პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა?
"...მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა?

"ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დე­ბი", ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან ნელი ნე­რო­ვა და გენო წუ­ლა­ია... ფილ­მი დოდო ჩო­გო­ვა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­კავ­ში­რო კი­ნო­ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლი­სას 5,4 მი­ლი­ონ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა... დოდო ჩო­გო­ვა­ძე 1960-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა კი­ნო­ფან­ტას­ტი­კის ქარ­თვე­ლი მშვე­ნე­ბაა. ის პირ­ვე­ლად 1963 წელს, "ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დებ­ში" გა­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მსა­ხი­ო­ბის სი­ლა­მა­ზემ და არ­ტის­ტუ­ლო­ბამ რუსი რე­ჟი­სო­რე­ბიც მო­ხიბ­ლა.

დოდო ჩო­გო­ვა­ძის კა­რი­ე­რის ძი­რი­თა­დი აღ­მავ­ლო­ბის წლე­ბი კი­ნო­ში 1963-1981 წლებ­ში ჰქონ­და, ფილ­მე­ბის ძი­რი­თა­დი ჟან­რი კი ომის თე­მა­ტი­კა, ფენ­თე­ზი და მე­ლოდ­რა­მაა... "ალა­დი­ნის ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო ", - ასე ჰქვია რე­ჟი­სორ ბო­რის რი­ცა­რე­ვის სა­ხელ­გან­თქმულ ნა­მუ­შე­ვარს, რო­მელ­შიც დოდო ჩო­გო­ვა­ძემ ერთ-ერთი მთა­ვა­რი, "პრინ­ცე­სა ბუ­დუ­რის" როლი ითა­მა­შა. დოდო ჩო­გო­ვა­ძე თა­ვის დღე­ვან­დელ მოღ­ვა­წე­ო­ბა­სა და შთამ­ბეჭ­დავ წარ­სულ­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა..

- ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ბავ­შვო­ბა?

- მახ­სენ­დე­ბა ნამ­დვი­ლი თბი­ლი­სი, სო­ლო­ლა­კი... კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე დავ­დი­ო­დით, იქ ცნო­ბი­ლი ბა­ზა­რი იყო. ჩემი პა­ტა­რა კა­ლა­თა მქონ­და, ყვე­ლა­ფერს იქ ვყი­დუ­ლობ­დით... ასე სი­ა­რუ­ლით მო­მიხ­და ხუთი წლის ასაკ­ში ფილმში "მა­ნა­ნა“ გა­და­ღე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­დეა ჩა­ხა­ვა, რო­მე­ლიც იე­ზი­დი მე­ე­ზო­ვეს როლს ბრწყინ­ვა­ლედ ას­რუ­ლებ­და. ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, ვინც ამ ფილმში თა­მა­შობ­და.

- ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შობ­დნენ, მათ­თან ხში­რად გი­წევ­დათ შეხ­ვედ­რა?

- არა, მე ამ ლე­გენ­დებ­თან შეხ­ვედ­რა ნაკ­ლე­ბად მო­მიხ­და, ასე­ვე მა­ნა­ნას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან... პარ­ტი­ზა­ნის როლი მქონ­და. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო, რად­გან ეს პირ­ვე­ლი როლი იყო, რო­მელ­ზეც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ხარ­ხა­რებ­და. ბავ­შვია, რო­მე­ლიც პირს აღებს, მას ბან­ტიც უკე­თია და ულ­ვა­შიც. ბან­ტი იმი­ტომ, რომ ქუდი ჩა­მო­მი­ვარ­და და მერე ისე და­ვი­ხუ­რე, ბან­ტი ისევ მი­ჩან­და. რე­ჟი­სორს იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, ასე და­ტო­ვა და ბან­ტი­ა­ნი, ქუ­დი­ა­ნი, ულ­ვა­ში­ა­ნი და თო­ფით ვჩან­ვარ...

- რო­გორც ახ­სე­ნეთ, ამ ფილმში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდით...

- დიახ, ქუ­ჩა­ში მივ­დი­ო­დით და იმ ეზო­ში შე­ვი­ხე­დეთ, სა­დაც ამ ფილ­მს იღებ­დნენ. რე­ჟი­სორს რე­ვე­რან­სი გა­ვუ­კე­თე და მან დე­და­ჩემს თხო­ვა, მო­იყ­ვა­ნეთ, გა­და­ვი­ღე­ბო... მარ­თლაც მთე­ლი ქვე­ყა­ნა ჩემს გმირ­ზე ხა­ლი­სობ­და, ოღონდ არა­ვინ იცო­და, მე რომ ვი­ყა­ვი. მერე როცა ჩემს მე­გობ­რებს ვუ­თხა­რი, ყვე­ლა მათ­გან­მა ფილ­მი მე­ო­რედ ნახა...

- შემ­დეგ თქვენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით მო­ი­პო­ვეთ დიდი აღი­ა­რე­ბა... რო­გორ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლი­დან და­ი­წყო... საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ბა­ლე­რი­ნე­ბის ფილმში გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან მო­და­ში იყო... თბი­ლის­ში მოს­კო­ვი­დან ჯგუ­ფი ჩა­მო­ვი­და და ამარ­ჩი­ეს... მა­ნამ­დე, ათი წლის ასაკ­ში იყო - "ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დე­ბი", რო­მელ­შიც ფილ­მის, "მა­ნა­ნას" შემ­დეგ გა­და­მი­ღეს... იქაც გა­და­ღე­ბა შემ­თხვე­ვით მოხ­და. მე, პა­ტა­რა გოგო და რე­ჟი­სო­რი - ნელი ნე­რო­ვა პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს... ბავ­შვე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, იქ ერთ ბავ­შვს გა­ვე­თა­მა­შე, ამ დროს რე­ჟი­სორს ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და ფილმზე ამიყ­ვა­ნა... ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მახ­სოვს. იქ გა­ვი­ცა­ნი ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი...

- ცნო­ბი­ლია, რომ ფილმში "ალა­დი­ნის ჯა­დოს­ნუ­რი ლამ­პა­რი" 17 წლის ასაკ­ში ითა­მა­შეთ...

- არა, 14 წლის ვი­ყა­ვი... მა­ნამ­დე 13 წლის ასაკ­ში გამ­სინ­ჯა - რას­ტოვ­სკიმ, მაგ­რამ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ამი­ტომ ფილმზე დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მოხ­და. შემ­დეგ წელს როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს, რად­გან დე­და­ჩემ­მა ერთი წელი მო­მი­მა­ტა და 14 წლის ნაც­ვლად 15 წლის წარ­მად­გი­ნა...

"ალა­დი­ნის ჯა­დოს­ნუ­რი ლამ­პა­რი"

- დე­დას სურ­და, ხე­ლოვ­ნე­ბას გაჰ­ყო­ლო­დით?

- დედა გა­მორ­ჩე­უ­ლად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო, თან გა­დამ­ყვა... მამა სამ­სა­ხურ­ში არ უშ­ვებ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სი გახ­ლდათ და სულ მე დამ­დევ­და...

- პრინ­ცე­სას როლ­მა უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნათ...

- საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ამ ფილ­მის ძა­ლი­ან დიდი ბუმი იყო... მა­შინ საბ­ჭო­ეთ­ში აღ­მო­სავ­ლურ ზღაპ­რებს ნაკ­ლე­ბად იღებ­დნენ. ზღაპ­რებს მხო­ლოდ კი­თხუ­ლობ­დნენ, არ დად­გმუ­ლა და ამი­ტო­მაც აღ­მო­სავ­ლე­თი ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სი იყო. ეს პირ­ვე­ლი იყო და ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

- გერ­მა­ნი­ა­ში თქვე­ნი ფოტო ღია ბა­რა­თებ­ზე და­ბეჭ­დეს, ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნას ეწ­ვი­ეთ?

- არ იყო ასე... ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი ლატ­ვი­ა­ში, ეს­ტო­ნეთ­ში... შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში იყო ფეს­ტი­ვალ­ზე ფილ­მი გა­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ იქ მე ვერ წა­ვე­დი, რად­გან სა­ზღვრე­ბი გახ­სნი­ლი არ იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გა­რე­შე იყო და ამი­ტო­მაც არ­სად მი­მოგ­ზა­უ­რია.

