პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენების შემთხვევები - გაიგეთ, გჭირდებათ თუ არა ის
ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენების შემთხვევები - გაიგეთ, გჭირდებათ თუ არა ის

ტერფს ადა­მი­ა­ნის ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მათ, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, სხე­უ­ლის

მთე­ლი წო­ნის ტა­რე­ბა უწევთ. ამი­ტომ ტერ­ფე­ბის მოვ­ლა ზო­გად ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის ნა­წი­ლი უნდა იყოს.

ტერ­ფის პა­თო­ლო­გი­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდი სპექტრი არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად: ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა, ტერ­ფმ­რუ­დო­ბა, ღრუ ტერ­ფი, ნამ­გლი­სებ­რი ტერ­ფი, დი­ა­ბე­ტუ­რი ტერ­ფი.

თი­თო­ე­ულ ამ და­ა­ვა­დე­ბას მკურ­ნა­ლო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დი აქვს. თუმ­ცა ტერ­ფის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად და ხან­გრძლი­ვად შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, დიდი როლი აკის­რია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ღა­ბაშს (სუ­პი­ნა­ტო­რი, პრო­ნა­ტო­რი და კო­რექ­ტო­რი). კლი­ნი­კა „ტერ­დი“, რო­მელ­საც ტერ­ფის პრობ­ლე­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­შე­ბის დამ­ზა­დე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, გვირ­ჩევს, რო­დის არის სა­ჭი­რო მისი გა­მო­ყე­ნე­ბა:

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­ში დე­ფორ­მუ­ლი ტერ­ფის დროს

დე­ფორ­მუ­ლი ტე­ფის დროს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­შის გა­მო­ყე­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ტერ­ფის სრულ­ფა­სო­ვან მუ­შა­ო­ბას, სა­სი­ა­რუ­ლო ღერ­ძის გა­მოს­წო­რე­ბას, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ყრდნო­ბის უბ­ნებ­ზე ზე­წო­ლის კო­რე­გი­რე­ბას, იცავს ტერფს გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან და ხსნის არ­სე­ბულ ტკი­ვი­ლებს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რიც, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სი­მეტ­რი­უ­ლი არა­ვი­ნაა. ამ­დე­ნად, შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს დე­ფორ­მა­ცი­ე­ბი ერთ ტერფზე უფრო მე­ტად იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი, მე­ო­რე­ზე კი – ნაკ­ლე­ბად. ეს კი ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ხერ­ხე­მალ­ზე. ბავ­შვთა დი­აგ­ნოს­ტი­კა შე­საძ­ლე­ბე­ლია 4 წლი­დან. თუ რო­მე­ლი­მე პა­თო­ლო­გია გა­მოვ­ლინ­და, ბავ­შვმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ატა­როს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­ში, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ეს ტერ­ფის პა­თო­ლო­გია არ გარ­თულ­დეს, არ გაღ­რმავ­დეს. ასე­თი მიდ­გო­მით შე­საძ­ლოა 14 წლამ­დე მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დეს, მი­ვი­ღოთ ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი და შემ­დგომ უკვე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ოთ, იმი­სათ­ვის, რომ და­ვიც­ვათ ხერ­ხე­მა­ლი, ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია მო­ზარ­დებ­თან.

ზრდას­რუ­ლებ­თან ტერ­ფის ფორ­მა არ იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­შის გა­მო­ყე­ნე­ბით იხ­სნე­ბა ჩი­ვი­ლე­ბი და ტერფს და ზო­გად ჯან­მრთე­ლო­ბას ვი­ცავთ შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბის­გან.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­ში და სპორ­ტი

სპორ­ტუ­ლი დატ­ვირ­თვის დროს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სუ­პი­ნა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა იცავს ტერფს ტრავ­მის­გან. სპორ­ტსმე­ნი არის უფრო სწრა­ფი, მოქ­ნი­ლი. აქვს უკე­თე­სი მო­ნა­ცე­მე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სპორ­ტის დროს გა­მო­ხა­ტუ­ლია ტერ­ფის პა­თო­ლო­გია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ღა­ბაშს აქვს, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო, ასე­ვე სა­კო­რექ­ციო ეფექ­ტი.

სპორ­ტუ­ლი სუ­პი­ნა­ტო­რი სპორ­ტსმენს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მისი ორ­გა­ნიზ­მის რე­ზერ­ვი მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს მო­ნაც­მე­ბი. ის იცავს რო­გორც ხერ­ხე­მალს, ასე­ვე მუხ­ლებს და ყვე­ლა სახ­სარს გა­დატ­ვირ­თვის­გან და ტკი­ვი­ლის­გან.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი ღა­ბა­შის გა­მო­ყე­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი სპორ­ტუ­ლი დატ­ვირ­თვე­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა: ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, ჩოგ­ბურ­თი, რაგ­ბი, მძლე­ოს­ნო­ბა და ფა­რი­კა­ო­ბა.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­ში ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­ში ინიშ­ნე­ბა ლიმ­ფოს­ტა­ზი­სა და ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის დრო­საც, ტუმ­ბოს ფუნ­ქცი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც იწ­ვევს ქვე­და კი­დუ­რე­ბის ვე­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან/და სუს­ტი სარ­ქვლე­ბი. ამ სარ­ქვლე­ბით ვე­ნებ­ში სის­ხლი გა­და­დის ქვე­და კი­დუ­რე­ბი­დან გუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დე­ფექ­ტუ­რი ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სარ­ქვლე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს სის­ხლი გა­და­ნა­წილ­დე­ბა სხვა ვე­ნებ­ში და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სი­თხე ქვე­და კი­დუ­რე­ბის ქსო­ვი­ლებ­შიც გა­და­დის, რაც ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბით ვლინ­დე­ბა. ამ დროს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღა­ბა­შის გა­მო­ყე­ნე­ბა ვე­ნე­ბის შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია.

