საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "ანგელოზების მუზეუმის" მასპინძელი: ქალი, რომელიც ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავს - "დეკემბერი ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია"
ვინ არის "ანგელოზების მუზეუმის" მასპინძელი: ქალი, რომელიც ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავს - "დეკემბერი ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია"

ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ სივ­რცე­ებ­ში იგ­რძნო­ბა, სა­დაც სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნი­ან სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რებს, სა­თა­მა­შო­ებს, სამ­შვე­ნი­სებს. ან­გე­ლო­ზე­ბის და­ხატ­ვა, სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის­გან მათი შექ­მნა ენდი მე­ყან­წიშ­ვი­ლის­თვის უმ­თავ­რე­სი საქ­მი­ა­ნო­ბაა და "ან­გე­ლო­ზე­ბის მუ­ზე­უმ­ში" ამ სა­ა­ხალ­წლო­დაც სა­ო­ცა­რი გან­წყო­ბაა. იქ სა­ა­ხალ­წლო ელ­ფე­რის უამ­რა­ვი ან­გე­ლო­ზია თავ­მოყ­რი­ლი.

შე­მოქ­მე­დი ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, რომ მის­მა ქმნი­ლე­ბებ­მა ფრთა­შეს­ხმულ სიმ­სუ­ბუ­ქეს­თან ერ­თად, სიმ­შვი­დე მო­უ­ტა­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის ძა­ლი­ან დიდი თე­რა­პი­აა...

"მა­ნამ­დეც მშვი­დი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა მგო­ნია, რომ უფრო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი გავ­ხდი. ჩემს გარ­შე­მო ჩვენს სივ­რცე­ში შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ამ ემო­ცი­ას გა­ნიც­დი­ან. ეს არის ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან მყუდ­რო ნავ­სა­ყუ­დე­ლი. მუ­ზე­უმ­ში მო­სუ­ლებს აქე­დან გას­ვლა უჭირთ. ამ­ბო­ბენ, რომ აღ­მოჩ­ნდნენ ზღა­პარ­ში და ამ­გვა­რად, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის, მხატ­ვრე­ბის, მე­გობ­რე­ბის, სტუმ­რის მას­პინ­ძე­ლი ვარ,“ - გვე­უბ­ნე­ბა ენდი მე­ყან­წიშ­ვი­ლი.

"რა­ტომ ან­გე­ლო­ზე­ბი? ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ან­გე­ლო­ზე­ბი და­დე­ბით ენერ­გი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. მერე ან­გე­ლო­ზე­ბის მუ­ზე­უ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის და ამ სა­ხელ­წო­დე­ბის მუ­ზე­უ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დეც არ გვქონ­და. ახლა კი 5 წე­ლია არ­სე­ბობს...

მკი­თხეთ, ან­გე­ლო­ზე­ბის ხატ­ვას რა ენერ­გია მო­აქვს თქვენ­თვი­სო? ხატ­ვის პრო­ცე­სი ყო­ველ­თვის ემო­ცი­უ­რია. ხში­რად შე­მი­ნიშ­ნავს, რომ ხატ­ვის დროს მე­ღი­მე­ბა. გული მიჩ­ქარ­დე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბა. ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა ამ ემო­ცი­ას უკვე დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის სა­ხე­ზეც რომ ვხე­დავ,“ - აღ­ნიშ­ნავს მხატ­ვა­რი.

- ისე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი გაქვთ, რომ ადა­მი­ა­ნებს ახა­ლი წლის გან­წყო­ბას თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლად უქ­მნით...

