პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმსივნურმა კერებმა შემცირება დაიწყო" - რას ჰყვება დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე, რომელსაც თურქმა ექიმებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს
"სიმსივნურმა კერებმა შემცირება დაიწყო" - რას ჰყვება დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე, რომელსაც თურქმა ექიმებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს

მსა­ხი­ო­ბი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი გუ­შინ თურ­ქე­თი­დან თბი­ლის­ში ჩა­მოფ­რინ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსა­ხი­ო­ბი მძი­მე სენს ებ­რძვის და 4-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ე­ბის შემ­დეგ მას თურ­ქმა ექი­მებ­მა შინ დაბ­რუ­ნე­ბის ნება დარ­თეს. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი, პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გვიყ­ვე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და რაც ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა, სიმ­სივ­ნურ­მა კე­რებ­მა შემ­ცი­რე­ბა და­ი­წყო.

"სოსო გუ­შინ ჩა­მოფ­რინ­და თურ­ქე­თი­დან. მას ექი­მე­ბის კე­თი­ლი ნე­ბის გამო მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა წა­მო­სუ­ლი­ყო და გა­რე­მო გა­მო­ეც­ვა­ლა. სოსო რამ­დე­ნი­მე თვეა, სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­შია, რაც გარ­და იმი­სა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ძნე­ლია, დიდ ფი­ნან­სურ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სო­სომ რამ­დე­ნი­მე ქი­მია გა­ი­კე­თა, შემ­დეგ სა­კონ­ტრო­ლო ანა­ლი­ზე­ბი ჩა­უ­ტარ­და და თურ­ქი ექი­მე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან იმით, რომ მათ­მა ძა­ლის­ხმე­ვამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - სიმ­სივ­ნის კე­რე­ბი არა მარ­ტო და­კონ­სერვდა, არა­მედ შემ­ცი­რე­ბუ­ლიც კია. მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით მი­დის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სო­სოს არ გა­მო­უშ­ვებ­დნენ. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­მო­ეშ­ვათ, მაგ­რამ ექი­მებ­მა ჩათ­ვა­ლეს, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ად­გილ­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი. სოსო იან­ვრის ბო­ლომ­დე თბი­ლის­ში ჩა­ი­ტა­რებს ორ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, შემ­დეგ პა­სუ­ხებს გა­და­აგ­ზავ­ნი­ან სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­ში და იმის მი­ხედ­ვით გა­და­წყვე­ტენ, რა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. რო­გორც ვიცი, სა­უ­ბა­რია 2 მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე - შე­იძ­ლე­ბა გა­უგ­რძე­ლონ ქი­მია, ან გა­და­იყ­ვა­ნონ აბებ­ზე.

სო­სოს ძა­ლი­ან დიდი სა­მე­გობ­რო ჰყავს, ყვე­ლა­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ მის ამ­ბავ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს­გან, სა­მი­ნის­ტრო­დან, "ქარ­თუ ფონ­დი­დან" და მე­რი­ი­და­ნაც აქვს მხარ­და­ჭე­რა და ეს რომ არა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ხარ­ჯებს ის ვერ გაწ­ვდე­ბო­და.

სო­სოს უკვე ვე­სა­უბ­რე, ბევ­რად პო­ზი­ტი­უ­რი და საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა აქვს, წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა, და­ახ­ლო­ე­ბით 5კგ.- მდე (53 კი­ლოგ­რა­მი ჰქონ­და დაკ­ლე­ბუ­ლი და ამის ამო­წე­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლია). თურქ ექი­მებს აქა­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლა მო­უ­წი­ათ. სოსო აღ­ნიშ­ნავს, რომ კლი­ნი­კა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მკურ­ნა­ლობს და რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გულ­სატ­კე­ნია, მათ შო­რის ბევ­რია ბავ­შვი. ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი მად­ლი­ერ­ნი არი­ან იმით, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს სრუ­ლად აფი­ნან­სებს, ლი­მი­ტი შე­უ­ზღუ­და­ვია. ვინც იქ მკურ­ნა­ლობს, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი არი­ან. ახ­ლაც, სოსო და ირმა თბი­ლის­ში რომ წა­მო­ვიდ­ნენ, გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი წა­მო­უ­ღეს მათ, ვინც იქ გა­დი­ოდ­ნენ მკურ­ნა­ლო­ბას და ახლა თბი­ლის­ში აგ­რძე­ლე­ბენ.

