მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს დავესხმებით ყველა იმ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით, ისრაელში მიემართებიან" - ვინ არიან ჰუსიტები და რატომ უტევენ სავაჭრო გემებს?
"თავს დავესხმებით ყველა იმ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით, ისრაელში მიემართებიან" - ვინ არიან ჰუსიტები და რატომ უტევენ სავაჭრო გემებს?

ამ­ბო­ხე­ბუ­ლი ჰუ­სი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იე­მე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს აკონ­ტრო­ლე­ბენ, აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა იმ გემს და­ეს­ხმე­ბი­ან თავს, რომ­ლე­ბიც წი­თე­ლი ზღვის გავ­ლით, ის­რა­ელ­ში მი­ე­მარ­თე­ბი­ან.

ნო­ემ­ბერ­ში ჰუ­სი­ტებ­მა წი­თელ ზღვა­ში მყო­ფი ის გემი მი­ი­ტა­ცეს, რო­მე­ლიც ის­რა­ელს ეკუთ­ვნო­და. უკა­ნას­კნე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­ულ გემს რა­კე­ტე­ბი­თა და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით შე­უ­ტი­ეს.

  • რო­გორ შე­უ­ტი­ეს ჰუ­სი­ტებ­მა ის­რა­ე­ლის ობი­ექ­ტებს?

19 ოქ­ტომ­ბერს, რო­დე­საც ის­რა­ელს ღა­ზას წი­ნა­აღ­მდეგ სა­პა­სუ­ხო ოპე­რა­ცია უკვე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და, ჰუ­სი­ტებ­მა რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტა და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­უშ­ვეს.

აშშ-მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ­მა სამ­ხედ­რო გე­მებ­მა წი­თელ ზღვა­ში რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტა გა­და­ი­ტა­ცეს. ნა­წი­ლი უშუ­ა­ლოდ ზღვა­ში, ხოლო მცი­რე ნა­წი­ლი ეგ­ვიპ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და.

2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჰუ­სი­ტებ­მა, მა­თი­ვე თქმით, ის­რა­ე­ლუ­რი სატ­ვირ­თო გემი შტურ­მით აი­ღეს და იე­მე­ნის სა­ნა­პი­რო­ე­ბის­კენ გა­იყ­ვა­ნეს. ის­რა­ელ­მა მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ გემი მათ არ ეკუთ­ვნო­დათ, ხოლო ეკი­პა­ჟის წევ­რებს შო­რის ებ­რა­ე­ლე­ბი არ იყ­ვნენ, თუმ­ცა და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხო­მალდს, შე­საძ­ლოა, ებ­რა­ე­ლი მფლო­ბე­ლი ჰყო­ლო­და.

3 დე­კემ­ბერს ჰუ­სი­ტებ­მა წი­თელ ზღვა­ში რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­ულ გემს დრო­ნე­ბი­სა და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­უ­ტი­ეს, რომ­ლე­ბიც მათ მიერ იე­მე­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­უშ­ვეს, რო­მელ­საც თვი­თონ აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამე­რი­კულ­მა, ბრი­ტა­ნულ­მა და ფრან­გულ­მა სამ­ხედ­რო ფლოტ­მა ამ რა­კე­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­და­ი­ტა­ცა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე გემი და­ზი­ან­და.

მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლეს­მა სა­ხო­მალ­დო კომ­პა­ნი­ამ Mediterranean Shipping Company-მ გა­ნა­ცხა­და, რომ გე­მებს წი­თე­ლი ზღვის შე­მოვ­ლით გაგ­ზავ­ნის. მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ასე­ვე ფრან­გულ­მა CMA CGM-მა, და­ნი­ურ­მა Maersk-მა, გერ­მა­ნულ­მა Hapag-Lloyd-მა და ნავ­თობ-კომ­პა­ნი­ამ BP-მა.

ამე­რი­კულ­მა სამ­ხედ­რო უწყე­ბამ Centcom-მა, რო­მე­ლიც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, გა­ნა­ცხა­და: "ამ შე­ტე­ვებს იე­მე­ნე­ლი ჰუ­სი­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, თუმ­ცა ირა­ნის­გან მხარ­და­ჭე­რი­ლია“.

