სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეატრალურზე მიფიქრია, მაგრამ იქ ჩაბარება არ მინდოდა. არ მქონდა ამის სურვილი" - როგორ ცხოვრობს ჩცდ-ს ჯეკო ეკრანს მიღმა და რას ჰყვება ეკრანული დის შესახებ
"თეატრალურზე მიფიქრია, მაგრამ იქ ჩაბარება არ მინდოდა. არ მქონდა ამის სურვილი" - როგორ ცხოვრობს ჩცდ-ს ჯეკო ეკრანს მიღმა და რას ჰყვება ეკრანული დის შესახებ

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩცდ" დღეს კი­დევ უფრო მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი გმი­რი ჯეკო, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და და სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ეს ეპი­ზო­დი, სცე­ნა­რი, მსა­ხი­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რე­ჟი­სუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის თე­მაა და ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­დე­ბი­თად აფა­სებს.

Ambebi.ge-ს არ­ქივ­ში არის ჯე­კოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან, გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძეს­თან ინტერ­ვიუ, სა­დაც გი­ორ­გიმ ეკ­რანს მიღ­მა ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზეც გვე­სა­უბ­რა.

  • "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ ერთხელ ვი­ყა­ვი, ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი პი­რის­პირ ჯერ არც მი­ნა­ხავს" - ამ­ბობს გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე.

- შენი არ­ჩე­ვა­ნი იყო, რომ "ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯმენტზე" გეს­წავ­ლა?

- კი, ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო, მაგ­რამ მისი არ­ჩე­ვაც ისე მოხ­და, რომ არ ვი­ცო­დი, რა ჩა­მე­წე­რა იქ, სა­დაც ჩავ­წე­რე. ისე, ახ­ლაც არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მინ­და, თუ არა ეს დარ­გი. ჯერ გა­მოვ­ცდი, ვნა­ხავ და ყვე­ლა­ფერს მივ­ხვდე­ბი...

- ამ­დენ­წლი­ა­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ სწავ­ლას თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლებ­დი. ამა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- "თე­ატ­რა­ლურ­ზე" მი­ფიქ­რია, მაგ­რამ იქ ჩა­ბა­რე­ბა არ მინ­დო­და. არ მქონ­და ამის სურ­ვი­ლი. მინ­დო­და სხვა რამ მე­ცა­და, რად­გა­ნაც სულ მსა­ხი­ო­ბი ხომ არ ვიქ­ნე­ბო­დი?! ისე, "თე­ატ­რა­ლურ­ზე" ჩა­ბა­რე­ბა, ჯო­ბი­აო - ამას ბე­ბია სულ მე­უბ­ნე­ბა.

- სე­რი­ა­ლი, სა­დაც გა­ი­ზარ­დე, პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი - რა არის შენ­თვის?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემი კა­რი­ე­რა და პრო­ფე­სი­აა. ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­თან, ვინც იქ გა­ვი­ცა­ნი, ვმე­გობ­რობ. ეს სე­რი­ა­ლი ჩემ­თვის მე­ო­რე ოჯა­ხი­ვი­თაა.

- გახ­სოვს კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის პი­რე­ლი დღე?

- რო­გორ არ მახ­სოვს... თუმ­ცა მა­ნამ­დე, სა­ნამ სტუ­დი­ა­ში შე­ვი­დო­დით, რომ მი­ვე­დით, თა­ვი­დან დაც­ვას­თან გავ­ჩერ­დით, სა­დაც ასე­ვე მო­ვი­და ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი და - ტასო და დედა - ნინო. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნე­თი "ოჯა­ხის წევ­რებ­მა" პირ­ვე­ლად იქ ვნა­ხეთ, ასე გა­ვი­ცა­ნით. მათ­თან ყვე­ლას­თან ვმე­გობ­რობ - უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ტასო მა­შინ 4 წლის იყო, მე - 9 წლის. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს... ტექ­სტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბის პრობ­ლე­მაც არას­დროს გვქო­ნია... შე­ნიშ­ვნაც არ დაგ­ვიმ­სა­ხუ­რე­ბია, უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც რე­ჟი­სო­რე­ბი რა­ღა­ცებს გვირ­ჩევ­დნენ, ზუს­ტად იმას ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით, რა­საც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ყო­ველ­თვის ჭკვი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით.

- ახლა ძველ სე­რი­ებ­ში პა­ტა­რა ჯე­კოს რომ უყუ­რებ, მოგ­წონს?

- ძა­ლი­ან კარ­გია, კი, მომ­წონს...

- რო­დე­საც ტა­სოს ვე­სა­უბ­რე, მი­თხრა, ადრე, სულ თა­ვი­დან ეკ­რან­ზე ჩემს თავს ვერ ვუ­ყუ­რებ­დი და სე­რი­ა­ლი რომ იწყე­ბო­და, სხვა ოთახ­ში გავ­დი­ო­დიო. შენ?

- მე სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებ­დი, არ მქონ­და სურ­ვი­ლი, რომ მე­ნა­ხა, რა­ტომ? ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს...

- შენს გმირს ბა­ბუ­ის სა­ხე­ლი ჰქვია. სე­რი­ალ­ში ამ როლს მსა­ხი­ო­ბი ლეო ან­თა­ძე ას­რუ­ლებს. რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს მას­თან...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლეო ან­თა­ძე, კარ­გი კა­ცია. ისე­თია, რომ და­ი­ნა­ხავ და გა­გი­ხარ­დე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და პი­როვ­ნე­ბაა. ეკ­რა­ნულ ბე­ბო­ზეც, მე­დი­კო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე იგი­ვე შე­მიძ­ლია გი­თხრათ...

- რო­გორ ფიქ­რობ, შენ­ში რე­ჟი­სო­რებს და პრო­დი­უ­სე­რებს რა მო­ე­წო­ნათ?

- ალ­ბათ, ჩემი ბუ­ნებ­რი­ო­ბა...

- შენი პერ­სო­ნა­ჟი თუ მოგ­წონს?

- კარ­გი ტი­პია, მაგ­რამ ჩემ­გან გან­სხვავ­დე­ბა...

- სე­რი­ა­ლის და სწავ­ლის გარ­და, დროს რას უთ­მობ, რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვს?

- კი­ბერ­სპორ­ტი მი­ტა­ცებს. ეს არის ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი, რო­მელ­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ, მათ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი, დროს ვა­ტა­რებ და მინ­და, ამას გავ­ყვე კი­დეც. ჯერ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და გან­თქმუ­ლი ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ისე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა. ამ საქ­მე­ში ბევ­რი ჩემი თა­ნა­ტო­ლია ჩარ­თუ­ლი, უმე­ტე­სო­ბას ვიც­ნობ და არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც არ ვიც­ნობ...

- პო­პუ­ლა­რუ­ლი რომ გახ­დი, შენს თა­ნა­ტო­ლებ­ში რამე შე­იც­ვა­ლა?

- არა­ფე­რი. ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რო­გო­რიც მა­ნამ­დე მქონ­და.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკო
3

წარმატებები ამ ბავშვს ცხოვრებაში. 

ZAZA
3

ჯეკო ნამდვიად ძლიან დადბითი პერსონაჟია. მე ასე მგონია თავად ამ როლის შემსრულებელი გიორგი ბარბაქაძე დადებითი მხარეების მხრივ არ უნდა იყოს შორს თავისი გმირისაგან. ეს ზალიან დადებითი ჯეკოა და ვუსურვებ მას წრმატებასაბა ნინა სხვანაირ შვილს როგორ გაზრდიდა!? თუმცა პარლამენტარის შვილიც არ ჩამოუვარდება ჟეკოს.. მოკლედ წარმატება მთელ ჯგუფს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თეატრალურზე მიფიქრია, მაგრამ იქ ჩაბარება არ მინდოდა. არ მქონდა ამის სურვილი" - როგორ ცხოვრობს ჩცდ-ს ჯეკო ეკრანს მიღმა და რას ჰყვება ეკრანული დის შესახებ

"თეატრალურზე მიფიქრია, მაგრამ იქ ჩაბარება არ მინდოდა. არ მქონდა ამის სურვილი" - როგორ ცხოვრობს ჩცდ-ს ჯეკო ეკრანს მიღმა და რას ჰყვება ეკრანული დის შესახებ

პოპულარული სერიალი "ჩცდ" დღეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია. სერიალის ერთ-ერთი გმირი ჯეკო, რომელიც მაყურებელს ძალიან უყვარს ციხიდან გამოვიდა და სამართალმა იზეიმა. "ჩემი ცოლის დაქალების" ეს ეპიზოდი, სცენარი, მსახიობების შესრულება, რეჟისურა საზოგადოების განხილვის თემაა და ადამიანების უმეტესი ნაწილი დადებითად აფასებს.

Ambebi.ge-ს არქივში არის ჯეკოს როლის შემსრულებელთან, გიორგი ბარბაქაძესთან ინტერვიუ, სადაც გიორგიმ ეკრანს მიღმა ცხოვრების დეტალები გაგვიზიარა და სხვა საინტერესო თემებზეც გვესაუბრა.

  • "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით ვსწავლობ. უნივერსიტეტში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ჩემი თანაკურსელები და ლექტორები პირისპირ ჯერ არც მინახავს" - ამბობს გიორგი ბარბაქაძე.

