საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა" - რას წერენ მატილდა გვარლიანზე, რომელიც CHANEL-ის ახალი კამპანიის სახეა
"იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა" - რას წერენ მატილდა გვარლიანზე, რომელიც CHANEL-ის ახალი კამპანიის სახეა

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი chanel-ის სუ­ნა­მოს კამ­პა­ნი­ა­ში გა­მოჩ­ნდა. მა­ტილ­დას ფოტო ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­თავ­სდა. ის სუ­ნა­მო CHANCE-ის სა­ხეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუ­ნა­მოს 4 არო­მა­ტის რეკ­ლა­მის­თვის ბრენდმა 4 მო­დე­ლი შე­არ­ჩია. მათ არ­ჩე­ვა­ნი ახალ­ბე­და მო­დე­ლებ­ზე გა­ა­კე­თეს და ერთ-ერთი ამ მო­დე­ლებს შო­რის სწო­რედ მა­ტილ­დაა.

მა­ტილ­დას დე­ბი­უ­ტი შა­ნე­ლის პო­დი­უმ­ზე 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში შედ­გა.

მა­ტილ­დას გა­მო­ჩე­ნას არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა.

"უბ­რა­ლოდ, შთამ­ბეჭ­და­ვი მა­ტილ­და",

"იშ­ვი­ა­თად თუ ნა­ხავთ ვინ­მეს, ვინც CHANEL-ს ისე უხ­დე­ბა, რო­გორც მა­ტილ­და", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მა­ტილ­და "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მო­დე­ლო­ბა მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო. მა­ტილ­და სა­კუ­თარ თავს არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბადს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვს.

"შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს გა­ვიღ­ვი­ძო, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიყო და მე­ო­რე სა­ათ­ში სხვა­ნა­ი­რად. ძი­რი­თა­დად უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ ვინ­ტა­ჟურ ლუ­ქებს, იმი­ტომ რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ახლა არ იკე­რე­ბა და მო­და­ში აღარ არის",- ამ­ბობ­და მო­დე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სრუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ტილ­და მა­რი­ამ გვარ­ლი­ა­ნია. მო­დე­ლი ყვე­ბა, რომ ბე­ბი­ას სურ­და მის­თვის მა­რი­ა­მი და­ერ­ქმი­ათ, დე­ი­დამ კი გო­გო­ნას სა­ხე­ლად მა­ტილ­და შე­ურ­ჩია, სა­ბო­ლო­ოდ, ორი­ვე სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

2020 წელს მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი სა­ერ­თა­ში­რო­სო ბრენ­დის, Red Valentino-ს სახე გახ­და. მო­დე­ლი ბრენ­დის სა­ა­ხალ­წლო კამ­პა­ნი­ა­ში გა­და­ი­ღეს, სა­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­ლის იმი­ჯი მო­ირ­გო.

ის 16 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და Dolce & Gabbana-ს კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე და მას შემ­დეგ არა­ერთ ცნო­ბილ ბრენდთან თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

შენ რომ გიყურებ სიხარულისაგან სულ მეტირება! ბევრმა ალბათ არ იცის,რომ შანელის ლოგოც ქართველის შექმნილია! ასე რომ შენ ხარ ამ ბრენდის დამსახურებული დედოფალი! სულ წინ და მაღლა გევლოს! ულევ ჯანმრთელობას გისურვებ! დანარჩენს შენ შეძლებ!

Meri
0

ეს გოგონა მხოლოდ შანელს კი არა სამყაროს უხდება და ალამაზებს! წარმატებები მატილდას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა" - რას წერენ მატილდა გვარლიანზე, რომელიც CHANEL-ის ახალი კამპანიის სახეა

"იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა" - რას წერენ მატილდა გვარლიანზე, რომელიც CHANEL-ის ახალი კამპანიის სახეა

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი chanel-ის სუნამოს კამპანიაში გამოჩნდა. მატილდას ფოტო ბრენდის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ის სუნამო CHANCE-ის სახეა.

აღსანიშნავია, რომ სუნამოს 4 არომატის რეკლამისთვის ბრენდმა 4 მოდელი შეარჩია. მათ არჩევანი ახალბედა მოდელებზე გააკეთეს და ერთ-ერთი ამ მოდელებს შორის სწორედ მატილდაა.

მატილდას დებიუტი შანელის პოდიუმზე 2022 წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა.

მატილდას გამოჩენას არაერთი კომენტარი მოჰყვა.

"უბრალოდ, შთამბეჭდავი მატილდა",

"იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა", - წერენ კომენტარებში.

რამდენიმე წლის წინ, მატილდა "იმედთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მატილდა საკუთარ თავს არაპროგნოზირებადს უწოდებს და ამბობს, რომ ცვალებადი ხასიათი აქვს.

"შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო და მეორე საათში სხვანაირად. ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ ვინტაჟურ ლუქებს, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა ტანსაცმელი, რომელიც ახლა არ იკერება და მოდაში აღარ არის",- ამბობდა მოდელი.

მისივე თქმით, სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელი ყვება, რომ ბებიას სურდა მისთვის მარიამი დაერქმიათ, დეიდამ კი გოგონას სახელად მატილდა შეურჩია, საბოლოოდ, ორივე სახელი დაარქვეს.

2020 წელს მატილდა გვარლიანი საერთაშიროსო ბრენდის, Red Valentino-ს სახე გახდა. მოდელი ბრენდის საახალწლო კამპანიაში გადაიღეს, სადაც სექსუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი მოირგო.

ის 16 წლის იყო, როდესაც პირველად გამოვიდა Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე და მას შემდეგ არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობდა.