სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში საცობებია, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების პრობლემა არ აქვს" - კალაძე გუშინდელ ხანძარზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
"მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში საცობებია, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების პრობლემა არ აქვს" - კალაძე გუშინდელ ხანძარზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის­თვის სა­ცო­ბე­ბი ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვაა და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის "გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა“.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ცო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმის­თვის, რომ "რა­ღა­ცე­ბი გა­მოს­წორ­დეს“, ერ­თა­დერ­თი გზა ის პო­ლი­ტი­კაა, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ატა­რებს.

"სა­ცო­ბე­ბი ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვაა და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა. 650 ათა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს თბი­ლის­ში პი­კის სა­ათ­ში. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? გუ­შინ ამას ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი და­ე­მა­ტა, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მი­და­მო­ებ­ში იყო 54 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გუ­შინ. ეს სა­ოც­რე­ბაა ცხა­დია ამ ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი გავ­ლე­ნა. ერ­თა­დერ­თი გზა, რაც ჩვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღა­ცე­ბი გა­მო­ვას­წო­როთ, ეს არის ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ატა­რებს - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი სა­ავ­ტო­ბუსო ზო­ლე­ბი, ავ­ტო­ბუ­სე­ბი. იცით, რომ 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი მალე დაგ­ვე­მა­ტე­ბა დე­და­ქალ­ში, რომ შევ­ძლოთ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის გა­დაყ­ვა­ნა. შევ­ძლოთ, უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ, რო­გორც ავ­ტო­ბუ­სი ასე­ვე, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და რა თქმა უნდა, ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. მეს­მის, ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის დრო­საც არის დის­კომ­ფორ­ტი, პრობ­ლე­მა. დღეს წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი გა­და­კე­ტი­ლია და მოძ­რა­ო­ბა ჭირს, რად­გან ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­შინ რა ვქნათ, არ გა­ვა­კე­თოთ? ნა­ხეთ ძა­ლი­ან მარ­ტივ რა­ღა­ცას გე­უბ­ნე­ბით, ოპო­ზი­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპე­კუ­ლან­ტე­ბი არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბენ. მე გა­მო­ვე­დი, კი­დევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გა­ვუს­ვი - თუ გაქვთ რა­ი­მე და იცით, მზად ვართ მო­ი­ტა­ნეთ ან გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი და გა­ვა­კე­თებთ. მაგ­რამ უბ­რა­ლოდ ძა­ხი­ლი, რომ ის არას­წორს აკე­თებს.. კარ­გი, მე არას­წორს ვა­კე­თებ, რა არის სწო­რი გვი­თხა­რით. მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი ჩარ­თულ­ნი არი­ან და გვე­უბ­ნე­ბი­ან, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი. ვა­შა­ძის თემა მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, გა­მო­ვი­და თქვა, რომ მერი არას­წო­რად აკე­თებს, "სის­ტრამ“ და­უ­წე­რა რა­ღა­ცე­ბი და იმას არ ას­რუ­ლებ­სო. გა­მოდ­გა, რომ ეს არის ტყუ­ი­ლი, სიც­რუე. თვი­თონ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­აც გა­მო­ვი­და, სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ბა­ტო­ნი ვა­შა­ძე. მერე, მივ­მარ­თე მას, რომ თუ იცის რამე, წარ­მო­ად­გი­ნოს და მზად ვართ გან­ვი­ხი­ლოთ. გა­მო­ვი­და და კო­მი­სი­ე­ბი შევ­ქმნა­თო, სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც სა­ცო­ბე­ბის გამო, გუ­შინ ხან­ძრი­სას გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბის შე­საძ­ლო დაგ­ვი­ა­ნე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ცო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას და არც სა­ხან­ძროს გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა არ აქვს.

"არა­ნა­ი­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბით არ მი­სუ­ლა {სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა]. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­თხო­ვოთ ეგ ინ­ფორ­მა­ცია და მი­ი­ღებთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რამ­დენ წუთ­ში მი­ვი­და სა­ხან­ძრო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლაქ­ში არის სა­ცო­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რთუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა, არც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას და არც სა­ხან­ძროს გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა არ აქვს, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმის კულ­ტუ­რა აქვს, რო­დე­საც სა­ხან­ძრო მო­დის და თუნ­დაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა, გა­ა­ტა­რონ“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი.
0

რას ნიშნავს, მანქანების გადაჭარბებული რაოდენობა? თუ ქალაქში, ხალხზე მეტი, მანქანები დადის, თუ არიან ხალხნი, ვისაც უფლება არა აქვთ, მანქანით იარონ, ან მანქანები არ უნდა ჰყავდეთ. იქნებ გადაჭარბებული და უადგილოდ ჩაკვეხებული სახლების რაოდენობას გულისხმობთ და ხმამაღლა ვერ ამბობთ. 

ალექს
0

ნიუიორკში ხომ დადის მეტრო მეორე სართულზე, ქვემოთ კი მთელი ქალაქია, გადაატარეთ მტკვარზე გასწვრივად ასე 50 მეტრის სიმაღლეზე გაყოლებით რაღაც ახალი ტიპის მაგისტრალი, თუნდაც მონორელსზე ტრამვაი ( სახანძრო ვაგონიც ხომ შეიძლება იყოს, სასწრაფოსიც ?!) ორსართულიანი ავტოგზაც დაეტევა, ფართოა მტკვარი მაგათთვის და ტაქსებისთვის , ერთი იქით ნაკადისათვის , მეორე აქეთ ?) -იდინოს მტკვარმა ღიად მის ქვეშ და ათიოდე კვეთა გაუკეთეთ მაგალითად დიღომში , გლდანისაკენ , სააკაძის მოედნისა და მეტრო გოცირიძესკენ სწრაფი ესკალატორები, რუსთაველისა და ევროპის მოედნისაკენ, ორთაჭალასა და კახეთის გზატკეცილისაკენ , მეტრო მეორე სართულზე , პარალელურად კი პნევმოტრანსპორტი ამანათებისა და ყუთების საზიდად, ეგ პირდაპირ ოფისებში შევა, არის ამის ლონდონური მცდელობა ! ფუტურისტული კი არა, რეალისტურია, ჰაეროვანი ! მომავლის პროექტი ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში საცობებია, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების პრობლემა არ აქვს" - კალაძე გუშინდელ ხანძარზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

"მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში საცობებია, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების პრობლემა არ აქვს" - კალაძე გუშინდელ ხანძარზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების "გადაჭარბებული რაოდენობაა“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საცობების მიმართულებით იმისთვის, რომ "რაღაცები გამოსწორდეს“, ერთადერთი გზა ის პოლიტიკაა, რომელსაც დედაქალაქის მერია ატარებს.

"საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება დედაქალში, რომ შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა. შევძლოთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი ასევე, მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა. დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? ნახეთ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ. მე გამოვედი, კიდევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გავუსვი - თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ მოიტანეთ ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი, რომ ის არასწორს აკეთებს.. კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულნი არიან და გვეუბნებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, "სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი ვაშაძე. მერე, მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საცობების გამო, გუშინ ხანძრისას გამოძახებაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების შესაძლო დაგვიანებას შეეხებოდა, კალაძემ აღნიშნა, რომ საცობების მიუხედავად, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს.

"არანაირი დაგვიანებით არ მისულა {სახანძრო მანქანა]. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეგ ინფორმაცია და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, რამდენ წუთში მივიდა სახანძრო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, მიუხედავად იმისა, რომ რთულია გადაადგილება, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოებას იმის კულტურა აქვს, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე იხილეთ: