მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტირილი ამიტყდა, როცა შევარდნაძემ დამირეკა, მედიკო, შენ მიიღე სახალხო არტისტის წოდებაო!" - მოგონებები ოპერის ვარსკვლავზე: ცნობილი მშობლები, დაშორება მეუღლესთან და შვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა
"ტირილი ამიტყდა, როცა შევარდნაძემ დამირეკა, მედიკო, შენ მიიღე სახალხო არტისტის წოდებაო!" - მოგონებები ოპერის ვარსკვლავზე: ცნობილი მშობლები, დაშორება მეუღლესთან და შვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა

"თბი­ლი­სის ოპე­რა ჩემ­თვის დედა-თე­ატ­რია, ქუ­თა­ი­სის ოპე­რა - შვი­ლო­ბი­ლი. ორი­ვე მიყ­ვარს. სიმ­ღე­რა­ზე უარი 61 წლის ასაკ­ში ვთქვი, ახლა ახალ­გაზ­რდებ­მა იმ­ღე­რონ-მეთ­ქი,“ - მი­თხრა წლე­ბის წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქარ­თველ­მა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ 2 დე­კემ­ბერს 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში გახ­და და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე თავს მის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევ­და... კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი ვო­კა­ლის გაკ­ვე­თი­ლებს ხან­დაზ­მულ ასაკ­შიც ატა­რებ­და და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ­გაზ­რდებს უზი­ა­რებ­და. გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ ქალ­ბა­ტონ მე­დე­ას პან­დე­მი­ამ­დე შინ ვეწ­ვიე და ახლა მისი იმ მო­ნა­თხრო­ბის AMBEBI.GE-სთვის გახ­სე­ნე­ბა მი­წევს.

"ჭრი­ჭი­ნა"

ბევ­რს დიდ­ხანს ეგო­ნა, რომ კი­ნო­ფილ­ში "ჭრი­ჭი­ნა", ცნო­ბილ სიმ­ღე­რას "მშვე­ნი­ერ­მა მა­ის­მა" ლე­ი­ლა აბა­ში­ძე ას­რუ­ლებ­და. არა­და, მას მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი მღე­რო­და.

"რა პარ­ტია არ შე­მის­რუ­ლე­ბია და რო­მელ სცე­ნა­ზე არ გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ ყველ­გან მა­ინც ამ სიმ­ღე­რით მხვდე­ბოდ­ნენ, რად­გა­ნაც კინო ოპე­რას­თან შე­და­რე­ბით მა­სობ­რი­ვი ხე­ლოვ­ნე­ბაა... ლე­ი­ლა აბა­ში­ძე მე­ხუმ­რე­ბო­და, მოდი, ფილ­მის ტიტ­რებ­ში ნუ მი­ვა­წერთ, რომ შენ მღე­რიო... ერთხელ მა­ტა­რებ­ლით ერ­თად მივ­დი­ო­დით და ხა­შურ­ში გავ­ჩერ­დით, ხალ­ხი "ჭრი­ჭი­ნა, ჭრი­ჭი­ნას" ძა­ხი­ლით შე­მოგ­ვეხ­ვია. ლე­ი­ლას ვუ­თხა­რი, მოდი, ახლა შენ იმ­ღე­რე და პირს მე გა­ვა­ღებ-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ტა­რე­ბე­ლი და­იძ­რა და ლე­ი­ლამ სიმ­ღე­რა ვერ მო­ას­წრო" - სი­ცი­ლით იხ­სე­ნებ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი.

მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი და ლე­ი­ლა აბა­ში­ძე

ცნო­ბი­ლი მამა

დედ-მა­მაც ოპე­რის ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ჰყავ­და. მათ ქარ­თუ­ლი ოპე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. "მა­მა­ჩე­მი, პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლი ოც­ნე­ბობ­და, სცე­ნა­ზე ჩვე­ნი წარ­დგე­ნი­სას ასე გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი, პეტ­რე და მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლე­ბი... მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ეს წო­დე­ბა ერთ თვე­ში მი­ვი­ღე. ჯილ­დო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ პი­რა­დად მო­მი­ლო­ცა. ჩვენ­თან სახ­ლში და­რე­კა: "მე­დი­კო, გი­ლო­ცავ, შენ მი­ი­ღე სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა!" ტი­რი­ლი ამი­ტყდა. რა­ტომ ტი­რიო? - მკი­თხა. მამა ამას ასე ნატ­რობ­და და ვერ მო­ეს­წრო-მეთ­ქი. მა­ნუ­გე­შა, - "რას იზამ, ასე­თია ცხოვ­რე­ბაო! გარ­და იმი­სა, რომ მა­მა­ჩე­მი ქარ­თუ­ლი ოპე­რის კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი იყო, ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა უკ­ვდა­ვი ფილ­მი­დან "ქეთო და კოტე" გა­იც­ნო, სა­დაც თა­ვა­დი ლე­ვა­ნის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს...

რო­დე­საც რე­ჟი­სო­რი ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი ამ ფილ­მის­თვის პერ­სო­ნაჟს ეძებ­და, სრუ­ლი­ად სხვა არ­ტის­ტი ჰყავ­და შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ მამა რომ გა­სინ­ჯა, როლ­ზე ულა­პა­რა­კოდ და­ამ­ტკი­ცა: კი­დეც იმ­ღე­რებ და კი­დეც ითა­მა­შე­ბო. მამა სა­ო­ცა­რი მომ­ღე­რა­ლი და არ­ტის­ტი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად, ასე­თი­ვე ხმა ჰქონ­და. მის მურ­მანს, კი­ა­ზოს, რი­გო­ლე­ტოს გრან­დი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ხვდა ყველ­გან. ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და გას­ტრო­ლე­ბით და ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბო­და. გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და ტურ­ნე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით... ბავ­შვო­ბა იმე­რეთ­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი და იმ წლებს სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე, - ერთხელ ვაშ­ლის მო­სა­პა­რა­ვად ბავ­შვე­ბი ხეზე ასუ­ლან, პატ­რო­ნის და­ნახ­ვა­ზე ყვე­ლა გაქ­ცე­უ­ლა, მამა კი ხეზე დარ­ჩე­ნი­ლა. ვაშ­ლის პატ­რონს უთ­ქვამს, თუ იმ­ღე­რებ, გა­გიშ­ვე­ბო. პეტ­რე­საც უმ­ღე­რია და პირ­და­პირ ხეზე მჯდო­მი, ვაშ­ლით სავ­სე კა­ლა­თით და­უ­სა­ჩუქ­რე­ბია“.

მამა პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლი - თა­ვა­დი ლე­ვა­ნი ფილ­მი­დან "ქეთო და კოტე"

დედა

"დედა, ნა­დეჟ­და ცო­მა­ია მეცო-სოპ­რა­ნო გახ­ლდათ. იმი­ტომ არა, რომ დედა იყო, მა­პა­ტი­ოს ყვე­ლამ (ახ­ლან­დელ­მაც და ძველ­მაც), მაგ­რამ მსგავ­სი მეცო-სოპ­რა­ნო არ მო­მის­მე­ნია... მშობ­ლებს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი მი­უ­ძღვით. ბავ­შვო­ბა­ში წკრი­ა­ლა ხმა მქონ­და, მერე გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში შე­მეც­ვა­ლა. დე­დამ მი­თხრა, - მე­დი­კო, იქ­ნებ სიმ­ღე­რა­ზე აღარ იფიქ­რო და უცხო ენებ­ზე გა­აგ­რძე­ლო სწავ­ლაო. არა, დედა, - ვუ­თხა­რი, მოვა დრო და ჩე­მით ია­მა­ყებ-მეთ­ქი!.. დედა მოღ­ვა­წე­ობ­და რო­გორც ჩვენს ოპე­რა­ში, ასე­ვე პე­ტერ­ბურ­გშიც - ორი­ვე­გან მეცო-სოპ­რა­ნოს მთე­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი მიჰ­ყავ­და. რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ულა­მა­ზე­სი ხმა ჰქონ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, მაგ­რამ მსოფ­ლიო კა­რი­ე­რა­ზე მე­ტად ოჯახ­ზე ფიქ­რობ­და, რა­საც ყო­ველ­თვის ვუ­ფა­სებ­დი...ჩემ მი­მართ კი სიმ­კაც­რეს იჩენ­და, როცა რა­ი­მე არ მოს­წონ­და, და­უნ­დობ­ლად მაკ­რი­ტი­კებ­და. მამა კი მა­ნე­ბივ­რებ­და"...

ბავ­შვო­ბა

"სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ­დით, ტა­ბი­ძე­ზე (მა­შინ­დე­ლი გა­ნოვ­სკის ქუჩა) და იქვე, ენ­გელ­სის ქუ­ჩა­ზე (ახ­ლან­დე­ლი ასა­თი­ა­ნის ქუჩა) 43-ე სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ცუდი მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ კლას­ში დი­დად არ ვბრწყი­ნავ­დი... მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას ას­ტრო­ნო­მი­ამ მი­მი­ზი­და, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ეს სა­გა­ნი და მერე ეს ინ­ტე­რე­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზეც გაგ­რძელ­და. ხში­რად დავ­დი­ო­დი აბას­თუ­მან­ში და ვარ­სკვლა­ვებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. აკა­დე­მი­კოს ევ­გე­ნი ხა­რა­ძეს­თა­ნაც არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია. მოს­კოვ­ში, 1984 წელს, მფრი­ნა­ვი თეფ­შიც კი ვნა­ხე... იური გა­გა­რინ­საც შევ­ხვდი, - სიმ­პა­თი­უ­რი, მხი­ა­რუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო“...

პირ­ველ წარ­მა­ტე­ბა...

"სტუ­დენ­ტურ სცე­ნა­ზე რახ­მა­ნი­ნო­ვის "ალე­კო­ში“ ვიმ­ღე­რე ზემ­ფი­რას პარ­ტია, ჩა­ი­კოვ­სკის „ევ­გე­ნი ონე­გინ­ში“ - ტა­ტი­ა­ნა და უეც­რად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ვე­ქე­ცი. თუმ­ცა გა­მორ­ჩე­უ­ლად მოს­წონ­დათ ჩემი ნამ­ღე­რი მა­რე­ხის პარ­ტია ოპე­რი­დან "აბე­სა­ლომ და ეთე­რი“. ეს სპექ­ტაკ­ლი მხო­ლოდ იმით არ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ამ პა­ტა­რა როლ­მა დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა, მთა­ვა­რი ის იყო, ამ პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბა უკვე თე­ატ­რის დად­გმა­ში, ჩემი მშობ­ლე­ბის გვერ­დით შე­მომ­თა­ვა­ზეს. დედა ნა­თე­ლა იყო, მურ­მა­ნის პარ­ტი­ას მამა ას­რუ­ლებ­და. აბე­სა­ლო­მი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე გახ­ლდათ. სი­ხა­რუ­ლის­გან დავ­ხტო­დი, - პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა სცე­ნა­ზე და ასე­თი ტი­ტა­ნე­ბის გვერ­დით... შემ­დეგ უკვე მშობ­ლებ­თან ერ­თად „პი­კის ქალ­შიც ვიმ­ღე­რე, რა­საც სხვა სპექ­ტაკ­ლე­ბი მოჰ­ყვა. თუმ­ცა კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მა­მას­თან უფრო მი­წევ­და სცე­ნა­ზე დგო­მა".

"ყველ­გან კარ­გია, მაგ­რამ, სახ­ლში უკე­თე­სი,“ - ეს ფრა­ზა ხში­რად მით­ქვამს, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დე­გაც კი. არას­დროს მი­ფიქ­რია ჩემი ქვეყ­ნის მი­ტო­ვე­ბა. არა­და, თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე მიმ­ღე­რია - კა­ნა­დი­დან და­წყე­ბუ­ლი, ავ­სტრა­ლი­ი­თა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ცხა­დია, ევ­რო­პის ჩათ­ვლით. პა­რიზ­ში სე­ზო­ნიც კი გავ­ხსე­ნი, მაგ­რამ არა­ნა­ირ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არას­დროს დავ­თან­ხმე­ბი­ვარ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად იყ­ვნენ. ეტყო­ბა, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც რა­ღაც იზი­დავ­დათ ჩემ­ში... ქუ­ჩა­ში რომ გა­ვი­დო­დი, ხალ­ხი უკან მომ­ყვე­ბო­და“...

"თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე მიმ­ღე­რია"

მე­უღ­ლე

"ჩემი მე­უღ­ლე მო­ქან­და­კე ოთარ ფა­რუ­ლა­ვა იყო, რო­მელ­თან ერ­თა­დაც 10 წელი ვი­ცხოვ­რე. არ იყო ცუდი პი­როვ­ნე­ბა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ დავ­ცილ­დით. მან შემ­დეგ სხვა ოჯა­ხი შექ­მნა, მისი შვი­ლია მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა. იას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, "მე­დი­კო დე­დი­კოს" მე­ძა­ხის. ვწუხ­ვარ, რომ იას ძმა გარ­და­ეც­ვა­ლა, ისიც კარ­გი გუ­ლის ბიჭი იყო"...

შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი

"ჩემს სახ­ლში მა­რი­ნა ფა­რუ­ლა­ვას სა­ხით კი­დევ ერთი ოპე­რის მომ­ღე­რა­ლია, მას აქაც და უცხო­ეთ­შიც წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და. მა­რი­ნა პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით პი­ა­ნის­ტი გახ­ლავთ, მას ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი - მე­დეა და პეტ­რე ჰყავს. პეტ­რეს საკ­მა­ოდ კარ­გი ხმა აქვს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რში არ შე­წყდე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის ხმა. მე­დუ­კა გერ­მა­ნელ­ზეა გა­თხო­ვი­ლი და კა­ნა­და­ში ცხოვ­რო­ბენ“.

შვილ­თან ერ­თად

კადრს მიღ­მა

"მზა­რე­უ­ლი დი­დად არ ვარ, თუმ­ცა რა­ღა­ცებს სულ ვა­კე­თებ­დი, მა­გა­ლი­თად, 90-იან წლებ­ში ცხოვ­რე­ბა რომ ჭირ­და, პურ­საც კი ვა­ცხობ­დი და სახ­ლში ჩემს გა­მომ­ცხვარ პურს ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­ირ­თმევ­დნენ... ცხო­ვე­ლე­ბი მიყ­ვარს ძა­ლი­ან, მა­გა­ლი­თად, კატა „ბიბი“ ჩემ­ზე გიჟ­დე­ბო­და, რომ არ მოვ­ფე­რე­ბო­დი, კრუ­ტუნს და­ი­წყებ­და, მო­ა­ლერ­სე­ბა უნ­დო­და... ახლა ეზო­ში რაც კა­ტე­ბია, ყვე­ლას მე ვაჭ­მევ და ისი­ნიც სულ უკან დამ­დე­ვენ... ბევ­რი რამ გი­ამ­ბეთ, თუმ­ცა ბევ­რიც დამ­რჩა მო­სა­თხრო­ბი, ფაქ­ტი ის არის, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გავ­ლიე, იყო წარ­მა­ტე­ბა, გუ­ლის­ტკე­ნაც, სი­ხა­რუ­ლიც... მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა ფარ-ხმა­ლი არას­დროს და­ყა­რო და იყო მად­ლი­ე­რი!“

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს და ქარ­თულ ხე­ლო­ნე­ბას
კ ო მ ბ ლ ე
7

ედიკას დედაც! სად ჩააკვეხეთ და რა ჯანდაბად გააფუჭეთ.

არადა რა კაი სტატია გამოვიდა, შევერდნაძის ხსენებამა კი, ხტფუი მაგის მამგონებელსაცა! აი ეგრე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტირილი ამიტყდა, როცა შევარდნაძემ დამირეკა, მედიკო, შენ მიიღე სახალხო არტისტის წოდებაო!" - მოგონებები ოპერის ვარსკვლავზე: ცნობილი მშობლები, დაშორება მეუღლესთან და შვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა

"ტირილი ამიტყდა, როცა შევარდნაძემ დამირეკა, მედიკო, შენ მიიღე სახალხო არტისტის წოდებაო!" - მოგონებები ოპერის ვარსკვლავზე: ცნობილი მშობლები, დაშორება მეუღლესთან და შვილი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა

"თბილისის ოპერა ჩემთვის დედა-თეატრია, ქუთაისის ოპერა - შვილობილი. ორივე მიყვარს. სიმღერაზე უარი 61 წლის ასაკში ვთქვი, ახლა ახალგაზრდებმა იმღერონ-მეთქი,“ - მითხრა წლების წინ ინტერვიუში ქართველმა საოპერო მომღერალმა მედეა ამირანაშვილმა, რომელიც სამწუხაროდ 2 დეკემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქალბატონი მედეა ოპერისა და ბალეტის თეატრის სრულუფლებიანი წევრი გასული საუკუნის 50-იან წლებში გახდა და ცხოვრების ბოლომდე თავს მის ნაწილად მიიჩნევდა... კონსერვატორიის პროფესორი ვოკალის გაკვეთილებს ხანდაზმულ ასაკშიც ატარებდა და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებდა. განვლილ ცხოვრებაზე სასაუბროდ ქალბატონ მედეას პანდემიამდე შინ ვეწვიე და ახლა მისი იმ მონათხრობის AMBEBI.GE-სთვის გახსენება მიწევს.

"ჭრიჭინა"

ბევრს დიდხანს ეგონა, რომ კინოფილში "ჭრიჭინა", ცნობილ სიმღერას "მშვენიერმა მაისმა" ლეილა აბაშიძე ასრულებდა. არადა, მას მედეა ამირანაშვილი მღეროდა.

"რა პარტია არ შემისრულებია და რომელ სცენაზე არ გამოვსულვარ, მაგრამ ყველგან მაინც ამ სიმღერით მხვდებოდნენ, რადგანაც კინო ოპერასთან შედარებით მასობრივი ხელოვნებაა... ლეილა აბაშიძე მეხუმრებოდა, მოდი, ფილმის ტიტრებში ნუ მივაწერთ, რომ შენ მღერიო... ერთხელ მატარებლით ერთად მივდიოდით და ხაშურში გავჩერდით, ხალხი "ჭრიჭინა, ჭრიჭინას" ძახილით შემოგვეხვია. ლეილას ვუთხარი, მოდი, ახლა შენ იმღერე და პირს მე გავაღებ-მეთქი, მაგრამ მატარებელი დაიძრა და ლეილამ სიმღერა ვერ მოასწრო" - სიცილით იხსენებდა ინტერვიუში მედეა ამირანაშვილი.

მედეა ამირანაშვილი და ლეილა აბაშიძე

ცნობილი მამა

დედ-მამაც ოპერის ცნობილი მომღერლები ჰყავდა. მათ ქართული ოპერის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. "მამაჩემი, პეტრე ამირანაშვილი ოცნებობდა, სცენაზე ჩვენი წარდგენისას ასე გამოეცხადებინათ - საქართველოს სახალხო არტისტები, პეტრე და მედეა ამირანაშვილები... მამა რომ გარდაიცვალა, ეს წოდება ერთ თვეში მივიღე. ჯილდო ედუარდ შევარდნაძემ პირადად მომილოცა. ჩვენთან სახლში დარეკა: "მედიკო, გილოცავ, შენ მიიღე სახალხო არტისტის წოდება!" ტირილი ამიტყდა. რატომ ტირიო? - მკითხა. მამა ამას ასე ნატრობდა და ვერ მოესწრო-მეთქი. მანუგეშა, - "რას იზამ, ასეთია ცხოვრებაო! გარდა იმისა, რომ მამაჩემი ქართული ოპერის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, ფართო მაყურებელმა უკვდავი ფილმიდან "ქეთო და კოტე" გაიცნო, სადაც თავადი ლევანის როლს განასახიერებს...

