საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომპანიის დირექტორს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს" - თაღლითობა: პროკურატურამ 3 პირი დააკავა
"კომპანიის დირექტორს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს" - თაღლითობა: პროკურატურამ 3 პირი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ცნო­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და­არ­წმუ­ნეს ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, თით­ქოს­და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­თან სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას შეძ­ლებ­დნენ, რი­თაც კომ­პა­ნი­ას სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სახ­დე­ლად და­რი­ცხუ­ლი 2 000 000 ლა­რი­დან 900 000 ლა­რამ­დე შე­უმ­ცირ­დე­ბო­და და კომ­პა­ნი­ის უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო გი­რავ­ნო­ბა/ყა­და­ღა გა­უქ­მდე­ბო­და.

"ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს, აღ­ნიშ­ნუ­ლის მო­საგ­ვა­რებ­ლად, თით­ქოს­და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის ქრთა­მის სა­ხით გა­და­სა­ცე­მად, 200 000 ლარი მოს­თხო­ვეს, სა­ი­და­ნაც ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი 32 000 ლარი ჩა­ა­რი­ცხი­ნეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, ესე იგი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით სხვი­სი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის და­უფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა მო­ტყუ­ე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის ჯგუ­ფის მიერ) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით - პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოო
15

ვერ გავიგე ეგ თანხა ქრთამია და 1-ლარი ქრთამი არ არის???აბა მიდი ბანკებსა და ჩასარიცხებში ქრთამი თუ არ მიეცი ისე არ გახდეინებს გადასახადს უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა მეტი არაფერი,როგორც აზრი გამოვიტანე ეს დაკანონებული ქრთამი ყოფილა ბანკებსა და ჩასარიცხებში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კომპანიის დირექტორს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს" - თაღლითობა: პროკურატურამ 3 პირი დააკავა

"კომპანიის დირექტორს, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს" - თაღლითობა: პროკურატურამ 3 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაარწმუნეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული 2 000 000 ლარიდან 900 000 ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/ყადაღა გაუქმდებოდა.

"ბრალდებულებმა კომპანიის დირექტორს, აღნიშნულის მოსაგვარებლად, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად, 200 000 ლარი მოსთხოვეს, საიდანაც ერთ-ერთი დაკავებულის საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილი თანხის ნაწილი 32 000 ლარი ჩაარიცხინეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.