- ფილ­მე­ბის "მა­ნა­ნას", "ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დე­ბის" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი გქონ­დათ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და. ეს იყო "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" შო­რე­ნას როლი... სამ­წუ­ხა­როდ უა­რის თქმა მო­მიხ­და, რად­გან მოს­კოვ­ში მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ასე და­ემ­თხვა. მოს­კოვ­ში უკვე ორი სცე­ნა­რი იდ­გმე­ბო­და, ჩემ­ზე იყო და­წე­რი­ლი. ვი­ნა­ი­დან როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ასე ღა­ლა­ტი არ მინ­დო­და... თო­რემ, რა თქმა უნდა, ახლა შო­რე­ნას როლს ავირ­ჩევ­დი...

- ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბო­დით...

- მეც ასე მგო­ნია, რად­გან ხა­სი­ა­თი­თაც შო­რე­ნა ვარ... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გული მწყდე­ბა, ამ როლ­ზე რომ უარი ვთქვი. რე­ჟი­სორ­მაც არ მა­პა­ტია, ასის­ტენ­ტმა მო­მა­ძა­ხა კი­დეც, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ აღა­რა­სო­დეს გა­და­გი­ღებ­თო. ძა­ლი­ან ნა­წყე­ნე­ბი დარ­ჩნენ და თა­ვის მუ­ქა­რა შე­ას­რუ­ლეს კი­დეც... თუმ­ცა შემ­დეგ ასე­თი ფილ­მე­ბი, გა­და­ღე­ბე­ბი აღარც გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. სა­ერ­თოდ აღარ იყო კინო სა­ქარ­თვე­ლო­შიც და რუ­სეთ­შიც...

"ცაში ღა­მის ალ­ქა­ჯე­ბი არი­ან"

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, ყვე­ლა მე­რილ სტრიპს გა­და­რებთ და არ­სად გაქვთ მიწ­ვე­ვე­ბი?

- დღეს ძი­რი­თა­დად რეკ­ლა­მებ­ში მი­ღე­ბენ... ზოგ­ჯერ სე­რი­ა­ლებ­ში მი­ღე­ბენ, მაგ­რამ სე­რი­ო­ზულ ფილმში არ მქო­ნია მიწ­ვე­ვა, თუმ­ცა ჩა­ნა­ფიქ­რი იყო.. გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, არა­სე­რი­ო­ზულ ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბა არც მსურს..

- არც რუ­სე­თი­დან ყო­ფი­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- არა და არც მიკ­ვირს... ვინ­მეს რომ გა­ახ­სენ­დე, ეკ­რან­ზე სულ უნდა ჩან­დე. რო­დე­საც ეკ­რან­ზე აღარ ხარ, მერე უკვე ნაკ­ლე­ბად მი­გიწ­ვე­ვენ. ახლა ვთქვათ, თუ ბე­ბი­ას როლ­ზე სურთ ვინ­მე, მოს­კოვ­ში ბე­ბი­ის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის მეტი რა არის?!

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უიშ­ვი­ა­თე­სია ქალი ქო­რე­ოგ­რა­ფი, თქვენ ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით...

- ორი სპე­ცი­ა­ლო­ბა მაქვს: მსა­ხი­ო­ბი და დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი დამ­დგმე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი ვარ. სპექ­ტაკ­ლებ­ში დად­გმე­ბი მქონ­და...ინ­სტი­ტუ­ტი­დან პე­ტერ­ბურ­გში ორი წლით ას­პი­რან­ტუ­რა­ში სას­წავ­ლებ­ლად გამ­გზავ­ნეს. თუმ­ცა სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, იქ ჩავ­დი­ო­დი და გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ­დი. სულ ვთვლი, რომ ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ვარ... პე­და­გო­გე­ბით და­ვი­წყოთ - გე­ნი­ო­სი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი, გე­ნი­ა­ლუ­რი დოდო ალექ­სი­ძე, დიდი მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბა მქონ­და მის გვერ­დით ვმჯდა­რი­ყა­ვი... შემ­დეგ პე­ტერ­ბურ­გშიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პე­და­გო­გე­ბი მყავ­და. დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, იქ დარ­ჩე­ნას მთა­ვა­ზობ­დნენ. ასეთ პე­და­გო­გებ­თან სწავ­ლა ღმერ­თის დიდი წყა­ლო­ბაა... ყვე­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, მაგ­რამ ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ან­ზე წინ ვე­რა­ვის ვერ ვა­ყე­ნებ! დღეს დამ­დგმე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი ძა­ლი­ან ცო­ტაა... მე უფრო მე­ტად პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. ანუ ვდგამ აუ­დი­ტო­რი­ა­ში და ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს... ისე­დაც და­მიდ­გამს ქარ­თულ ან­სამ­ბლებ­ში - „სირ­ტა­კი“, სხვა ცეკ­ვე­ბი, მაგ­რამ მოქ­მე­დი ქო­რე­ოგ­რა­ფი დღეს აღარ ვარ ასა­კის გამო...

კი­ნომ­ცოდ­ნე და­ვით ბუხ­რი­კი­ძე

- არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში თითო-ორო­ლა სა­ი­მი­ჯო და და­უ­ვი­წყა­რი რო­ლით რჩე­ბი­ან. მათი ხატი, იმი­ჯი და გავ­ლე­ნა ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იშ­ვი­ა­თი ეკ­რა­ნუ­ლი გა­მო­ნა­თე­ბაც კი საკ­მა­რი­სია და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად. ერთ-ერთი ასე­თია ულა­მა­ზე­სი მსა­ხი­ო­ბი დოდო ჩო­გო­ვა­ძე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კი­ნო­ში 1967 წელს გა­მოჩ­ნდა. ბო­რის რი­ცა­რე­ვის ცნო­ბილ ფილმ-ზღა­პარ­ში „ალა­დი­ნის ჯა­დოს­ნუ­რი ლამ­პა­რი“ 14 წლის დამ­წყებ­მა მსა­ხი­ობ­მა პრინ­ცე­სა ბუ­დუ­რის როლი შე­ას­რუ­ლა. ამ როლ­მა დოდო ჩო­გო­ვა­ძეს იმ­დე­ნად დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა, რომ მისი ფოტო ჟურ­ნალ „საბ­ჭო­თა ეკ­რა­ნის“ გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დეს, ხოლო გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში მისი სახე ღია ბა­რა­თებ­ზეც კი გა­მოჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1974 წელს, რე­ჟი­სო­რებ­მა ნელი ნე­ნო­ვამ და გენო წუ­ლა­ი­ამ გა­და­ი­ღეს ფილმში „ცე­რო­დე­ნა რა­ინ­დე­ბი“ ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლებ­ლის როლ­ში. რუ­სეთ­ში 1980-იან წლებ­ში კი­დევ გა­მოჩ­ნდა ფილ­მი „ცაში ღა­მის ალ­ქა­ჯე­ბი არი­ან“ (რე­ჟი­სო­რი ევ­გე­ნია ჟი­გუ­ლენ­კო). ის ღა­მის მფრი­ნავ-პი­ლოტს თა­მა­შობ­და, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გერ­მა­ნელ ფა­შის­ტებს ებ­რძვის.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

" ცეროდენა. რაინდებში" მასწავლებლის როლს ასრულებდა ბელა მირიანაშვილი , მისი პატარა დაიკოს როლს კი დოდო. ჩიგოვაძე, შეცდომით გიწერიათ 

ეკატერინა
6

ისეთები ამუნათებენ სხვებს, თუ ვინმე საბჭოთა რუსეთში სადმე რამეში გაჭაჭანდა, რომ მაშინ ალბათ ვერავინ ასწრებდა საბჭოთა კავშირის ქება_ დიდებას და ახლაც ვერავინ მოასწრებს იქ გაქცევას, ღმერთმა ნუ ქნას და უცებ სიტუაცია შეტრიალდეს

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"...მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა?

"...მომაძახეს საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო და შეასრულეს კიდეც" - საბჭოთა კინოს ქართველი მშვენება და უდიდესი პოპულარობა ერთი როლით: როგორია "პრინცესა ბუდურის"დღევანდელობა?

