"ქართულ ელექტორატს მინდა ვუთხრა, არასდროს დაგავიწყდეთ კრიტიკულ მომენტებში, პრინციპულ საკითხებზე ვინ რა პოზიციაზე იდგა. მტერს მიაჩნია, რომ თქვენ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება ის", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მსოფლიოში არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პატიმარია, ამიტომ რუსული აგენტურის უტყუარი ამოცნობის ერთ-ერთი უმარტივესი ტესტი არის ის, თუ ვინ ითხოვს მის ციხეში დატოვებას.
"არავის მსოფლიოსა და უკრაინაში ეჭვიც არ ეპარება, რომ მე ვარ პუტინის პატიმარი გამოგონილი ბრალდებებით. ეს კარგად იციან ქართველებმაც. ამიტომ რუსული აგენტურისა და მათი დამქაშების უტყუარი ამოცნობის ერთ-ერთი უმარტივესი ტესტი არის ის, თუ ვინ ითხოვს ჩემს ციხეში დატოვებას, თან რაც შეიძლება მძიმე პირობებში.
ამავე დროს რუსებს ჩემი ხმის ჩახშობა სურთ არა იმდენად საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართულებით. მათ კარგად იციან თუ რამდენად ეფექტურად შევძლებდი მე დღეს უკრაინის დახმარებას.
ქართულ ელექტორატს კი მინდა ვუთხრა, არასდროს დაგავიწყდეთ კრიტიკულ მომენტებში, პრინციპულ საკითხებზე ვინ რა პოზიციაზე იდგა. მტერს მიაჩნია, რომ თქვენ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება ის,“ - წერს სააკაშვილი.
კარგად გვახსოვს შენი "საქმენი საგმირონი" და შენს გარდა გარეშე მტრებიც კარგად გვახსოვს.
გაუშვი, იბჟუტუროს რაც უნდა, ჭია გაახაროს - ახალი წლები მოდის, აიღე-დაიღე ეგეც ადამიანია, თავადაც გახალისდეს პაწა და მაგის ნაბჟუტურევით ჩვენც ვიხალისოთ, რაფრაცხანაირათ ხომ უნდა შეეგუოს მაქ ჯდომას? მინიმუმ 5 წელი წინ აქვს!