მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნახატს რამდენიმე მოსწავლემ ზურგი აქცია..." - სკანდალი საფრანგეთის სკოლაში: რა მოხდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ბავშვებს ცნობილი იტალიელი მხატვრის ნახატი აჩვენა
"ნახატს რამდენიმე მოსწავლემ ზურგი აქცია..." - სკანდალი საფრანგეთის სკოლაში: რა მოხდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ბავშვებს ცნობილი იტალიელი მხატვრის ნახატი აჩვენა

საფ­რან­გე­თის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად ჟაკ კარ­ტი­ეს სკო­ლას ეს­ტუმ­რა, სა­დაც გაკ­ვე­თი­ლე­ბის დროს შიშ­ვე­ლი ქა­ლის ამ­სახ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი ნა­ხა­ტის ჩვე­ნე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე დღეა სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა.

შემ­თხვე­ვა გაკ­ვე­თილ­ზე მოხ­და, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­დაც ბევ­რი იმიგ­რან­ტი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, ფრან­გუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვებს იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვრის ჯუ­ზე­პე სე­ზა­რის ნა­ხა­ტი "დი­ა­ნა და აქ­ტე­ო­ნი" აჩ­ვე­ნათ, რო­მელ­შიც ნა­დი­რო­ბის ქალ­წუ­ლი ქალღმერ­თი, ისე­ვე რო­გორც მისი თან­მხლე­ბი ნიმ­ფე­ბი, შიშ­ვე­ლად არი­ან და­ხა­ტუ­ლე­ბი. მე-17 სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პელ მხატ­ვრებს შო­რის ეს პრაქ­ტი­კა სა­ყო­ველ­თა­ოდ იყო მი­ღე­ბუ­ლი.

სე­ზა­რის ნა­ხა­ტი 1603 წლით თა­რიღ­დე­ბა და მას­ში ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ი­დან ერთ-ერთი ეპი­ზო­დია გა­მო­სა­ხუ­ლი. მი­თის მი­ხედ­ვით, ტყე­ში ნა­დი­რო­ბი­სას აქ­ტე­ონ­მა შემ­თხვე­ვით მო­ბა­ნა­ვე დი­ა­ნა და­ი­ნა­ხა, რის გა­მოც ქალღმერ­თმა აქ­ტე­ო­ნი ირ­მად აქ­ცია. ნა­ხა­ტი პა­რი­ზის ლუვ­რის მუ­ზე­უმ­შია ინა­ხე­ბა.

ნა­ხა­ტის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლემ მას ზურ­გი აქ­ცია, რად­გან, 12-13 წლის ბავ­შვე­ბის თქმით, მსგავ­სი ნა­ხა­ტე­ბის ნახ­ვას მათი რე­ლი­გია კრძა­ლავს. მოს­წავ­ლე­ებ­მა მას­წავ­ლე­ბე­ლი ასე­ვე და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს რა­სის­ტულ და ის­ლა­მო­ფო­ბი­ურ გან­ცხა­დე­ბებ­ში.

მე­ო­რე დღეს ერთ-ერ­თმა მშო­ბელ­მა სკო­ლის დი­რექ­ტორს უჩივ­ლა. ქა­ლის თქმით, მის შვილს საკ­ლა­სო ოთახ­ში მიმ­დი­ნა­რე დის­კუ­სი­ი­ის დროს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. მე­დი­ის ცნო­ბით, მას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რა­საც თან ახ­ლდა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მან მუს­ლი­მებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

ჟაკ-კარ­ტი­ეს სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­მა ორ­შა­ბათს უარი თქვეს მუ­შა­ო­ბა­ზე და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს

ორ­შა­ბათს, სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მას­წავ­ლებ­ლებ­მა უარი თქვეს სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა­ზე, ხოლო საფ­რან­გე­თის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გაბ­რი­ელ ატა­ლი სკო­ლა­ში მი­ვი­და.

მე­დია წერს, რომ სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი მოგ­ვა­გო­ნებს პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში სხვა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­ელ პე­ტის მკვლე­ლო­ბას, რო­მელ­საც 2020 წელს ჩე­ჩენ­მა აბ­დუ­ლაკ ან­ზო­როვ­მა თავი მოჰ­კვე­თა. მი­ზე­ზი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მუ­ჰა­მე­დის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის კა­რი­კა­ტუ­რის ჩვე­ნე­ბა გახ­და.

და ორი თვის წინ კი­დევ ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი, დო­მი­ნიკ ბერ­ნა­რი, და­ნით მოკ­ლეს სკო­ლის სა­თა­მა­შო მო­ე­დან­ზე ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გეთ­ში, არას­ში.

არას­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ორი თვის წინ მოკ­ლეს

საფ­რან­გე­თის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მას­წავ­ლებ­ლებს მისი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვთ.

გარ­და ამი­სა, ატალ­მა პი­რო­ბა დადო, რომ სკო­ლა­ში ასე­ვე გა­იგ­ზავ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გუნ­დი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და და­იც­ვან „რეს­პუბ­ლი­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი“.

სკო­ლამ მუ­შა­ო­ბა 12 დე­კემ­ბერს გა­ნა­ახ­ლა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც უარს ამ­ბობს გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ნა­ხა­ტის ამ­ბა­ვი მოს­წავ­ლე­ებ­ში დის­ციპ­ლი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

რო­გორც ჩანს, არას­ში ორი თვის მომ­ხდა­რი მას­წავ­ლებ­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სკო­ლა­ში ატ­მოს­ფე­რო და­ძა­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
13

გერმანიაში ხო ხმას არ აღებინებენ " უმაღლეს რასას" ეს პაპუასები. აი რა უქნა არასწორმა პოლიტიკამ

ჯინა
7

საფრანგეთი,შვედეთი,გერმანია,ყველა მიაჩმორეს პალმიდან ჩამომხტრებმა.ჯერ სად ვართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ნახატს რამდენიმე მოსწავლემ ზურგი აქცია..." - სკანდალი საფრანგეთის სკოლაში: რა მოხდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ბავშვებს ცნობილი იტალიელი მხატვრის ნახატი აჩვენა

"ნახატს რამდენიმე მოსწავლემ ზურგი აქცია..." - სკანდალი საფრანგეთის სკოლაში: რა მოხდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა ბავშვებს ცნობილი იტალიელი მხატვრის ნახატი აჩვენა

საფრანგეთის განათლების მინისტრი პარიზის მახლობლად ჟაკ კარტიეს სკოლას ესტუმრა, სადაც გაკვეთილების დროს შიშველი ქალის ამსახველი კლასიკური ნახატის ჩვენების გამო, რამდენიმე დღეა სკანდალი გრძელდება.

შემთხვევა გაკვეთილზე მოხდა, საჯარო სკოლაში სადაც ბევრი იმიგრანტი მოსწავლე სწავლობს, ფრანგული ენის მასწავლებელმა ბავშვებს იტალიელი მხატვრის ჯუზეპე სეზარის ნახატი "დიანა და აქტეონი" აჩვენათ, რომელშიც ნადირობის ქალწული ქალღმერთი, ისევე როგორც მისი თანმხლები ნიმფები, შიშველად არიან დახატულები. მე-17 საუკუნის ევროპელ მხატვრებს შორის ეს პრაქტიკა საყოველთაოდ იყო მიღებული.

სეზარის ნახატი 1603 წლით თარიღდება და მასში ბერძნული მითოლოგიიდან ერთ-ერთი ეპიზოდია გამოსახული. მითის მიხედვით, ტყეში ნადირობისას აქტეონმა შემთხვევით მობანავე დიანა დაინახა, რის გამოც ქალღმერთმა აქტეონი ირმად აქცია. ნახატი პარიზის ლუვრის მუზეუმშია ინახება.

ნახატის ჩვენების შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ მას ზურგი აქცია, რადგან, 12-13 წლის ბავშვების თქმით, მსგავსი ნახატების ნახვას მათი რელიგია კრძალავს. მოსწავლეებმა მასწავლებელი ასევე დაადანაშაულეს რასისტულ და ისლამოფობიურ განცხადებებში.

მეორე დღეს ერთ-ერთმა მშობელმა სკოლის დირექტორს უჩივლა. ქალის თქმით, მის შვილს საკლასო ოთახში მიმდინარე დისკუსიიის დროს აზრის გამოხატვის უფლება არ მისცეს. მედიის ცნობით, მასწავლებლის სახელი და გვარი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში, რასაც თან ახლდა ინფორმაცია, თითქოს მან მუსლიმებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟაკ-კარტიეს სკოლის მასწავლებლებმა ორშაბათს უარი თქვეს მუშაობაზე და საპროტესტო აქცია გამართეს

ორშაბათს, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით მასწავლებლებმა უარი თქვეს სამსახურში წასვლაზე, ხოლო საფრანგეთის განათლების მინისტრი გაბრიელ ატალი სკოლაში მივიდა.

მედია წერს, რომ სკოლაში მომხდარი ინციდენტი მოგვაგონებს პარიზის გარეუბანში სხვა სკოლის მასწავლებლის სამუელ პეტის მკვლელობას, რომელსაც 2020 წელს ჩეჩენმა აბდულაკ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა. მიზეზი სკოლის მოსწავლეებისთვის მუჰამედის წინასწარმეტყველის კარიკატურის ჩვენება გახდა.

და ორი თვის წინ კიდევ ერთი მასწავლებელი, დომინიკ ბერნარი, დანით მოკლეს სკოლის სათამაშო მოედანზე ჩრდილოეთ საფრანგეთში, არასში.

არასში მასწავლებელი ორი თვის წინ მოკლეს

საფრანგეთის განათლების მინისტრმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა იქნება მიღებული და მასწავლებლებს მისი სრული მხარდაჭერა აქვთ.

გარდა ამისა, ატალმა პირობა დადო, რომ სკოლაში ასევე გაიგზავნება სპეციალური გუნდი, რათა უზრუნველყოს, რომ როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების უსაფრთხოება და დაიცვან „რესპუბლიკის ღირებულებები“.

სკოლამ მუშაობა 12 დეკემბერს განაახლა, მაგრამ მასწავლებლების ნაწილი მაინც უარს ამბობს გაკვეთილების ჩატარებაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ნახატის ამბავი მოსწავლეებში დისციპლინის ნაკლებობაზე მეტყველებს.

როგორც ჩანს, არასში ორი თვის მომხდარი მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ სკოლაში ატმოსფერო დაძაბულია.