პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს, "ლელოს" კი უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი - ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლია ერთმანეთი შეავსოს" - ხუხაშვილი
"ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს, "ლელოს" კი უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი - ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლია ერთმანეთი შეავსოს" - ხუხაშვილი

ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ალი­ან­სი შედ­გეს და რა­ღაც­ნა­ი­რად, სი­ნერ­გია შექ­მნას მათ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ - ნიკა მე­ლი­ას ხალ­ხთან დი­ა­ლო­გის უნა­რე­ბი აქვს და ხალ­ხი ამ დი­ა­ლოგს არის მო­წყუ­რე­ბუ­ლი - „ლე­ლოს“უზარ­მა­ზა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი აქვს. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ამ ორ ელე­მენტს შე­უძ­ლია, რომ ერ­თმა­ნე­თი შე­ავ­სოს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ლე­ლო­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას პარ­ტი­ე­ბის შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი, „საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რია“, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც "ლე­ლოს" გა­აჩ­ნია.

"არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ნიკა მე­ლი­ას გარ­კვე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს, რაც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დე­ფი­ცი­ტუ­რია. მას ხალ­ხთან დი­ა­ლო­გის უნა­რე­ბი აქვს და ხალ­ხი ამ დი­ა­ლოგს მო­წყუ­რე­ბუ­ლია. მას შე­უძ­ლია, სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ნა­მი­კა შექ­მნას, რაც „ლე­ლოს­თვის“იმ სი­სუს­ტის შევ­სე­ბის რე­ცეპ­ტი იქ­ნე­ბა, რაც მას აქვს. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ამ ორ ელე­მენტს, შე­უძ­ლი­ათ, რომ ერ­თმა­ნე­თი შე­ავ­სონ. არა ხელი შე­უ­შა­ლონ ერ­თმა­ნეთს და რა­ღაც­ნა­ი­რად დუბ­ლი­რე­ბა მოხ­დეს, არა­მედ, გა­ა­წო­ნას­წო­რონ და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ორ­გა­ნიზ­მი შექ­მნან. ვფიქ­რობ, რომ ამის პერ­სპექ­ტი­ვა არ­სე­ბობს. „ლე­ლოს“ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სე­ბი აქვს, რომ­ლის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს. მე არ ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სებს, რაც საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. „ლე­ლოს“ ეს რე­სურ­სი აქვს. გარ­და ამი­სა, მას აქვს უზარ­მა­ზა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი. თუ გა­და­ხე­დავთ, ვინ არის ამ პარ­ტი­ა­ში, და­ვი­ნა­ხავთ, რომ იქ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლია დაგ­რო­ვი­ლი. უბ­რა­ლოდ, ამას ახლა რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ში კონ­ვერ­ტა­ცია და ხალ­ხამ­დე მი­ტა­ნა სჭირ­დე­ბა. ზუს­ტად, აი აქ და­ეხ­მა­რე­ბა მე­ლია [ლე­ლოს] სე­რი­ო­ზუ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ამ ორ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას პარტნი­ო­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, რაც კარ­გია და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის „იშ­ვი­ა­თი“.

"ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ალი­ან­სი შედ­გეს და რა­ღაც­ნა­ი­რად, სი­ნერ­გია შექ­მნას მათ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ, მი­თუ­მე­ტეს, მათ პარტნი­ო­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. გვახ­სოვს ად­გი­ლობ­რივ მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­გორ და­კომ­პლექტდა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ვა­ნი კა­ბი­ნე­ტი. მა­შინ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე იყო ნიკა მე­ლია, არ ჰქო­ნია პრე­ტენ­ზია რა­ღაც დო­მი­ნი­რე­ბა­ზე, რა პრე­ტენ­ზი­აც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ მუდ­მი­ვად აქვს. ეს კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა, სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ალი­ან­სი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს, მი­თუ­მე­ტეს, რომ ნიკა მე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, დის­ტან­ცირ­და იმ ნე­გა­ტი­ვის­გან, რაც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ასე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში, მან შე­იძ­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შოს, თუმ­ცა ნუ გა­ვას­წრებთ მოვ­ლე­ნებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს არის მხო­ლოდ გა­ნა­ცხა­დი, კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი.

ფაქ­ტია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამომ­რჩევ­ლე­ბი საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, რო­მელ­საც არ აქვს არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­ექ­ტუ­რა­ში, სა­დაც „ნაც-ქო­ცუ­რი“ სიმ­ბი­ო­ზი დო­მი­ნი­რებს. ეს ამომ­რჩე­ვე­ლი არ­ჩე­ვანს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრზე გა­ა­კე­თებს, მხო­ლოდ იმი­ტომ კი არა, რომ ვი­ღა­ცა მოს­წონს თუ არ მოს­წონს, არა­მედ ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბაც უნდა ხდე­ბო­დეს. ამ ტი­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს, ასე რომ ვთქვათ, რა­ღაც ძა­ლის სიმპტო­მე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა, რაც ამომ­რჩევ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, „ლე­ლოს“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ არ გა­მო­რი­ცხა, რომ „ლელო“ ნიკა მე­ლი­ას­თან გა­ერ­თი­ან­დეს და არ­ჩევ­ნებ­ზე ახა­ლი სა­ხე­ლით წარ­დგეს.

„გა­და­სა­წყვე­ტია ნიკა მე­ლია და „ლელო“ ცალ-ცალ­კე გა­დი­ან არ­ჩევ­ნებ­ში თუ არა. თუ ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ახა­ლი სა­ხე­ლია მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, ესეც თე­ო­რი­უ­ლი ამ­ბა­ვია“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

შეხედე შენ,ამას იუმორის გრძნობაც ჰქონია )))

სიმართლე მწარეა
0

ეს ე.წ.. ექსპერტი მგონი მასხარად იგდებს ხალხსაც და ვიზედაც "აექსპერტებს" იმათაც!

ავტორი:

"ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს, "ლელოს" კი უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი - ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლია ერთმანეთი შეავსოს" - ხუხაშვილი

"ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს, "ლელოს" კი უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი - ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლია ერთმანეთი შეავსოს" - ხუხაშვილი

ვფიქრობ, რომ შეიძლება, საკმაოდ საინტერესო ალიანსი შედგეს და რაღაცნაირად, სინერგია შექმნას მათმა გაერთიანებამ - ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს და ხალხი ამ დიალოგს არის მოწყურებული - „ლელოს“უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი აქვს. ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს შეუძლია, რომ ერთმანეთი შეავსოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ქართულ პოლიტიკაში მატერიალური რესურსები, „საკმაოდ პრობლემატურია“, რისი შესაძლებლობაც "ლელოს" გააჩნია.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიკა მელიას გარკვეული თვისებები აქვს, რაც ჩვენი პოლიტიკური ველიდან საკმაოდ იშვიათია. შეიძლება ითქვას, რომ დეფიციტურია. მას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს და ხალხი ამ დიალოგს მოწყურებულია. მას შეუძლია, სერიოზული პოლიტიკური დინამიკა შექმნას, რაც „ლელოსთვის“იმ სისუსტის შევსების რეცეპტი იქნება, რაც მას აქვს. ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლიათ, რომ ერთმანეთი შეავსონ. არა ხელი შეუშალონ ერთმანეთს და რაღაცნაირად დუბლირება მოხდეს, არამედ, გააწონასწორონ და ჰარმონიული ორგანიზმი შექმნან. ვფიქრობ, რომ ამის პერსპექტივა არსებობს. „ლელოს“ ძალიან სერიოზული რესურსები აქვს, რომლის კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ რესურსებს, რაც საკმაოდ პრობლემატურია ქართულ პოლიტიკაში. „ლელოს“ ეს რესურსი აქვს. გარდა ამისა, მას აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი. თუ გადახედავთ, ვინ არის ამ პარტიაში, დავინახავთ, რომ იქ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ინტელექტუალური კაპიტალია დაგროვილი. უბრალოდ, ამას ახლა რეალურ პოლიტიკაში კონვერტაცია და ხალხამდე მიტანა სჭირდება. ზუსტად, აი აქ დაეხმარება მელია [ლელოს] სერიოზულად“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას პარტნიორობის გამოცდილება აქვთ, რაც კარგია და ქართული პოლიტიკისთვის „იშვიათი“.

"ვფიქრობ, რომ შეიძლება, საკმაოდ საინტერესო ალიანსი შედგეს და რაღაცნაირად, სინერგია შექმნას მათმა გაერთიანებამ, მითუმეტეს, მათ პარტნიორობის გამოცდილება აქვთ. გვახსოვს ადგილობრივ მერის არჩევნებზე, როგორ დაკომპლექტდა, ფაქტობრივად, ქალაქის ჩრდილოვანი კაბინეტი. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, არ ჰქონია პრეტენზია რაღაც დომინირებაზე, რა პრეტენზიაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივად აქვს. ეს კარგი გამოცდილებაა, სხვათა შორის, ძალიან იშვიათი ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ალიანსი შეიძლება გამოვიდეს, მითუმეტეს, რომ ნიკა მელია, ფაქტობრივად, დისტანცირდა იმ ნეგატივისგან, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის დამახასიათებელი. ასეთი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების პროცესში, მან შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ განაცხადი, კეთილი სურვილები.

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამომრჩევლები საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომელსაც არ აქვს არჩევანი არსებული პოლიტიკურ კონიექტურაში, სადაც „ნაც-ქოცური“ სიმბიოზი დომინირებს. ეს ამომრჩეველი არჩევანს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრზე გააკეთებს, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა მოსწონს თუ არ მოსწონს, არამედ ძალის დემონსტრირებაც უნდა ხდებოდეს. ამ ტიპის გაერთიანებებს, ასე რომ ვთქვათ, რაღაც ძალის სიმპტომები გაუჩნდება, რაც ამომრჩევლისთვის მისაღებია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არ გამორიცხა, რომ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.

„გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია“, - განაცხადა ხაზარაძემ.