პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვცდილობ, ხმაურს გავერიდო... მუხათწყაროში სახლის მშენებლობა გამეჭიმა, რადგან ბინა თბილისშიც ვიყიდეთ" - ახალი ეტაპი ლევან ხურციას ცხოვრებაში: რას ამბობს სტურუასა და "რთულ როლზე"
"ვცდილობ, ხმაურს გავერიდო... მუხათწყაროში სახლის მშენებლობა გამეჭიმა, რადგან ბინა თბილისშიც ვიყიდეთ" - ახალი ეტაპი ლევან ხურციას ცხოვრებაში: რას ამბობს სტურუასა და "რთულ როლზე"

2023 წელს, რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის 145-ე სე­ზო­ნი "მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თე" - ეპი­ზო­დი პირ­ვე­ლის პრე­მი­ე­რით გა­იხ­სნა. მა­ლე­ვე მა­ყუ­რე­ბელს ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი პი­ე­სის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლის უკვე მე­ო­რე ნა­წი­ლი წა­რუდ­გი­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რე­ჟი­სორ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა და 3 დე­კემ­ბერს თე­ატ­რში მი­სულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ორ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი ტრა­გი­კუ­ლი ფან­ტა­ზია, ეს­ქი­ლეს "მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თე“ იხი­ლა. კლდე­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ტი­ტა­ნის როლს ლე­ვან ხურ­ცია ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც რთუ­ლი მი­სია და­ე­კის­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ამ ეტაპ­ზე, მის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თილ და მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯად ჩა­ით­ვა­ლოს.

- ლე­ვან, 18 წე­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ხარ და ამ­დე­ნი­ვე წე­ლია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვი­წე­რია და ერ­თგან ამ­ბობ, თე­ატ­რში მი­სუ­ლი, სპექ­ტაკ­ლის წინ, 10 წუ­თით ვი­ძი­ნებ, ხოლო სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კა­თხა ლუდს ვსვა­მო. დღე­საც ასეა, თუ რამე შე­იც­ვა­ლა?

- სპექ­ტაკ­ლის წინ 10 წუ­თით ძილი დარ­ჩა, მაგ­რამ კა­თხა ლუდი აღარ არის. უბ­რა­ლოდ, ლუ­დის და­ლე­ვის სურ­ვი­ლი გაქ­რა (იღი­მის).

- ახალ სპექ­ტაკლზე ვი­სა­უბ­როთ. რამ­დე­ნი ხნის წინ და­ი­წყეთ "მი­ჯაჭ­ვულ პრო­მე­თე­ზე" მუ­შა­ო­ბა?

- ერთი წელი გა­ვი­და, რაც სპექ­ტაკლზე ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ. თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­ტონ რო­ბერტს სულ სხვა ჩა­ნა­ფიქ­რი ჰქონ­და, გვინ­დო­და ერთ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ პრო­ცეს­ში მივ­ხვდით, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან სათ­ქმე­ლი ბევ­რია. ეს ჩვ.წ.აღ-მდე არ­სე­ბუ­ლი პი­ე­სა არ ბერ­დე­ბა და იმ­დე­ნად ბევ­რი რამ ემ­თხვე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას, რომ მივ­ხვდით, ყვე­ლა­ფე­რი საათ-ნა­ხე­ვარ­ში ვერ ჩა­ე­ტე­ო­და. ამი­ტომ სპექ­ტაკ­ლის დად­გმა ორ ნა­წი­ლად გა­და­წყდა, მერე ესეც შე­უძ­ლე­ბე­ლი გვეჩ­ვე­ნა და მი­ვე­დით დას­კვნამ­დე, რომ ტრი­ლო­გი­ად ვაქ­ცი­ოთ. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ეპი­ზო­დის პრე­მი­ე­რა ცალ-ცალ­კე უკვე იყო, ახლა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ვერ­სი­ის პრე­მი­ე­რაც გა­ი­მარ­თა და ვნა­ხოთ, მე­სა­მე­ზე მუ­შა­ო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ თუ არა... რაც შე­ე­ხე­ბა რე­პე­ტი­ცი­ებს, ტკბილ-მწა­რე გა­მოდ­გა, რად­გან ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლი, კა­მა­თი და მსჯე­ლო­ბა ახ­ლდა. პრო­მე­თეს გმი­რიც, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის მა­ტა­რე­ბე­ლი არ არის, კრე­ბი­თი სა­ხეა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნი მისი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და საქ­ცი­ე­ლით მო­ვი­და დღემ­დე.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლი იყო ამ არ­სე­ბის ხა­სი­ა­თის მიგ­ნე­ბა და ძებ­ნა-ძებ­ნამ ბევ­რი დრო წა­ი­ღო. ბო­ლოს იქამ­დე მი­ვე­დით, რომ აქ არა­ვი­თა­რი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი მხა­რე სა­ჭი­რო არ იყო, არა­მედ მთა­ვა­რია მისი სუ­ლი­ე­რი და ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გა­რეთ გა­მო­ტა­ნა. მარ­ტი­ვი არ არის, ასეთ ბუმ­ბე­რაზ და სა­ო­ცარ ენერ­გი­ას ჩას­წვდე, თუმ­ცა, ვე­ცა­დეთ მიგ­ვეღ­წია იმის­თვის, რომ პრო­მე­თე­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი წინა პლან­ზე წა­მოგ­ვე­წია... პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ეპი­ზო­დი თით­ქოს ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ მას სა­ერ­თო ენერ­გია, ვი­ზუ­ა­ლი და სათ­ქმე­ლი აერ­თი­ა­ნებს. მა­ყუ­რებ­ლის სურ­ვი­ლი იყო, ორი­ვე ეპი­ზო­დი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ეხი­ლა და ასეც მოხ­და. ვნა­ხოთ, ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი რო­გორ გა­ა­მარ­თლებს.

"პრო­მე­თე"

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი რო­ლი­დან, პრო­მე­თეს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვით თუ პერ­სო­ნა­ჟის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შენ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­მოდ­გა?

- რთუ­ლი კი არა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სირ­თუ­ლი­საა. სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს რომ ფი­ზი­კუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვნად­გურ­დე­ბი, ამას ლა­პა­რა­კიც არ უნდა, მაგ­რამ არა­ერ­თხელ მით­ქვამს, - პარ­ტერ­ში ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი რომ არ მჯდა­რი­ყო, ეს უდი­დე­სი ძა­ლის, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის ადა­მი­ა­ნი, ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერს ვერ შევ­ძლებ­დი. როლი შედ­გა თუ არა, ეს არ ვიცი; ვერც იმას ვი­ტყვი, კმა­ყო­ფი­ლი ვარ-მეთ­ქი, თუმ­ცა ყო­ველ­გვა­რი თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ, თუ რამე გა­მო­ვი­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ბა­ტონ რო­ბერტს ლო­მის წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად ის­მის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლე­ბი და სტი­ლი, დღეს ისე აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ არის, რო­გორც სხვა არა­ერთ თე­ატ­რში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დად­გმე­ბი, სა­დაც შოუს ტი­პის ელე­მენ­ტე­ბი მრავ­ლა­დაა. ამ თე­მა­ზე მინ­და შენი აზრი მო­ვის­მი­ნო...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­დე­ნი წე­ლია თე­ატ­რში ვარ, ამ სპექ­ტაკ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ტონ რო­ბერტთან აქ­ტი­უ­რი ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ და­ვი­წყე. რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბი, ის სულ ახალს ეძებს; სურს არ­სე­ბულ დროს გა­უს­წროს და არა­სო­დეს ცდი­ლობს სტან­დარ­ტებ­ში ჩაჯ­დეს. ყო­ველ­თვის ნო­ვა­ტო­რი იყო და ვფიქ­რობ, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში, ამ კუ­თხით, ის დღე­საც ნო­ვა­ტო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა შოუს ელე­მენ­ტებს, ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტის სპექ­ტაკ­ლებ­ში სა­ნა­ხა­ო­ბა ყო­ველ­თვის იყო და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი ამი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, დღე­ვან­დელ შო­უ­ებს სწო­რედ ის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიტ­კბო და სიმ­წა­რე აკ­ლია, რომ­ლის წარ­მო­ჩე­ნა­საც თა­ვის სპექ­ტაკ­ლებ­ში ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი სულ ახერ­ხებს; მას შე­უძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად გა­ტი­როს და გა­ცი­ნოს.

- მეს­მის, მაგ­რამ რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლებს სჭირ­დე­ბა და­ფიქ­რე­ბა, გა­აზ­რე­ბა, ხოლო სპექ­ტაკლში ჩა­დე­ბულ მი­ნიშ­ნე­ბებს - ამოც­ნო­ბა. ჩაღ­რმა­ვე­ბა კი ბევ­რს არ სურს ან უბ­რა­ლოდ, ვერ ახერ­ხებს...

- კი, რა თქმა უნდა, სწო­რედ ამას ვამ­ბობ და სა­უ­ბა­რი აქეთ მიმ­ყავს. თე­ატ­რი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ შოუ - მი­ვე­დი, გა­ვერ­თე და წა­ვე­დი. თე­ატ­რი ყო­ველ­თვის ერის თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. თუ დღეს მან ეს ფუნ­ქცია და­კარ­გა, სპექ­ტაკლზე მი­სულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი, მან­კი­ე­რი მხა­რე­ე­ბი თუ და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა, მა­შინ აქ­ტუ­ა­ლო­ბას და­კარ­გავს. თე­ატ­რი ამა თუ იმ სპექ­ტაკ­ლით ცდი­ლობს, ადა­მი­ანს ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ნახ­ვოს და და­ა­ფიქ­როს. უთხრას, თუ რა არის ბო­რო­ტე­ბა და რა - სი­კე­თე. „მი­ჯაჭ­ვულ პრო­მე­თე­ში“ ერთ-ერთი გმი­რი, ანუ ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რი გოგა ბარ­ბა­ქა­ძე მა­ყუ­რე­ბელს ასე­თი ფრა­ზით მი­მარ­თავს: თქვენ მოხ­ვე­დით იმის­თვის, რომ ამ წარ­მოდ­გე­ნას უყუ­როთ, თქვენ­ვე გა­და­წყვი­ტეთ, აქ ნი­ჭი­ე­რე­ბაა, უნი­ჭო­ბა თუ სა­ერ­თოდ რა ხდე­ბა, მაგ­რამ თქვენ ამის უნა­რი არ გაქვთ. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს რა­ტომ­ღაც და­ი­კარ­გა ნი­ჭი­ე­რე­ბაც და სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბიც. ყვე­ლა მღე­რის, ყვე­ლა ცეკ­ვავს, ყვე­ლა პურს აცხობს, ყვე­ლა სახ­ლს აშე­ნებს, ანუ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის და ყვე­ლა სფე­რო­ში პრო­ფე­სო­რია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ქა­ოს­ში აღ­მოვ­ჩნდით. პრო­ფე­სი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ შენი საქ­მე იცო­დე და არა ყვე­ლა­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ნი­ჭი­ე­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ეს ხომ იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით?!

- გე­თან­ხმე­ბი, ასეა, მაგ­რამ ეს ერთი მხრივ სო­ცი­ა­ლურ­მა პრობ­ლე­მებ­მაც მო­ი­ტა­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ყო­ფი­თი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად და თა­ვის გა­ტა­ნის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ას და საქ­მეს ეჭი­დე­ბი­ან...

