საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბედურებაა, მტერს პირდაპირ უთხრა, "არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ - თაკო ჩარკვიანი ბექა დავითულიანს
"უბედურებაა, მტერს პირდაპირ უთხრა, "არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ - თაკო ჩარკვიანი ბექა დავითულიანს

უბე­დუ­რე­ბაა, მტერს პირ­და­პირ გა­ა­გო­ნო და უთხრა, რომ "არა­ფე­რი არ შე­მიძ­ლია, და­სა­ჭუ­რი­სე­ბუ­ლი, გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ვარ, არა­ვინ არ ვარ, მოდი“ - შემ­ზა­რა­ვია ამის მოს­მე­ნა პო­ლი­ტი­კო­სის­გან, არ შე­იძ­ლე­ბა, - ასე მი­მარ­თა "კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ ლი­დერ­მა, თაკო ჩარ­კვი­ან­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ ბექა და­ვი­თუ­ლი­ანს, რო­მელ­მაც თქვა, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ძალა“.

ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ტი­კოსს სწო­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს და საქ­ვეყ­ნოდ არ გა­მო­ა­ცხა­დოს, რომ საშ­ვე­ლი არ­სა­ი­დან არის.

"ბექა [და­ვი­თუ­ლი­ა­ნი], თქვენ მოგ­მარ­თავთ. ყო­ველ­გვა­რი ჩა­საფ­რე­ბის გა­რე­შე, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო. ჩვენ ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ ჩვენ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ და ჩვენ ოკუ­პი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. მე არ მსმე­ნია ის­ტო­რი­უ­ლად ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბა, რომ მტერს პირ­და­პირ გა­ა­გო­ნო და უთხრა, რომ "არა­ფე­რი არ შე­მიძ­ლია, და­სა­ჭუ­რი­სე­ბუ­ლი ვარ, გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი ვარ, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ვარ, არა­ვინ არ ვარ, ბი­თუ­რი ვარ, მოდი“. ხუმ­რო­ბა რომ არის ხომ იცით, "მრე­კეთ თავ­ში, ქალ­ბა­ტო­ნო მარ­გა­რი­ტა“. შემ­ზა­რა­ვია ამის მოს­მე­ნა პო­ლი­ტი­კო­სის­გან, არ შე­იძ­ლე­ბა. ასე რომ ფიქ­რობ­დეთ, ამის ამოთ­ქმა არ შე­იძ­ლე­ბა, უხერ­ხუ­ლია. არ­სე­ბობს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­ფა­რი. მე არ უნდა გას­წავ­ლი­დეთ ამას. მა­შინ ჩა­ი­ხე­დეთ და წა­ი­კი­თხეთ მეტი. შე­ფუთ­ვა არ­სე­ბობს სწო­რი სა­უბ­რი­სა, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა სწო­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს და საქ­ვეყ­ნოდ არ გა­მო­ა­ცხა­დოთ, რომ სა­ჭუ­რი­სია ქვე­ყა­ნა, გა­სა­უ­პა­ტი­უ­რებ­ლად არის მზად და საშ­ვე­ლი არ­სა­ი­დან არ არის. უბე­დუ­რე­ბაა ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა“, - მი­მარ­თა ჩარ­კვი­ან­მა და­ვი­თუ­ლი­ანს.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. მი­ლი­ცი­ის მიერ ცე­მით მოკ­ლუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, თე­მურ კარ­ბა­ი­ას შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად თქვა, რომ ოკუ­პა­ცია სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა და დღეს სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ძალა.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბაა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმი­სი ძალა, რომ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი დღეს, აი, ახლა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ვიბ­რუ­ნოთ ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით. რომ გვქონ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად ესე მო­ვიქ­ცე­ო­დით, ალ­ბათ," - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

"ჩვენს" ნაწილობრივ ვთანხმები თუმცა თაკო ჩარკვიანი რასაც ამბობს ნუ გადაირევით ქოცებო! და ამაშიც არის სიმართლე. ასეთი რამის გაცხადება არაფრის მომცემია აი "ჩვენმა" უფრო ნორმის ფარგლებში თქვა იგივე; თუ მაინცა და მაინც უნდა ითქვას., ისე დავითულიანი საერთოდ უმჯობსია თუ ჩუმად იქნება და ასევე პარლამენტარების დიდი ნაწილი. ბოლქვაძეს მიბაძეთ არის გაყურსული და ქე იღებს იმ ფულებს.

სიმართლე
0

გდრ, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, იუგოსლავია, რუმინეთი, უნგრეთი დაიბრუნა ხალხმა უომრად (რა თქმა უნდა დიდ ბრძოლების გარეშე). 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უბედურებაა, მტერს პირდაპირ უთხრა, "არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ - თაკო ჩარკვიანი ბექა დავითულიანს

"უბედურებაა, მტერს პირდაპირ უთხრა, "არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ - თაკო ჩარკვიანი ბექა დავითულიანს

უბედურებაა, მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ "არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ - შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება, - ასე მიმართა "კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატ ბექა დავითულიანს, რომელმაც თქვა, რომ "საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა“.

ჩარკვიანის განცხადებით, პოლიტიკოსს სწორი განცხადების გაკეთება უნდა შეეძლოს და საქვეყნოდ არ გამოაცხადოს, რომ საშველი არსაიდან არის.

"ბექა [დავითულიანი], თქვენ მოგმართავთ. ყოველგვარი ჩასაფრების გარეშე, ძალიან უხერხული განცხადება იყო. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ ოკუპირებულები ვართ. მე არ მსმენია ისტორიულად ამ ტიპის განცხადება, რომ მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ "არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული ვარ, გასაცოდავებული ვარ, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, ბითური ვარ, მოდი“. ხუმრობა რომ არის ხომ იცით, "მრეკეთ თავში, ქალბატონო მარგარიტა“. შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება. ასე რომ ფიქრობდეთ, ამის ამოთქმა არ შეიძლება, უხერხულია. არსებობს დიპლომატიური საფარი. მე არ უნდა გასწავლიდეთ ამას. მაშინ ჩაიხედეთ და წაიკითხეთ მეტი. შეფუთვა არსებობს სწორი საუბრისა, რომ პოლიტიკოსმა სწორი განცხადება გააკეთოს და საქვეყნოდ არ გამოაცხადოთ, რომ საჭურისია ქვეყანა, გასაუპატიურებლად არის მზად და საშველი არსაიდან არ არის. უბედურებაა ამ განცხადების გაკეთება“, - მიმართა ჩარკვიანმა დავითულიანს.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციის მიერ ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ოკუპაცია სამწუხარო რეალობაა და დღეს საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმისი ძალა, რომ ეს ტერიტორიები დღეს, აი, ახლა, დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ესე მოვიქცეოდით, ალბათ," - განაცხადა დავითულიანმა.