- შენი არჩევანი იყო, რომ "ბიზნესმენეჯმენტზე" გესწავლა?

- კი, ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ მისი არჩევაც ისე მოხდა, რომ არ ვიცოდი, რა ჩამეწერა იქ, სადაც ჩავწერე. ისე, ახლაც არ ვარ დარწმუნებული, მინდა, თუ არა ეს დარგი. ჯერ გამოვცდი, ვნახავ და ყველაფერს მივხვდები...

- ამდენწლიანი სამსახიობო გამოცდილების შემდეგ, თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ სწავლას თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელებდი. ამაზე არ გიფიქრია?

- "თეატრალურზე" მიფიქრია, მაგრამ იქ ჩაბარება არ მინდოდა. არ მქონდა ამის სურვილი. მინდოდა სხვა რამ მეცადა, რადგანაც სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?! ისე, "თეატრალურზე" ჩაბარება, ჯობიაო - ამას ბებია სულ მეუბნება.

- სერიალი, სადაც გაიზარდე, პოპულარული გახდი - რა არის შენთვის?

- პირველ რიგში, ჩემი კარიერა და პროფესიაა. ყველა იმ ადამიანთან, ვინც იქ გავიცანი, ვმეგობრობ. ეს სერიალი ჩემთვის მეორე ოჯახივითაა.

- გახსოვს კამერასთან მუშაობის პირელი დღე?

- როგორ არ მახსოვს... თუმცა მანამდე, სანამ სტუდიაში შევიდოდით, რომ მივედით, თავიდან დაცვასთან გავჩერდით, სადაც ასევე მოვიდა ჩემი ეკრანული და - ტასო და დედა - ნინო. მოკლედ, ერთმანეთი "ოჯახის წევრებმა" პირველად იქ ვნახეთ, ასე გავიცანით. მათთან ყველასთან ვმეგობრობ - უახლოესი ადამიანები არიან.

ტასო მაშინ 4 წლის იყო, მე - 9 წლის. ძალიან მარტივად გავუგეთ ერთმანეთს... ტექსტების დამახსოვრების პრობლემაც არასდროს გვქონია... შენიშვნაც არ დაგვიმსახურებია, უბრალოდ, როდესაც რეჟისორები რაღაცებს გვირჩევდნენ, ზუსტად იმას ვითვალისწინებდით, რასაც გვეუბნებოდნენ. ყოველთვის ჭკვიანები ვიყავით.

- ახლა ძველ სერიებში პატარა ჯეკოს რომ უყურებ, მოგწონს?

- ძალიან კარგია, კი, მომწონს...

- როდესაც ტასოს ვესაუბრე, მითხრა, ადრე, სულ თავიდან ეკრანზე ჩემს თავს ვერ ვუყურებდი და სერიალი რომ იწყებოდა, სხვა ოთახში გავდიოდიო. შენ?

- მე საერთოდ არ ვუყურებდი, არ მქონდა სურვილი, რომ მენახა, რატომ? ამაზე პასუხი არ მაქვს...

- შენს გმირს ბაბუის სახელი ჰქვია. სერიალში ამ როლს მსახიობი ლეო ანთაძე ასრულებს. როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან...

- ძალიან მიყვარს ლეო ანთაძე, კარგი კაცია. ისეთია, რომ დაინახავ და გაგიხარდება. ძალიან კარგი ადამიანი და პიროვნებაა. ეკრანულ ბებოზეც, მედიკო ლორთქიფანიძეზე იგივე შემიძლია გითხრათ...

- როგორ ფიქრობ, შენში რეჟისორებს და პროდიუსერებს რა მოეწონათ?

- ალბათ, ჩემი ბუნებრიობა...

- შენი პერსონაჟი თუ მოგწონს?

- კარგი ტიპია, მაგრამ ჩემგან განსხვავდება...

- სერიალის და სწავლის გარდა, დროს რას უთმობ, რა გატაცებები გაქვს?

- კიბერსპორტი მიტაცებს. ეს არის ვიდეოთამაშები, რომელსაც მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, მათთან ერთად ვერთობი, დროს ვატარებ და მინდა, ამას გავყვე კიდეც. ჯერ გამოცდილებას ვიღებ. 21-ე საუკუნეში ის ყველაზე პოპულარული და განთქმული ვიდეოთამაშებია. საქართველოში არ არის ისე განვითარებული, მაგრამ ყველაფერი წინაა. ამ საქმეში ბევრი ჩემი თანატოლია ჩართული, უმეტესობას ვიცნობ და არიან ისეთებიც, ვისაც არ ვიცნობ...

- პოპულარული რომ გახდი, შენს თანატოლებში რამე შეიცვალა?

- არაფერი. ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორიც მანამდე მქონდა.

წაიკითხეთ სრულად