Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"კარფური“ გაფართოებას აგრძელებს - ფრანგული ბრენდის ახალი ჰიპერმარკეტი გორში უკვე გაიხსნა
"კარფური“ გაფართოებას აგრძელებს - ფრანგული ბრენდის ახალი ჰიპერმარკეტი გორში უკვე გაიხსნა

"კარ­ფუ­რის" ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში Majid Al Futtaim-ი წარ­მო­ად­გენს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს გა­ფარ­თო­ე­ბას და ამ­ჯე­რად, ქა­ლაქ გორ­ში ახალ ჰი­პერ­მარ­კეტს ხსნის.

"კარ­ფუ­რის" ახა­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტი, რომ­ლის კა­რიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის 19 დე­კემ­ბერს გა­ი­ღო, გორ­ში - ცხინ­ვა­ლის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე­ობს და ის მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­დღი­უ­რად, დი­ლის 9:30 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 10:00 სა­ა­თამ­დე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. გო­რის ჰი­პერ­მარ­კე­ტი მომ­ხმა­რებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით უმას­პინ­ძლებს - 60%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა შერ­ჩე­ულ ასორ­ტი­მენტზე.

"კარ­ფუ­რის" ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­ქონ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბას სთა­ვა­ზობს. მათ შო­რი­საა ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ბიო პრო­დუქ­ტე­ბი, ბავ­შვის მოვ­ლა, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, „კარ­ფუ­რის“ ბრენ­დის ექ­სკლუ­ზი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბი და ტექ­სტი­ლი.

უფრო მე­ტიც, ახა­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტი მომ­ხმა­რებ­ლებს უზ­რუნ­ველ­ყოფს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ლა­რო­ე­ბი, კაფე და სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც ახა­ლი და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ცია მომ­ხმა­რებ­ლის თვალ­წინ მზად­დე­ბა, მათ შო­რის ცო­მე­უ­ლი - პური, ხა­ჭა­პუ­რი, პიცა, ასე­ვე, სუში და სენდვი­ჩე­ბი.

ფრან­გუ­ლი ბრენ­დი მომ­ხმა­რე­ბელს ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თის ერთ სივ­რცე­ში შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. ეს კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლის სან­დო­ო­ბას და მისი გა­ფარ­თო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, რად­გან კარ­ფუ­რი ახა­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის გახ­სნით ხელს უწყობს და­საქ­მე­ბის გაზ­რდას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და ეხ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „კარ­ფუ­რის“ პირ­ვე­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტი 2012 წელს გა­იხ­სნა „თბი­ლი­სი მოლ­ში.“ მას შემ­დეგ, ბრენ­დი მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უ­და­რე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო გა­მოც­დი­ლე­ბით, ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბი­თა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბით ამა­რა­გებს.

„კარ­ფუ­რი“ ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში 3500-ზე მეტ ადა­მი­ანს ასაქ­მებს და გეგ­მავს კი­დევ 1200 თა­ნამ­შრომ­ლის და­საქ­მე­ბას მომ­დევ­ნო 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს მომ­წო­დებ­ლებს, ფერ­მე­რებს და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­აძ­ლი­ე­რებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგია
0

მადლობა ბატონ ბიძინას რომელიც დღენიადაგ ზრუნავს ერზე და ანებივრებს კარფურის მომხმარებელს დაბალი ფასებით

ბეჟო
0

დიდუბეში მეგალაინის შენობაში კარფურის მშენებლობის მიზეზით, უკვე თვეზე მეტია შესასვლელია ჩაკეტილი, ვითომ წერეთელს შეზღუდვები აკლდეს! წრეებზე დადის ხალხი! ხოდა გვაღირსეთ, ან გააკეთეთ ან შესასვლელი მაინც გახსენით!

ავტორი:

"კარფური“ გაფართოებას აგრძელებს - ფრანგული ბრენდის ახალი ჰიპერმარკეტი გორში უკვე გაიხსნა

"კარფური“ გაფართოებას აგრძელებს - ფრანგული ბრენდის ახალი ჰიპერმარკეტი გორში უკვე გაიხსნა

"კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად, ქალაქ გორში ახალ ჰიპერმარკეტს ხსნის.

"კარფურის" ახალი ჰიპერმარკეტი, რომლის კარიც მომხმარებლებისთვის 19 დეკემბერს გაიღო, გორში - ცხინვალის გზატკეცილზე მდებარეობს და ის მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:30 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება. გორის ჰიპერმარკეტი მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს - 60%-მდე ფასდაკლება შერჩეულ ასორტიმენტზე.

"კარფურის" ახალი ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, „კარფურის“ ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ტექსტილი.

უფრო მეტიც, ახალი ჰიპერმარკეტი მომხმარებლებს უზრუნველყოფს მრავალფეროვანი მომსახურებით, როგორიცაა თვითმომსახურების სალაროები, კაფე და სივრცეები, სადაც ახალი და ჯანსაღი პროდუქცია მომხმარებლის თვალწინ მზადდება, მათ შორის ცომეული - პური, ხაჭაპური, პიცა, ასევე, სუში და სენდვიჩები.

ფრანგული ბრენდი მომხმარებელს ყველა საჭირო ნივთის ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული ქსელის სანდოობას და მისი გაფართოებით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რადგან კარფური ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით ხელს უწყობს დასაქმების გაზრდას ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება ქვეყნის წარმოების განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს გაიხსნა „თბილისი მოლში.“ მას შემდეგ, ბრენდი მომხმარებლებს შეუდარებელი, საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებს.

„კარფური“ ამჟამად საქართველოში 3500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და გეგმავს კიდევ 1200 თანამშრომლის დასაქმებას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მომწოდებლებს, ფერმერებს და, შესაბამისად, გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს.

R