აშშ-მა მო­კავ­ში­რე­ებს შეს­თა­ვა­ზა, რომ სა­ზღვაო-სამ­ხედ­რო ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი შექ­მნან, რათა ჰუ­სი­ტე­ბის შემ­დე­გი შე­ტე­ვე­ბის­გან სა­ვაჭ­რო მი­მოს­ვლის დაც­ვა შეძ­ლონ. შტა­ტე­ბი ასე­ვე გა­ნი­ხი­ლავს იმა­საც, რომ ჰუ­სი­ტე­ბი ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას მი­ა­კუთ­ვნონ.

  • ვინ არი­ან ჰუ­სი­ტე­ბი და რის მიღ­წე­ვას ცდი­ლო­ბენ?

ჰუ­სი­ტე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბაა, რო­მე­ლიც იე­მე­ნის ში­ი­ტე­ბის უმ­ცი­რე­სო­ბას - ზე­ი­დი­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ. დაჯ­გუ­ფე­ბა 90-ია­ნებ­ში შე­იქ­მნა, რომ მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ალი აბ­დალ სა­ლე­ჰის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი (მა­თი­ვე წარ­მოდ­გე­ნით) რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ებ­რძო­ლათ. ისი­ნი თავს "ან­სარ ალაჰს“, ანუ "ღვთის პარ­ტი­ზა­ნებს“ უწო­დე­ბენ.

2003 წელს აშშ-ის ერაყ­ში შეჭ­რის შემ­დეგ, მათ ახა­ლი ლო­ზუნ­გი შე­მო­ი­ღეს: "ალა­ჰი დი­დე­ბუ­ლია. სიკ­ვდი­ლი ამე­რი­კას. სიკ­ვდი­ლი ის­რა­ელს. წყევ­ლა იუ­დე­ვე­ლებ­სა და გა­მარ­ჯვე­ბა ის­ლამს“.

ისი­ნი თა­ვის მოძ­რა­ო­ბას, "ჰა­მას­თან" და "ჰეზ­ბო­ლას­თან“ ერ­თად, ის­რა­ე­ლის, აშშ-ისა და მთე­ლი და­სავ­ლე­თის "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ღერ­ძის“ ნა­წი­ლად თვლი­ან.

ეს ხსნის იმა­საც თუ რა­ტომ უტე­ვენ ჰუ­სი­ტე­ბი ის­რა­ე­ლის გე­მებს სპარ­სე­თის ყუ­რე­ში.

"ახლა ისი­ნი ნამ­დვი­ლად იბ­რძვი­ან იმ­პე­რი­ა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ისი­ნი ებ­რძვი­ან ის­ლა­მის მტრებს", - ამ­ბობს ჰი­შამ ალ-ომე­ი­სი, ევ­რო­პის ინ­სტი­ტუ­ტის ექპ­სერ­ტი იე­მე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

  • რო­გორ და­ი­პყრეს ჰუ­სი­ტებ­მა იე­მე­ნის დიდი ნა­წი­ლი?

ჰუ­სი­ტებ­მა იე­მენ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა 2014 წლის ამ­ბო­ხის შემ­დეგ მო­იკ­რი­ბეს, რო­დე­საც ალი აბ­დალ სა­ლე­ჰის შემ­ცვლელს, აბდ­რაბ მან­სურ ჰა­დის აუ­ჯანყდნენ. ისი­ნი ყო­ფილ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სა­ლეჰთან და­ზავ­დნენ და მიზ­ნად და­ი­სა­ხეს, რომ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ.

ჰუ­სი­ტებ­მა ჩრდი­ლო­ეთ იე­მე­ნის სა­ა­დის პრო­ვინ­ცი­ა­ზე კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რეს, 2015 წელს კი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი სანა აი­ღეს და პრე­ზი­დენტ ჰა­ჯის ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა აი­ძუ­ლეს. მე­ზო­ბელ­მა სა­უ­დის არა­ბეთ­მა სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია სცა­და, თუმ­ცა ჰუ­სი­ტებ­მა ისი­ნი მო­ი­გე­რი­ეს და იე­მე­ნის დიდ ნა­წილს ისი­ნი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

  • ვინ უჭერს მხარს ჰუ­სი­ტებს?

ჰუ­სი­ტებ­მა გან­ვი­თა­რე­ბის მა­გა­ლი­თად ლი­ბა­ნუ­რი ში­ი­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰეზ­ბო­ლა“ აი­ღეს. ამე­რი­კის "ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის ცენ­ტრის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წლი­დან ჰუ­სი­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ში "ჰეზ­ბო­ლა“ მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ­ლებ­საც მდი­და­რი სა­ო­მა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

ჰუ­სი­ტე­ბი თა­ვის მო­კავ­ში­რედ ირან­საც თვლი­ან, რად­გან სა­უ­დის არა­ბე­თი მათი სა­ერ­თო მტე­რია. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ჰუ­სი­ტებს ია­რაღს თე­ი­რა­ნი აწ­ვდის. აშშ და სა­უ­დის არა­ბე­თი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ირან­მა მათ ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი გა­დას­ცა, რომ­ლი­თაც ჰუ­სი­ტებს 2017 წელს სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ერ-რი­ა­დის და­ბომბვა სცა­დეს, თუმ­ცა სა­რა­კე­ტო იე­რი­ში არა­ბებ­მა მო­ი­გე­რი­ეს.

ასე­ვე, სა­უ­დის არა­ბე­თი ირანს ადა­ნა­შა­უ­ლებს ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბის მი­წო­დე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ჰუ­სი­ტებ­მა 2019 წელს სა­უ­დის არა­ბე­თის ნავ­თობ-ობი­ექ­ტებ­ზე იე­რი­შის მი­სა­ტა­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს. ირა­ნი ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

  • რამ­დე­ნად ძლი­ე­რე­ბი არი­ან ჰუ­სი­ტე­ბი და რა ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ?

ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მთავ­რო­ბა - საპ­რე­ზი­დენ­ტო საბ­ჭოა, რო­მელ­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა 2022 წლის აპ­რილ­ში პრე­ზი­დენ­ტმა აბდ­რა­ბბ მან­სურ ჰა­დიმ გა­დას­ცა.

თუმ­ცა იე­მე­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი იმ რა­ი­ო­ნებ­ში ცხოვ­რობს, რომ­ლებ­საც ჰუ­სი­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში გა­და­სა­ხა­დებს კრე­ფენ, ასე­ვე ბეჭ­და­ვენ ფულს.

გა­ე­როს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს ექ­სპერ­ტის, აჰ­მედ ალ-ბაჰ­რის მტკი­ცე­ბით, 2010 წელს ჰუ­სი­ტებს 100 000-დან 120 000 მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავ­და, მათი ნა­წი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბებ­ში იყ­ვნენ.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 1500 ბავ­შვი, რომ­ლე­ბიც ჰუ­სი­ტებ­მა გა­და­ი­ბი­რეს, 2020 წლის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს შე­ე­წირ­ნენ. ჰუ­სი­ტე­ბი წი­თე­ლი ზღვის სა­ნა­პი­როს მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს აკონ­ტრო­ლე­ბენ, სა­ი­და­ნაც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ იე­რი­შებს სა­ზღვაო ხო­მალ­დებ­ზე.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე:
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
1

wendeta-ს და კახა-ს ავღანეთში თვითმფრინავის ფრთებზე დაკიდებული ხალხი თუ გინახავთ ? ერაყი სირია სომალი უკრაინა ნაწილებსდ დაშლილი სისხლის გუბეეებით კიდევ ჩამოვთვალო?ეგ ჰუდიტები ,ჰამასი ჰეზბოლა ყველა ამერიკი გსმოზრდილია . ახლა გაჩდნენ ეს ტერორისტული ორგანიზაციებიი?აქამდე გაენადგურებინა,ესენი ყველა ამერიკას ეირდება.ნეტა თუ გაიგეთ რამე კსხა და ვენდეტა ?არ მგონია .არ დაბლოკო ადმინ

mecineba
5

wandetas და კახას. კი-კი, კარგად ვნახეთ რისი მაქნისია დასავლეთი თავისი ვითომ ახალი ტექნოლოგიებით. აქ რომ ბახა-ბუხობთ ერთი მითხარით სად შევიდა ამერიკა წესრიგის დასამყარებლად და სად რა დაუმყარებია. სომალის შეგახსენებთ მარტო, ერაყს, ლიბიას, ავღანეთს და ა.შ. უკრაინაზე ხომ საერთოდ ხმას არ ვიღებ. თქვენს გამოლესილ ტვინებს არაფერი ეშველება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"თავს დავესხმებით ყველა იმ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით, ისრაელში მიემართებიან" - ვინ არიან ჰუსიტები და რატომ უტევენ სავაჭრო გემებს?