კლი­ნი­კა „ტერ­დში“ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სუ­პი­ნა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა 4 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ამ დრომ­დე ცხი­მის სა­ფარ­ვე­ლი არ არის გა­ლე­უ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 4 წლამ­დე ყვე­ლა ბავ­შვი ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნია და სწო­რედ ამ დროს ხდე­ბა ტერ­ფის თა­ღის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

Clinic Terdi - https://www.terdi.org/

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენების შემთხვევები - გაიგეთ, გჭირდებათ თუ არა ის

ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენების შემთხვევები - გაიგეთ, გჭირდებათ თუ არა ის

ტერფს ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათ, პირდაპირი გაგებით, სხეულის

მთელი წონის ტარება უწევთ. ამიტომ ტერფების მოვლა ზოგად ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილი უნდა იყოს.

ტერფის პათოლოგიების საკმაოდ დიდი სპექტრი არსებობს, მაგალითად: ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა, ღრუ ტერფი, ნამგლისებრი ტერფი, დიაბეტური ტერფი.

თითოეულ ამ დაავადებას მკურნალობის განსხვავებული მეთოდი აქვს. თუმცა ტერფის პათოლოგიების დროს სასურველი შედეგის მისაღებად და ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, დიდი როლი აკისრია ინდივიდუალურ ღაბაშს (სუპინატორი, პრონატორი და კორექტორი). კლინიკა „ტერდი“, რომელსაც ტერფის პრობლემების მკურნალობისა და ინდივიდუალური ღაბაშების დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, გვირჩევს, როდის არის საჭირო მისი გამოყენება:

ინდივიდუალური ღაბაში დეფორმული ტერფის დროს

დეფორმული ტეფის დროს, ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება უზრუნველყოფს ტერფის სრულფასოვან მუშაობას, სასიარულო ღერძის გამოსწორებას, ფიზიოლოგიური ყრდნობის უბნებზე ზეწოლის კორეგირებას, იცავს ტერფს გართულებებისგან და ხსნის არსებულ ტკივილებს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ აბსოლუტურად სიმეტრიული არავინაა. ამდენად, შესაძლებელია ეს დეფორმაციები ერთ ტერფზე უფრო მეტად იყოს გამოხატული, მეორეზე კი – ნაკლებად. ეს კი ძალიან უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე. ბავშვთა დიაგნოსტიკა შესაძლებელია 4 წლიდან. თუ რომელიმე პათოლოგია გამოვლინდა, ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს ინდივიდუალური ღაბაში, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ტერფის პათოლოგია არ გართულდეს, არ გაღრმავდეს. ასეთი მიდგომით შესაძლოა 14 წლამდე მდგომარეობა გამოსწორდეს, მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი და შემდგომ უკვე შენარჩუნებაზე ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ დავიცვათ ხერხემალი, ეს ყველაზე მთავარია მოზარდებთან.

ზრდასრულებთან ტერფის ფორმა არ იცვლება, მაგრამ ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენებით იხსნება ჩივილები და ტერფს და ზოგად ჯანმრთელობას ვიცავთ შემდგომი გართულებისგან.

ინდივიდუალური ღაბაში და სპორტი

სპორტული დატვირთვის დროს, ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება იცავს ტერფს ტრავმისგან. სპორტსმენი არის უფრო სწრაფი, მოქნილი. აქვს უკეთესი მონაცემები. იმ შემთხვევაში თუ სპორტის დროს გამოხატულია ტერფის პათოლოგია ინდივიდუალურ ღაბაშს აქვს, როგორც სამკურნალო, ასევე საკორექციო ეფექტი.

სპორტული სუპინატორი სპორტსმენს აძლევს საშუალებას, რომ მისი ორგანიზმის რეზერვი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს და გააუმჯობესოს მონაცმები. ის იცავს როგორც ხერხემალს, ასევე მუხლებს და ყველა სახსარს გადატვირთვისგან და ტკივილისგან.

ინდივიდუალური სპორტული ღაბაშის გამოყენება მნიშვნელოვანია ისეთი სპორტული დატვირთვების დროს, როგორიცაა: ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, რაგბი, მძლეოსნობა და ფარიკაობა.

ინდივიდუალური ღაბაში ვენური უკმარისობისა და სხვა დაავადებების დროს

ინდივიდუალური ღაბაში ინიშნება ლიმფოსტაზისა და ვენური უკმარისობის დროსაც, ტუმბოს ფუნქციის გასაძლიერებლად. ქრონიკული ვენური უკმარისობა ეს არის დაავადება, რომელსაც იწვევს ქვედა კიდურების ვენების დაზიანებული ან/და სუსტი სარქვლები. ამ სარქვლებით ვენებში სისხლი გადადის ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით. დეფექტური ან დაზიანებული სარქვლების არსებობის დროს სისხლი გადანაწილდება სხვა ვენებში და რიგ შემთხვევებში სითხე ქვედა კიდურების ქსოვილებშიც გადადის, რაც ქვედა კიდურების შეშუპებით ვლინდება. ამ დროს ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება ვენების შესაბამის მკურნალობასთან ერთად საკმაოდ ეფექტურია.

კლინიკა „ტერდში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება, რადგან ამ დრომდე ცხიმის საფარველი არ არის გალეული. შეიძლება ითქვას, რომ 4 წლამდე ყველა ბავშვი ბრტყელტერფიანია და სწორედ ამ დროს ხდება ტერფის თაღის ჩამოყალიბება.

Clinic Terdi - https://www.terdi.org/

R