მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება თბილისი 3-4 წელიწადში და რა იგეგმება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე -"პროექტებს შორის არის მრავალფუნქციური კომპლექსები"
როგორი იქნება თბილისი 3-4 წელიწადში და რა იგეგმება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე -"პროექტებს შორის არის მრავალფუნქციური კომპლექსები"

მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ურ­ბა­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრმა (URC)“ უახ­ლე­სი კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბი წა­რად­გი­ნა. რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ძი­რი­თა­დი საკ­ვლე­ვი არე­ა­ლი, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს იმ მო­ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც თა­მარ მე­ფის ხი­დი­დან რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­სა და ყო­ფი­ლი სა­ქა­ნე­ლას ქუ­ჩის მი­და­მო­ებ­შია მოქ­ცე­უ­ლი.

არე­ა­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის დამ­ცავ ზო­ნებ­ში ჰყვე­ბა და ის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლად, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თი­სა და სატ­რან­სპორ­ტო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მხრივ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში დე­ტა­ლუ­რად იქნა შეს­წავ­ლი­ლი 16 პრობ­ლე­მუ­რი პრო­ექ­ტი. პრო­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლი ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი, ნა­წი­ლი კი არა, თუმ­ცა მათი რე­ა­ლი­ზე­ბის საფრ­თხე მა­ღა­ლია.

პრო­ექ­ტებს შო­რის არის: მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი სა­ცუ­რაო აუზ „ლა­გუ­ნა ვე­რეს“ მიმ­დე­ბა­რედ, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი სა­ქა­ნე­ლას ქუ­ჩის არე­ალ­ში, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი ყო­ფი­ლი რეს­ტო­რან არაგ­ვის არე­ალ­ში და ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­სა და მის ძირ­ში, სა­ნა­პი­როს გას­წვრივ მო­აზ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, გან­ხი­ლუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს მიმ­დე­ბა­რე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­ზე. ამას­თან, კვლე­ვის ავ­ტორ­თა შე­ფა­სე­ბით, შეს­წავ­ლილ პრო­ექ­ტებს შო­რის ხში­რია ლან­დშაფ­ტში უხე­ში ჩა­რე­ვი­სა და მწვა­ნე სივ­რცი­თი პა­უ­ზე­ბის ამოვ­სე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია სა­ნა­პი­რო­ზე, ყო­ფი­ლი რეს­ტო­რან „არაგ­ვის“ არე­ალ­ში მო­აზ­რე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა.

ამას­თან, კვლე­ვის თა­ნახ­მად, საკ­ვლევ არე­ალ­ში შე­თან­ხმე­ბუ­ლი და მო­აზ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია დე­და­ქა­ლა­ქის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­თან და მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
1

უვიცებო,გზებს მიხედეთ,გზები თუ არ მოგვარდა,დაგრჩებათ ეგ შენობები უკან.

გიგა
3

ვის აინტერესებს მოსახლეობის აზრი, გასკდნენ და ამათ გაუმაძღობას სასრული არ ააქვს, მარტო არჩევნებზე ახსენდებათ ხალხი, კარტოფილით ყიდულობენ ამომრჩეველს, იმიტომ ურჩევნიათ ხალხი სიღატაკეში აცხოვრონ, რომ ნაკლები დანახერჯებით ჩაატარონ საკუთარი მავნებლობა, ნაცების დროსაც ესე იყო და ქოცებმა საერთოდ რეკორდები მოხსნეს

ავტორი:

როგორი იქნება თბილისი 3-4 წელიწადში და რა იგეგმება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე -"პროექტებს შორის არის მრავალფუნქციური კომპლექსები"

როგორი იქნება თბილისი 3-4 წელიწადში და რა იგეგმება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე -"პროექტებს შორის არის მრავალფუნქციური კომპლექსები"

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანებასთან დაკავშირებით „ურბანული კვლევების ცენტრმა (URC)“ უახლესი კვლევის მიგნებები წარადგინა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ძირითადი საკვლევი არეალი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს იმ მონაკვეთს მოიცავს, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის მიდამოებშია მოქცეული.

არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონებში ჰყვება და ის ტოპოგრაფიულად, განაშენიანების ხასიათისა და სატრანსპორტო უზრუნველყოფის მხრივ არაერთგვაროვანია.

კვლევის ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი 16 პრობლემური პროექტი. პროექტების ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად არის შეთანხმებული, ნაწილი კი არა, თუმცა მათი რეალიზების საფრთხე მაღალია.

პროექტებს შორის არის: მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსი საქანელას ქუჩის არეალში, მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი რესტორან არაგვის არეალში და ქიაჩელის ქუჩასა და მის ძირში, სანაპიროს გასწვრივ მოაზრებული პროექტები.

კვლევის თანახმად, განხილული პროექტების დიდი ნაწილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ამასთან, კვლევის ავტორთა შეფასებით, შესწავლილ პროექტებს შორის ხშირია ლანდშაფტში უხეში ჩარევისა და მწვანე სივრცითი პაუზების ამოვსების შემთხვევები. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სანაპიროზე, ყოფილი რესტორან „არაგვის“ არეალში მოაზრებული განაშენიანება.

ამასთან, კვლევის თანახმად, საკვლევ არეალში შეთანხმებული და მოაზრებული პროექტების დიდი ნაწილი წინააღმდეგობაშია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ურბანული განვითარების ძირითად პრინციპებთან და მიმართულებებთან... წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები