მძიმე დანაშაული მოხდა საფრანგეთის ქალაქ ტულონში, სადაც მეუღლის მკვლელობის ბრალდება 28 წლის ქართველ ქალს ლანა კ. 18 დეკემბერს წარუდგინეს.
დანაშაული 17დეკემბერს გამთენიისას მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 31 წლის მამაკაცს დახრჩობის კვალი აღენიშნება. მეზობლების განცხადებით კი, წყვილის ჩხუბის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა.
ტულონის პროკურატურის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა თავდაპირველად აღიარა დანაშაული და მომხდარი დაწვრილებით აღწერა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უარყო. უწყების ინფორმაციით, წარმოშობით ქართველი წყვილის 5 ბავშვი გადასცეს ტულონის ბავშვთა სოციალურ სამსახურს. ხუთივე ბავშვი მომხდარისას შინ იმყოფებოდა, თუმცა დაზუსტებით უცნობია, ისინი შეესწრნენ თუ არა დანაშაულს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.
იხილეთ ასევე:
კაციც და ქალიც დამნაშავეები არიან ჩემთვის. თუმცა, უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს ამას. კაცს დამარხავენ, ქალი-წავა ციხეში, ან-ფსიქიატრიულში, ბავშვები გაშვილდებიან საფრანგეთში... ასე ვკარგავთ ადამიანებს :( ქორწინება მარტო სექსი და ბავშვების გაჩენა არაა, მაგრმა, ვერ გაიგო ჩვენში ხალხმა ეს! :(
ყველა სიმართლეს ბავშვები იტყვიან, ისინი ყველაზე კარგი მოწმენი იქნებიან. 5 შვილს რომ გააჩენს ქალი რა ზომამდე უნდა მიიყვანო რომ მოგკლას.