მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ საზარბაზნე ხორცს გვეძახდნენ" - როგორ დაიღუპა ასობით რუსი საზღვაო ქვეითი უგლედარისთვის ბრძოლაში: წარმოშობით ქართველის ისტორია, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძოდა
"ჩვენ საზარბაზნე ხორცს გვეძახდნენ" - როგორ დაიღუპა ასობით რუსი საზღვაო ქვეითი უგლედარისთვის ბრძოლაში: წარმოშობით ქართველის ისტორია, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძოდა

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ოკუ­პან­ტმა რუ­სეთ­მა "შავი ბე­რე­ტე­ბი" - სა­ზღვაო ქვე­ით­თა 155-ე ბრი­გა­დის მებ­რძო­ლე­ბი მი­მარ­თა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ უგ­ლე­და­რის შტურ­მის­თვის. მათ შო­რის იყო წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი რა­მაზ გორ­გა­ძე - ახალ­გაზ­რდა რე­პე­რი, რო­მელ­საც TikTok -ზე ათა­სო­ბით მიმ­დე­ვა­რი ჰყავ­და.

2023 წლის 12 იან­ვარს რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 2 ნო­ემ­ბერს ჩრდი­ლო­ე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქის ზო­ნა­ში 25 წლის რი­გი­თი რა­მაზ გორ­გა­ძე შტურ­მი­სას და­ი­ღუ­პა.

ვრცელ წე­რილ­ში ახალ­გაზ­რდა­ზე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის მხა­რეს იბ­რძო­და ვკი­თხუ­ლობთ:

"რა­მაზ გი­ორ­გა­ძე და­ი­ბა­და 1997 წლის 9 იან­ვარს. მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რა სო­ფელ ია­გოდ­ნო­ი­ე­ში. მას ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც პა­ტი­ო­სან, სიმ­პა­თი­ურ, ნი­ჭი­ერ და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ ახალ­გაზ­რდას. რა­მა­ზი ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში სპორ­ტის ოს­ტა­ტის კან­დი­და­ტის წო­დე­ბა ჰქონ­და. იყო არა­ერ­თგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და პრი­ზი­ო­რი.

ის იყო მრა­ვალ­მხრი­ვი პი­როვ­ნე­ბა - უყ­ვარ­და რეპი, წერ­და სიმ­ღე­რებს, ჰყავ­და სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­მო­დი­ო­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე არა მხო­ლოდ სო­ფელ ია­გოდ­ნო­ი­ეს კულ­ტუ­რის სახ­ლში, არა­მედ მა­გა­და­ნის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­შიც".

2015 წელს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რა­მა­ზი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რი­გებ­ში გა­იწ­ვი­ეს. დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­და მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში და და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა სამ­თო კომ­პა­ნია "სტა­ტუს­ში“, შემ­დეგ შპს "ტეპ­ლო­ე­ნერ­გი­ა­ში“ ცენ­ტრა­ლურ ქვა­ბებ­ში ორ­თქლის ქვა­ბე­ბის ოპე­რა­ტო­რად.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რა­მაზ გორ­გა­ძე სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ზეც წა­რად­გი­ნეს.

  • რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად?

რა­მა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ ბი-ბი-სის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი აქ­ვეყ­ნებს ფილ­მს, რო­მელ­შიც მო­თხრო­ბი­ლია რა­ტომ და რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა გორ­გა­ძე.

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში რუ­სეთ­მა "შავი ბე­რე­ტე­ბი“, ელი­ტა­რუ­ლი 155-ე სა­ზღვაო ქვე­ით­თა ბრი­გა­დის წევ­რე­ბი, უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ უგ­ლე­დარ­ში შტურ­მის­თვის გაგ­ზავ­ნა.

შტურ­მი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა "შავი ბე­რე­ტე­ბის" წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ჩი­ოდ­ნენ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის "არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი" ბრძა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მებ­რძო­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ მე­თა­უ­რე­ბის ტაქ­ტი­კუ­რი შეც­დო­მე­ბის შე­დე­გად, ისი­ნი სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდნენ უკ­რა­ი­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, რის გა­მოც ოთხ დღე­ში 300 მებ­რძო­ლი და­კარ­გეს. წე­რილ­ში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ მე­თა­უ­რე­ბი მათ, უბ­რა­ლოდ, "სა­ზარ­ბაზ­ნე ხორცს" უწო­დებ­დნენ.

ღია წყა­როს მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, BBC-ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი რა­მა­ზის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს ეს­ტუმ­რა, სა­დაც შე­ი­ტყვეს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი. BBC-მ აღ­მო­ა­ჩი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ აშ­კა­რად ტაქ­ტი­კურ­მა შეც­დო­მებ­მა გა­მო­იწ­ვია მძი­მე მსხვერ­პლი რუს სა­ზღვაო ქვე­ი­თებს შო­რის. მებ­რძო­ლებ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ნა­კარ­გის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლეს მე­ნე­ჯმენ­ტი, მაგ­რამ მათ არა­ვინ მო­უს­მი­ნა.

ბი-ბი-სის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა შე­ის­წავ­ლა პრი­მო­რი­ე­სა და მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, რის შე­დე­გა­დაც მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ155-ე ბრი­გა­დის პერ­სო­ნა­ლის და­ნა­კარ­გე­ბი, შე­საძ­ლოა, 1 450 ადა­მი­ანს აჭარ­ბებ­დეს. და­სავ­ლე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, შე­ტე­ვის და­სა­წყის­ში 155-ე ბრი­გა­და­ში და­ახ­ლო­ე­ბით სამი ათა­სი ადა­მი­ა­ნი იყო.

  • ელი­ტის და­კარ­გვა

რო­გორც და­სავ­ლე­ლი, ასე­ვე რუსი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, რუ­სუ­ლი არ­მი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი არ იყ­ვნენ მზად თავ­დას­ხმი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის.

155-ე სა­ზღვაო ბრი­გა­და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან იბ­რძო­და. "შავი ბე­რე­ტებ­მა" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში ბრძო­ლე­ბის დროს. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ბრი­გა­დის მებ­რძო­ლე­ბი ბუ­ჩა­ში სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ბრი­გა­დამ ყვე­ლა­ზე მე­ტად იზა­რა­ლა 2022 წლის შე­მოდ­გო­მი­დან, დო­ნეც­კის ოლ­ქში, უგ­ლე­დარ­ში შე­ტე­ვის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბი­სას.

2023 წლის და­სა­წყის­ში ინ­ტერ­ნე­ტი სავ­სე იყო უგ­ლე­დარ­თან 155-ე ბრი­გა­დის სა­ზღვაო ქვე­ით­თა ​​საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბის ქა­ო­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის კად­რე­ბით. დრო­ნი­დან გა­და­ღე­ბულ ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ჩან­და, თუ რო­გორ ვერ ახერ­ხებ­დნენ ქვე­ით­თა ​​საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ღია ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბას.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში უგ­ლე­დარ­სა და მე­ზო­ბელ სო­ფელ პავ­ლოვ­კა­ზე თავ­დას­ხმის კი­დევ ერ­თმა მცდე­ლო­ბამ ასე­ვე გა­მო­იწ­ვია ბრი­გა­დის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­კარ­გი. შემ­დეგ რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ­ხე­ბის რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმა და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის მხარ­დამ­ჭერ­მა ბლო­გე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პავ­ლოვ­კას მახ­ლობ­ლად შე­ტე­ვის 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრი­გა­დამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კარ­გა მთე­ლი თა­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50% და 300-მდე ადა­მი­ა­ნი.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო რა­მაზ გორ­გა­ძე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ რუ­სე­თის შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ის იღებ­და ფო­ტო­ებს სას­წავ­ლო ბა­ნაკ­ში და აზი­ა­რებ­და პოს­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­სტით.

გორ­გა­ძის დე­დამ რუ­სულ გა­ზეთ "მა­გა­დან პრავ­დას“ გა­ნუ­ცხა­და, რომ მას მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და უკ­რა­ი­ნა­შიც.

ის 155-ე სა­ზღვაო ქვე­ით­თა ​​ბრი­გა­დას 2022 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს შე­უ­ერ­თდა.

  • ახა­ლი "სის­ხლი და ხორ­ცი"

გორ­გა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლა­ქე­ბის, პავ­ლივ­კა­სა და უგ­ლე­და­რის ასა­ღე­ბად ოკუ­პან­ტე­ბის ბრძო­ლა­ში.

უგ­ლე­და­რი - ქა­ლა­ქი, სა­დაც ოდეს­ღაც 15 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, ომში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი საბ­რძო­ლო ად­გი­ლი გახ­ლდათ. ის მდე­ბა­რე­ობს მა­ღალ ად­გილ­ზე, რაც უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს რუ­სუ­ლი მი­წო­დე­ბის ხა­ზე­ბის სა­მიზ­ნე­ში ამო­სა­ღე­ბად.

და­ახ­ლო­ე­ბით ამ დროს გორ­გა­ძემ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოკ­ლე ვი­დეო შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კად­რე­ბით, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლაქ ვოლ­ნო­ვა­ხას ნგრე­ვა.

უგ­ლე­დარ­ზე თავ­დას­ხმის წინ კი, მან შე­წყვი­ტა შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა დე­დას­თან.

  • მოგ­ზა­უ­რო­ბა ფრონ­ტის ხაზ­ზე

2022 წლის დე­კემ­ბრის­თვის გორ­გა­ძის დე­დას, სვეტ­ლა­ნას შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აღარ ჰქონ­და. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, თა­ვად წა­სუ­ლი­ყო ფრონ­ტის ხაზ­ზე მის მო­სა­ძებ­ნად. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლად თით­ქმის 7000 კმ გა­ი­ა­რა.

ად­გილ­ზე ჩა­სულ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი შვი­ლი მკვდა­რი იყო.

გორ­გა­ძე მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ია­გოდ­ნო­ი­ე­ში ა.წ. იან­ვრის ბო­ლოს დაკ­რძა­ლეს, და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე დროს, რო­დე­საც რუ­სეთ­მა კი­დევ ერთი შე­ტე­ვა და­ი­წყო უგ­ლე­დარ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დე­გაც, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ჯერ კი­დევ ვერ აი­ღეს უგ­ლე­და­რი და ქა­ლაქ­ზე თავ­დას­ხმე­ბის დროს ჯავ­შან­ტექ­ნი­კის აფეთ­ქე­ბის ახა­ლი ვი­დე­ო­ე­ბი კვლავ ჩნდე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ 155-ე სა­ზღვაო ბრი­გა­დის სე­რი­ო­ზულ და­ნა­კარ­გებს არ მოჰ­ყო­ლია მისი სრუ­ლი დე­ზორ­გა­ნი­ზა­ცია. რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბა დრო­დად­რო ახერ­ხებს ფრონტზე ცო­ცხა­ლი ძა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას - მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის ან პა­ტიმ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით.

ყვე­ლა ამ ფაქ­ტო­რე­ბის შე­დე­გად,155-ე სა­ზღვაო ბრი­გა­და აგ­რძე­ლებს უგ­ლე­და­რის შტურ­მის მცდე­ლო­ბას და და­ნა­კარ­გე­ბი ისევ დი­დია.

უგ­ლე­და­რის­თვის ბრძო­ლა უკვე 15 თვეა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯამბუ
9

მე კი გული დამწყდა,მისი ქართველობის გამო.

ავთო
8

მამა გაბრიელმა თქვა როცა ანტიქრისტე ქრისტიანების დევნას დაიწყებს, ტყეში უნდა გახვიდეთო. რუსეთში დადგა ეს დრო. რატო აგზავნით შვილებს სასაკლაოზე უდანაშაულო ადამიანების დასახოცად? სულს დაიმძიმებენ ცოდვით და თვითონაც დაიღუპებიან. უამრავი ტერიტორია გაქვთ. წადით რაა ტყეში და არავის არ დაემორჩილოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენ საზარბაზნე ხორცს გვეძახდნენ" - როგორ დაიღუპა ასობით რუსი საზღვაო ქვეითი უგლედარისთვის ბრძოლაში: წარმოშობით ქართველის ისტორია, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძოდა

"ჩვენ საზარბაზნე ხორცს გვეძახდნენ" - როგორ დაიღუპა ასობით რუსი საზღვაო ქვეითი უგლედარისთვის ბრძოლაში: წარმოშობით ქართველის ისტორია, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძოდა

2022 წლის ოქტომბერში, ოკუპანტმა რუსეთმა "შავი ბერეტები" - საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადის მებრძოლები მიმართა უკრაინის ქალაქ უგლედარის შტურმისთვის. მათ შორის იყო წარმოშობით ქართველი რამაზ გორგაძე - ახალგაზრდა რეპერი, რომელსაც TikTok -ზე ათასობით მიმდევარი ჰყავდა.

2023 წლის 12 იანვარს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 ნოემბერს ჩრდილოეთის სამხედრო ოლქის ზონაში 25 წლის რიგითი რამაზ გორგაძე შტურმისას დაიღუპა.

ვრცელ წერილში ახალგაზრდაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძოდა ვკითხულობთ:

"რამაზ გიორგაძე დაიბადა 1997 წლის 9 იანვარს. მან მთელი ცხოვრება გაატარა სოფელ იაგოდნოიეში. მას ახასიათებენ, როგორც პატიოსან, სიმპათიურ, ნიჭიერ და კომუნიკაბელურ ახალგაზრდას. რამაზი ადრეული ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სპორტის ოსტატის კანდიდატის წოდება ჰქონდა. იყო არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი.

ის იყო მრავალმხრივი პიროვნება - უყვარდა რეპი, წერდა სიმღერებს, ჰყავდა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი, რომელთან ერთადაც გამოდიოდა სხვადასხვა ღონისძიებებზე არა მხოლოდ სოფელ იაგოდნოიეს კულტურის სახლში, არამედ მაგადანის რაიონის სოფლებშიც".

2015 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ რამაზი რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და დაიწყო მუშაობა სამთო კომპანია "სტატუსში“, შემდეგ შპს "ტეპლოენერგიაში“ ცენტრალურ ქვაბებში ორთქლის ქვაბების ოპერატორად.

მოგვიანებით რამაზ გორგაძე სახელმწიფო ჯილდოზეც წარადგინეს.

  • რა მოხდა რეალურად?

რამაზის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ბი-ბი-სის რუსული სამსახური აქვეყნებს ფილმს, რომელშიც მოთხრობილია რატომ და რა ვითარებაში გარდაიცვალა გორგაძე.

2022 წლის ოქტომბერში რუსეთმა "შავი ბერეტები“, ელიტარული 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის წევრები, უკრაინის ქალაქ უგლედარში შტურმისთვის გაგზავნა.

შტურმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ინტერნეტში გამოჩნდა "შავი ბერეტების" წერილი, რომელშიც ჩიოდნენ სამხედრო ხელმძღვანელობის "არაკომპეტენტური" ბრძანებების შესახებ. მებრძოლები აცხადებდნენ, რომ მეთაურების ტაქტიკური შეცდომების შედეგად, ისინი სრულიად დაუცველი აღმოჩნდნენ უკრაინელთა წინააღმდეგ, რის გამოც ოთხ დღეში 300 მებრძოლი დაკარგეს. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ მეთაურები მათ, უბრალოდ, "საზარბაზნე ხორცს" უწოდებდნენ.

ღია წყაროს მონაცემებისა და ვიდეო მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, BBC-ის საგამოძიებო ჯგუფი რამაზის მშობლიურ ქალაქს ესტუმრა, სადაც შეიტყვეს მისი გარდაცვალების გარემოებები. BBC-მ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ აშკარად ტაქტიკურმა შეცდომებმა გამოიწვია მძიმე მსხვერპლი რუს საზღვაო ქვეითებს შორის. მებრძოლებმა მოსალოდნელი დანაკარგის თაობაზე არაერთხელ გააფრთხილეს მენეჯმენტი, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა.

ბი-ბი-სის საგამოძიებო ჯგუფმა შეისწავლა პრიმორიესა და მეზობელი რეგიონების სასაფლაოები, რის შედეგადაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ155-ე ბრიგადის პერსონალის დანაკარგები, შესაძლოა, 1 450 ადამიანს აჭარბებდეს. დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, შეტევის დასაწყისში 155-ე ბრიგადაში დაახლოებით სამი ათასი ადამიანი იყო.

  • ელიტის დაკარგვა

როგორც დასავლელი, ასევე რუსი ექსპერტების აზრით, რუსული არმიის გაერთიანებული შეიარაღების ქვედანაყოფები არ იყვნენ მზად თავდასხმითი ოპერაციებისთვის.

155-ე საზღვაო ბრიგადა უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან იბრძოდა. "შავი ბერეტებმა" მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა კიევის რეგიონში ბრძოლების დროს. უკრაინის ხელისუფლებამ ამ ბრიგადის მებრძოლები ბუჩაში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.

