხვდება. წყვილი, სავარაუდოდ, ისევ ბრაზილიაშია. ფოტოებზე უამრავი კომენტარი დაუწერეს, მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები. „რა კარგი ოჯახია“ - წერს ანუკი არეშიძე. ივანიშვილებს ახალ წელს ულოცავს ექსმინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე და ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლიაც.
წაიკითხეთ ასევე:
როგორ გამიხარდა, დამავიწყდა ჩემი პრობლემები მთავარია ესენი გვყავდეს კარგად, თან ეხლა ახალი მონაცემებით მილიარდით მოიმატა ამ ოჯახის ქონებამო და საერთოდ გადავირიე სიხარულისაგან, ჩემს პატარა შემოსავალს და სახლსაც გავყიდი ოღონდ ესენი გვყავდეს კარგად.. მეთანხმებით ხომ? გენაცვალეთ ქართველებო, ეხლა ამის ხატი დავკიდოთ სამებაში, სტალინისას უკვე მივაღწიეთ.
გაიხარეთ, კარგები ხართ