სო­სოს­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა, თან ახა­ლი წე­ლია კარს მომ­დგა­რი. სხვა­თა შო­რის, ერთი თვეც არაა, მას შვი­ლიშ­ვი­ლი, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა მე­ო­რე ვა­ჟის­გან, რო­მე­ლიც სო­სოს არც ენა­ხა (რაც სამ­კურ­ნა­ლოდ წა­ვი­და, მას შემ­დეგ გაჩ­ნდა). დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სო­სო­ზე ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს მისი დიდი სა­ახ­ლობ­ლო წრე, იქეთ რა­ღა­ცას იხუმ­რებს... სო­სოს ექი­მებ­მა შე­უქ­მნეს გან­წყო­ბა, რომ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ რად­გან კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ნა მო­უ­წია, ამან მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, ეტყო­ბა, ეჭ­ვებ­ში ჩა­ვარ­და, რომ საქ­მე რთუ­ლად იყო. ურ­ჩი­ეს, შე­გიძ­ლია წას­ვლა, მაგ­რამ რად­გან დი­ნა­მი­კა პო­ზი­ტი­უ­რია, ბა­რემ მას მივ­ყვეთ და უმ­ჯო­ბე­სია დარ­ჩეო. მა­ინც გა­ნი­ცა­და... ახლა ყვე­ლა­ფე­რი მას­ზე პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა - ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, შვი­ლე­ბი, იუ­მო­რი, ყვე­ლა­ფე­რი წა­ად­გე­ბა. სოსო ხომ ზო­გა­დად ვაჟ­კა­ცი კა­ცია და არის საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზე, არ არის დათ­რგუ­ნუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, ის მად­ლი­ე­რია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც გვერ­დში უდ­გას, გულ­შე­მატ­კივ­რობს, მად­ლი­ე­რია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­საც, მაგ­რამ იქ მა­ინც თავს იკა­ვებ­და კო­მენ­ტა­რე­ბის­გან, მეს­მის მისი... სო­სოს არას­დროს ეკლდა მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა, მაგ­რამ ამ ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, რომ იტყვი­ან, ყვე­ლას მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა­ში დნე­ბა, ვინც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სა­დაც არ უნდა მოვ­ხვდე, დღე ისე არ გავა, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ჩე­რე­ბენ და მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­კი­თხე­ბი­ან. მეც ყვე­ლას ვი­ნა­ო­ბას ვე­კი­თხე­ბი (ვი­წერ ხოლ­მე), მერე სო­სოს ვუ­რე­კავ და ვუყ­ვე­ბი. ისე უხა­რია, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ეს მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი თე­რა­პია მგო­ნია...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
1

სოსო მაგარი კაცია და ამ მძიმე სენსაც დაამარცხებს, ამის დიდი იმედი მაქვს.

სენაკელი
2

დიდ ხანს გვყავდე სოსო-ახალი როლებით-რომ არა ის ავბედითი წლები არაფერი მოგერეოდა.მადლობა უფალს,რომ ჩამოხვედი და ახალ წელს შენებთან ხვდები,მადლობა თურქ ექიმებს დიდი წარმატებები აქვთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიმსივნურმა კერებმა შემცირება დაიწყო" - რას ჰყვება დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე, რომელსაც თურქმა ექიმებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს

"სიმსივნურმა კერებმა შემცირება დაიწყო" - რას ჰყვება დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე, რომელსაც თურქმა ექიმებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს

მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი გუშინ თურქეთიდან თბილისში ჩამოფრინდა. მოგეხსენებათ, მსახიობი მძიმე სენს ებრძვის და 4-თვიანი მკურნალობისა და ქიმიოთერაპიების შემდეგ მას თურქმა ექიმებმა შინ დაბრუნების ნება დართეს. როგორც მისი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე გვიყვება, მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს და რაც ყველაზე სასიხარულოა, სიმსივნურმა კერებმა შემცირება დაიწყო.

"სოსო გუშინ ჩამოფრინდა თურქეთიდან. მას ექიმების კეთილი ნების გამო მიეცა საშუალება წამოსულიყო და გარემო გამოეცვალა. სოსო რამდენიმე თვეა, სტამბოლის კლინიკაშია, რაც გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სოსომ რამდენიმე ქიმია გაიკეთა, შემდეგ საკონტროლო ანალიზები ჩაუტარდა და თურქი ექიმები კმაყოფილები არიან იმით, რომ მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - სიმსივნის კერები არა მარტო დაკონსერვდა, არამედ შემცირებულიც კია. მკურნალობა წარმატებით მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოსოს არ გამოუშვებდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ნოემბრის ბოლოს გამოეშვათ, მაგრამ ექიმებმა ჩათვალეს, უმჯობესი იქნებოდა, ადგილზე გაეკეთებინათ სამედიცინო მანიპულაციები. სოსო იანვრის ბოლომდე თბილისში ჩაიტარებს ორ მანიპულაციას, შემდეგ პასუხებს გადააგზავნიან სტამბოლის კლინიკაში და იმის მიხედვით გადაწყვეტენ, რა იქნება საჭირო. როგორც ვიცი, საუბარია 2 მიმართულებაზე - შეიძლება გაუგრძელონ ქიმია, ან გადაიყვანონ აბებზე.

სოსოს ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავს, ყველანი ჩართულები ვართ მის ამბავში, სახელმწიფოსგან, სამინისტროდან, "ქართუ ფონდიდან" და მერიიდანაც აქვს მხარდაჭერა და ეს რომ არა, ბუნებრივია, ამ ხარჯებს ის ვერ გაწვდებოდა.

სოსოს უკვე ვესაუბრე, ბევრად პოზიტიური და საბრძოლო განწყობა აქვს, წონაშიც მოიმატა, დაახლოებით 5კგ.- მდე (53 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული და ამის ამოწევა ძალიან ძნელია). თურქ ექიმებს აქაური მკურნალობის პროტოკოლის აბსოლუტურად შეცვლა მოუწიათ. სოსო აღნიშნავს, რომ კლინიკაში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე მკურნალობს და რაც ყველაზე მეტად გულსატკენია, მათ შორის ბევრია ბავშვი. ბავშვების მშობლები მადლიერნი არიან იმით, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სრულად აფინანსებს, ლიმიტი შეუზღუდავია. ვინც იქ მკურნალობს, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან. ახლაც, სოსო და ირმა თბილისში რომ წამოვიდნენ, განსაზღვრული რაოდენობის სამკურნალო მედიკამენტები წამოუღეს მათ, ვინც იქ გადიოდნენ მკურნალობას და ახლა თბილისში აგრძელებენ.

სოსოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახურ გარემოში ყოფნა, თან ახალი წელია კარს მომდგარი. სხვათა შორის, ერთი თვეც არაა, მას შვილიშვილი, გოგონა შეეძინა მეორე ვაჟისგან, რომელიც სოსოს არც ენახა (რაც სამკურნალოდ წავიდა, მას შემდეგ გაჩნდა). დარწმუნებული ვარ სოსოზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს მისი დიდი საახლობლო წრე, იქეთ რაღაცას იხუმრებს... სოსოს ექიმებმა შეუქმნეს განწყობა, რომ ნოემბრის ბოლოს უნდა წამოსულიყო, მაგრამ რადგან კლინიკაში დარჩენა მოუწია, ამან მასზე ძალიან იმოქმედა, ეტყობა, ეჭვებში ჩავარდა, რომ საქმე რთულად იყო. ურჩიეს, შეგიძლია წასვლა, მაგრამ რადგან დინამიკა პოზიტიურია, ბარემ მას მივყვეთ და უმჯობესია დარჩეო. მაინც განიცადა... ახლა ყველაფერი მასზე პოზიტიურად აისახება - ოჯახი, მეგობრები, შვილები, იუმორი, ყველაფერი წაადგება. სოსო ხომ ზოგადად ვაჟკაცი კაცია და არის საბრძოლო განწყობაზე, არ არის დათრგუნული. რაც მთავარია, ის მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც გვერდში უდგას, გულშემატკივრობს, მადლიერია ჟურნალისტებისაც, მაგრამ იქ მაინც თავს იკავებდა კომენტარებისგან, მესმის მისი... სოსოს არასდროს ეკლდა მადლიერების განცდა, მაგრამ ამ ავადმყოფობის შემდეგ განსაკუთრებულად, რომ იტყვიან, ყველას მიმართ მადლიერებაში დნება, ვინც ამ ხნის განმავლობაში მას გულშემატკივრობდა. სადაც არ უნდა მოვხვდე, დღე ისე არ გავა, ადამიანები მაჩერებენ და მის მდგომარეობაზე მეკითხებიან. მეც ყველას ვინაობას ვეკითხები (ვიწერ ხოლმე), მერე სოსოს ვურეკავ და ვუყვები. ისე უხარია, ვერ წარმოიდგენთ, ეს მედიკამენტურ მკურნალობაზე არანაკლები თერაპია მგონია...