ბრიგადამ ყველაზე მეტად იზარალა 2022 წლის შემოდგომიდან, დონეცკის ოლქში, უგლედარში შეტევის რამდენიმე მცდელობისას.

2023 წლის დასაწყისში ინტერნეტი სავსე იყო უგლედართან 155-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების ქაოტური მოქმედებების კადრებით. დრონიდან გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ ვერ ახერხებდნენ ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანაში მყოფი ჯარისკაცები დიდი ხნის განმავლობაში ღია ადგილის დატოვებას.

გასული წლის ნოემბერში უგლედარსა და მეზობელ სოფელ პავლოვკაზე თავდასხმის კიდევ ერთმა მცდელობამ ასევე გამოიწვია ბრიგადის სერიოზული დანაკარგი. შემდეგ რუსული სახელმწიფო არხების რამდენიმე ჟურნალისტმა და უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერმა ბლოგერებმა განაცხადეს, რომ პავლოვკას მახლობლად შეტევის 4 დღის განმავლობაში ბრიგადამ, სავარაუდოდ, დაკარგა მთელი თავისი აღჭურვილობის დაახლოებით 50% და 300-მდე ადამიანი.

ერთ-ერთი მათგანი იყო რამაზ გორგაძე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან იყო მობილიზებული. ის იღებდა ფოტოებს სასწავლო ბანაკში და აზიარებდა პოსტებს სოციალურ ქსელში რუსეთის მხარდამჭერი ტექსტით.

გორგაძის დედამ რუსულ გაზეთ "მაგადან პრავდას“ განუცხადა, რომ მას მეგობრები ჰყავდა უკრაინაშიც.

ის 155-ე საზღვაო ქვეითთა ​​ბრიგადას 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს შეუერთდა.

  • ახალი "სისხლი და ხორცი"

გორგაძე მონაწილეობდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების, პავლივკასა და უგლედარის ასაღებად ოკუპანტების ბრძოლაში.

უგლედარი - ქალაქი, სადაც ოდესღაც 15 000 ადამიანი ცხოვრობდა, ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი საბრძოლო ადგილი გახლდათ. ის მდებარეობს მაღალ ადგილზე, რაც უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს რუსული მიწოდების ხაზების სამიზნეში ამოსაღებად.

დაახლოებით ამ დროს გორგაძემ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო შემაძრწუნებელი კადრებით, რომელშიც ასახულია ახლომდებარე ქალაქ ვოლნოვახას ნგრევა.

უგლედარზე თავდასხმის წინ კი, მან შეწყვიტა შეტყობინებების გაგზავნა დედასთან.

  • მოგზაურობა ფრონტის ხაზზე

2022 წლის დეკემბრისთვის გორგაძის დედას, სვეტლანას შვილის შესახებ ინფორმაცია აღარ ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტა, თავად წასულიყო ფრონტის ხაზზე მის მოსაძებნად. მისი თქმით, უკრაინამდე მისასვლელად თითქმის 7000 კმ გაიარა.

ადგილზე ჩასულმა აღმოაჩინა, რომ მისი შვილი მკვდარი იყო.

გორგაძე მშობლიურ ქალაქ იაგოდნოიეში ა.წ. იანვრის ბოლოს დაკრძალეს, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც რუსეთმა კიდევ ერთი შეტევა დაიწყო უგლედარზე.

აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, საოკუპაციო ძალებმა ჯერ კიდევ ვერ აიღეს უგლედარი და ქალაქზე თავდასხმების დროს ჯავშანტექნიკის აფეთქების ახალი ვიდეოები კვლავ ჩნდება სოციალურ ქსელებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 155-ე საზღვაო ბრიგადის სერიოზულ დანაკარგებს არ მოჰყოლია მისი სრული დეზორგანიზაცია. რუსული სამხედრო სარდლობა დროდადრო ახერხებს ფრონტზე ცოცხალი ძალის ნაკლებობის ანაზღაურებას - მობილიზებულების ან პატიმრების დახმარებით.

ყველა ამ ფაქტორების შედეგად,155-ე საზღვაო ბრიგადა აგრძელებს უგლედარის შტურმის მცდელობას და დანაკარგები ისევ დიდია.

უგლედარისთვის ბრძოლა უკვე 15 თვეა გრძელდება.