მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჩა დინებამ მაშინ გაიტაცა, როცა გემბანიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებდა" - რას ჰყვება ბიძა რუმინეთში, გემიდან გადავარდნილ მეზღვაურზე, რომელსაც ისევ ეძებენ?
"უჩა დინებამ მაშინ გაიტაცა, როცა გემბანიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებდა" - რას ჰყვება ბიძა რუმინეთში, გემიდან გადავარდნილ მეზღვაურზე, რომელსაც ისევ ეძებენ?

ერთ კვი­რა­ზე მე­ტია უშე­დე­გოდ ეძე­ბენ რუ­მი­ნეთ­ში, გე­მი­დან გა­და­ვარ­დნილ ქარ­თველ მე­ზღვა­ურს. უჩა მი­ქე­ლა­ძე დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა.

სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა კონ­სტან­ცას ნავ­სად­გუ­რის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში, 60 სა­ზღვაო მი­ლის მო­შო­რე­ბით, 12 დე­კემ­ბერს მოხ­და.

"რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ეკი­პა­ჟი მა­შინ­ვე შე­ე­ცა­და მას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით დახ­მა­რე­ბო­და, გა­და­უგ­დეს სა­მაშ­ვე­ლო რგო­ლი, თუმ­ცა მე­ზღვა­უ­რი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა და ვერ შეძ­ლეს გემ­ზე ამოყ­ვა­ნა.

რუ­მი­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი­სა და რუ­მი­ნე­თის ზღვა­ზე ძებ­ნა-გა­დარ­ჩე­ნის სამ­სა­ხუ­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­მის კა­პი­ტან­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მა­შინ­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, ახ­ლომ­დე­ბა­რე გე­მებს და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც 13 დე­კემ­ბერს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. მე­ზღვა­უ­რის ძებ­ნის ოპე­რა­ცია 14 დე­კემ­ბერს გა­ნახ­ლდა და ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს”,- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

  • და­კარ­გუ­ლი მე­ზღვა­უ­რის ბიძა ვა­რა­უ­დობს, რომ გემ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი იყო დარ­ღვე­უ­ლი, რაც ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო.

"27 ნო­ემ­ბერს გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი ამ კომ­პა­ნი­ას­თან. 11 დე­კემ­ბრამ­დე მუ­შა­ობ­დნენ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შემ­დეგ კი უკ­რა­ი­ნის­კენ და­იძ­რნენ. 12-ში კომ­პა­ნი­ამ ბა­თუ­მის ოფისს გა­დას­ცა ინ­ფორ­მა­ცია, მათ კი ჩვენ გად­მოგ­ვცეს.

რო­გორც გა­ვი­გეთ, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა გემ­ბან­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. კერ­ძოდ, წყლის ამო­ქაჩ­ვა, მა­შინ, რო­დე­საც გემი მი­დი­ო­და, ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი, რო­გორც ცნო­ბი­ლია. უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი იყო დარ­ღვე­უ­ლი, რო­გორც ჩანს. როცა დაძ­რუ­ლი გე­მი­დან წყლის ამო­ქაჩ­ვის სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და ბიჭი, ზღვი­დან წყალ­ში სწო­რედ მა­შინ გა­და­ვარ­და. არა­ვინ ყო­ფი­ლა მეთ­ვალ­ყუ­რე ახლო-მახ­ლო. სა­ნამ შე­ნიშ­ნა ერ­თმა პირ­მა, კა­პი­ტან­თან ავი­და, სა­ნამ კა­პი­ტანს მო­ახ­სე­ნა, დაგ­ვი­ან­და, ალ­ბათ. კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, როცა გემი მობ­რუნ­და, რათა სა­მაშ­ვე­ლო ნავი ჩა­ეშ­ვათ, მი­ახ­ლო­ე­ბამ­დე ვხე­დავ­დით, ხელი ჰქონ­და აწე­უ­ლი და უეც­რად გაგ­ვიქ­რა თვალ­თა­ხედ­ვის არე­დან, ძა­ლი­ან ჩქა­რი დი­ნე­ბა იყოო.

გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. ცდი­ლო­ბენ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, მაგ­რამ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რეს რუ­მი­ნეთ­ში.

უჩას ჰქონ­და ცურ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ახალ­ბე­და იყო ამ საქ­მის­თვის. ვთხოვთ ყვე­ლას, დაგ­ვიდ­გნენ მხარ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­და­ნაც ჩა­ერ­თონ ამ საქ­მე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი." - აცხა­დებს და­კარ­გუ­ლი მე­ზღვა­უ­რის ბიძა AMBEBI.GE -სთან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ardalioni
0

სოსო მეტრეველი სადაა??? დაცურავს კიდევ?

დათო
0

2013 წელს კუნძულ კარპატოსთან გემი ჩაიძირა და ჩაიყოლა კაპიტანი ლევან თებიძე თუ გახსოვთ. გმირი იყო კაპიტანი თებიძე.

ავტორი:

"უჩა დინებამ მაშინ გაიტაცა, როცა გემბანიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებდა" - რას ჰყვება ბიძა რუმინეთში, გემიდან გადავარდნილ მეზღვაურზე, რომელსაც ისევ ეძებენ?

"უჩა დინებამ მაშინ გაიტაცა, როცა გემბანიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებდა" - რას ჰყვება ბიძა რუმინეთში, გემიდან გადავარდნილ მეზღვაურზე, რომელსაც ისევ ეძებენ?

ერთ კვირაზე მეტია უშედეგოდ ეძებენ რუმინეთში, გემიდან გადავარდნილ ქართველ მეზღვაურს. უჩა მიქელაძე დინებამ გაიტაცა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, 60 საზღვაო მილის მოშორებით, 12 დეკემბერს მოხდა.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.

რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს”,- აცხადებენ უწყებაში.

  • დაკარგული მეზღვაურის ბიძა ვარაუდობს, რომ გემზე უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, რაც ინციდენტის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

"27 ნოემბერს გააფორმა კონტრაქტი ამ კომპანიასთან. 11 დეკემბრამდე მუშაობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი უკრაინისკენ დაიძრნენ. 12-ში კომპანიამ ბათუმის ოფისს გადასცა ინფორმაცია, მათ კი ჩვენ გადმოგვცეს.

როგორც გავიგეთ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გემბანზე მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. კერძოდ, წყლის ამოქაჩვა, მაშინ, როდესაც გემი მიდიოდა, ეს არის დაუშვებელი, როგორც ცნობილია. უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, როგორც ჩანს. როცა დაძრული გემიდან წყლის ამოქაჩვის სამუშაოებს ასრულებდა ბიჭი, ზღვიდან წყალში სწორედ მაშინ გადავარდა. არავინ ყოფილა მეთვალყურე ახლო-მახლო. სანამ შენიშნა ერთმა პირმა, კაპიტანთან ავიდა, სანამ კაპიტანს მოახსენა, დაგვიანდა, ალბათ. კომპანიამ განაცხადა, როცა გემი მობრუნდა, რათა სამაშველო ნავი ჩაეშვათ, მიახლოებამდე ვხედავდით, ხელი ჰქონდა აწეული და უეცრად გაგვიქრა თვალთახედვის არედან, ძალიან ჩქარი დინება იყოო.

გამოძიება დაწყებულია. ცდილობენ საქმის გამოძიებას, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, რა ღონისძიებები გაატარეს რუმინეთში.

უჩას ჰქონდა ცურვის გამოცდილება, მაგრამ მაინც ახალბედა იყო ამ საქმისთვის. ვთხოვთ ყველას, დაგვიდგნენ მხარში. საქართველოს მხრიდანაც ჩაერთონ ამ საქმეში მაქსიმალურად შესაბამისი უწყებები." - აცხადებს დაკარგული მეზღვაურის ბიძა AMBEBI.GE -სთან.