მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის ცა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების "სასაფლაო“: რას აცხადებენ უკრაინაში და რას - რუსეთში?
უკრაინის ცა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების "სასაფლაო“: რას აცხადებენ უკრაინაში და რას - რუსეთში?

22 დე­კემ­ბერს უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ ერთ დღე­ში ხერ­სო­ნის ოლ­ქში 3 რუ­სუ­ლი სუ-34 ჩა­მო­აგ­დეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­მა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა ნი­კო­ლაი ოლე­შუკ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"დღეს, შუ­ა­დღი­სას, მი­ნუს სამი რუ­სუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი-ბომბდამ­შე­ნი სუ-34“, - გა­ნა­ცხა­და ოლე­შუკ­მა.

უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­ცვე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა იყო რუ­სუ­ლი "გე­რა­ნე­ბის“ 21-22 დე­კემ­ბრის იე­რიშ­ზე პა­სუ­ხი.

"ერთ-ერთ ჩა­მოგ­დე­ბულ დრონ­ზე ოკუ­პან­ტებს ეწე­რათ: "ამო­წყდით, ძუკ­ნე­ბო“, აი, თქვენ ჩვე­ნი პა­სუ­ხი! სა­მუ­და­მო ფრე­ნა, "ძმე­ბო“, - ნათ­ქვა­მია ოლე­შუ­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ვინ და­გეგ­მა სპე­ცო­პე­რა­ცია?

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სპი­კე­რი, იური იგ­ნა­ტი ამ­ბობს, რომ სუ-34-ების ჩა­მოგ­დე­ბის ბრწყინ­ვა­ლე ოპე­რა­ცია თა­ვად ნი­კო­ლაი ოლე­შუკ­მა და­გეგ­მა.

"თქვენ იცით, რომ ჩრდი­ლო­ეთ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თდრო­უ­ლად სამი ვერ­ტმფრე­ნი და ორი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვუგ­დეთ. ერთხელ ოდე­სის ოლ­ქში შევ­ძე­ლით სუ-ების გა­ნად­გუ­რე­ბა. ასე­თი მიღ­წე­ვა დიდი ხა­ნია არ გვქო­ნია. სუ-34 კარ­გა ხა­ნია ჩვენს "და­დე­ბით სტა­ტის­ტი­კა­ში“ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა“, - აღ­ნიშ­ნა სპი­კერ­მა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბულ თვითმფრი­ნა­ვებ­ზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რუსი პი­ლო­ტე­ბის კა­ტა­პულ­ტი­რე­ბის ად­გი­ლის სუ­რა­თე­ბი გავ­რცელ­და. რუ­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მათი თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა Patriot-ის სის­ტე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ხერ­ხდა.

კო­მენ­ტა­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმაც გა­ა­კე­თა.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა:

"ყვე­ლა რუს­მა მფრი­ნავ­მა იცო­დეს, რომ თი­თო­ე­ულ რუს მკვლელს გავ­ცემთ პა­სუხს. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ დარ­ჩე­ბა და­უს­ჯე­ლი“.

25 დე­კემ­ბერს უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ­ჯე­რად სუ-30 და სუ-34 ჩა­მო­აგ­დეს, თუმ­ცა ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ჯერ არ ჩანს. რუ­სებ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია 22 დე­კემ­ბრის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უარ­ყვეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყვე­ლა გაფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი წარ­მა­ტე­ბით დაბ­რუნ­და ბა­ზა­ზე.

  • რა არის სუ-34 და რა­ტომ არის მათი გა­ნად­გუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

სუ-34 ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ორად­გი­ლი­ა­ნი, რუ­სუ­ლი ზებ­გე­რი­თი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი-ბომბდამ­შე­ნია - მისი ტი­პის თვითმფრი­ნა­ვე­ბი და­სავ­ლურ არ­სე­ნალ­ში არც ისე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ზე ახლო ანა­ლო­გი არის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი F-15E Strike Eagle.

თვითმფრი­ნა­ვი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში 2014 წლი­დან გა­მოჩ­ნდა. მოს­კო­ვი მას სი­რი­ა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში იყე­ნებ­და.

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, მოს­კოვ­მა 10 სუ-34-ის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა და­სავ­ლეთ­ში ფიქ­რო­ბენ, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბა რე­ა­ლუ­რად კი­დევ უფრო ბევ­რია.

სუ-34-ების გა­ნად­გუ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო პო­ტენ­ცი­ალს ამ­ცი­რებს. მით უმე­ტეს, მალე უკ­რა­ი­ნის ცაზე F-16-ებ­საც ვი­ხი­ლავთ.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკუცელა
14

აუნუ ის უკროპი მფრინავი გაცოცხლდა ღანის მოჩენება თუ რაღაც რომ ერქვაა?

 

დერხათ რუს ოკუპანტებს.

უკროპების ამბავი ისეა, ბაბუ მე მოკლესო (სამწუხაროდ).

სვანსკი
1

დიდება საქართველოს !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უკრაინის ცა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების "სასაფლაო“: რას აცხადებენ უკრაინაში და რას - რუსეთში?

უკრაინის ცა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების "სასაფლაო“: რას აცხადებენ უკრაინაში და რას - რუსეთში?

22 დეკემბერს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ერთ დღეში ხერსონის ოლქში 3 რუსული სუ-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშუკმა გაავრცელა.

"დღეს, შუადღისას, მინუს სამი რუსული გამანადგურებელი-ბომბდამშენი სუ-34“, - განაცხადა ოლეშუკმა.

უკრაინელი დამცველების წარმატება იყო რუსული "გერანების“ 21-22 დეკემბრის იერიშზე პასუხი.

"ერთ-ერთ ჩამოგდებულ დრონზე ოკუპანტებს ეწერათ: "ამოწყდით, ძუკნებო“, აი, თქვენ ჩვენი პასუხი! სამუდამო ფრენა, "ძმებო“, - ნათქვამია ოლეშუკის განცხადებაში.

  • ვინ დაგეგმა სპეცოპერაცია?

უკრაინის შეიარაღებული სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერი, იური იგნატი ამბობს, რომ სუ-34-ების ჩამოგდების ბრწყინვალე ოპერაცია თავად ნიკოლაი ოლეშუკმა დაგეგმა.

"თქვენ იცით, რომ ჩრდილოეთ მიმართულებით ერთდროულად სამი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი ჩამოვუგდეთ. ერთხელ ოდესის ოლქში შევძელით სუ-ების განადგურება. ასეთი მიღწევა დიდი ხანია არ გვქონია. სუ-34 კარგა ხანია ჩვენს "დადებით სტატისტიკაში“ არ გამოჩენილა“, - აღნიშნა სპიკერმა.

  • რა არის ცნობილი განადგურებულ თვითმფრინავებზე?

სოციალურ ქსელებში რუსი პილოტების კატაპულტირების ადგილის სურათები გავრცელდა. რუსები ვარაუდობენ, რომ მათი თვითმფრინავების განადგურება Patriot-ის სისტემების მეშვეობით მოხერხდა.

კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა:

"ყველა რუსმა მფრინავმა იცოდეს, რომ თითოეულ რუს მკვლელს გავცემთ პასუხს. არცერთი მათგანი არ დარჩება დაუსჯელი“.

25 დეკემბერს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჯერად სუ-30 და სუ-34 ჩამოაგდეს, თუმცა ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები ჯერ არ ჩანს. რუსებმა ეს ინფორმაცია 22 დეკემბრისგან განსხვავებით, უარყვეს და განაცხადეს, რომ ყველა გაფრენილი თვითმფრინავი წარმატებით დაბრუნდა ბაზაზე.

  • რა არის სუ-34 და რატომ არის მათი განადგურება მნიშვნელოვანი?

სუ-34 ყველაზე თანამედროვე ორადგილიანი, რუსული ზებგერითი გამანადგურებელი-ბომბდამშენია - მისი ტიპის თვითმფრინავები დასავლურ არსენალში არც ისე გავრცელებულია. ყველაზე ახლო ანალოგი არის მრავალფუნქციური F-15E Strike Eagle.

თვითმფრინავი რუსეთის შეიარაღებაში 2014 წლიდან გამოჩნდა. მოსკოვი მას სირიასა და უკრაინაში იყენებდა.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვმა 10 სუ-34-ის განადგურება დაადასტურა, თუმცა დასავლეთში ფიქრობენ, რომ მათი რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო ბევრია.

სუ-34-ების განადგურებით უკრაინა რუსეთის საჰაერო პოტენციალს ამცირებს. მით უმეტეს, მალე უკრაინის ცაზე F-16-ებსაც ვიხილავთ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე