პოლიტიკა
მოზაიკა

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანები ვეღარ მცნობენ, გარეგნულად შევიცვალე...  ძველ სკეტჩებს მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვარ" - როგორ ცხოვრობს დღეს გოგონა, რომელიც ყველას "კომედი შოუდან" ახსოვს?
"ადამიანები ვეღარ მცნობენ, გარეგნულად შევიცვალე...  ძველ სკეტჩებს მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვარ" - როგორ ცხოვრობს დღეს გოგონა, რომელიც ყველას "კომედი შოუდან" ახსოვს?

ალ­ბათ "კო­მე­დი შო­უ­დან" ბევ­რს გახ­სოვთ თიკო ბუ­ლია. პა­ტა­რა, მხი­ა­რუ­ლი გო­გო­ნა ახლა უკვე თი­ნე­ი­ჯე­რია და სე­რი­ალ­ში - "მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო" სევ­დი­ა­ნი მა­რი­ა­მის როლს ას­რუ­ლებს...

- მას მერე, რაც კა­რი­ე­რა და­ვი­წყე, დე­დას­თან, მე­გობ­რებ­თან ნათ­ქვა­მი მქონ­და, რომ ჩემი ოც­ნე­ბა ფილმში ან სე­რი­ალ­ში თა­მა­ში იყო. დიდხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ისე მოხ­და, რომ სკო­ლა­ში ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ მომ­წე­რა - სე­რი­ალ­ში შენი გა­და­ღე­ბა უნ­და­თო. იმ დროს ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო! გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვე­დი... რა თქმა უნდა, გა­და­ღე­ბის არე­ა­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რად კომ­ფორ­ტის ზო­ნაა. ჯერ ერთ სცე­ნა­ში გა­და­მი­ღეს, შემ­დეგ სცე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვა და ამ­ჟა­მად სე­რი­ალ­ში - "მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო" ვთა­მა­შობ.

- თა­ვი­დან­ვე იცო­დი, რო­გო­რი როლი უნდა შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნა?

- პირ­ვე­ლი სცე­ნის სცე­ნა­რი რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, არ ვი­ცო­დი, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი უნდა გან­მე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა. მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ მა­რი­ა­მი "მერ­ქვა". ყვე­ლა­ფე­რი ად­გილ­ზე გა­ვარ­კვი­ეთ.

- რო­გო­რი გო­გოა მა­რი­ა­მი?

- ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია: ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი, მორ­ცხვი... თით­ქოს ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს, არა­ვის აწუ­ხებს. თა­ვი­სე­ბუ­რად სევ­დი­ა­ნია. იმა­საც აღ­ვნიშ­ნავ, რომ ცო­ტა­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა.

- როლი რო­გორ მო­ირ­გე?

- სხვა­თა შო­რის, რო­ლის მორ­გე­ბა არ გა­მი­ჭირ­და, რად­გან ყო­ველ­თვის წარ­მო­მედ­გი­ნა, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის როლს რო­გორ ვი­თა­მა­შებ­დი. სე­რი­ალ­ში თა­მა­ში ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. თან, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ამ გა­მოწ­ვე­ვას მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას სძენს. მე­გობ­რებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა მი­თხრეს, - თით­ქოს მა­რი­ა­მის როლი არ გიხ­დე­ბაო, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვად ეს უფრო მომ­წონს, რად­გან თით­ქოს სხვა ადა­მი­ა­ნი ვხდე­ბი, როცა გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ვარ. ჩემ­თვის ახა­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ბევ­რად სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შა­ოა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­დან გა­გიც­ნო. სა­ინ­ტე­რე­სოა, სე­რი­ალ­ში სევ­დი­ა­ნი რო­ლით გა­მო­ჩე­ნი­სას მა­ყუ­რე­ბელ­მა თუ გიც­ნო?

- სა­ერ­თოდ, ბოლო დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ღარ მცნო­ბენ მხო­ლოდ იმის გამო, რომ გა­ვი­ზარ­დე და ბევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი ვარ, ვიდ­რე ბავ­შვო­ბა­ში ვი­ყა­ვი. გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ცო­ტა­თი შე­ვიც­ვა­ლე და ჩემი ცნო­ბა უჭირთ. მერე, როცა ვე­უბ­ნე­ბი, ვინც ვარ, არ სჯე­რათ ხოლ­მე.

- ამის გამო, გული გწყდე­ბა?

- "კო­მე­დი შოუს" გამო, თავ­და­პირ­ვე­ლად, მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი, რაც ცოტა არ იყოს, მიკ­ვირ­და - ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი იყო, სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი რა­ტომ მო­დი­ო­და, ფო­ტო­ებს მი­ღებ­და, მე­ხუ­ტე­ბო­და... შემ­დეგ ამას მი­ვეჩ­ვიე და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი გახ­და. რთუ­ლია, როცა რა­ღა­ცას მი­ეჩ­ვე­ვი, მერე კი - ეს მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, სე­რი­ა­ლის გამო ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ნახ­ლდე­ბა. მგო­ნია, ხალ­ხი სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟით - მა­რი­ა­მით და­მი­მახ­სოვ­რებს და არა - იმ თი­კო­თი, რო­მე­ლიც "კო­მე­დი შო­უ­ში" იყო...

- შენს ეკ­რა­ნულ პარტნი­ორს - ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს რო­გორ შე­ე­წყვე?

- ალექ­სან­დრა ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლის და ამას­თა­ნა­ვე, მე­ზობ­ლის როლს ას­რუ­ლებს. ძი­რი­თა­დად, ალექ­სან­დრას ვიც­ნობ­დი, რო­გორც მო­დელს, ცნო­ბილ ადა­მი­ანს... სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში თუ გა­და­ვიკ­ვე­თე­ბო­დით, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და გულ­თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რია.

- შენ გარ­შე­მო მყოფ თა­ნა­ტო­ლებს თუ აქვთ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი, რაც მა­რი­ამს? რო­გორც სე­რი­ალ­ში ირ­კვე­ვა, ქი­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ბი­ნის მე­პატ­რო­ნე მა­რი­ა­მის ოჯახს ბი­ნის და­ტო­ვე­ბას სთხოვს...

- ჩემ გარ­შე­მო ეს პრობ­ლე­მა დი­დად არა­ვის აქვს, მაგ­რამ არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­რი­ამს ხა­სი­ა­თით ჰგვა­ნან - მშვი­დე­ბი, მო­რი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან... მა­გა­ლი­თად, ჩემი და ზუს­ტად ასე­თია: მო­რი­დე­ბუ­ლია, თით­ქმის არას­დროს ლა­პა­რა­კობს. ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. ხა­სი­ა­თით მა­რი­ამს ჩემს დას­თან ვა­ი­გი­ვებ, რაც ცოტა არ იყოს, რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა.

- როცა "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი იყა­ვი, მი­თხა­რი, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მხი­ა­რუ­ლობ­დი, ერ­თო­ბო­დი... ახლა რა ხდე­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

- ახლა რამ­დე­ნა­დაც მხი­ა­რუ­ლი გა­რე­მოა, იმ­დე­ნად­ვე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სე­რი­ო­ზუ­ლია. თან, იქ ისე აღარ ვარ, რო­გორც პა­ტა­რა თიკო...

- გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის­გან რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ?

- ახლა უფრო მე­ტად ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ვით მექ­ცე­ვი­ან, ვიდ­რე - წი­ნათ. ძი­რი­თა­დად, პა­ტა­რა თი­კოს ვიხ­სე­ნებთ. ოპე­რა­ტო­რე­ბი, ვინც სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბენ, "კო­მე­დი ქიდსშიც" მი­ღებ­დნენ. ახლა მე­ხუმ­რე­ბი­ან, - რო­გო­რი პა­ტა­რა იყა­ვიო, ნოს­ტალ­გია აწ­ვე­ბათ (იღი­მის).

- თა­ვად რო­გო­რი გან­ცდა გაქვს, როცა ძველ, შენი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ სკეტ­ჩებს უყუ­რებ?