- ახა­ლი წელი და გან­სა­კუთ­რე­ბით დე­კემ­ბე­რი ჩემ­თვის, უსაყ­ვარ­ლე­სი პე­რი­ო­დია. ეს ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც ნათ­ლად ჩანს. რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­გან ყო­ველ­თვის ვის­მენ გა­სა­ო­ცარ სი­ტყვებს - "ზღა­პარ­ში მოვ­ხვდით", "აქე­დან გას­ვლა აღარ გვინ­და", "აქ დრო ჩერ­დე­ბა" - ეს ემო­ცია შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ამი­ტომ მუ­ზე­უმ­ში მუ­დამ ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბაა და გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­გორც ვთქვი, დე­კემ­ბერ­ში.

- ნა­მუ­შევ­რებს შექ­მნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრე­ის­ტო­რია აქვთ, ხომ?

- ნე­ბის­მი­ე­რი უკვე შექ­მნი­ლი ექ­სპო­ნა­ტი გარ­კვე­უ­ლი ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს ან­გე­ლო­ზე­ბი კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბავს გვიყ­ვე­ბი­ან, რად­გან მათი სა­მო­სის მო­ხა­ტუ­ლო­ბა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დელ, მე­ფე­თა და დე­დო­ფალ­თა სა­მო­სის ორ­ნა­მენტს აცო­ცხლებს.

- ფე­რებს რო­გორ არ­ჩევთ?

- ფე­რის შერ­ჩე­ვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ჩემ­თვის ფერ­თა ჰარ­მო­ნი­აა მთა­ვა­რი - ფე­რა­დოვ­ნე­ბა და არა სიჭ­რე­ლე, ზუს­ტად ეს ფე­რა­დოვ­ნე­ბა ქმნის ჰარ­მო­ნი­ას.

- შექ­მნის პრო­ცეს­ში მუ­სი­კა ხომ არ გაძ­ლევთ შთა­გო­ნე­ბას?

- ჩემ­თვის მუ­სი­კა ხატ­ვის პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­სპი­რა­ცი­ას, და­კონ­კრე­ტე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან რა­საც ვხე­დავ და მეს­მის, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როდ იქ­ცეს.

- რა მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ობთ და რო­მე­ლი მოგ­წონთ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- რაც შე­ე­ხე­ბა შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კას, მა­სა­ლებს, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ახა­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნო, რად­გან სათ­ქმე­ლი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს. ვმუ­შა­ობ რო­გორც ზე­თით ტი­ლო­ზე, ასე­ვე მუ­ყა­ო­შე­რე­ულ ტექ­ნი­კა­საც მივ­მარ­თავ. ჩემი სა­ავ­ტო­რო ტექ­ნი­კაა - აბ­რე­შუ­მის ღრუ­ბე­ლი ფირ­ფი­ცარ­ზე, რაც უკვე და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტენ­ტში. რა მა­სა­ლებ­საც ვი­ყე­ნებ, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად მიყ­ვარს. ამ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობ ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, რა­საც ჯერ ვერ გა­გიმ­ხელთ.

- გა­მო­ფე­ნა თქვე­ნი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის გარ­და სხვა­გან თუ გქო­ნი­ათ?

- "ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში", გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. იქ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 85 ექ­სპო­ნა­ტი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. "შო­ბის ან­გე­ლო­ზე­ბი“ - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით შარ­შან, სა­შო­ბა­ოდ, 17 დე­კემ­ბრი­დან 19 იან­ვრამ­დე "ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე“ ჩემს ნა­მუ­შევ­რებს მას­პინ­ძლობ­და.

- რო­გორც მი­თხა­რით, პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ხართ. მხატ­ვრო­ბა არ გის­წავ­ლი­ათ?

- სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რი­ცხე, მხატ­ვრო­ბა არ მის­წავ­ლია. ხატ­ვის სურ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, ძა­ლი­ან პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვხა­ტავ, მაგ­რამ ეს საქ­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად (თუ ამას შე­იძ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და­ვარ­ქვათ). ცოტა გვი­ან ასაკ­ში გა­დავ­წყვი­ტე. 2016 წელს გავ­ბე­დე ტი­ლო­ზე და­ხატ­ვა და მას მერე ფუნ­ჯი ვე­ღარ დავ­დე.

თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან ხატ­ვას უფრო გა­და­ხატ­ვის პრინ­ცი­პი ჰქონ­და. კლა­სი­კო­სებს ვხა­ტავ­დი, იმპრე­სი­ო­ნის­ტებს, ოღონდ, ფან­ქარ­ში ზუსტ ას­ლებს ვა­კე­თებ­დი, მე­გო­ნა, ის ჩემი თა­მა­ში იყო. ვფიქ­რობ, რომ უფრო „ჩემი სკო­ლა“ ყო­ფი­ლა - შე­სა­ბა­მი­სად, ახლა გა­მო­იკ­ვე­თა, რას ვა­კე­თებ­დი ბავ­შვო­ბა­ში.

2016-ში და­ხატ­ვა რომ გავ­ბე­დე - თით­ქოს ის ჩემი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, შექ­მნი­ლი ექ­სპო­ნა­ტი იყო. ან­გე­ლო­ზე­ბის ხატ­ვით და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი...ჩემი ერთ-ერთი სა­მა­გი­დო წიგ­ნი, სხვა წიგ­ნებ­თან ერ­თად, ნელი ოქ­რო­პი­რი­ძის „ფან­ტა­ზია და მარ­ჯვე ხე­ლე­ბი“ იყო. თით­ქმის ყვე­ლა ფი­გუ­რა ამ წიგ­ნი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს.

- თქვე­ნი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვია...

- ეს არის გა­ლე­რეა, წინა სივ­რცე­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩემი შექ­მნი­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი, რამ­დე­ნი­მე სხვა მხატ­ვრის ნა­მუ­შე­ვა­რი­ცაა. უკა­ნა სივ­რცე­ში ჩემი სა­ხე­ლოს­ნოა, სა­დაც ვმუ­შა­ობ. იქ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი. ეს პრო­ექ­ტი შემ­დეგს მო­ი­ცავს - ტი­ლო­ზე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის კო­ლა­ბო­რა­ცი­აა. რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი გა­და­ვი­ღეთ, მაგ­რამ მერე პან­დე­მი­ამ შეგ­ვა­ჩე­რა, თუმ­ცა ეს უწყვე­ტი პრო­ცე­სია და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ. ტი­ლო­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ან­გე­ლო­ზი და­ვაგ­რო­ვეთ. პრო­ექტს ჰქვია „მხო­ლოდ ან­გე­ლო­ზე­ბი“. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მხატ­ვა­რი ხა­ტავს თუ არა, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, რომ ჩვენს სივ­რცე­ში მხო­ლოდ ან­გე­ლო­ზი შე­იქ­მნას.

- რა კარ­გი პრო­ექ­ტია...

- ეს იმის­თვის, რომ შშმ პი­რე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია მე­ტად აქ­ტი­უ­რი იყოს. გვაქვს რამ­დე­ნი­მე ასე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტიც, მა­გა­ლი­თად, „იქ, სა­დაც სან­ტა არ ჩანს, ჩვე­ნი ან­გე­ლო­ზე­ბი ჩნდე­ბი­ან“ - ასე­თია ჩვე­ნი სლო­გა­ნი. რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი გვქონ­და და ამას სა­შო­ბა­ოდ და სა­ა­ხალ­წლოდ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით. ვაგ­რო­ვებ­დით თან­ხას, რი­თაც ვყი­დუ­ლობ­დით პრო­დუქტს, სა­თა­მა­შო­ებს, ტან­საც­მელს და იმ ოჯა­ხებ­ში მიგვქონ­და, სა­დაც სან­ტა არ იყო, სა­დაც ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თქვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რის სა­ბო­ლოო ხორ­ცშეს­ხმა ამ ყვე­აფ­რით მოხ­და?

- ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, იდე­ე­ბი საკ­მა­რი­სად არ­სე­ბობს, თუმ­ცა იდეა არა­ფე­რია, თუ მას ფრთას არ შე­ას­ხამ და არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ. თუმ­ცა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნო. რა­საც ჩა­ვი­ფიქ­რებ, უნდა გა­კეთ­დეს. რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა, ჩვენ­ზე და სამ­ყა­რო­ზეც კარ­გად აი­სა­ხე­ბა.

- რას უსურ­ვეთ ადა­მი­ა­ნებს ამ სა­ა­ხალ­წლოდ, ვის­თვი­საც თქვენ ამ პრო­დუქტს ქმნით.

- სიყ­ვა­რულს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი. ვუ­სურ­ვებ ჰარ­მო­ნია და სი­კე­თეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იმ­დე­ნად კარ­გია, რომ მერე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მო­დის. უნდა ვე­ცა­დოთ, რომ სამ­ყა­რო სი­კე­თის­კენ შე­მო­ვაბ­რუ­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არის "ანგელოზების მუზეუმის" მასპინძელი: ქალი, რომელიც ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავს - "დეკემბერი ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია"

ვინ არის "ანგელოზების მუზეუმის" მასპინძელი: ქალი, რომელიც ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავს - "დეკემბერი ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია"

ახალი წლის მოახლოება ყველაზე მეტად იმ სივრცეებში იგრძნობა, სადაც საკუთარი ხელით ქმნიან საახალწლო აქსესუარებს, სათამაშოებს, სამშვენისებს. ანგელოზების დახატვა, სხვადასხვა მასალისგან მათი შექმნა ენდი მეყანწიშვილისთვის უმთავრესი საქმიანობაა და "ანგელოზების მუზეუმში" ამ საახალწლოდაც საოცარი განწყობაა. იქ საახალწლო ელფერის უამრავი ანგელოზია თავმოყრილი.

შემოქმედი ქალბატონი ამბობს, რომ მისმა ქმნილებებმა ფრთაშესხმულ სიმსუბუქესთან ერთად, სიმშვიდე მოუტანა, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან დიდი თერაპიაა...

"მანამდეც მშვიდი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ახლა მგონია, რომ უფრო გაწონასწორებული გავხდი. ჩემს გარშემო ჩვენს სივრცეში შემოსული ადამიანებიც ამ ემოციას განიცდიან. ეს არის ყველასთვის ძალიან მყუდრო ნავსაყუდელი. მუზეუმში მოსულებს აქედან გასვლა უჭირთ. ამბობენ, რომ აღმოჩნდნენ ზღაპარში და ამგვარად, ბევრი ადამიანის, მხატვრების, მეგობრების, სტუმრის მასპინძელი ვარ,“ - გვეუბნება ენდი მეყანწიშვილი.

"რატომ ანგელოზები? ალბათ, იმიტომ, რომ ანგელოზები დადებით ენერგიებთან ასოცირდება. მერე ანგელოზების მუზეუმი საქართველოში არ არის და ამ სახელწოდების მუზეუმი საქართველოში მანამდეც არ გვქონდა. ახლა კი 5 წელია არსებობს...

მკითხეთ, ანგელოზების ხატვას რა ენერგია მოაქვს თქვენთვისო? ხატვის პროცესი ყოველთვის ემოციურია. ხშირად შემინიშნავს, რომ ხატვის დროს მეღიმება. გული მიჩქარდება, ბედნიერების შეგრძნება მეუფლება. ორმაგად სასიამოვნოა ამ ემოციას უკვე დამთვალიერებლის სახეზეც რომ ვხედავ,“ - აღნიშნავს მხატვარი.

- ისეთი ნამუშევრები გაქვთ, რომ ადამიანებს ახალი წლის განწყობას თქვენი ნამუშევრებით გამორჩეულად უქმნით...

