სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროსადგურ "ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში გვექნება მზად, რაც შეეხება სადგურის მოედანს..." - კახა კალაძე
მეტროსადგურ "ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში გვექნება მზად, რაც შეეხება სადგურის მოედანს..." - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მეტ­რო­სად­გურ "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში“ მგზავ­რთნა­კა­დის მო­წეს­რი­გე­ბი­სა და შეს­ვლის პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო მე­ო­რე, გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მათ შო­რის, მეტ­როს მე­ო­რე ამო­სას­ვლე­ლის მო­წყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში იქ­ნე­ბა მზად.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს და 5-ეტა­პი­ან კვლე­ვას ატა­რებს.

"მეტ­რო­სად­გურ "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში“ იყო დის­კომ­ფორ­ტი შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მოხ­სნი­ლია, რად­გან და­ვა­მონ­ტა­ჟეთ ახა­ლი, უფრო მეტი ტურ­ნი­კე­ტი და დღეს მეტ­რო­ში შეს­ვლა პი­კის სა­ა­თებ­შიც არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. რაც შე­ე­ხე­ბა, მე­ო­რე უფრო გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექტს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ვმუ­შა­ობთ. აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (ABD) ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა, კვლე­ვე­ბი და­წყე­ბუ­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში უკვე უნდა გვქონ­დეს ფა­სე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი. 5-ეტა­პი­ა­ნი კვლე­ვაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ორი ეტა­პი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ნო­ემ­ბერ­ში გვექ­ნე­ბა პრო­ექ­ტი მზად, იმის­თვის, რომ გა­მო­ვა­ცხა­დოთ ტენ­დე­რი უშუ­ა­ლოდ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და ამი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მეტ­როს გა­ნახ­ლე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბა.

"ერთი რამ მინ­და ვთქვა, რომ არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია მეტ­რო­ში და არც ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ვით ნარ­მა­ნია იყო პირ­ვე­ლი მერი, რო­მელ­მაც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი - 140 ერ­თე­უ­ლი "მა­ნის“ მარ­კის ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნა. მავ­ნე­ბელ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უფ­ლე­ბა არ აქვს, ისა­უბ­როს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე, რად­გან ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ქა­ლაქს მო­პა­რეს, წა­არ­თვეს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ტრან­სპორ­ტი - ტრამ­ვაი, მო­ი­პა­რეს ხა­ზე­ბი და ჯარ­თში ჩა­ა­ბა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძემ ასე­ვე ისა­უბ­რა სად­გუ­რის მო­ედ­ნის გვი­რა­ბის გა­გა­ნი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა­ზე და აღ­ნიშ­ნა,რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი დიდ პრობ­ლე­მებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც გვი­რა­ბის დიდი ხნით ჩა­კეტ­ვას გუ­ლის­ხმობს.

"რაც შე­ე­ხე­ბა სად­გუ­რის მო­ე­დანს, იცით, რომ ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბით ვა­რე­გუ­ლი­რებთ აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას, რაც დის­კომ­ფორ­ტს წარ­მო­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა გვი­რა­ბის გა­გა­ნი­ე­რე­ბას, ეს არის დიდ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - მი­წის­ქვე­შა წყლე­ბი, აღ­ნიშ­ნუ­ლი გვი­რა­ბის დიდი ხნით ჩა­კეტ­ვა, შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მელქისედეკი
1

დიდ დიღომს არ უნდა ერთი სადგური? რა დროს გაფართოვება და გაგანიერებაა კახა შემოგევლე , დიდ დიღომში შემოაგრიალე რა ქვეგრიალა გინდაც ზეგრიალა , ოღონდ შემოაგდე და მერე თუ გინდა გადადექი 😊😊😊

buxo
0

დიდუბის მეტროს მეორე გამოსასვლელიც აღადგინეთ, მით უმეტეს ადრე არსებობდა და არა მგონია რამე განსაკუთრებული პროექტი დაჭირდეს, არც ჯვირი დაჯდება. 

პატივისცემით,

ავტორი:

მეტროსადგურ "ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში გვექნება მზად, რაც შეეხება სადგურის მოედანს..." - კახა კალაძე

მეტროსადგურ "ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში გვექნება მზად, რაც შეეხება სადგურის მოედანს..." - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში“ მგზავრთნაკადის მოწესრიგებისა და შესვლის პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიანი პროექტი განხორციელდა, ხოლო მეორე, გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მათ შორის, მეტროს მეორე ამოსასვლელის მოწყობას ითვალისწინებს, 2024 წლის ნოემბერში იქნება მზად.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს და 5-ეტაპიან კვლევას ატარებს.

"მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში“ იყო დისკომფორტი შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, რადგან დავამონტაჟეთ ახალი, უფრო მეტი ტურნიკეტი და დღეს მეტროში შესვლა პიკის საათებშიც არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება, მეორე უფრო გრძელვადიან პროექტს, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. აზიის განვითარების ბანკი (ABD) ძალიან გვეხმარება, კვლევები დაწყებულია ამ მიმართულებით, 2024 წლის ნოემბერში უკვე უნდა გვქონდეს ფასები, პროექტები. 5-ეტაპიანი კვლევაა გასაკეთებელი, ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და ნოემბერში გვექნება პროექტი მზად, იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი უშუალოდ სამუშაოებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტს მეტროს განახლებაშიც ეხმარება.

"ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არავის არაფერი გაუკეთებია მეტროში და არც ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. დავით ნარმანია იყო პირველი მერი, რომელმაც განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - 140 ერთეული "მანის“ მარკის ავტობუსები შემოიყვანა. მავნებელ "ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს, ისაუბროს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ქალაქს მოპარეს, წაართვეს ყველაზე ძვირფასი ტრანსპორტი - ტრამვაი, მოიპარეს ხაზები და ჯართში ჩააბარეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე ისაუბრა სადგურის მოედნის გვირაბის გაგანიერების პრობლემაზე და აღნიშნა,რომ აღნიშნული პროექტი დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაც გვირაბის დიდი ხნით ჩაკეტვას გულისხმობს.

"რაც შეეხება სადგურის მოედანს, იცით, რომ ჩვენ ადამიანებით ვარეგულირებთ აღნიშნულ პრობლემას, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. რაც შეეხება გვირაბის გაგანიერებას, ეს არის დიდ პრობლემასთან დაკავშირებული - მიწისქვეშა წყლები, აღნიშნული გვირაბის დიდი ხნით ჩაკეტვა, შესაბამისად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.