- გე­თან­ხმე­ბი, ეს ყო­ფამ და ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ თუ ჩვენ ვსა­უბ­რობთ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე: თე­ატრზე, კი­ნო­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, მხატ­ვრო­ბა­ზე, პო­ე­ზი­ა­ზე, აქ სხვა სა­კი­თხია. როცა შენ დიდი დო­ზით, თუნ­დაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცი­დან მო­გე­წო­დე­ბა მხო­ლოდ გარ­თო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა, ბევ­რჯერ უგე­მოვ­ნო იუ­მო­რიც, სიმ­ღე­რაც და გეს­მის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა, მერე აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში რომ მო­დი­ხარ, გეს­მის გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი თუ მოძ­რა­ო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ფიქ­რე­ბას მო­ი­თხოვს. აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში მხო­ლოდ ტა­ში­ტუშს თუ ეძებ, ეს უკვე ნიშ­ნავს, რომ იქ მის­ვლა სწო­რი ნა­ბი­ჯი არ იყო. კი, დარი-დური და ტა­ში­ტუ­ში კარ­გია, მა­საც თა­ვი­სი ად­გი­ლი და დოზა აქვს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე იმ რა­ო­დე­ნო­ბით ის­მის და ყვე­ლაფ­რი­დან გად­მო­ე­დი­ნე­ბა, რომ უკვე გა­და­მე­ტე­ბუ­ლია. დღეს ყვე­ლა­ფერს შოუ ჰქვია, მაგ­რამ სა­ნა­ხა­ო­ბის დად­გმა-კე­თე­ბას სჭირ­დე­ბა უდი­დე­სი გე­მოვ­ნე­ბა და ნი­ჭი­ე­რე­ბა. თუ მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი აკ­ლია, შე­დე­გად ქა­ოსს ვი­ღებთ და ამა­ზე გული მწყდე­ბა... ყვე­ლამ და პირ­ველ რიგ­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა მა­ყუ­რებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა იფიქ­რონ, მეტი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა და შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მა შეს­თა­ვა­ზონ.

- პრო­მე­თეს როლ­ზე მუ­შა­ო­ბამ „სიყ­ვა­რულს მიღ­მა­ში“ შენი პერ­სო­ნა­ჟი „შე­ი­წი­რა“? სე­რი­ალს ამი­ტომ გა­მო­ე­თი­შე თუ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ასე იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი?

- არა, ასე და­ემ­თხვა. მგო­ნი, ახლა მე­ო­თხე სე­ზო­ნია და მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში, სე­რი­ა­ლის მი­ხედ­ვით, ჩემი გმი­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლია. ასე რომ, ის ცალ­სა­ხად პრო­მე­თეს და რე­პე­ტი­ცი­ებს არ შე­ე­წი­რა. თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვას, რომ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბას იმ­დე­ნი დრო მიჰ­ქონ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა რა­მე­ში მი­მე­ღო, მაგ­რამ რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, უბ­რა­ლოდ ასე და­ემ­თხვა. მა­ნამ­დე და არც მა­შინ, როცა სე­რი­ალ­ში ვთა­მა­შობ­დი, ხან­და­ხან თუ მოვკრავ­დი თვალს, თო­რემ ისე არ ვუ­ყუ­რებ­დი, რად­გან დი­დად არ მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი უნი­ჭო­ბის ყუ­რე­ბა, ეს ცოტა რთუ­ლია (იცი­ნის).

- მუ­ხა­თწყა­რო­ში სახ­ლს იშე­ნებ­დით, შენი ხე­ლით აკე­თებ­დი ბევრ რა­მეს. მშე­ნებ­ლო­ბა ახლა რა ფა­ზა­შია?

- თით­ქმის ბო­ლო­ში გა­ვე­დი. ყვე­ლა­ფერს სწო­რედ ჩემი ხე­ლით რომ ვა­კე­თებ­დი, დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო, მშე­ნებ­ლო­ბა დიდი ხნით გა­ი­ჭი­მა. თბი­ლის­შიც შე­ვი­ძი­ნეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა და მისი რე­მონ­ტის გამო, მუ­ხა­თწყა­რო­ში სა­მუ­შაო პრო­ცე­სი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი შე­ვა­ჩე­რეთ. ისე გა­მო­ვი­და, ორ რე­მონტს მო­ვე­ჭი­დე. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში ორი ფარ­თო­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა არ გა­მო­დის, მაგ­რამ მივ­ყვე­ბით ნელ-ნელა. მო­მა­ვალ­ში ეზო­ში ხე­ხილ­საც დავრგავ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მიწა და მას­თან მუ­შა­ო­ბა. ალ­ბათ ამ ეტაპ­ზე რომ გა­და­ვი­ნაც­ვლებ, სულ იქ ვიქ­ნე­ბი და თვალს ვე­ღა­რა­ვინ მომ­კრავს.

- მშე­ნებ­ლო­ბი­სას რა აით­ვი­სე? რას და­ე­უფ­ლე?

- ყვე­ლა­ფე­რი: შე­დუ­ღე­ბა, ლეს­ვა, ფა­სა­დის კე­თე­ბა, სან­ტექ­ნი­კა. შინ თუ რამე და­ზი­ან­დე­ბა, ხე­ლო­სანს აღარ ვუ­რე­კავ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ხელ­სა­წყო მაქვს: ბე­ტო­ნის ამ­რე­ვით და­წყე­ბუ­ლი, პა­ტა­რა ქან­ჩე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი სად­მე რომ მი­დი­ან, ტან­საც­მელს ყი­დუ­ლო­ბენ, მე კი ხელ­სა­წყო­ებს და­ვე­ძებ... სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ, იმი­ტომ რომ საქ­მე­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, სად­მე დაჯ­დო­მა­სა და გარ­თო­ბა­ზე უარს ვამ­ბობ..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
8

სასაცილოა საქართველოში ცუდს რომ გაგიკეთებენ ცოტახანში გავიწყდება როგორ გყავს ცოლი

ლეილა
5

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვცდილობ, ხმაურს გავერიდო... მუხათწყაროში სახლის მშენებლობა გამეჭიმა, რადგან ბინა თბილისშიც ვიყიდეთ" - ახალი ეტაპი ლევან ხურციას ცხოვრებაში: რას ამბობს სტურუასა და "რთულ როლზე"

"ვცდილობ, ხმაურს გავერიდო... მუხათწყაროში სახლის მშენებლობა გამეჭიმა, რადგან ბინა თბილისშიც ვიყიდეთ" - ახალი ეტაპი ლევან ხურციას ცხოვრებაში: რას ამბობს სტურუასა და "რთულ როლზე"

2023 წელს, რუსთაველის ეროვნული თეატრის 145-ე სეზონი "მიჯაჭვული პრომეთე" - ეპიზოდი პირველის პრემიერით გაიხსნა. მალევე მაყურებელს ძველი ბერძნული პიესის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლის უკვე მეორე ნაწილი წარუდგინეს. მოგვიანებით, რეჟისორმა რობერტ სტურუამ მათი გაერთიანება გადაწყვიტა და 3 დეკემბერს თეატრში მისულმა საზოგადოებამ ორმოქმედებიანი ტრაგიკული ფანტაზია, ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე“ იხილა. კლდეზე მიჯაჭვული ტიტანის როლს ლევან ხურცია ასრულებს, რომელსაც რთული მისია დაეკისრა. აღნიშნული პერსონაჟის განსახიერება, ამ ეტაპზე, მის სამსახიობო კარიერაში შეიძლება ყველაზე გამოკვეთილ და მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვალოს.

- ლევან, 18 წელია რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ და ამდენივე წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ინტერვიუ ჩაგვიწერია და ერთგან ამბობ, თეატრში მისული, სპექტაკლის წინ, 10 წუთით ვიძინებ, ხოლო სპექტაკლის დასრულების შემდეგ კათხა ლუდს ვსვამო. დღესაც ასეა, თუ რამე შეიცვალა?

- სპექტაკლის წინ 10 წუთით ძილი დარჩა, მაგრამ კათხა ლუდი აღარ არის. უბრალოდ, ლუდის დალევის სურვილი გაქრა (იღიმის).

- ახალ სპექტაკლზე ვისაუბროთ. რამდენი ხნის წინ დაიწყეთ "მიჯაჭვულ პრომეთეზე" მუშაობა?

- ერთი წელი გავიდა, რაც სპექტაკლზე ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. თავდაპირველად ბატონ რობერტს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა, გვინდოდა ერთ მოქმედებაში მოყოლილი ამბავი ყოფილიყო, მაგრამ პროცესში მივხვდით, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სათქმელი ბევრია. ეს ჩვ.წ.აღ-მდე არსებული პიესა არ ბერდება და იმდენად ბევრი რამ ემთხვევა თანამედროვეობას, რომ მივხვდით, ყველაფერი საათ-ნახევარში ვერ ჩაეტეოდა. ამიტომ სპექტაკლის დადგმა ორ ნაწილად გადაწყდა, მერე ესეც შეუძლებელი გვეჩვენა და მივედით დასკვნამდე, რომ ტრილოგიად ვაქციოთ. პირველი და მეორე ეპიზოდის პრემიერა ცალ-ცალკე უკვე იყო, ახლა გაერთიანებული ვერსიის პრემიერაც გაიმართა და ვნახოთ, მესამეზე მუშაობას გავაგრძელებთ თუ არა... რაც შეეხება რეპეტიციებს, ტკბილ-მწარე გამოდგა, რადგან ბევრი ქარტეხილი, კამათი და მსჯელობა ახლდა. პრომეთეს გმირიც, ჩამოყალიბებული ხასიათის მატარებელი არ არის, კრებითი სახეა. ფაქტობრივად, ადამიანი მისი ძალისხმევითა და საქციელით მოვიდა დღემდე.

აქედან გამომდინარე, რთული იყო ამ არსების ხასიათის მიგნება და ძებნა-ძებნამ ბევრი დრო წაიღო. ბოლოს იქამდე მივედით, რომ აქ არავითარი გამომსახველობითი მხარე საჭირო არ იყო, არამედ მთავარია მისი სულიერი და შინაგანი სამყაროს გარეთ გამოტანა. მარტივი არ არის, ასეთ ბუმბერაზ და საოცარ ენერგიას ჩასწვდე, თუმცა, ვეცადეთ მიგვეღწია იმისთვის, რომ პრომეთეში არსებული კაცობრიობის უდიდესი სიყვარული წინა პლანზე წამოგვეწია... პირველი და მეორე ეპიზოდი თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ მას საერთო ენერგია, ვიზუალი და სათქმელი აერთიანებს. მაყურებლის სურვილი იყო, ორივე ეპიზოდი გაერთიანებული ეხილა და ასეც მოხდა. ვნახოთ, ეს ექსპერიმენტი როგორ გაამართლებს.

"პრომეთე"

- შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის თეატრში შესრულებული მრავალი როლიდან, პრომეთეს განსახიერება, თავისი ფიზიკური დატვირთვით თუ პერსონაჟის მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, შენთვის ყველაზე რთული გამოდგა?

- რთული კი არა, წარმოუდგენელი სირთულისაა. სპექტაკლის ბოლოს რომ ფიზიკურად აბსოლუტურად ვნადგურდები, ამას ლაპარაკიც არ უნდა, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, - პარტერში ბატონი რობერტი რომ არ მჯდარიყო, ეს უდიდესი ძალის, გამოცდილებისა და ცოდნის ადამიანი, ვფიქრობ, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. როლი შედგა თუ არა, ეს არ ვიცი; ვერც იმას ვიტყვი, კმაყოფილი ვარ-მეთქი, თუმცა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, თუ რამე გამოვიდა, ამ ყველაფერში ბატონ რობერტს ლომის წვლილი მიუძღვის.

- ბოლო პერიოდში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ სტურუას სპექტაკლები და სტილი, დღეს ისე აქტუალური აღარ არის, როგორც სხვა არაერთ თეატრში განხორციელებული დადგმები, სადაც შოუს ტიპის ელემენტები მრავლადაა. ამ თემაზე მინდა შენი აზრი მოვისმინო...

- მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია თეატრში ვარ, ამ სპექტაკლიდან გამომდინარე, ბატონ რობერტთან აქტიური ყოველდღიური ურთიერთობა და რეპეტიციები დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე. რასაც ვაკვირდები, ის სულ ახალს ეძებს; სურს არსებულ დროს გაუსწროს და არასოდეს ცდილობს სტანდარტებში ჩაჯდეს. ყოველთვის ნოვატორი იყო და ვფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, ქართულ თეატრალურ სივრცეში, ამ კუთხით, ის დღესაც ნოვატორია. რაც შეეხება შოუს ელემენტებს, ბატონი რობერტის სპექტაკლებში სანახაობა ყოველთვის იყო და რუსთაველის თეატრი ამითაც გამოირჩეოდა, მაგრამ ჩემი აზრით, დღევანდელ შოუებს სწორედ ის ცხოვრებისეული სიტკბო და სიმწარე აკლია, რომლის წარმოჩენასაც თავის სპექტაკლებში ბატონი რობერტი სულ ახერხებს; მას შეუძლია ერთდროულად გატიროს და გაცინოს.

- მესმის, მაგრამ რობერტ სტურუას სპექტაკლებს სჭირდება დაფიქრება, გააზრება, ხოლო სპექტაკლში ჩადებულ მინიშნებებს - ამოცნობა. ჩაღრმავება კი ბევრს არ სურს ან უბრალოდ, ვერ ახერხებს...

- კი, რა თქმა უნდა, სწორედ ამას ვამბობ და საუბარი აქეთ მიმყავს. თეატრი არ შეიძლება იყოს მხოლოდ შოუ - მივედი, გავერთე და წავედი. თეატრი ყოველთვის ერის თვითშეგნების ამაღლებას ემსახურებოდა. თუ დღეს მან ეს ფუნქცია დაკარგა, სპექტაკლზე მისულმა მაყურებელმა ყოფითი პრობლემები, მანკიერი მხარეები თუ დადებითი თვისებები ვერ აღმოაჩინა, მაშინ აქტუალობას დაკარგავს. თეატრი ამა თუ იმ სპექტაკლით ცდილობს, ადამიანს ეს ყველაფერი დაანახვოს და დააფიქროს. უთხრას, თუ რა არის ბოროტება და რა - სიკეთე. „მიჯაჭვულ პრომეთეში“ ერთ-ერთი გმირი, ანუ ჩვენი ძვირფასი მეგობარი გოგა ბარბაქაძე მაყურებელს ასეთი ფრაზით მიმართავს: თქვენ მოხვედით იმისთვის, რომ ამ წარმოდგენას უყუროთ, თქვენვე გადაწყვიტეთ, აქ ნიჭიერებაა, უნიჭობა თუ საერთოდ რა ხდება, მაგრამ თქვენ ამის უნარი არ გაქვთ. სამწუხაროდ, დღეს რატომღაც დაიკარგა ნიჭიერებაც და სხვა ფასეულობებიც. ყველა მღერის, ყველა ცეკვავს, ყველა პურს აცხობს, ყველა სახლს აშენებს, ანუ ყველამ ყველაფერი იცის და ყველა სფეროში პროფესორია, მაგრამ რეალურად ქაოსში აღმოვჩნდით. პროფესიულად შეიძლება მხოლოდ შენი საქმე იცოდე და არა ყველაფერი. შეიძლება ქართველი ხალხი ნიჭიერები ვართ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით?!

- გეთანხმები, ასეა, მაგრამ ეს ერთი მხრივ სოციალურმა პრობლემებმაც მოიტანა, ადამიანები ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და თავის გატანის მიზნით, სხვადასხვა პროფესიას და საქმეს ეჭიდებიან...