"თავს დავესხმებით ყველა იმ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით, ისრაელში მიემართებიან" - ვინ არიან ჰუსიტები და რატომ უტევენ სავაჭრო გემებს?

ამბოხებული ჰუსიტები, რომლებიც იემენის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ ყველა იმ გემს დაესხმებიან თავს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით, ისრაელში მიემართებიან.

ნოემბერში ჰუსიტებმა წითელ ზღვაში მყოფი ის გემი მიიტაცეს, რომელიც ისრაელს ეკუთვნოდა. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მათ რამდენიმე კომერციულ გემს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

  • როგორ შეუტიეს ჰუსიტებმა ისრაელის ობიექტებს?

19 ოქტომბერს, როდესაც ისრაელს ღაზას წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია უკვე დაწყებული ჰქონდა, ჰუსიტებმა რამდენიმე რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის წინააღმდეგ გაუშვეს.

აშშ-მა განაცხადა, რომ მათმა სამხედრო გემებმა წითელ ზღვაში რამდენიმე რაკეტა გადაიტაცეს. ნაწილი უშუალოდ ზღვაში, ხოლო მცირე ნაწილი ეგვიპტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

2023 წლის ნოემბერში ჰუსიტებმა, მათივე თქმით, ისრაელური სატვირთო გემი შტურმით აიღეს და იემენის სანაპიროებისკენ გაიყვანეს. ისრაელმა მაშინ განაცხადა, რომ გემი მათ არ ეკუთვნოდათ, ხოლო ეკიპაჟის წევრებს შორის ებრაელები არ იყვნენ, თუმცა დაუდასტურებელი მონაცემებით, ხომალდს, შესაძლოა, ებრაელი მფლობელი ჰყოლოდა.

3 დეკემბერს ჰუსიტებმა წითელ ზღვაში რამდენიმე კომერციულ გემს დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით შეუტიეს, რომლებიც მათ მიერ იემენის იმ ტერიტორიიდან გაუშვეს, რომელსაც თვითონ აკონტროლებენ. ამერიკულმა, ბრიტანულმა და ფრანგულმა სამხედრო ფლოტმა ამ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტაცა, თუმცა რამდენიმე გემი დაზიანდა.

მსოფლიოში უმსხვილესმა სახომალდო კომპანიამ Mediterranean Shipping Company-მ განაცხადა, რომ გემებს წითელი ზღვის შემოვლით გაგზავნის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ასევე ფრანგულმა CMA CGM-მა, დანიურმა Maersk-მა, გერმანულმა Hapag-Lloyd-მა და ნავთობ-კომპანიამ BP-მა.

ამერიკულმა სამხედრო უწყებამ Centcom-მა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს, განაცხადა: "ამ შეტევებს იემენელი ჰუსიტები ახორციელებენ, თუმცა ირანისგან მხარდაჭერილია“.

აშშ-მა მოკავშირეებს შესთავაზა, რომ საზღვაო-სამხედრო ოპერატიული ჯგუფი შექმნან, რათა ჰუსიტების შემდეგი შეტევებისგან სავაჭრო მიმოსვლის დაცვა შეძლონ. შტატები ასევე განიხილავს იმასაც, რომ ჰუსიტები ტერორისტულ დაჯგუფებას მიაკუთვნონ.

  • ვინ არიან ჰუსიტები და რის მიღწევას ცდილობენ?

ჰუსიტები შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც იემენის შიიტების უმცირესობას - ზეიდიტებს წარმოადგენენ. დაჯგუფება 90-იანებში შეიქმნა, რომ მაშინდელი პრეზიდენტის ალი აბდალ სალეჰის კორუმპირებული (მათივე წარმოდგენით) რეჟიმის წინააღმდეგ ებრძოლათ. ისინი თავს "ანსარ ალაჰს“, ანუ "ღვთის პარტიზანებს“ უწოდებენ.

2003 წელს აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ, მათ ახალი ლოზუნგი შემოიღეს: "ალაჰი დიდებულია. სიკვდილი ამერიკას. სიკვდილი ისრაელს. წყევლა იუდეველებსა და გამარჯვება ისლამს“.