- ახალი წელი და განსაკუთრებით დეკემბერი ჩემთვის, უსაყვარლესი პერიოდია. ეს ჩემს შემოქმედებაშიც ნათლად ჩანს. როგორც აღნიშნეთ, დამთვალიერებლისგან ყოველთვის ვისმენ გასაოცარ სიტყვებს - "ზღაპარში მოვხვდით", "აქედან გასვლა აღარ გვინდა", "აქ დრო ჩერდება" - ეს ემოცია შეუფასებელია. ამიტომ მუზეუმში მუდამ ამაღლებული განწყობაა და განსაკუთრებით, როგორც ვთქვი, დეკემბერში.

- ნამუშევრებს შექმნის განსაკუთრებული პრეისტორია აქვთ, ხომ?

- ნებისმიერი უკვე შექმნილი ექსპონატი გარკვეული ისტორიის მატარებელია, მაგრამ ეს ანგელოზები კიდევ უფრო მნიშვნელოვან ამბავს გვიყვებიან, რადგან მათი სამოსის მოხატულობა, საუკუნეების წინანდელ, მეფეთა და დედოფალთა სამოსის ორნამენტს აცოცხლებს.

- ფერებს როგორ არჩევთ?

- ფერის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. ჩემთვის ფერთა ჰარმონიაა მთავარი - ფერადოვნება და არა სიჭრელე, ზუსტად ეს ფერადოვნება ქმნის ჰარმონიას.

- შექმნის პროცესში მუსიკა ხომ არ გაძლევთ შთაგონებას?

- ჩემთვის მუსიკა ხატვის პროცესის განუყოფელია. რაც შეეხება ინსპირაციას, დაკონკრეტება გამიჭირდება, რადგან რასაც ვხედავ და მესმის, ყველაფერი შესაძლოა ინსპირაციის წყაროდ იქცეს.

- რა მასალებზე მუშაობთ და რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

- რაც შეეხება შესრულების ტექნიკას, მასალებს, ყოველთვის ვცდილობ, ახალი აღმოვაჩინო, რადგან სათქმელი მეტად საინტერესო გახდეს. ვმუშაობ როგორც ზეთით ტილოზე, ასევე მუყაოშერეულ ტექნიკასაც მივმართავ. ჩემი საავტორო ტექნიკაა - აბრეშუმის ღრუბელი ფირფიცარზე, რაც უკვე დაპატენტებულია საქართველოს პატენტში. რა მასალებსაც ვიყენებ, ყველა ერთნაირად მიყვარს. ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ მიმართულებაზე, რასაც ჯერ ვერ გაგიმხელთ.

- გამოფენა თქვენი საგამოფენო სივრცის გარდა სხვაგან თუ გქონიათ?

- "ხელოვნების სასახლეში", გიორგი კალანდიამ პერსონალური გამოფენის მოწყობა შემომთავაზა. იქ ერთი თვის განმავლობაში 85 ექსპონატი იყო გამოფენილი. "შობის ანგელოზები“ - ამ სახელწოდებით შარშან, საშობაოდ, 17 დეკემბრიდან 19 იანვრამდე "ხელოვნების სასახლე“ ჩემს ნამუშევრებს მასპინძლობდა.

- როგორც მითხარით, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ხართ. მხატვრობა არ გისწავლიათ?

- სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მხატვრობა არ მისწავლია. ხატვის სურვილი ბავშვობიდან მქონდა, ძალიან პატარაობიდან ვხატავ, მაგრამ ეს საქმე პროფესიონალურად (თუ ამას შეიძლება პროფესიონალური დავარქვათ). ცოტა გვიან ასაკში გადავწყვიტე. 2016 წელს გავბედე ტილოზე დახატვა და მას მერე ფუნჯი ვეღარ დავდე.

თუმცა ბავშვობიდან ხატვას უფრო გადახატვის პრინციპი ჰქონდა. კლასიკოსებს ვხატავდი, იმპრესიონისტებს, ოღონდ, ფანქარში ზუსტ ასლებს ვაკეთებდი, მეგონა, ის ჩემი თამაში იყო. ვფიქრობ, რომ უფრო „ჩემი სკოლა“ ყოფილა - შესაბამისად, ახლა გამოიკვეთა, რას ვაკეთებდი ბავშვობაში.

2016-ში დახატვა რომ გავბედე - თითქოს ის ჩემი დამოუკიდებელი ნამუშევარი, შექმნილი ექსპონატი იყო. ანგელოზების ხატვით დაიწყო ყველაფერი...ჩემი ერთ-ერთი სამაგიდო წიგნი, სხვა წიგნებთან ერთად, ნელი ოქროპირიძის „ფანტაზია და მარჯვე ხელები“ იყო. თითქმის ყველა ფიგურა ამ წიგნიდან გაკეთებული მაქვს.

- თქვენი საგამოფენო სივრცე მართლაც შთამბეჭდავია...

- ეს არის გალერეა, წინა სივრცეშია წარმოდგენილი ჩემი შექმნილი ექსპონატები, რამდენიმე სხვა მხატვრის ნამუშევარიცაა. უკანა სივრცეში ჩემი სახელოსნოა, სადაც ვმუშაობ. იქ პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი. ეს პროექტი შემდეგს მოიცავს - ტილოზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისა და ცნობილი მხატვრების კოლაბორაციაა. რამდენიმე ეპიზოდი გადავიღეთ, მაგრამ მერე პანდემიამ შეგვაჩერა, თუმცა ეს უწყვეტი პროცესია და აუცილებლად გავაგრძელებთ. ტილოზე ძალიან ბევრი ანგელოზი დავაგროვეთ. პროექტს ჰქვია „მხოლოდ ანგელოზები“. არ აქვს მნიშვნელობა, მხატვარი ხატავს თუ არა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩვენს სივრცეში მხოლოდ ანგელოზი შეიქმნას.

- რა კარგი პროექტია...

- ეს იმისთვის, რომ შშმ პირების სოციალიზაცია მეტად აქტიური იყოს. გვაქვს რამდენიმე ასეთი სოციალური პროექტიც, მაგალითად, „იქ, სადაც სანტა არ ჩანს, ჩვენი ანგელოზები ჩნდებიან“ - ასეთია ჩვენი სლოგანი. რამდენიმე პროექტი გვქონდა და ამას საშობაოდ და საახალწლოდ ვახორციელებდით. ვაგროვებდით თანხას, რითაც ვყიდულობდით პროდუქტს, სათამაშოებს, ტანსაცმელს და იმ ოჯახებში მიგვქონდა, სადაც სანტა არ იყო, სადაც ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ჩანაფიქრის საბოლოო ხორცშესხმა ამ ყვეაფრით მოხდა?

- ჩანაფიქრები ბევრად მეტია, ვიდრე განხორციელებული პროექტები, იდეები საკმარისად არსებობს, თუმცა იდეა არაფერია, თუ მას ფრთას არ შეასხამ და არ განახორციელებ. თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ, ყველაფერი სისრულეში მოვიყვანო. რასაც ჩავიფიქრებ, უნდა გაკეთდეს. რაც საზოგადოებისთვის და ადამიანებისთვის სასარგებლოა, ჩვენზე და სამყაროზეც კარგად აისახება.

- რას უსურვეთ ადამიანებს ამ საახალწლოდ, ვისთვისაც თქვენ ამ პროდუქტს ქმნით.

- სიყვარულს უპირველეს ყოვლისა, რადგან სიყვარულია აბსოლუტურად ყველაფრის მამოძრავებელი. ვუსურვებ ჰარმონია და სიკეთეს. ეს ყველაფერი ერთად იმდენად კარგია, რომ მერე ყველაფერი თავისით მოდის. უნდა ვეცადოთ, რომ სამყარო სიკეთისკენ შემოვაბრუნოთ.