- სხვებ­თან ერ­თად არას­დროს ვუ­ყუ­რებ. თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ხა­რო­და, რომ ეკ­რან­ზე ვჩან­დი, მაგ­რამ ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მყოფს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ მიყ­ვარს - თით­ქოს თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ. ამი­ტომ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ სკეტ­ჩებს მხო­ლოდ მა­შინ ვუ­ყუ­რებ, როცა მარ­ტო ვარ. თვითკრი­ტი­კის უნა­რი უზო­მოდ "მერ­თვე­ბა": სა­კუ­თარ თავს ვე­უბ­ნე­ბი, შე­გეძ­ლო, უკეთ გე­მოძ­რა­ვა, როლი უკე­თე­სად შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნა-მეთ­ქი. კი, სა­კუ­თარ თავს ვაკ­რი­ტი­კებ. არ მინ­და, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში ჩა­მით­ვა­ლოთ, მაგ­რამ მე­ა­მა­ყე­ბა, რომ 7 წლი­სამ ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე. ნოს­ტალ­გი­აც მაქვს, როცა ეს მახ­სენ­დე­ბა და გულ­ში სევ­დაც, თით­ქოს ის პა­ტა­რა თიკო მე­ნატ­რე­ბა. ში­ნა­გა­ნად ჩემ­ში პა­ტა­რა თი­კოს კვა­ლი ცო­ტა­თი მა­ინც დარ­ჩა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sal
0

ნამდვილ ცზოვრებაშიც თიკო ქვია? 😅 არ ჩამქოლოთ

ზ. ვ.
6

კაი გოგო ხარ თიკო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან
ავტორი:

"ადამიანები ვეღარ მცნობენ, გარეგნულად შევიცვალე...  ძველ სკეტჩებს მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვარ" - როგორ ცხოვრობს დღეს გოგონა, რომელიც ყველას "კომედი შოუდან" ახსოვს?

"ადამიანები ვეღარ მცნობენ, გარეგნულად შევიცვალე...  ძველ სკეტჩებს მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვარ" - როგორ ცხოვრობს დღეს გოგონა, რომელიც ყველას "კომედი შოუდან" ახსოვს?

ალბათ "კომედი შოუდან" ბევრს გახსოვთ თიკო ბულია. პატარა, მხიარული გოგონა ახლა უკვე თინეიჯერია და სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" სევდიანი მარიამის როლს ასრულებს...

- მას მერე, რაც კარიერა დავიწყე, დედასთან, მეგობრებთან ნათქვამი მქონდა, რომ ჩემი ოცნება ფილმში ან სერიალში თამაში იყო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისე მოხდა, რომ სკოლაში ვიყავი, როცა დედამ მომწერა - სერიალში შენი გადაღება უნდათო. იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! გადაღებაზე წავედი... რა თქმა უნდა, გადაღების არეალი ჩემთვის ყველანაირად კომფორტის ზონაა. ჯერ ერთ სცენაში გადამიღეს, შემდეგ სცენები ერთმანეთს მიჰყვა და ამჟამად სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" ვთამაშობ.

- თავიდანვე იცოდი, როგორი როლი უნდა შეგესრულებინა?

- პირველი სცენის სცენარი რომ გამომიგზავნეს, არ ვიცოდი, როგორი პერსონაჟი უნდა განმესახიერებინა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მარიამი "მერქვა". ყველაფერი ადგილზე გავარკვიეთ.

- როგორი გოგოა მარიამი?

- ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია: ძალიან მორიდებული, მორცხვი... თითქოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, არავის აწუხებს. თავისებურად სევდიანია. იმასაც აღვნიშნავ, რომ ცოტათი გაჭირვებული ოჯახიდანაა.

- როლი როგორ მოირგე?

- სხვათა შორის, როლის მორგება არ გამიჭირდა, რადგან ყოველთვის წარმომედგინა, ჩემგან განსხვავებული ადამიანის როლს როგორ ვითამაშებდი. სერიალში თამაში ჩემთვის საინტერესო და ახალი გამოწვევაა. თან, სრულიად განსხვავებული პერსონაჟი ამ გამოწვევას მრავალფეროვნებას სძენს. მეგობრებმა, ახლობლებმა მითხრეს, - თითქოს მარიამის როლი არ გიხდებაო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავად ეს უფრო მომწონს, რადგან თითქოს სხვა ადამიანი ვხდები, როცა გადაღებაზე მივდივარ. ჩემთვის ახალი, მრავალფეროვანი და ბევრად სასიამოვნო სამუშაოა.

- საზოგადოებამ იუმორისტული შოუდან გაგიცნო. საინტერესოა, სერიალში სევდიანი როლით გამოჩენისას მაყურებელმა თუ გიცნო?

- საერთოდ, ბოლო დროს ადამიანები ვეღარ მცნობენ მხოლოდ იმის გამო, რომ გავიზარდე და ბევრად სერიოზული ვარ, ვიდრე ბავშვობაში ვიყავი. გარეგნულადაც ცოტათი შევიცვალე და ჩემი ცნობა უჭირთ. მერე, როცა ვეუბნები, ვინც ვარ, არ სჯერათ ხოლმე.

- ამის გამო, გული გწყდება?

- "კომედი შოუს" გამო, თავდაპირველად, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავი, რაც ცოტა არ იყოს, მიკვირდა - ჩემთვის გაუგებარი იყო, სრულიად უცხო ხალხი რატომ მოდიოდა, ფოტოებს მიღებდა, მეხუტებოდა... შემდეგ ამას მივეჩვიე და ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. რთულია, როცა რაღაცას მიეჩვევი, მერე კი - ეს მთავრდება, მაგრამ იმედი მაქვს, სერიალის გამო ჩემი პოპულარობა განახლდება. მგონია, ხალხი სერიალის პერსონაჟით - მარიამით დამიმახსოვრებს და არა - იმ თიკოთი, რომელიც "კომედი შოუში" იყო...

- შენს ეკრანულ პარტნიორს - ალექსანდრა პაიჭაძეს როგორ შეეწყვე?

- ალექსანდრა ჩემი პერსონაჟის ინგლისურის მასწავლებლის და ამასთანავე, მეზობლის როლს ასრულებს. ძირითადად, ალექსანდრას ვიცნობდი, როგორც მოდელს, ცნობილ ადამიანს... სამსახიობო სფეროში თუ გადავიკვეთებოდით, ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან უბრალო და გულთბილი ადამიანია. კომფორტული პარტნიორია.

- შენ გარშემო მყოფ თანატოლებს თუ აქვთ მსგავსი პრობლემები, რაც მარიამს? როგორც სერიალში ირკვევა, ქირის გადაუხდელობის გამო, ბინის მეპატრონე მარიამის ოჯახს ბინის დატოვებას სთხოვს...

- ჩემ გარშემო ეს პრობლემა დიდად არავის აქვს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მარიამს ხასიათით ჰგვანან - მშვიდები, მორიდებულები არიან... მაგალითად, ჩემი და ზუსტად ასეთია: მორიდებულია, თითქმის არასდროს ლაპარაკობს. ჩემგან აბსოლუტურად განსხვავდება. ხასიათით მარიამს ჩემს დასთან ვაიგივებ, რაც ცოტა არ იყოს, როლის შესრულებაში მეხმარება.

- როცა "კომედი შოუს" მსახიობი იყავი, მითხარი, რომ გადასაღებ მოედანზე მხიარულობდი, ერთობოდი... ახლა რა ხდება გადასაღებ მოედანზე?

- ახლა რამდენადაც მხიარული გარემოა, იმდენადვე საპასუხისმგებლო და სერიოზულია. თან, იქ ისე აღარ ვარ, როგორც პატარა თიკო...

- გადამღები ჯგუფისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- ახლა უფრო მეტად ზრდასრული ადამიანივით მექცევიან, ვიდრე - წინათ. ძირითადად, პატარა თიკოს ვიხსენებთ. ოპერატორები, ვინც სერიალზე მუშაობენ, "კომედი ქიდსშიც" მიღებდნენ. ახლა მეხუმრებიან, - როგორი პატარა იყავიო, ნოსტალგია აწვებათ (იღიმის).

- თავად როგორი განცდა გაქვს, როცა ძველ, შენი მონაწილეობით გადაღებულ სკეტჩებს უყურებ?

- სხვებთან ერთად არასდროს ვუყურებ. თავდაპირველად მიხაროდა, რომ ეკრანზე ვჩანდი, მაგრამ ახლობლების გარემოცვაში მყოფს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს - თითქოს თავს უხერხულად ვგრძნობ. ამიტომ ჩემი მონაწილეობით გადაღებულ სკეტჩებს მხოლოდ მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვარ. თვითკრიტიკის უნარი უზომოდ "მერთვება": საკუთარ თავს ვეუბნები, შეგეძლო, უკეთ გემოძრავა, როლი უკეთესად შეგესრულებინა-მეთქი. კი, საკუთარ თავს ვაკრიტიკებ. არ მინდა, ამპარტავნებაში ჩამითვალოთ, მაგრამ მეამაყება, რომ 7 წლისამ ოცნება ავიხდინე. ნოსტალგიაც მაქვს, როცა ეს მახსენდება და გულში სევდაც, თითქოს ის პატარა თიკო მენატრება. შინაგანად ჩემში პატარა თიკოს კვალი ცოტათი მაინც დარჩა...წაიკითხეთ სრულად