როდესაც რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ამ ფილმისთვის პერსონაჟს ეძებდა, სრულიად სხვა არტისტი ჰყავდა შერჩეული, მაგრამ მამა რომ გასინჯა, როლზე ულაპარაკოდ დაამტკიცა: კიდეც იმღერებ და კიდეც ითამაშებო. მამა საოცარი მომღერალი და არტისტი იყო. არაჩვეულებრივ გარეგნობასთან ერთად, ასეთივე ხმა ჰქონდა. მის მურმანს, კიაზოს, რიგოლეტოს გრანდიოზული წარმატება ხვდა ყველგან. ბევრს მოგზაურობდა გასტროლებით და ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა. გამორჩეულად უყვარდა ტურნეები საქართველოს მასშტაბით... ბავშვობა იმერეთში ჰქონდა გატარებული და იმ წლებს სიყვარულით იხსენებდა ხოლმე, - ერთხელ ვაშლის მოსაპარავად ბავშვები ხეზე ასულან, პატრონის დანახვაზე ყველა გაქცეულა, მამა კი ხეზე დარჩენილა. ვაშლის პატრონს უთქვამს, თუ იმღერებ, გაგიშვებო. პეტრესაც უმღერია და პირდაპირ ხეზე მჯდომი, ვაშლით სავსე კალათით დაუსაჩუქრებია“.

მამა პეტრე ამირანაშვილი - თავადი ლევანი ფილმიდან ''ქეთო და კოტე''

დედა

"დედა, ნადეჟდა ცომაია მეცო-სოპრანო გახლდათ. იმიტომ არა, რომ დედა იყო, მაპატიოს ყველამ (ახლანდელმაც და ძველმაც), მაგრამ მსგავსი მეცო-სოპრანო არ მომისმენია... მშობლებს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი მიუძღვით. ბავშვობაში წკრიალა ხმა მქონდა, მერე გარდამავალ ასაკში შემეცვალა. დედამ მითხრა, - მედიკო, იქნებ სიმღერაზე აღარ იფიქრო და უცხო ენებზე გააგრძელო სწავლაო. არა, დედა, - ვუთხარი, მოვა დრო და ჩემით იამაყებ-მეთქი!.. დედა მოღვაწეობდა როგორც ჩვენს ოპერაში, ასევე პეტერბურგშიც - ორივეგან მეცო-სოპრანოს მთელი რეპერტუარი მიჰყავდა. როგორც გითხარით, ყველა აღნიშნავდა, რომ ულამაზესი ხმა ჰქონდა და საერთაშორისო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მსოფლიო კარიერაზე მეტად ოჯახზე ფიქრობდა, რასაც ყოველთვის ვუფასებდი...ჩემ მიმართ კი სიმკაცრეს იჩენდა, როცა რაიმე არ მოსწონდა, დაუნდობლად მაკრიტიკებდა. მამა კი მანებივრებდა"...

ბავშვობა

"სოლოლაკში ვცხოვრობდით, ტაბიძეზე (მაშინდელი განოვსკის ქუჩა) და იქვე, ენგელსის ქუჩაზე (ახლანდელი ასათიანის ქუჩა) 43-ე სკოლაში დავდიოდი. ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ კლასში დიდად არ ვბრწყინავდი... მოსწავლეობისას ასტრონომიამ მიმიზიდა, ძალიან შემიყვარდა ეს საგანი და მერე ეს ინტერესი ცხოვრების მანძილზეც გაგრძელდა. ხშირად დავდიოდი აბასთუმანში და ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი. აკადემიკოს ევგენი ხარაძესთანაც არაერთხელ მისაუბრია. მოსკოვში, 1984 წელს, მფრინავი თეფშიც კი ვნახე... იური გაგარინსაც შევხვდი, - სიმპათიური, მხიარული ახალგაზრდა იყო“...

პირველ წარმატება...

"სტუდენტურ სცენაზე რახმანინოვის "ალეკოში“ ვიმღერე ზემფირას პარტია, ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“ - ტატიანა და უეცრად ყურადღების ცენტრში მოვექეცი. თუმცა გამორჩეულად მოსწონდათ ჩემი ნამღერი მარეხის პარტია ოპერიდან "აბესალომ და ეთერი“. ეს სპექტაკლი მხოლოდ იმით არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ პატარა როლმა დიდი წარმატება მომიტანა, მთავარი ის იყო, ამ პარტიის შესრულება უკვე თეატრის დადგმაში, ჩემი მშობლების გვერდით შემომთავაზეს. დედა ნათელა იყო, მურმანის პარტიას მამა ასრულებდა. აბესალომი დავით ანდღულაძე გახლდათ. სიხარულისგან დავხტოდი, - პირველი გამოსვლა სცენაზე და ასეთი ტიტანების გვერდით... შემდეგ უკვე მშობლებთან ერთად „პიკის ქალშიც ვიმღერე, რასაც სხვა სპექტაკლები მოჰყვა. თუმცა კარიერის მანძილზე მამასთან უფრო მიწევდა სცენაზე დგომა".

"ყველგან კარგია, მაგრამ, სახლში უკეთესი,“ - ეს ფრაზა ხშირად მითქვამს, ყველაზე წარმატებული გასტროლიდან დაბრუნების შემდეგაც კი. არასდროს მიფიქრია ჩემი ქვეყნის მიტოვება. არადა, თითქმის ყველა ქვეყნის საოპერო სცენაზე მიმღერია - კანადიდან დაწყებული, ავსტრალიითა და ახალი ზელანდიით დამთავრებული, ცხადია, ევროპის ჩათვლით. პარიზში სეზონიც კი გავხსენი, მაგრამ არანაირ შემოთავაზებას არასდროს დავთანხმებივარ. წარმატებული ვიყავი და როგორც ხდება ხოლმე, თაყვანისმცემლებიც საკმარისად იყვნენ. ეტყობა, გარეგნულადაც რაღაც იზიდავდათ ჩემში... ქუჩაში რომ გავიდოდი, ხალხი უკან მომყვებოდა“...

"თითქმის ყველა ქვეყნის საოპერო სცენაზე მიმღერია"

მეუღლე

"ჩემი მეუღლე მოქანდაკე ოთარ ფარულავა იყო, რომელთან ერთადაც 10 წელი ვიცხოვრე. არ იყო ცუდი პიროვნება, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავცილდით. მან შემდეგ სხვა ოჯახი შექმნა, მისი შვილია მსახიობი ია ფარულავა. იასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, "მედიკო დედიკოს" მეძახის. ვწუხვარ, რომ იას ძმა გარდაეცვალა, ისიც კარგი გულის ბიჭი იყო"...

შვილი და შვილიშვილები

"ჩემს სახლში მარინა ფარულავას სახით კიდევ ერთი ოპერის მომღერალია, მას აქაც და უცხოეთშიც წარმატება ჰქონდა. მარინა პირველი პროფესიით პიანისტი გახლავთ, მას ორი არაჩვეულებრივი შვილი - მედეა და პეტრე ჰყავს. პეტრეს საკმაოდ კარგი ხმა აქვს. კარგი იქნება, თუ თბილისის საოპერო თეატრში არ შეწყდება ჩვენი ოჯახის ხმა. მედუკა გერმანელზეა გათხოვილი და კანადაში ცხოვრობენ“.

შვილთან ერთად

კადრს მიღმა

"მზარეული დიდად არ ვარ, თუმცა რაღაცებს სულ ვაკეთებდი, მაგალითად, 90-იან წლებში ცხოვრება რომ ჭირდა, პურსაც კი ვაცხობდი და სახლში ჩემს გამომცხვარ პურს ოჯახის წევრები მიირთმევდნენ... ცხოველები მიყვარს ძალიან, მაგალითად, კატა „ბიბი“ ჩემზე გიჟდებოდა, რომ არ მოვფერებოდი, კრუტუნს დაიწყებდა, მოალერსება უნდოდა... ახლა ეზოში რაც კატებია, ყველას მე ვაჭმევ და ისინიც სულ უკან დამდევენ... ბევრი რამ გიამბეთ, თუმცა ბევრიც დამრჩა მოსათხრობი, ფაქტი ის არის, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება გავლიე, იყო წარმატება, გულისტკენაც, სიხარულიც... მთავარია, ადამიანმა ფარ-ხმალი არასდროს დაყარო და იყო მადლიერი!“

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ქართულ ხელონებას