მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანა, რომელმაც კატასტროფის “შერბილება” შეძლო - რა ასწავლა იაპონიას მიწისძვრების საუკუნემ?
ქვეყანა, რომელმაც კატასტროფის “შერბილება” შეძლო - რა ასწავლა იაპონიას მიწისძვრების საუკუნემ?

1-ლ იან­ვარს, ია­პო­ნი­ა­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბის სე­რია მოხ­და. ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში 30-მდე მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და 3,6 -დან 7,6-მდე მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ია­პო­ნი­ის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი არც თუ ისე იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა.

ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შემ­დეგ თით­ქმის 13 წელი გა­ვი­და:

ტოჰო­კუს მი­წისძვრა და ცუ­ნა­მი - 8,9–9,0 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა, რო­მე­ლიც 2011 წლის 11 მარ­ტის 14:46 სა­ათ­ზე მოხ­და. მი­წისძვრამ ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია - ია­პო­ნი­ა­ში ტალ­ღე­ბი ხმე­ლეთ­ში 10 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე შე­იჭ­რა.

ია­პო­ნი­ის პო­ლი­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა 14 063 ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შავ­და 4916ადა­მი­ა­ნი, ხოლო 14 175 უგზო-უკვლოდ გაქ­რა.

მი­წისძვრამ ია­პო­ნი­ას უმ­ძი­მე­სი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა: მძი­მედ და­ზი­ან­და რკი­ნიგ­ზა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი, და­ინ­გრა რამ­დე­ნი­მე დამ­ბა. 4.4 მი­ლი­ო­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ია­პო­ნი­ა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის გა­რე­შე დარ­ჩა. გა­ი­თი­შა ენერ­გი­ის მრა­ვა­ლი გე­ნე­რა­ტო­რი, მათ შო­რის დად­ნა ორი ატო­მუ­რი სად­გუ­რის რე­აქ­ტო­რის აქ­ტი­უ­რი ზონა, რის გა­მოც მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­წისძვრის შე­დე­გად, აფეთ­ქდა ფუ­კუ­ში­მას ატო­მუ­რი სად­გუ­რი; მი­უ­ხე­და­ვად გარე შე­ნო­ბის დან­გრე­ვი­სა, რე­აქ­ტო­რის დამ­ცვე­ლი სარ­კო­ფა­გი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

ია­პო­ნი­ას დიდი ზა­რა­ლი მი­ად­გა ორ­შა­ბათს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შემ­დე­გაც, თუმ­ცა ქვე­ყა­ნას კა­ტას­ტრო­ფის „შერ­ბი­ლე­ბა“ კარ­გად შე­უძ­ლია - ია­პო­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში კი­დევ ერთი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა 1923 წელს მოხ­და. კან­ტოს მი­წისძვრამ ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბა და­ან­გრია.

ამ შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ია­პო­ნი­ამ მდგრა­დი სამ­შე­ნებ­ლო კო­დექ­სი შე­ად­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი ფო­ლა­დი­თა და ბე­ტო­ნით უნდა გა­ე­მაგ­რე­ბი­ნათ. ფაქ­ტი სა­ხე­ზეა - ამ­დენ­მა მი­წისძვრამ ია­პო­ნი­ას მას­თან გამ­კლა­ვე­ბის გზე­ბი ას­წავ­ლა:

2011 წელს არ­ცერ­თი ძი­რი­თა­დი შე­ნო­ბა არ დან­გრე­უ­ლა. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია დე­და­მი­წა­ზე რო­მე­ლი­მე სხვა ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ბუ­ნებ­რივ კა­ტას­ტრო­ფას­თან ასე გამ­კლა­ვე­ბა შე­უძ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
1

ეგ კატასტროფა ჯერ არარის და იქნება წვეთი ზღვაში თუ ატომური სადგური დაზიანდება და მისი ნაგავი გავა ოკეანეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქვეყანა, რომელმაც კატასტროფის “შერბილება” შეძლო - რა ასწავლა იაპონიას მიწისძვრების საუკუნემ?

ქვეყანა, რომელმაც კატასტროფის “შერბილება” შეძლო - რა ასწავლა იაპონიას მიწისძვრების საუკუნემ?

1-ლ იანვარს, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 30-მდე მიწისძვრა დაფიქსირდა 3,6 -დან 7,6-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის. აღსანიშნავია, რომ იაპონიისთვის ბუნებრივი კატასტროფები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

ქვეყანაში მომხდარი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ თითქმის 13 წელი გავიდა:

ტოჰოკუს მიწისძვრა და ცუნამი - 8,9–9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც 2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე მოხდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია - იაპონიაში ტალღები ხმელეთში 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა.

იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა 14 063 ადამიანის გარდაცვალება, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4916ადამიანი, ხოლო 14 175 უგზო-უკვლოდ გაქრა.

მიწისძვრამ იაპონიას უმძიმესი ზარალი მიაყენა: მძიმედ დაზიანდა რკინიგზა და საავტომობილო გზები, დაინგრა რამდენიმე დამბა. 4.4 მილიონი საცხოვრებელი სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. გაითიშა ენერგიის მრავალი გენერატორი, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა, რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მიწისძვრის შედეგად, აფეთქდა ფუკუშიმას ატომური სადგური; მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.

იაპონიას დიდი ზარალი მიადგა ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შემდეგაც, თუმცა ქვეყანას კატასტროფის „შერბილება“ კარგად შეუძლია - იაპონიის ისტორიაში კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა 1923 წელს მოხდა. კანტოს მიწისძვრამ ქალაქში არსებული თითქმის ყველა შენობა დაანგრია.

ამ შედეგების გათვალისწინებით, იაპონიამ მდგრადი სამშენებლო კოდექსი შეადგინა, რომლის მიხედვითაც, ახალი შენობები ფოლადითა და ბეტონით უნდა გაემაგრებინათ. ფაქტი სახეზეა - ამდენმა მიწისძვრამ იაპონიას მასთან გამკლავების გზები ასწავლა:

2011 წელს არცერთი ძირითადი შენობა არ დანგრეულა. ძნელი წარმოსადგენია დედამიწაზე რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელსაც ბუნებრივ კატასტროფასთან ასე გამკლავება შეუძლია.