სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერარი, ბენტლი, კარტიეს სამკაულები, რენუარის და შაგალის ნახატები - როგორ ცხოვრობს ტომ კრუზის რუსი შეყვარებული, რომლის ყოფილ ქმარსაც კრემლი ეძებს
ფერარი, ბენტლი, კარტიეს სამკაულები, რენუარის და შაგალის ნახატები - როგორ ცხოვრობს ტომ კრუზის რუსი შეყვარებული, რომლის ყოფილ ქმარსაც კრემლი ეძებს

ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­ი­დებ­მა გუ­შინ ტომ კრუ­ზის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. მსა­ხი­ო­ბის რჩე­უ­ლი რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტის რი­ნატ ხა­ი­რო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი, ელ­სი­ნაა. 2021 წელს ის რუს ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კოვს და­შო­რებ­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ფლობ­და 27 მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ან სა­სახ­ლეს სუ­რე­ის ვენტვორ­ტის სამ­კვიდ­რო­ში, ასე­ვე ლონ­დონ­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლს. წყვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გახ­ლდათ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი Ferrari და Bentley, კარ­ტი­ეს სამ­კა­უ­ლე­ბის კო­ლექ­ცია, რე­ნუ­ა­რის და მარკ შა­გა­ლის ნა­ხა­ტე­ბი, ასე­ვე ბი­ნე­ბი კვიპ­როს­სა და დუ­ბა­ი­ში, რომ­ლე­ბიც, The Sun-ის ცნო­ბით, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი ღირს.

მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში ელ­სი­ნა ყო­ფილ­მა ქმარ­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ჩან­თე­ბის კო­ლექ­ცი­ის და­მალ­ვა­ში, რათა გაყ­რის შემ­დეგ ქო­ნე­ბა არ გა­ყო­ფი­ლი­ყო. სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ფი­ლი წყვი­ლი მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 150 ჩან­თას ფლობ­და. ქმარ­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, ხა­ი­რო­ვა ცდი­ლობ­და და­ებ­ლო­კა ყო­ფი­ლი ქმრის წვდო­მა ერ­თობ­ლივ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­სა და საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებ­ზე. მან კვიპ­როს­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი დე­დის სა­ხელ­ზე გა­ა­ფორ­მა, რაც მო­სა­მარ­თლის თქმით, იყო „აშ­კა­რა მცდე­ლო­ბა“, მო­ეხ­სნა აქ­ტი­ვე­ბი ქმრის კონ­ტრო­ლი­დან.

წყვი­ლი ერ­თობ­ლი­ვად უძ­ვირ­ფა­სეს კრის­ტა­ლებს და Patek Phillipe სა­ა­თებს, რომ­ლე­ბიც ინა­ხე­ბო­და ლონ­დონ­ში Harrods-ის სე­იფ­ში. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, სე­ი­ფის ერ­თა­დერ­თი გა­სა­ღე­ბი დი­მიტ­რის ჰქონ­და, მაგ­რამ ელ­სი­ნამ და­არ­წმუ­ნა ბუ­ტი­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ გა­სა­ღე­ბი და­ი­კარ­გა და სთხო­ვა, კი­დევ ერთი და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. რის შემ­დე­გაც მან სე­ი­ფი და­ა­ცა­რი­ე­ლა. ელ­სი­ნას თქმით, მისი ქმა­რი კრემ­ლის­გან ძებ­ნილ­თა სი­ა­შია.

ელ­სი­ნას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ორი შვი­ლის დე­დას უყ­ვარს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. ის ხში­რად სტუმ­რობს პა­რიზს, ვე­ნე­ცი­ას, სენტ-ტრო­პეს, მონ­ტე კარ­ლოს, ყა­ტარ­სა და კა­ლი­ფორ­ნი­ას.

ქორ­წი­ნე­ბის დროს ელ­სი­ნა არ მუ­შა­ობ­და. ხა­ი­რო­ვა დღემ­დე ცხოვ­რობს 2400 კვ.მ სა­სახ­ლე­ში. სახ­ლს აქვს ათი სა­ძი­ნე­ბე­ლი, 15 აბა­ზა­ნა, ორი ლიფ­ტი, სა­თა­მა­შო ოთა­ხი, და­ხუ­რუ­ლი აუზი, სპა და მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­ფა­რე­ხი ექ­ვსი მან­ქა­ნის­თვის.

არც ისე დიდი ხნის წინ ელ­სი­ნამ იყი­და ბინა ლონ­დო­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ უბან­ში. თუმ­ცა, გა­სულ წელს სა­ხელ­წმი­ფომ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ ქალ­მა არ გა­და­ი­ხა­და 300 000 დო­ლა­რის გა­და­სა­ხა­დი რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შად­რევ­ნე­ბი­სა და ბა­ღის გა­ნა­თე­ბის­თვის.

