საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში მაკდონალდსის რიგით 23-ე რესტორანი გაიხსნა
საქართველოში მაკდონალდსის რიგით 23-ე რესტორანი გაიხსნა

კომ­პა­ნია „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ფარ­თო­ე­ბას გა­ნაგ­რძობს. ამ­ჯე­რად, თბი­ლისს „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ კი­დევ ერთი რეს­ტო­რა­ნი შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა და ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს და­უ­ვი­წყა­რი დღე აჩუ­ქა. ახა­ლი მაკ­დო­ნალდსი თბი­ლის­ში რი­გით მე-16, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 23-ე რეს­ტო­რა­ნია. ახალ პრო­ექ­ტში კომ­პა­ნი­ამ 5,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და 80-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა.

შარ­ტა­ვას ქუ­ჩის #4 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე მაკ­დო­ნალდსის რეს­ტო­რა­ნი სტუმ­რებს 14 დე­კემ­ბრი­დან მას­პინ­ძლობს და ყო­ველ­დღე, 09:00 სა­ა­თი­დან 00:00 სა­ა­თამ­დე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ახა­ლი სივ­რცე, სხვა რეს­ტორ­ნე­ბის მსგავ­სად, მომ­ხმა­რე­ბელს სწრაფ და ხა­რის­ხი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას და შშმ პი­რებ­ზე მორ­გე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას სთა­ვა­ზობს.

ახ­ლად­გახ­სნილ რეს­ტო­რან­ში, მაკ­დო­ნალდსთან ერ­თად, გან­თავ­სე­ბუ­ლია უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი მა­კკა­ფეც, რო­მე­ლიც ყა­ვი­სა და დე­სერ­ტე­ბის მოყ­ვა­რულ­თა სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია, სა­დაც სტუმ­რებს არო­მა­ტუ­ლი და პრე­მი­უმ კლა­სის ყა­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ასორ­ტი­მენ­ტი­სა და უგემ­რი­ე­ლე­სი დე­სერ­ტე­ბის არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ეს იქ­ნე­ბა ად­გი­ლი, რო­მე­ლიც მაკ­დო­ნალდსის გულ­შე­მატ­კივ­რებს მო­უყ­რის თავს და მათი საყ­ვა­რე­ლი მე­ნი­უ­ე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბა.

რეს­ტორ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ პრე­ზი­დენ­ტი თე­მურ ჭყო­ნია, „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ კა­პა­ნა­ძე, მაკ­დო­ნალდსის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბავ­შვე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხა­ლი­სო და გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც მო­ე­წყო. გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მხო­ლოდ ამ რეს­ტორ­ნის­თვის, აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით ესარ­გებ­ლათ.

“რო­დე­საც ბიზ­ნე­სი ფარ­თოვ­დე­ბა და ზრდას გა­ნაგ­რძობს ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ამას ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვაც აქვს. 1996 წელს და­ვი­წყეთ და მას მერე მუდ­მი­ვად ვვი­თარ­დე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნამ 80 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შექ­მნა. მაკ­დო­ნალდსი არ არის კვე­ბის ობი­ექ­ტი, მაკ­დო­ნალდსი ფი­ლო­სო­ფი­აა - ეს არის ხა­რის­ხის, კულ­ტუ­რის, სწო­რი ბიზ­ნე­სის კე­თე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა,“ – „მაკ­დო­ნალდსის“ გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­გო­მებ­ზე სა­უბ­რობს „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ პრე­ზი­დენ­ტი თე­მურ ჭყო­ნია.

„2023 წელს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში შე­ნა­ტან­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით 33 მი­ლი­ო­ნი ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. მომ­დევ­ნო წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა. 1999 წლი­დან დღემ­დე, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით 150 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­რე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, მათ შო­რის წელს 25 მი­ლი­ო­ნი, მო­მა­ვალ წელს კი, 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­აა და­გეგ­მი­ლი. ჩვენს რეს­ტორ­ნებ­ში 1900 ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­საც აქვთ რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ის­წავ­ლონ და კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზეც იზ­რუ­ნონ. ჩვენ მომ­სა­ხუ­რე­ბის, სერ­ვი­სის, სი­სუფ­თა­ვის სტარ­დარტს ვა­წე­სებთ. რაც უფრო მეტი მაკ­დო­ნალდსის რეს­ტო­რა­ნი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მეტი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი გაჩ­ნდე­ბა და მეტი და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გვე­ყო­ლე­ბა. ეს არის მეტი შე­ნა­ტა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში, ეს არის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და სხვა დო­ნის ბიზ­ნე­სის კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა,“ - გან­მარ­ტავს „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ კა­პა­ნა­ძე.

„მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ ერთ-ერთი მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლია და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 1900-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. გახ­სნის პირ­ვე­ლი დღი­დან დღემ­დე კი „მაკ­დო­ნალდსში“ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა 7 ათას­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო.

2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაკ­დო­ნალდსის რეს­ტორ­ნე­ბის ინ­ვეს­ტი­ცია ჯამ­ში 9,8 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლომ“, 1999 წლი­დან დღემ­დე, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით 150 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში შე­ნა­ტა­ნი კი 188 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 2024 წელ­საც რამ­დე­ნი­მე ახა­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნას, მსხვი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გეგ­მავს.

R

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
1

მთელმა საქართველომ უნდა ვიზეიმოთ ეს "დაუვიწყარი დღე"

ხათო
1

ანუ, ყოველ 100 მეტრში ერთი "მაკდონალდსი". ძალიან ბევრი ხომ არ არის?

ავტორი:

საქართველოში მაკდონალდსის რიგით 23-ე რესტორანი გაიხსნა

საქართველოში მაკდონალდსის რიგით 23-ე რესტორანი გაიხსნა

კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ერთი რესტორანი შეემატა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა და ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი დღე აჩუქა. ახალი მაკდონალდსი თბილისში რიგით მე-16, ხოლო საქართველოს მასშტაბით 23-ე რესტორანია. ახალ პროექტში კომპანიამ 5,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 80-მდე ადამიანი დაასაქმა.

შარტავას ქუჩის #4 ნომერში მდებარე მაკდონალდსის რესტორანი სტუმრებს 14 დეკემბრიდან მასპინძლობს და ყოველდღე, 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება. ახალი სივრცე, სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

ახლადგახსნილ რესტორანში, მაკდონალდსთან ერთად, განთავსებულია უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი მაკკაფეც, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საუკეთესო ადგილია, სადაც სტუმრებს არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და უგემრიელესი დესერტების არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. ეს იქნება ადგილი, რომელიც მაკდონალდსის გულშემატკივრებს მოუყრის თავს და მათი საყვარელი მენიუებით გაუმასპინძლდება.

რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, მაკდონალდსის გულშემატკივრები და ერთგული მომხმარებლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობებიც მოეწყო. გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ რესტორნისთვის, აპლიკაციაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ განსაკუთრებული შეთავაზებით ესარგებლათ.

“როდესაც ბიზნესი ფართოვდება და ზრდას განაგრძობს ეს ბედნიერებაა. ამას ემოციური დატვირთვაც აქვს. 1996 წელს დავიწყეთ და მას მერე მუდმივად ვვითარდებით. აღსანიშნავია, რომ ახალი რესტორნის გახსნამ 80 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. მაკდონალდსი არ არის კვების ობიექტი, მაკდონალდსი ფილოსოფიაა - ეს არის ხარისხის, კულტურის, სწორი ბიზნესის კეთებისა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ერთობლიობა,“ – „მაკდონალდსის“ განსაკუთრებულ მიდგომებზე საუბრობს „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია.

„2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანმა გადასახადების სახით 33 მილიონი ლარს გადააჭარბა. მომდევნო წელს აღნიშნული მაჩვენებლი დაახლოებით 40 მილიონი ლარამდე გაიზრდება. 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი ინვესტირება განვახორციელეთ, მათ შორის წელს 25 მილიონი, მომავალ წელს კი, 30 მილიონი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. ჩვენს რესტორნებში 1900 ახალგაზრდა ადამიანია დასაქმებული, რომელსაც აქვთ რეალურად შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო მენეჯმენტი შეისწავლონ და კარიერულ წინსვლაზეც იზრუნონ. ჩვენ მომსახურების, სერვისის, სისუფთავის სტარდარტს ვაწესებთ. რაც უფრო მეტი მაკდონალდსის რესტორანი იქნება საქართველოში, მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება და მეტი დასაქმებული ადამიანი გვეყოლება. ეს არის მეტი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის ინფრასტრუქტურის და სხვა დონის ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარება,“ - განმარტავს „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით, 1900-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

2023 წლის განმავლობაში, მაკდონალდსის რესტორნების ინვესტიცია ჯამში 9,8 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში „მაკდონალდს საქართველომ“, 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 188 მილიონ ლარს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით 2024 წელსაც რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას, მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასა და მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"