"ცეროდენა რაინდები", ფილმის რეჟისორები არიან ნელი ნეროვა და გენო წულაია... ფილმი დოდო ჩოგოვაძის მონაწილეობით საკავშირო კინოეკრანზე გამოსვლისას 5,4 მილიონმა მაყურებელმა ნახა... დოდო ჩოგოვაძე 1960-იანი წლების საბჭოთა კინოფანტასტიკის ქართველი მშვენებაა. ის პირველად 1963 წელს, "ცეროდენა რაინდებში" გამოჩნდა, მოგვიანებით კი, მსახიობის სილამაზემ და არტისტულობამ რუსი რეჟისორებიც მოხიბლა.

დოდო ჩოგოვაძის კარიერის ძირითადი აღმავლობის წლები კინოში 1963-1981 წლებში ჰქონდა, ფილმების ძირითადი ჟანრი კი ომის თემატიკა, ფენთეზი და მელოდრამაა... "ალადინის ჯადოსნური სამყარო ", - ასე ჰქვია რეჟისორ ბორის რიცარევის სახელგანთქმულ ნამუშევარს, რომელშიც დოდო ჩოგოვაძემ ერთ-ერთი მთავარი, "პრინცესა ბუდურის" როლი ითამაშა. დოდო ჩოგოვაძე თავის დღევანდელ მოღვაწეობასა და შთამბეჭდავ წარსულზე თავად გვესაუბრება..

- ქალბატონო დოდო, დღევანდელი გადასახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?

- მახსენდება ნამდვილი თბილისი, სოლოლაკი... კოლმეურნეობის მოედანზე დავდიოდით, იქ ცნობილი ბაზარი იყო. ჩემი პატარა კალათა მქონდა, ყველაფერს იქ ვყიდულობდით... ასე სიარულით მომიხდა ხუთი წლის ასაკში ფილმში "მანანა“ გადაღება. ძალიან კარგად მახსენდება გადაღებები... არაჩვეულებრივი მედეა ჩახავა, რომელიც იეზიდი მეეზოვეს როლს ბრწყინვალედ ასრულებდა. ყველა მსახიობი ძალიან კარგად მახსოვს, ვინც ამ ფილმში თამაშობდა.

- ლეგენდარული მსახიობები თამაშობდნენ, მათთან ხშირად გიწევდათ შეხვედრა?

- არა, მე ამ ლეგენდებთან შეხვედრა ნაკლებად მომიხდა, ასევე მანანას როლის შემსრულებელთან... პარტიზანის როლი მქონდა. ძალიან სასაცილო იყო, რადგან ეს პირველი როლი იყო, რომელზეც მთელი საქართველო ხარხარებდა. ბავშვია, რომელიც პირს აღებს, მას ბანტიც უკეთია და ულვაშიც. ბანტი იმიტომ, რომ ქუდი ჩამომივარდა და მერე ისე დავიხურე, ბანტი ისევ მიჩანდა. რეჟისორს იმდენად მოეწონა, ასე დატოვა და ბანტიანი, ქუდიანი, ულვაშიანი და თოფით ვჩანვარ...

- როგორც ახსენეთ, ამ ფილმში სრულიად შემთხვევით მოხვდით...

- დიახ, ქუჩაში მივდიოდით და იმ ეზოში შევიხედეთ, სადაც ამ ფილმს იღებდნენ. რეჟისორს რევერანსი გავუკეთე და მან დედაჩემს თხოვა, მოიყვანეთ, გადავიღებო... მართლაც მთელი ქვეყანა ჩემს გმირზე ხალისობდა, ოღონდ არავინ იცოდა, მე რომ ვიყავი. მერე როცა ჩემს მეგობრებს ვუთხარი, ყველა მათგანმა ფილმი მეორედ ნახა...

- შემდეგ თქვენ საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოიპოვეთ დიდი აღიარება... როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- ეს ყველაფერი ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან დაიწყო... საბჭოთა კავშირში ბალერინების ფილმში გადაღება ძალიან მოდაში იყო... თბილისში მოსკოვიდან ჯგუფი ჩამოვიდა და ამარჩიეს... მანამდე, ათი წლის ასაკში იყო - "ცეროდენა რაინდები", რომელშიც ფილმის, "მანანას" შემდეგ გადამიღეს... იქაც გადაღება შემთხვევით მოხდა. მე, პატარა გოგო და რეჟისორი - ნელი ნეროვა პოლიკლინიკაში შევხვდით ერთმანეთს... ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, იქ ერთ ბავშვს გავეთამაშე, ამ დროს რეჟისორს ძალიან მოვეწონე და ფილმზე ამიყვანა... ფილმის გადაღებები შესანიშნავად მახსოვს. იქ გავიცანი ბელა მირიანაშვილი...

- ცნობილია, რომ ფილმში "ალადინის ჯადოსნური ლამპარი" 17 წლის ასაკში ითამაშეთ...

- არა, 14 წლის ვიყავი... მანამდე 13 წლის ასაკში გამსინჯა - რასტოვსკიმ, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი და ამიტომ ფილმზე დამტკიცება ვერ მოხდა. შემდეგ წელს როლზე დამამტკიცეს, რადგან დედაჩემმა ერთი წელი მომიმატა და 14 წლის ნაცვლად 15 წლის წარმადგინა...

"ალადინის ჯადოსნური ლამპარი"

- დედას სურდა, ხელოვნებას გაჰყოლოდით?

- დედა გამორჩეულად ყურადღებიანი იყო, თან გადამყვა... მამა სამსახურში არ უშვებდა, დედა დიასახლისი გახლდათ და სულ მე დამდევდა...

- პრინცესას როლმა უდიდესი პოპულარობა მოგიტანათ...

- საბჭოთა კავშირში ამ ფილმის ძალიან დიდი ბუმი იყო... მაშინ საბჭოეთში აღმოსავლურ ზღაპრებს ნაკლებად იღებდნენ. ზღაპრებს მხოლოდ კითხულობდნენ, არ დადგმულა და ამიტომაც აღმოსავლეთი ყოველთვის დიდი ინტერესი იყო. ეს პირველი იყო და ამიტომაც ძალიან პოპულარული იყო.

- გერმანიაში თქვენი ფოტო ღია ბარათებზე დაბეჭდეს, ალბათ ძალიან ბევრ ქვეყანას ეწვიეთ?

- არ იყო ასე... ფესტივალზე ვიყავი ლატვიაში, ესტონეთში... შემდეგ საფრანგეთში იყო ფესტივალზე ფილმი გატანილი, მაგრამ იქ მე ვერ წავედი, რადგან საზღვრები გახსნილი არ იყო. ყველაფერი ჩემს გარეშე იყო და ამიტომაც არსად მიმოგზაურია.

- ფილმების "მანანას", "ცეროდენა რაინდების" შემდეგ საქართველოში რა შემოთავაზებები გქონდათ?

- საქართველოში ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა. ეს იყო "დიდოსტატის მარჯვენა" შორენას როლი... სამწუხაროდ უარის თქმა მომიხდა, რადგან მოსკოვში მქონდა შემოთავაზება, ასე დაემთხვა. მოსკოვში უკვე ორი სცენარი იდგმებოდა, ჩემზე იყო დაწერილი. ვინაიდან როლზე დამტკიცებული ვიყავი, ასე ღალატი არ მინდოდა... თორემ, რა თქმა უნდა, ახლა შორენას როლს ავირჩევდი...

- ძალიან მოუხდებოდით...

- მეც ასე მგონია, რადგან ხასიათითაც შორენა ვარ... მთელი ცხოვრება გული მწყდება, ამ როლზე რომ უარი ვთქვი. რეჟისორმაც არ მაპატია, ასისტენტმა მომაძახა კიდეც, საქართველოში საერთოდ აღარასოდეს გადაგიღებთო. ძალიან ნაწყენები დარჩნენ და თავის მუქარა შეასრულეს კიდეც... თუმცა შემდეგ ასეთი ფილმები, გადაღებები აღარც გაგრძელებულა. საერთოდ აღარ იყო კინო საქართველოშიც და რუსეთშიც...

"ცაში ღამის ალქაჯები არიან"

- არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ყველა მერილ სტრიპს გადარებთ და არსად გაქვთ მიწვევები?

- დღეს ძირითადად რეკლამებში მიღებენ... ზოგჯერ სერიალებში მიღებენ, მაგრამ სერიოზულ ფილმში არ მქონია მიწვევა, თუმცა ჩანაფიქრი იყო.. გულწრფელად გითხრათ, არასერიოზულ ფილმებში გადაღება არც მსურს..

- არც რუსეთიდან ყოფილა შემოთავაზება?

- არა და არც მიკვირს... ვინმეს რომ გაახსენდე, ეკრანზე სულ უნდა ჩანდე. როდესაც ეკრანზე აღარ ხარ, მერე უკვე ნაკლებად მიგიწვევენ. ახლა ვთქვათ, თუ ბებიას როლზე სურთ ვინმე, მოსკოვში ბებიის როლის შემსრულებლის მეტი რა არის?!

- საქართველოში უიშვიათესია ქალი ქორეოგრაფი, თქვენ ძალიან დიდი ხანია ამ საქმეს ემსახურებით...

- ორი სპეციალობა მაქვს: მსახიობი და დიპლომირებული დამდგმელი ქორეოგრაფი ვარ. სპექტაკლებში დადგმები მქონდა...ინსტიტუტიდან პეტერბურგში ორი წლით ასპირანტურაში სასწავლებლად გამგზავნეს. თუმცა სულ საქართველოში ვიყავი, იქ ჩავდიოდი და გამოცდებს ვაბარებდი. სულ ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ... პედაგოგებით დავიწყოთ - გენიოსი ვახტანგ ჭაბუკიანი, გენიალური დოდო ალექსიძე, დიდი მიშა თუმანიშვილი, ბედნიერება მქონდა მის გვერდით ვმჯდარიყავი... შემდეგ პეტერბურგშიც ძალიან საინტერესო პედაგოგები მყავდა. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას, იქ დარჩენას მთავაზობდნენ. ასეთ პედაგოგებთან სწავლა ღმერთის დიდი წყალობაა... ყველა გამორჩეული იყო, მაგრამ ვახტანგ ჭაბუკიანზე წინ ვერავის ვერ ვაყენებ! დღეს დამდგმელი ქორეოგრაფი ძალიან ცოტაა... მე უფრო მეტად პროფესორ-მასწავლებელი ვარ. ანუ ვდგამ აუდიტორიაში და ბავშვებთან მუშაობის დროს... ისედაც დამიდგამს ქართულ ანსამბლებში - „სირტაკი“, სხვა ცეკვები, მაგრამ მოქმედი ქორეოგრაფი დღეს აღარ ვარ ასაკის გამო...

კინომცოდნე დავით ბუხრიკიძე

- არიან მსახიობები, რომლებიც კინოს ისტორიაში თითო-ოროლა საიმიჯო და დაუვიწყარი როლით რჩებიან. მათი ხატი, იმიჯი და გავლენა ზოგჯერ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იშვიათი ეკრანული გამონათებაც კი საკმარისია დასამახსოვრებლად. ერთ-ერთი ასეთია ულამაზესი მსახიობი დოდო ჩოგოვაძე, რომელიც საბჭოთა კინოში 1967 წელს გამოჩნდა. ბორის რიცარევის ცნობილ ფილმ-ზღაპარში „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ 14 წლის დამწყებმა მსახიობმა პრინცესა ბუდურის როლი შეასრულა. ამ როლმა დოდო ჩოგოვაძეს იმდენად დიდი პოპულარობა მოუტანა, რომ მისი ფოტო ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გარეკანზე დაბეჭდეს, ხოლო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მისი სახე ღია ბარათებზეც კი გამოჩნდა. მოგვიანებით, 1974 წელს, რეჟისორებმა ნელი ნენოვამ და გენო წულაიამ გადაიღეს ფილმში „ცეროდენა რაინდები“ ახალგაზრდა მასწავლებლის როლში. რუსეთში 1980-იან წლებში კიდევ გამოჩნდა ფილმი „ცაში ღამის ალქაჯები არიან“ (რეჟისორი ევგენია ჟიგულენკო). ის ღამის მფრინავ-პილოტს თამაშობდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ფაშისტებს ებრძვის.