მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები" - თავდაცვის მინისტრი
"2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები" - თავდაცვის მინისტრი

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2023 წელს თავ­დაც­ვის უწყე­ბამ თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეს­ყიდ­ვე­ბი გა­ა­ფორ­მა, რაც თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

"გრძელ­ვა­დი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი, თუ სად უნდა მი­ვი­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრივ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ ამ სა­მიზ­ნეს გა­ცი­ლე­ბით გა­და­ვა­ჭარ­ბეთ, გა­ვას­წა­რით და დავ­დეთ ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის, ჯავ­შან­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბა 13 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც 2021 წელს მი­ვი­ღეთ, პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი იყო. შემ­დეგ წელს 20 მი­ლი­ო­ნი მი­ვი­ღეთ, 30 მი­ლი­ო­ნი და ასე­თი პროგ­რე­სით ვაგ­რძე­ლებთ. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი, რო­გორც სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის როლი აქ დი­დია, ასე­ვე ზო­გა­დად ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის“, - აღ­ნიშ­ნა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

რო­გორც თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გან­მარ­ტა, უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად 2 წე­ლი­წად­ში სრუ­ლად გვექ­ნე­ბა და­ცუ­ლი თბი­ლი­სის ცა, მათ შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, აე­რო­პორ­ტე­ბი, სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი და ა.შ.

"ეს არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვენ ამას მი­ვაღ­წევთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე ამის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამის გა­რან­ტი­აა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

ჯერ ბიუჯეტი ნახეთ. ხელფასზე არ ყოფნით!

444
3

სოფელი უცბათ არ აშენდება, ნელა ნელა ყველაფერი იქნება.

ავტორი:

"2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები" - თავდაცვის მინისტრი

"2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები" - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

"გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირის დახმარება 13 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, პირველი პრეცედენტი იყო. შემდეგ წელს 20 მილიონი მივიღეთ, 30 მილიონი და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობის როლი აქ დიდია, ასევე ზოგადად ჩვენი ხელისუფლების“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, უკვე გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ.

"ეს არასდროს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, უკვე ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა“, - განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.