61 წლის კრუ­ზი და 36 წლის ელ­სი­ნა ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლის ალე­ნა ავ­რა­მენ­კოს წვე­უ­ლე­ბა­ზე ლონ­დო­ნის მე­ი­ფერ­ში და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა აშ­კა­რად რო­მან­ტი­კუ­ლი იყო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაკო
1

შეეშვი ტომ ასეთ ტყლარჭა, სტერვა ქალებს. ადრე თუ გვიან რაიმე აბსურდულზე მაინც მოგდებენ შარს და ძალიან ძვირი დაგიჯდება.არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი.

გიო
6

ჩემი ტომი როგორ მიშას დამსგავსებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ფერარი, ბენტლი, კარტიეს სამკაულები, რენუარის და შაგალის ნახატები - როგორ ცხოვრობს ტომ კრუზის რუსი შეყვარებული, რომლის ყოფილ ქმარსაც კრემლი ეძებს

ფერარი, ბენტლი, კარტიეს სამკაულები, რენუარის და შაგალის ნახატები - როგორ ცხოვრობს ტომ კრუზის რუსი შეყვარებული, რომლის ყოფილ ქმარსაც კრემლი ეძებს

ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გუშინ ტომ კრუზის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები გამოაქვეყნეს. მსახიობის რჩეული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის რინატ ხაიროვის ქალიშვილი, ელსინაა. 2021 წელს ის რუს ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვს დაშორებდა, რომელთან ერთადაც ფლობდა 27 მილიონდოლარიან სასახლეს სურეის ვენტვორტის სამკვიდროში, ასევე ლონდონში რამდენიმე სახლს. წყვილის მფლობელობაში გახლდათ ძვირადღირებული მანქანები Ferrari და Bentley, კარტიეს სამკაულების კოლექცია, რენუარის და მარკ შაგალის ნახატები, ასევე ბინები კვიპროსსა და დუბაიში, რომლებიც, The Sun-ის ცნობით, მილიონობით დოლარი ღირს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ელსინა ყოფილმა ქმარმა დაადანაშაულა ცნობილი დიზაინერების ჩანთების კოლექციის დამალვაში, რათა გაყრის შემდეგ ქონება არ გაყოფილიყო. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი წყვილი მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 150 ჩანთას ფლობდა. ქმართან განშორების შემდეგ, ხაიროვა ცდილობდა დაებლოკა ყოფილი ქმრის წვდომა ერთობლივ საბანკო ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათებზე. მან კვიპროსში არსებული ქონების ნაწილი დედის სახელზე გააფორმა, რაც მოსამართლის თქმით, იყო „აშკარა მცდელობა“, მოეხსნა აქტივები ქმრის კონტროლიდან.

წყვილი ერთობლივად უძვირფასეს კრისტალებს და Patek Phillipe საათებს, რომლებიც ინახებოდა ლონდონში Harrods-ის სეიფში. ჟურნალისტის თქმით, სეიფის ერთადერთი გასაღები დიმიტრის ჰქონდა, მაგრამ ელსინამ დაარწმუნა ბუტიკის თანამშრომლები, რომ გასაღები დაიკარგა და სთხოვა, კიდევ ერთი დაემზადებინათ. რის შემდეგაც მან სეიფი დააცარიელა. ელსინას თქმით, მისი ქმარი კრემლისგან ძებნილთა სიაშია.

ელსინას სოციალური მედიით თუ ვიმსჯელებთ, ორი შვილის დედას უყვარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ის ხშირად სტუმრობს პარიზს, ვენეციას, სენტ-ტროპეს, მონტე კარლოს, ყატარსა და კალიფორნიას.

ქორწინების დროს ელსინა არ მუშაობდა. ხაიროვა დღემდე ცხოვრობს 2400 კვ.მ სასახლეში. სახლს აქვს ათი საძინებელი, 15 აბაზანა, ორი ლიფტი, სათამაშო ოთახი, დახურული აუზი, სპა და მიწისქვეშა ავტოფარეხი ექვსი მანქანისთვის.

არც ისე დიდი ხნის წინ ელსინამ იყიდა ბინა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში. თუმცა, გასულ წელს სახელწმიფომ დაადანაშაულა, რომ ქალმა არ გადაიხადა 300 000 დოლარის გადასახადი რეზიდენციაში შადრევნებისა და ბაღის განათებისთვის.

61 წლის კრუზი და 36 წლის ელსინა ერთად დააფიქსირეს უკრაინელი მოდელის ალენა ავრამენკოს წვეულებაზე ლონდონის მეიფერში და თვითმხილველების თქმით, მათი ურთიერთობა აშკარად რომანტიკული იყო.

წაიკითხეთ ასევე: