მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მთელი ოჯახისთვის შოკი იყო" - ბრიტანელი ბიჭი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, საფრანგეთში იპოვეს
"ეს მთელი ოჯახისთვის შოკი იყო" - ბრიტანელი ბიჭი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, საფრანგეთში იპოვეს

ბრი­ტა­ნე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, საფ­რან­გეთ­ში იპო­ვეს. ალექს ბატი 2017 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. იგი იმ დროს ეს­პა­ნეთ­ში დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქალი შვი­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მე­ურ­ვე არ ყო­ფი­ლა.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­ჩა­ში მარ­ტო მო­სი­ა­რუ­ლე ალექ­სი მძღოლ­მა, ფა­ბი­ენ აცი­დინ­მა შე­ნიშ­ნა და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნა.

ბიჭ­მა ბე­ბი­ას­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად ფა­ბი­ე­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა და წე­რი­ლი მის­წე­რა: "გა­მარ­ჯო­ბა ბებო, ალექ­სი ვარ. საფ­რან­გეთ­ში, ტუ­ლუზ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას მი­ი­ღებ. მიყ­ვარ­ხარ, მინ­და სახ­ლში დავ­ბრუნ­დე" - ეწე­რა აღ­ნიშ­ნულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში.

რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ბატი საფ­რან­გეთ­ში, ოტ-გა­რონ­ში, ქა­ლაქ ტუ­ლუ­ზის მახ­ლობ­ლად იპო­ვეს. ოჯახ­მა მო­ზარ­დის ვი­ნა­ო­ბა უკვე და­ა­დას­ტუ­რა და ის ინ­გლის­ში მალე დაბ­რუნ­დე­ბა.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. მე მას უკვე ვე­სა­უბ­რე. ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­შია. ეს მთე­ლი ოჯა­ხის­თვის შოკი იყო" - გა­ნა­ცხა­და ალექ­სის ბე­ბი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ალექ­სი დე­დამ, მე­ლა­ნი ბა­ტიმ და ბა­ბუ­ამ, დე­ვიდ ბა­ტიმ მა­რო­კო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მათ 2017 წლის 30 სექ­ტემ­ბერს ბავ­შვთან ერ­თად და­ტო­ვეს მან­ჩეს­ტე­რი და ერ­თკვი­რი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის­თვის ეს­პა­ნეთ­ში გა­ემ­გზავრნენ.

ალექ­სი ბო­ლოს იმა­ვე წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, მა­ლა­გას პორ­ტში ნა­ხეს. მე­ლა­ნი­სა და დე­ვი­დის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი დღემ­დე უც­ნო­ბია...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
0

ძალიან გაურკვეველი ისტორიაა. წყაროსაც გადავალე თვალი და ,,დედამ მოიტაცაო"...დიდი სისულელეა :|

დავითი
3

ამ მართლა ბატებს, თავისი შვილიც არ უნდა ანდო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს მთელი ოჯახისთვის შოკი იყო" - ბრიტანელი ბიჭი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, საფრანგეთში იპოვეს

"ეს მთელი ოჯახისთვის შოკი იყო" - ბრიტანელი ბიჭი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, საფრანგეთში იპოვეს

ბრიტანელი ბიჭი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, საფრანგეთში იპოვეს. ალექს ბატი 2017 წელს გაუჩინარდა. იგი იმ დროს ესპანეთში დედასთან ერთად იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ქალი შვილის კანონიერი მეურვე არ ყოფილა.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩაში მარტო მოსიარულე ალექსი მძღოლმა, ფაბიენ აციდინმა შენიშნა და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა.

ბიჭმა ბებიასთან დასაკავშირებლად ფაბიენის სოციალური ქსელი გამოიყენა და წერილი მისწერა: "გამარჯობა ბებო, ალექსი ვარ. საფრანგეთში, ტულუზში ვიმყოფები. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეტყობინებას მიიღებ. მიყვარხარ, მინდა სახლში დავბრუნდე" - ეწერა აღნიშნულ შეტყობინებაში.

რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბატი საფრანგეთში, ოტ-გარონში, ქალაქ ტულუზის მახლობლად იპოვეს. ოჯახმა მოზარდის ვინაობა უკვე დაადასტურა და ის ინგლისში მალე დაბრუნდება.

"ძალიან ბედნიერი ვარ. მე მას უკვე ვესაუბრე. ამჟამად საფრანგეთშია. ეს მთელი ოჯახისთვის შოკი იყო" - განაცხადა ალექსის ბებიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე მტკიცებით, ალექსი დედამ, მელანი ბატიმ და ბაბუამ, დევიდ ბატიმ მაროკოში წაიყვანეს. მათ 2017 წლის 30 სექტემბერს ბავშვთან ერთად დატოვეს მანჩესტერი და ერთკვირიანი შვებულებისთვის ესპანეთში გაემგზავრნენ.

ალექსი ბოლოს იმავე წლის 8 ოქტომბერს, მალაგას პორტში ნახეს. მელანისა და დევიდის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია...წყარო