- გეთანხმები, ეს ყოფამ და ცხოვრებამ მოიტანა, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხელოვნებაზე: თეატრზე, კინოზე, სიმღერაზე, მხატვრობაზე, პოეზიაზე, აქ სხვა საკითხია. როცა შენ დიდი დოზით, თუნდაც სატელევიზიო სივრციდან მოგეწოდება მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული მასალა, ბევრჯერ უგემოვნო იუმორიც, სიმღერაც და გესმის დამახინჯებული მეტყველება, მერე აკადემიურ თეატრში რომ მოდიხარ, გესმის გამართული ქართული თუ მოძრაობა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი დაფიქრებას მოითხოვს. აკადემიურ თეატრში მხოლოდ ტაშიტუშს თუ ეძებ, ეს უკვე ნიშნავს, რომ იქ მისვლა სწორი ნაბიჯი არ იყო. კი, დარი-დური და ტაშიტუში კარგია, მასაც თავისი ადგილი და დოზა აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იმ რაოდენობით ისმის და ყველაფრიდან გადმოედინება, რომ უკვე გადამეტებულია. დღეს ყველაფერს შოუ ჰქვია, მაგრამ სანახაობის დადგმა-კეთებას სჭირდება უდიდესი გემოვნება და ნიჭიერება. თუ მას პროფესიონალიზმი აკლია, შედეგად ქაოსს ვიღებთ და ამაზე გული მწყდება... ყველამ და პირველ რიგში, ტელევიზიებმა მაყურებლის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, მეტი ინტელექტუალური მასალა და შემეცნებითი გადაცემა შესთავაზონ.

- პრომეთეს როლზე მუშაობამ „სიყვარულს მიღმაში“ შენი პერსონაჟი „შეიწირა“? სერიალს ამიტომ გამოეთიშე თუ სცენარის მიხედვით, ასე იყო ჩაფიქრებული?

- არა, ასე დაემთხვა. მგონი, ახლა მეოთხე სეზონია და მიმდინარე სეზონში, სერიალის მიხედვით, ჩემი გმირი საქართველოდან წასულია. ასე რომ, ის ცალსახად პრომეთეს და რეპეტიციებს არ შეეწირა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სპექტაკლზე მუშაობას იმდენი დრო მიჰქონდა, გამორიცხული იყო, მონაწილეობა სხვა რამეში მიმეღო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, უბრალოდ ასე დაემთხვა. მანამდე და არც მაშინ, როცა სერიალში ვთამაშობდი, ხანდახან თუ მოვკრავდი თვალს, თორემ ისე არ ვუყურებდი, რადგან დიდად არ მიყვარს საკუთარი უნიჭობის ყურება, ეს ცოტა რთულია (იცინის).

- მუხათწყაროში სახლს იშენებდით, შენი ხელით აკეთებდი ბევრ რამეს. მშენებლობა ახლა რა ფაზაშია?

- თითქმის ბოლოში გავედი. ყველაფერს სწორედ ჩემი ხელით რომ ვაკეთებდი, დროის უქონლობის გამო, მშენებლობა დიდი ხნით გაიჭიმა. თბილისშიც შევიძინეთ საცხოვრებელი ბინა და მისი რემონტის გამო, მუხათწყაროში სამუშაო პროცესი გარკვეული პერიოდი შევაჩერეთ. ისე გამოვიდა, ორ რემონტს მოვეჭიდე. სამწუხაროდ, დღევანდელ ცხოვრებაში ორი ფართობის კეთილმოწყობა არ გამოდის, მაგრამ მივყვებით ნელ-ნელა. მომავალში ეზოში ხეხილსაც დავრგავ. ძალიან მიყვარს მიწა და მასთან მუშაობა. ალბათ ამ ეტაპზე რომ გადავინაცვლებ, სულ იქ ვიქნები და თვალს ვეღარავინ მომკრავს.

- მშენებლობისას რა აითვისე? რას დაეუფლე?

- ყველაფერი: შედუღება, ლესვა, ფასადის კეთება, სანტექნიკა. შინ თუ რამე დაზიანდება, ხელოსანს აღარ ვურეკავ. აბსოლუტურად ყველა ხელსაწყო მაქვს: ბეტონის ამრევით დაწყებული, პატარა ქანჩებით დამთავრებული. ადამიანები სადმე რომ მიდიან, ტანსაცმელს ყიდულობენ, მე კი ხელსაწყოებს დავეძებ... სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ საქმეში ვარ ჩართული, სადმე დაჯდომასა და გართობაზე უარს ვამბობ..წაიკითხეთ სრულად