ისინი თავის მოძრაობას, "ჰამასთან" და "ჰეზბოლასთან“ ერთად, ისრაელის, აშშ-ისა და მთელი დასავლეთის "წინააღმდეგობის ღერძის“ ნაწილად თვლიან.

ეს ხსნის იმასაც თუ რატომ უტევენ ჰუსიტები ისრაელის გემებს სპარსეთის ყურეში.

"ახლა ისინი ნამდვილად იბრძვიან იმპერიალისტების წინააღმდეგ, ისინი ებრძვიან ისლამის მტრებს", - ამბობს ჰიშამ ალ-ომეისი, ევროპის ინსტიტუტის ექპსერტი იემენის მიმართულებით.

  • როგორ დაიპყრეს ჰუსიტებმა იემენის დიდი ნაწილი?

ჰუსიტებმა იემენში პოლიტიკური ძალა 2014 წლის ამბოხის შემდეგ მოიკრიბეს, როდესაც ალი აბდალ სალეჰის შემცვლელს, აბდრაბ მანსურ ჰადის აუჯანყდნენ. ისინი ყოფილ მოწინააღმდეგე სალეჰთან დაზავდნენ და მიზნად დაისახეს, რომ ის ხელისუფლებაში დაებრუნებინათ.

ჰუსიტებმა ჩრდილოეთ იემენის საადის პროვინციაზე კონტროლი დაამყარეს, 2015 წელს კი ქვეყნის დედაქალაქი სანა აიღეს და პრეზიდენტ ჰაჯის ქვეყნიდან გაქცევა აიძულეს. მეზობელმა საუდის არაბეთმა სამხედრო ინტერვენცია სცადა, თუმცა ჰუსიტებმა ისინი მოიგერიეს და იემენის დიდ ნაწილს ისინი აკონტროლებენ.

  • ვინ უჭერს მხარს ჰუსიტებს?

ჰუსიტებმა განვითარების მაგალითად ლიბანური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლა“ აიღეს. ამერიკის "ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის“ მონაცემებით, 2014 წლიდან ჰუსიტების გადამზადებაში "ჰეზბოლა“ მონაწილეობს, რომლებსაც მდიდარი საომარი გამოცდილება აქვთ.

ჰუსიტები თავის მოკავშირედ ირანსაც თვლიან, რადგან საუდის არაბეთი მათი საერთო მტერია. არსებობს ეჭვი, რომ ჰუსიტებს იარაღს თეირანი აწვდის. აშშ და საუდის არაბეთი ამტკიცებენ, რომ ირანმა მათ ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რომლითაც ჰუსიტებს 2017 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქის ერ-რიადის დაბომბვა სცადეს, თუმცა სარაკეტო იერიში არაბებმა მოიგერიეს.

ასევე, საუდის არაბეთი ირანს ადანაშაულებს ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაში, რომლებიც ჰუსიტებმა 2019 წელს საუდის არაბეთის ნავთობ-ობიექტებზე იერიშის მისატანად გამოიყენეს. ირანი ყველა ბრალდებას უარყოფს.

  • რამდენად ძლიერები არიან ჰუსიტები და რა ტერიტორიას აკონტროლებენ?

ქვეყნის ოფიციალური მთავრობა - საპრეზიდენტო საბჭოა, რომელსაც ძალაუფლება 2022 წლის აპრილში პრეზიდენტმა აბდრაბბ მანსურ ჰადიმ გადასცა.

თუმცა იემენის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ რაიონებში ცხოვრობს, რომლებსაც ჰუსიტები აკონტროლებენ. ამბოხებულები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გადასახადებს კრეფენ, ასევე ბეჭდავენ ფულს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ექსპერტის, აჰმედ ალ-ბაჰრის მტკიცებით, 2010 წელს ჰუსიტებს 100 000-დან 120 000 მხარდამჭერი ჰყავდა, მათი ნაწილი სამხედრო ფორმირებებში იყვნენ.

გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 1500 ბავშვი, რომლებიც ჰუსიტებმა გადაიბირეს, 2020 წლის საბრძოლო მოქმედებებს შეეწირნენ. ჰუსიტები წითელი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, საიდანაც ახორციელებენ იერიშებს საზღვაო ხომალდებზე.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე: